ხედავ, რა ჯილდო მიიღეს სემმა და იაფეთმა თავიანთი კრძალულებისთვის და რა სირცხვილი მოიტანა ქამმა თავისი თავხედობით. მუდმივად ვატაროთ ეს ჩვენს გონებაში, რათა შევძლოთ პირველთა მიმბაძველნი და მოშურნენი ვიყოთ, ხოლო უკანასკნელის ბოროტ ნებასა და უკიდურეს თავხედობას ავარიდოთ თავი. «ხოლო ცხოვნდა ნოე შემდგომად წყლით რღუნისა სამასორმეოცდაათ წელ. იქმნნეს ყოველნი დღენი ნოესნი ცხრაასერგისის წელ და მოკუდა» (). ნუ იფიქრებ, რომ საღვთო წერილმა ეს უმიზნოდ აღნიშნა; აქედანაც მართლის თავშეკავება დაინახე, რომ, თუმცა სიმშვიდითა და სიუხვით სარგებლობდა და კიდობნიდან გამოსვლის შემდეგ ამდენი წელი იცოცხლა, მთელ ამ ხნის განმავლობაში შვილთა შობისგან თავს იკავებდა. წერილი არ ახსენებს, რომ მას სხვა შვილები ჰყოლოდა, ამ სამის გარდა. აქედან ისევ ქამის დიდ თავშეუკავებლობაზე დაასკვენი, რომელიც ვერ შეიგონა მამის მაგალითითაც, ასეთ თავშეკავებას რომ იჩენდა, არამედ ყველაფერში მამის საწინააღმდეგოდ იქცეოდა. ამიტომ სამართლიანად ისჯებოდა მთელი მისი შთამომავლობა მონობით, რომ ამით მისი ბოროტი მიდრეკილებანი შეკავებულიყო. შემდეგ...
Genesis 9:28
27. God shall enlarge Japheth, and he shall dwell in the tents of Shem; and Canaan shall be his servant.28. And Noah lived after the flood three hundred and fifty years.29. And all the days of Noah were nine hundred and fifty years: and he died.
Genesis თავი 9