ასე, იმის გათვალისწინებით, რომ ადამიანებს მომავალში ცხოველები ღვთისთვის მსხვერპლად უნდა შეეწირათ, ღმერთი თითქოს ასეთ დარიგებას აძლევს მათ: სისხლი ჩემთვისაა განკუთვნილი, ხოლო ხორცი — თქვენთვის. ამას კი იმისთვის აკეთებს, რომ თავიდანვე შეაჩეროს მათში კაცისკვლისკენ მიდრეკილება. ხოლო, რომ ეს მართალია და რომ ღმერთი ამ მცნებას ადამიანებს მათი უფრო მშვიდობიანის გახდომის განზრახვით აძლევს, მოისმინე შემდეგი სიტყვები: "და რამეთუ სისხლიცა თქუენი სულთა თქუენთა გამოვიძიო ჴელისაგან მჴეცთასა და გამოვიძიო იგი ჴელისაგან კაცისა ძმისა მისისა გამოვიძიო სული კაცისა" (). რას ნიშნავს? ადამიანის სული სისხლშია? არა, ეს არ სურს თქვას ღმერთს, არამედ ადამიანური ჩვეულებით გამოითქვა, თითქოს ერთ ადამიანს მეორისთვის ეთქვა: შენი სისხლი ჩემს ხელშია, ნაცვლად: ხელმწიფება მაქვს შენი მოკვლისა. ხოლო, რომ ადამიანის სული სისხლში არ არის მოქცეული, ამის შესახებ მოისმინე ქრისტე, რომელიც ამბობს: "და ნუ გეშინინ მათგან, რომელთა მოსწყჳდნენ ჴორცნი, ხოლო სულისა ვერ ჴელ-ეწიფების მოკლვად" (
Genesis 9:7
6. Whoso sheddeth man's blood, by man shall his blood be shed: for in the image of God made he man.7. And you, be ye fruitful, and multiply; bring forth abundantly in the earth, and multiply therein.8. And God spake unto Noah, and to his sons with him, saying,
Genesis თავი 9