...ან ერთად, მწუხარე ცხოვრების კეთილგანწყობით ატანაშიც. ამიტომაც ნეტარი პავლე, მისი მოხსენიებისას, მისი შესაქებად, აღმოხდა: „სარწმუნოებით ბრძანებაჲ მოიღო ნოვე არღასადა ხილულთა მათთჳს, შეეშინა და ქმნა კიდობანი საცხორებელად სახლისა თჳსისა, რომლითა დასაჯა სოფელი, და სარწმუნოებითა მით სიმართლისაჲთა იქმნა იგი მკჳდრ" (). ხედავ, როგორ ღვთისადმი რწმენამ, მტკიცე ღუზის მსგავსად, აიტანა იგი, რათა კიდობანიც აეშენებინა და მასში ცხოვრებაც გაეძლო? რწმენა გახდა მისთვის ცხონების საშუალებაც: „რომლითა, — ნათქვამია, — დასაჯა სოფელი, და სარწმუნოებითა მით სიმართლისაჲთა იქმნა იგი მკჳდრ". არა თუ თავად ნოემ დასაჯა (თავისი თანამედროვენი); არა, უფალმა დასაჯა ისინი (ნოესთან) შედარებით, რადგან მათ, ვისაც ყოველივე იგივე ჰქონდათ, რაც მართალს, მისი სათნოების გზით არ წასულან. ამრიგად, ნოემ თავისი რწმენით, რომელიც გამოიჩინა, დასაჯა ეს ადამიანები, რომლებმაც სრული ურწმუნოება გამოავლინეს: არ დაუჯერეს (წარღვნის) წინასწარმეტყველებას. მე კი, ყოველივე ამის მიუხედავად, განსაკუთრებით მიკვირს მართლის სათნოებაც და უფლის გამოუთქმელი სახიერება და კაცთმოყვარეობაც, როცა იმაზე ვფიქრობ, როგორ შეეძლო მას მხეცებს შორის ცხოვრება, ესე იგი, ლომებს, ავაზებს, დათვებს და სხვა ველურ და მოუთვ...
Hebrews 11:7
6. But without faith it is impossible to please him: for he that cometh to God must believe that he is, and that he is a rewarder of them that diligently seek him.7. By faith Noah, being warned of God of things not seen as yet, moved with fear, prepared an ark to the saving of his house; by the which he condemned the world, and became heir of the righteousness which is by faith.8. By faith Abraham, when he was called to go out into a place which he should after receive for an inheritance, obeyed; and he went out, not knowing whither he went.
Hebrews თავი 11