...სა ცეცხლისა მიერ ჯერ-იყო შეძრწუნებაჲ მსმენელთაჲ დაცვისათჳს მცნებათა მუნ მოცემულთაჲთსა, ხოლო შორის ცეცხლისა მის იყო გამოცხადებაჲ ღმრთისაჲ, ეგრეთვე აქა სასწაული ესე ცეცხლის-სახეთა ენათაჲ ურწმუნოთათჳს იყო, არა მორწმუნეთათჳს, რამეთუ: "სხჳთა ენებითა და სხუათა ბაგეთა მიერ ვეზრახო ერსა ამას და არცა ესრეთ ისმინონ ჩემი" (), —იტყჳს უფალი. ხოლო განყოფაჲ ენათაჲ ითქუა და არა განყოფაჲ სულისაჲ, რამეთუ სული წმიდაჲ განუყოფელ არს თჳსისა! ერთობისაგან, და განუყოფს მადლთა კაცად-კაცადსა მსგავსად შეძლებისა და დატევნისა. რაჲთა, ვითარ-ესე ჴორციელი მიწისა გუამი ჩვენ სიმრავლითა ასოთაჲთა ერთ-გუამ იქმნების, ეგრეთვე გუამი ეკლესიისა სავსებისაჲ თითო-სახეთა მადლთა მიერ სულისათა შეიერთებოდის, და კაცად-კაცადისა მიერ ერთ-გუამ იქმნებოდის. ხოლო შენ, გუსმეს რაჲ "ვითარცა ცეცხლისანი", გულისჴმა-ყავ, ვითარმედ არა ცეცხლისა არსება არს სული, არამედ მიუწდომელისა მისთჳს ბუნებისა მისისა სახედ ოდენ და იგავად ითქუმის ცეცხლი, რამეთუ ძუელსაცა შინა მოსე ჴმობს მამისათჳს, ვითარმედ: იყო ხილვაჲ ღმრთისა ისრაელისაჲ მთასა სინასა, ვითარცა ცეცხლი მგზებარე, და აქა მის თანა ერთ-ჴმა არს სულისათჳს თქუმული — "ვითარცა ცეცხლისანი", — რამეთუ ღმერთი ჩუენი ცეცხლ შემწუველ არს ეკალთა მათ გარდასლვისა მიერ დანერ...
Isaiah 28:11
10. For precept must be upon precept, precept upon precept; line upon line, line upon line; here a little, and there a little:11. For with stammering lips and another tongue will he speak to this people.12. To whom he said, This is the rest wherewith ye may cause the weary to rest; and this is the refreshing: yet they would not hear.
Isaiah თავი 28