მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

Isaiah 32:13

12. They shall lament for the teats, for the pleasant fields, for the fruitful vine.13. Upon the land of my people shall come up thorns and briers; yea, upon all the houses of joy in the joyous city:14. Because the palaces shall be forsaken; the multitude of the city shall be left; the forts and towers shall be for dens for ever, a joy of wild asses, a pasture of flocks;
Isaiah თავი 32
13. Upon the land of my people shall come up thorns and briers; yea, upon all the houses of joy in the joyous city:

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი პზ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და დასდვეს თავსა ზედა მისსა ბრალად მისა დაწერილი: ესე არს იესუ, მეუფჱ ჰურიათაჲ. მაშინ ჯუარს-აცუნეს მის თანა ორნი ავაზაკნი: ერთი მარჯუენით მისა და ერთი მარცხენით. ხოლო თანაწარმავალნი იგი ჰგმობდეს მას, ყრიდეს თავთა მათთა და იტყოდეს: ეჰა რომელი დაჰჴსნიდ ტაძარსა მას და მესამესა დღესა აღაშენებდ, იჴსენ აწ თავი თჳსი; უკუეთუ ძე ხარ ღმრთისაჲ, გარდამოჴედ მაგიერ ჯუარით! ეგრეთვე მღდელთმოძღუარნი იგი ემღერდეს მწიგნობართა თანა და ხუცესთა და იტყოდეს: სხუანი აცხოვნნა, თავი თჳსი ვერ ძალ-უცა ცხოვნებად? უკუეთუ მეუფე ისრაჱლისაჲ არს, გარდამოჴედინ აწ მაგიერ ჯუარით. უკუეთუ ესვიდა ღმერთსა, იჴსენინ იგი, უკუეთუ ჰნებავს იგი, რამეთუ თქუა: ძე ღმრთისაჲ ვარი მე. ეგრეთვე ავაზაკნი იგი, მის თანა ჯუარცუმულნი, აყუედრებდეს მას“ (27,37-44).:

...(იერ. 2,34)

იხარებდეს უბადრუკნი, ხედვიდეს რაჲ თავსა ზედა უფლისასა გჳრგჳნსა მას ეკლისასა, და არა ხედვიდეს ბრმანი, ვითარმედ თჳსთა თავთა ზედა დაიკრებდეს ეკალსა და კუროჲსთავსა, ვითარცა იტყჳს წინაჲსწარმეტყუელი: „ქუეყანასა ერისა ჩემისასა ეკალი აღმოეცენოს, და ყოვლისა სახლისაგან სიხარული მოისპოს“.

ეკიცხევდეს უფალსა განკიცხულნი იგი, თუ რად იტყჳსო თავსა თჳსსა ძედ ღმრთისა, და არა ხედვიდეს, ვითარმედ სრულიად განვარდებიან შვილებისაგან, ვითარცა წამებს უფალი პირითა ესაიაჲსითა: „ისმინე, ცაო, და ყურად-იღე, ქუეყანაო: ძენი ვისხენ და აღვზარდენ, ხოლო მათ შეურაცხმყვეს მე. და აჰა ესერა დაეტეოს სახლი თქუენი ოჴრად“.

ასუეს მას ნავღელი და ძმარი, და იყო ესეცა დიდი სიბრმე. რამეთუ ღმერთმან ვენაჴი ეგჳპტით ცვალა5 და დაასხა კეთილად და მოელოდა მათ, რაჲთამცა გამოიღეს ნაყოფი - ყურძენი და ღჳნოჲ; ხოლო ცოფთა მათ და უგუნურთა ღჳნისა წილ ასუეს მას ძმარი და ყურძნისა წილ მიუპყრეს ნავღელი, რაჲთამცა წამონ თავისა თჳსისათჳს უკეთურებაჲ სოდომელთაჲ, რამეთუ ყურძენი მათი ყურძენი ნავღლისაჲ არს, ვითარცა იტყჳს მათთჳს მოსე, ვითარმედ: „საყურძნისა მისგან სოდომელთაჲსა იყო საყურძენი მათი“....

სრულად ნახვა