მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

Isaiah 42:1

1. Behold my servant, whom I uphold; mine elect, in whom my soul delighteth; I have put my spirit upon him: he shall bring forth judgment to the Gentiles.2. He shall not cry, nor lift up, nor cause his voice to be heard in the street.
Isaiah თავი 42
1. Behold my servant, whom I uphold; mine elect, in whom my soul delighteth; I have put my spirit upon him: he shall bring forth judgment to the Gentiles.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი მ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „რაჲთა აღესრულოს თქუმული იგი ესაია წინაჲსწარმეტყუელისაჲ, რომელსა იტყჳს: აჰა ესერა ძე ჩემი, რომელი მე სათნო-ვიყავ, საყუარელი ჩემი, რომელი სთნავს სულსა ჩემსა. დავდვა სული ჩემი მის ზედა, და სამართალი წარმართთა მიუთხრას. არა ჴდებოდის, არცა ღა-ღადებდეს, არცა ესმეს უბანთა ზედა ჴმაჲ მისი. ლერწამი შემუსრვილი არა განტეხოს და პატრუკი მბნდჳნვარე არა დაშრიტოს, ვიდრემდე გამოიღოს ძლევად სასჯელი. და სახელსა მისსა წარმართნი ესვიდენ“ (12,17-21).:

...ობს წინაწარმეტყუელი სიმ-შჳდესა მისსა და გამოუთქუმელსა მას ძალსა, და წარმართთა კარსა დიდსა ცხორებისასა განუღებს, და მოწევნადთა მათ ჰურიათა ზედა ბოროტთა მოასწავებს, და აჩუენებს ერთობასა მას ძისასა მამისა თანა, ამისთჳსცა იტყჳს: „აჰა ესერა ძე ჩემი, რომელი მე სათნო-ვიყავ, საყუარელი ჩემი, რომელი სთნავს სულსა ჩემსა“.

ვინაჲთგან საყუარელი მისი არს, რომელი სთნავს სულსა მისსა, საცნაურ არს, ვითარმედ ყოველსავე ერთითა ნებითა და ერთითა განზრახვითა იქმან. ეგრეთვე დაჴსნაჲ შაბათისაჲ ნებისაებრ მისისა იქმნა, და სათნო-უჩნდა მას, არა თუ უძნდა საქმე ესე.

მერმე სიმშჳდესა მისსა ქადაგებს და იტყჳს: „არა ჴმობდეს, არცა ღა-ღადებდეს“. ესე იგი არს, ვითარმედ მას ენება კურნებაჲ მათი და კეთილის-ყოფაჲ, ხოლო ვინაჲთგან იგინი წინააღუდგებოდეს, არარას ელალვოდა, არცა აიძულებდა. კუალად აჩუენებს მისსა ძლიერებასა და მათსა უძლურებასა და იტყჳს: „ლერწამი შემუსრვილი არა განტეხოს“. რამეთუ ადვილ იყო წინაშე მისსა შემუსრვაჲ მათ ყოველთაჲ, ვითარცა ლერწმისა განტეხილისაჲ, არამედ სულგრძელ ექმნა.

„და პატრუკი მბნდჳნვარე არა დაშრიტოს“. ამით სიტყჳთა მათსა მას გულისწყრომისა მოტყინარებასა მოასწავებს და იტყჳს, ვითარმედ: ესრეთ ძალ-ედვა მეყსა შინა დაშრეტაჲ მათი, ვითარცა ადვილ არს დაშრეტაჲ პატრუკი...

სრულად ნახვა