მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი მ

წმინდა იოანე ოქროპირი

📋 სარჩევი

ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „და წარმოვიდა მიერ იესუ და მოვიდა შესაკრებელსა მათსა. და იყო მუნ კაცი ერთი, რომელსა ჴელი განჴმელ ედგა“ (12,9-10).

კუალად შაბათთა შინა კურნებასა აღასრულებს, რაჲთა მუსრვისა მისთჳს თავთა ჴუვილისათა უმეტესად განამართლნეს მოწაფენი. და სხუანი მახარებელნი იტყჳან, ვითარმედ: უფალმან წარმოადგინა შორის კაცი იგი და ჰკითხა: უკუეთუ ჯერ-არს შაბათსა კეთილისა საქმე?1 ხოლო მათე იტყჳს, ვითარმედ: „ჰკითხვიდეს მას და იტყოდეს: უკუეთუ ჯერ-არს შაბათსა კურნებაჲ? რაჲთამცა შეასმინეს იგი“.2

მსგავს არს უკუე, ვითარმედ ორივე იქმნა. რამეთუ ურჩულონი იგი სავსე იყვნეს შურითა და უწყოდეს, ვითარმედ განკურნებაჲ მისი ეგულებოდა უფალსა; ამისთჳს ისწრაფეს პირველვე კითხვად, რაჲთა არა საქმისაგან ხოლო, არამედ სიტყჳსაგანცა აქუნდეს უმეტესი ძალი შესმენად მისა. ხოლო უფალმან მათდა მიაგდო განჩინებაჲ და ჰკითხა, ვითარმედ: „რაჲ ჯერ-არს შაბათსა შინა: კეთილისა საქმე ანუ ბოროტისაჲ? სულისა ცხორებაჲ ანუ წარწყმედაჲ?“3 და კაცი იგი შორის წარმოადგინა სახიერმან, რაჲ-თამცა იგინი წყალობად მოიყვანნა. ხოლო იხილა რაჲ უკეთურებაჲ მათი, მიმოიხილა მათა რისხვით და მწუხარებითო სიბრმისათჳს გულისა მათისა და ჰრქუა:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ვინ არს თქუენგანი, რომელსა ედგას ცხოვარი ერთი, და შთავარდეს იგი დღესა შაბათსა ჯურღმულსა, არა-მე უპყრასა და აღმოიქუას იგი? რავდენ უმჯობეს არს კაცი ცხოვრისა? ამისთჳს ჯერ-არს შაბათსა შინა კეთილისა საქმე. მაშინ ჰრქუა იესუ კაცსა მას: განირთხ ჴელი შენი! და მან განირთხა ჴელი, და კუალად მოეგო ცოცხალი, ვითარცა ერთი იგი“ (12,11-13).

თ ა რ გ მ ა ნ ი: იხილე, ვითარ მიმსგავსებულნი და მრავალსახენი მიზეზნი მიუთხრნა დაჴსნისათჳს შაბათისა. ოდეს-იგი ბრმასა აღუხილნა თუალნი, არარაჲ ჰრქუა მათ, რამეთუ კმა იყო წესი იგი სასწაულისა მის ჩუენებად მეუფესა მას შჯულისასა; ხოლო განრღუეულისა მისთჳს ოცდაათრვამეტისა წლისასა ჰრქუა მათ, ვითარცა ღმერთმანცა და ვი-თარცა კაცმანცა; ვითარცა ღმერთმან, ვითარმედ: „მამაჲ ჩემი მოაქამდე იქმს, და მეცა ვიქმ“;4 ხოლო ვითარცა კაცმან, რაჟამს ჰრქუა: „უკუეთუ წინადაცუეთილებაჲ მიიღის კაცმან შაბათსა, რაჲთა არა განქარდეს შჯული მოსესი, მე მაბრალებთა, რამეთუ ყოვლადვე განვაცოცხლე კაცი შაბათსა?“5

1 მარკ. 3,4; ლუკ. 6,9. 2 მათ. 12,10. 3 ლუკ. 6,9. 4 იოან. 5,17. 5 იოან. 7,23.

და კუალად, ოდეს მოწაფეთა აბრალებდეს, საქმე იგი დავითისი წინაუყო; და კუალად აქა ჰკითხა, თუ: „რაჲ ჯერ-არს შაბათსა შინა, კეთილისა საქმე ანუ ბოროტისაჲ?“ და ვითარმედ: „ვინ არს თქუენგანი, რომელმან არა აღმოიქუას ცხოვარი თჳსი ჯურღმულისაგან დღესა შაბათსა?“ გარნა იგინი ამას ყოველსა ზედა უკურნებელ იყვნეს და უკეთურებითა სავსე. ვინაჲთგან უკუე იხილნა, რამეთუ არა შეიწყნარებდეს კურნებასა სულთა მათთასა, მაშინ კაცსა მას მიექცა და ჰრქუა: „განირთხ ჴელი შენი! და მან განირთხა ჴელი, და კუალად მოეგო ცოცხალი, ვითარცა ერთი იგი“. ესევი-თარი რაჲ აღესრულა საკჳრველებაჲ, იხილე, ვითარსა გულისჴმის-ყოფასა მოვიდეს უღმრთონი იგი:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ხოლო ფარისეველნი იგი გამოვიდეს და ზრახვა-ყვეს მისთჳს, რაჲთა წარწყმიდონ იგი. ხოლო იესუ გულისჴმა-ყო და განეშორა მიერ და წარვიდა. და მისდევდა მას ერი მრავალი, და განკურნნა იგი ყოველნი. და ამცნო მათ, რაჲთა არა გამოაცხადონ“ (12,14-16).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ჵ გარდამატებული უშჯულოებაჲ! რაჲ სავნებელი შეემ-თხჳა, რომელ მოკლვასა მისსა განიზრახვიდეს? ესოდენ ბოროტ არს შური, რომელ თჳსისაცა კეთილისა მტერ არს.

ხოლო მშჳდმან მან და სახიერმან ესე გულისჴმა-ყო და განეშორა მიერ და დაუტევნა იგინი, ვინაჲთგან ყოველივე, რაჲცა ჯერ-იყო, საქმით და სიტყჳთ აჩუენა მათ ზედა, რაჲთამცა მოიყვანნა ცხორებად, და მათ ნეფსით შეიწყნარეს წარწყმედაჲ; მერმე დაუტევნა იგინი და განე-შორა.

სადა არიან, რომელნი იტყჳან, ვითარმედ: უკუეთუმცა აწ იქმნებოდეს სასწაულნი, სარგებელმცა იყოო? აჰა ეგერა გამოჩნდა, ვითარმედ ოდეს სული უმადლო იყოს და უკეთური, არარაჲ სარგებელ ეყოფის, ვითარცაიგი ბოროტთა მათ არარაჲ ერგო, არამედ მარადის ცხორებისა და სარგებელისა კაცთაჲსა მტერნი იყვნეს; ცხორებისა მისთჳს მეძვისა აბრალებდეს, მოქცევისათჳს მეზუერეთაჲსა ძჳრსა უზრახვიდეს, კურნებისათჳს უძლურ-თაჲსა მოკლვასა განიზრახვიდეს. ამისთჳს დაუტევნა იგინი სამართლად და განეშორა.

„და მისდევდა მას ერი მრავალი“. რამეთუ ერი იგი მარადის მისდევდა და განკჳრვებულ იყო, ხოლო ურჩულონი იგი მწიგნობარნი და ფარისეველნი უმეტესად შეიწუებოდეს შურითა. ხოლო უფალი არავე დასცხრა კურნებისაგან, არამედ განკურნა ყოველნიო; გარნა ნუგეშინის-ცემად მათისა მის შურისა ამცნო, რაჲთა არა გამოაცხადონ იგი, რაჲთა არა უმეტესითა შურითა შეიწუნენ.

ხოლო ამას ყოველსა ზედა მოიყვანა მახარებელმან წინაჲსწარმეტყუელი მოწამედ, რაჲთა სცნან, ვითარმედ ყოველსავე წინაჲსწარ მოასწავებდეს იგინი ქრისტესთჳს, ვითარცა ესერა გუასწავებს:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „რაჲთა აღესრულოს თქუმული იგი ესაია წინაჲსწარმეტყუელისაჲ, რომელსა იტყჳს: აჰა ესერა ძე ჩემი, რომელი მე სათნო-ვიყავ, საყუარელი ჩემი, რომელი სთნავს სულსა ჩემსა. დავდვა სული ჩემი მის ზედა, და სამართალი წარმართთა მიუთხრას. არა ჴდებოდის, არცა ღა-ღადებდეს, არცა ესმეს უბანთა ზედა ჴმაჲ მისი. ლერწამი შემუსრვილი არა განტეხოს და პატრუკი მბნდჳნვარე არა დაშრიტოს, ვიდრემდე გამოიღოს ძლევად სასჯელი. და სახელსა მისსა წარმართნი ესვიდენ“ (12,17-21).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ამათ სიტყუათა მიერ უგალობს წინაწარმეტყუელი სიმ-შჳდესა მისსა და გამოუთქუმელსა მას ძალსა, და წარმართთა კარსა დიდსა ცხორებისასა განუღებს, და მოწევნადთა მათ ჰურიათა ზედა ბოროტთა მოასწავებს, და აჩუენებს ერთობასა მას ძისასა მამისა თანა, ამისთჳსცა იტყჳს: „აჰა ესერა ძე ჩემი, რომელი მე სათნო-ვიყავ, საყუარელი ჩემი, რომელი სთნავს სულსა ჩემსა“.1

ვინაჲთგან საყუარელი მისი არს, რომელი სთნავს სულსა მისსა, საცნაურ არს, ვითარმედ ყოველსავე ერთითა ნებითა და ერთითა განზრახვითა იქმან. ეგრეთვე დაჴსნაჲ შაბათისაჲ ნებისაებრ მისისა იქმნა, და სათნო-უჩნდა მას, არა თუ უძნდა საქმე ესე.

მერმე სიმშჳდესა მისსა ქადაგებს და იტყჳს: „არა ჴმობდეს, არცა ღა-ღადებდეს“. ესე იგი არს, ვითარმედ მას ენება კურნებაჲ მათი და კეთილის-ყოფაჲ, ხოლო ვინაჲთგან იგინი წინააღუდგებოდეს, არარას ელალვოდა, არცა აიძულებდა. კუალად აჩუენებს მისსა ძლიერებასა და მათსა უძლურებასა და იტყჳს: „ლერწამი შემუსრვილი არა განტეხოს“. რამეთუ ადვილ იყო წინაშე მისსა შემუსრვაჲ მათ ყოველთაჲ, ვითარცა ლერწმისა განტეხილისაჲ, არამედ სულგრძელ ექმნა.

„და პატრუკი მბნდჳნვარე არა დაშრიტოს“. ამით სიტყჳთა მათსა მას გულისწყრომისა მოტყინარებასა მოასწავებს და იტყჳს, ვითარმედ: ესრეთ ძალ-ედვა მეყსა შინა დაშრეტაჲ მათი, ვითარცა ადვილ არს დაშრეტაჲ პატრუკისა მბნდჳნვარისაჲ, არამედ სახიერებით ყოველივე თავს-იდვა და ყოველსავე ზედა სულგრძელ იქმნა კაცთმოყუარე იგი მეუფე.

ესევითარი რაჲ სიმშჳდე და სულგრძელებაჲ მისი მოასწავა, მერმე გამოაჩინა, ვითარმედ არა მარადის თავს-იდვას მათი იგი სიბორგილე, არამედ ოდეს ყოველივე სახე სიმშჳდისაჲ აჩუენოს, და მათ არა შეიგონონ, მა-შინ ძალიცა მისი იხილონ, რომლისათჳსცა თქუა: „ვიდრემდე გამოიღოს ძლევად სასჯელი. და სახელსა მისსა წარმართნი ესვიდენ“. რაჲ არს ესე, თუ: „გამოიღოს ძლევად სასჯელი“? ესე იგი არს, ოდეს ყოველივე სახიერებისა კერძი აჩუენოს, და მათ არა შეიგონონ, არცა მოიქცენ უკეთურებისა თჳსისაგან, მაშინ შურის-გებაჲ თჳსი მოაწიოს მათ ზედა, მაშინ შეემთხჳოს მათ ყოველივე ბოროტი, და მისი იგი ძლევაჲ ბრწყინვალედ გა-

1 ესაია 42,1.

მოჩნდეს, და არარაჲ დაშთეს მათ ურცხჳნობისა და ურჩულოებისა მათისა მიზეზი.

ხოლო არა ესე ოდენ იქმნას განგებულებაჲ მისი, რაჲთამცა უღმრთონი იგი ხოლო ტანჯნა, არამედ ყოველივე სოფელი მოიზიდოს თავისა თჳსისა; ამისთჳს იტყჳს: „და სახელსა მისსა წარმართნი ესვიდენ“.

ამის ყოვლისათჳს გამოჩინებად, ვითარმედ მამასაცა ესევე სთნავს, თქუა დაწყებასა ამის სიტყჳსასა: „საყუარელი ჩემი, რომელი სთნავს სულსა ჩემსა. დავდვა სული ჩემი მის ზედა, და სამართალი წარმართთა მიუთხრას“.

ვინაჲთგან ქადაგებაჲ მისი და წყალობაჲ მისი ჰურიათა არა შეიწყნარეს, ამისთჳს სამართალი წარმართთა მიუთხრას, და სახელსა მისსა წარმართნი ესვიდენ. დიდებაჲ კაცთმოყუარებასა მისსა!

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მაშინ მოჰგუარეს მას ეშმაკეული ბრმაჲ და ყრუჲ, და განკურნა იგი, ვითარმედ ყრუჲ იგი და ბრმაჲ ხედვიდა და იტყოდა. და განუკჳრდებოდა ერსა მას და იტყოდეს: ნუუკუე ესე არს ძე დავითისი? ხოლო ფარისეველთა მათ ვითარცა ესმა ესე, იტყოდეს: ესე არა განასხამს ეშმაკთა, გარნა ბერზებულითა, მთავრითა მით ეშმაკთაჲთა“ (12,22-24).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ჵ უკეთურებაჲ ესე ორთაჲვე, ეშმაკისაჲცა და ფარისეველთაჲცა! მან ორნივე საცნობელნი დაუყვნა მის საწყალობელისანი: თუალნი და ყურნი, რაჲთა ვერცა იხილოს ქრისტე, ვერცა ჰრწმენეს; არამედ ქრისტემან ორნივე განკურნნა, რომლისათჳსცა ერნი იგი განკჳრვებულ იყვნეს და იტყოდეს: „ნუუკუე ესე არს ძე დავითისი?“ ხოლო ფარისეველთა კუალადცა არა შეიკდიმეს გმობად, რამეთუ, ვითარცა ვთქუ, მარადის მწუხარე იყვნეს სხუათა კეთილისათჳს, და არარაჲ ესრეთ იყო შემაურვებელ მათდა, ვითარ ცხორებაჲ კაცთაჲ, რამეთუ შური შესწუვიდა მათ. ჰე, თუმცა სრულიად დაეწუნეს! დაღაცათუ დაუტევნა ქრისტემან და განეშორა, არამედ კუალად ესმოდა მისთჳს დიდებულებაჲ და უძჳრეს ეშმაკისა მის შეწუხნეს; რამეთუ იგი განეშორა კაცსა მას და ივლტოდა დუმილით, ხოლო ესენი გმობდეს და მოკლვასა განიზრახვიდეს.

სწავლაჲ მ შურისათჳს

არამედ ჵ შურო, მჴეცო მძჳნვარეო და ველურო, ვინ-მე აღრაცხნეს ბოროტნი შენნი, უფროჲს ქჳშისა განმრავლებულნი? ვინ-მე გამოსახოს სახე შენი ხენეში და სასტიკი? ვინ-მე აღმოთქუას ჯეროვნად სიტყუაჲ განქიქებისა შენისა? რავდენი ძჳრი შენ სოფლად შემოიღე, რავდენთა წმიდათა მბრძოლად აღუდგინენ ჭურნი იგი უკეთურებისა შენისანი! და აწ ყოვლისა სოფლისა ცხორებაჲცა შეგშურდა და ჰპოენ კაცნი, შემსგავსებულნი შენისა მაგის მჴეცებრივისა წესისანი, რომელთა შორის დაემკჳდრე და მეუფესა ქრისტესცა ჰკადრე ბრძოლად. ამისთჳსცა შეიმუსრე შენთა მათ მსახურთა თანა, და ჩუენ ვპოვეთ ცხორებაჲ საუკუნოჲ.

ესრეთ არს სიტყუაჲ შურისაჲ, მორწმუნენო, ესე არიან ბოროტნი მისნი, რომელთა არა უმეცარ ხართ თქუენცა, რამეთუ არა არს უძჳრესი მისა ბოროტი. მემრუშე ჟამსა შინა ერთსა აღასრულებს ცოდვასა თჳსსა და აქუს რაჲმე გულისთქუმაჲ, ხოლო მოშურნე მარადის ცოდავს და გულის-თქუმასა ვერცა ერთსა აღასრულებს, არამედ ვითარცა ღორნი იხარებენ მწჳრესა შინა და ეშმაკნი მხიარულ არიან წარწყმედასა კაცთასა, ეგრეთვე მოშურნე მხიარულ არს განსაცდელსა ზედა მოყუსისასა და მწუხარე არს კეთილსა ზედა მისსა.

მოშურნენი მტერნი არიან ბუნებისანი, მჴეცნი არიან კაცთა მოძულენი, ამისთჳსცა მეძავთა და მეზუერეთა შეუძლეს შესლვად სასუფეველსა, ხოლო მოშურნენი გარე განცჳვენ, ვითარცა იტყჳს, ვითარმედ: „ძენი სასუფეველისანი განითხინენ ბნელსა მას გარესკნელსა“.1

ესე ვნებაჲ კაცსა ეშმაკად გარდააქცევს; ამან ქმნა პირველი კაცისკლვაჲ; ამან უვარ-ყოფად სცა ბუნებაჲ; ამან შეაგინა ქუეყანაჲ; ამან კუალად ქუესკნელთა დაანთქა დათან და აბირონ. გარნა ბოროტთა შურისათა თქუმად აურაცხელ არს; არამედ ჯერ-არს თქუმად, თუ ვითარ განვთავისუფლდეთ ამის ვნებისაგან.

აწ უკუე ესრეთ გულისჴმა-ვყოთ, ვითარმედ არა ჯერ-არს ყოვლადვე მოშურნისა შესლვაჲ ეკლესიად, უმეტეს, ვიდრეღა მსიძვისაჲ; რამეთუ ვხედავ, ვითარმედ შეურაცხად აქუს მრავალთა ესე ვნებაჲ და ამისთჳს უდებუყოფიეს.

არამედ იცან, კაცო, თავი შენი, და უკუეთუ დამონებულ სადა ხარ შურისადა, ტიროდე მწარედ, სულთ-ითქუემდ, იგლოვდ, ევედრებოდე უფალსა, შეინანე, ვითარცა დიდი ცოდვაჲ. ესრეთ თუ ჰყო, ადრე განთავისუფლდე ვნებისა მისგან. გულისჴმა-ყავ, რამეთუ უძჳრეს არს ყოველთა ბოროტთა ესე ვნებაჲ. ამან კაენ წარწყმიდა, ამან ესავი განაგდო, ამან ძენი იაკობისნი ძმისა მკლველ ყვნა, დაღაცათუ განგებულებით დაცვულ იქმნა, ამან ეშმაკი კაცსა ზედა აღჭურა. და ესეცა გულისჴმა-ყავ, ვითარმედ მო-შურნე არა ესრეთ ავნებს მოყუასსა, ვითარ თავსა თჳსსა.

რაჲ ავნო კაენმან აბელს? ადრე წარავლინა იგი ღმრთისა, და მარ-თალ ეწოდა მიერითგან, ხოლო თავი თჳსი წარიწყმიდა; რაჲ ავნო ესავმან იაკობსა? უფროჲსად თავსა თჳსსა ავნო; ხოლო ძმათა იოსებისთა რაჲ ავნეს იოსებს? არა იგი მეფე იქმნაა ეგჳპტისა? ხოლო იგინი სიყმილსა შინა იყვნეს და შიშსა და სასჯელსა. ეგრეთ არს ყოველი მოშურნე, თავსა თჳსსა

1 მათ. 8,12.

ავნებს და არა მოყუასსა, რამეთუ ღმერთი არს ყოვლისავე მხედველი და, ოდეს იხილოს, ვითარმედ ებრძვი მას, რომელსა შენდა არაჲ ევნოს, თავადვე შენდა მოაქცევს ბოროტსა მას.

ამისთჳსცა წერილ არს: „ნუ გიხარის დაცემასა ზედა მტერისა შენისასა, ნუუკუე იხილოს ღმერთმან და არა სთნდეს“;1 ხოლო უკუეთუ მტერთა დაცემასა ზედა სიხარული არა ჯერ-არს, რაჲ-მე სთქუა, ოდეს დაცემასა და განსაცდელსა ზედა იხარებდე მისსა, რომელსა არაჲ ევნოს შენდა? მოვაკუდინოთ უკუე მჴეცი ესე ბოროტი, ძმანო, და ყოვლადვე ადგილ-ნუვსცემთ მას, რამეთუ უკუეთუ გიყუარდენ მოყუარენი თქუენნიო, არარაჲ-თა ჰმატთ მეზუერეთა. აწ უკუეთუ გუძულდენცა და ვეშურებოდით, არა უძჳრეს წარმართთასა ვიყვნეთა? ჰე, ჭეშმარიტად. ამისთჳს ფრიად მელმის გული, რამეთუ ჯერ-იყო ჩუენდა ბაძვაჲ ანგელოზთაჲ, და ჩუენ ეშმაკ-თა ვჰბაძავთ ურთიერთას შურითა და სიძულილითა, რომლითა სრულიად უცხო-ვჰყოფთ თავთა ჩუენთა სასუფეველისაგან.

აწ უკუე, ძმანო, მოვიცალოთ და გულისჴმა-ვყოთ და ვნებაჲ ესე ბოროტი გულთაგან ჩუენთა აღმოვფხურათ; მოვიგოთ სიყუარული, სახიერებაჲ, სიტკბოებაჲ; ოდეს ვინმე ვიხილოთ ჭირსა შინა, დაღაცათუ მტერი იყოს ჩუენი, ვტიროდით და მწუხარე ვიყვნეთ. უფროჲსად ესე მებრ სიტყუაჲ, თუ მტერი ვინ იყოს ჩუენი, ჩუენდა ფრიად სირცხჳლ არს, ქრისტეანენო, რამეთუ რადმცა ვინ იყო კაცთა შორის მტერ ჩუენდა, გარნა ხოლო ეშმაკნი, რომელთა მიმართ ბრძანებაჲ მოგჳღიეს, რაჲთა სამარადისოჲ და დაუგებელი ბრძოლაჲ გუაქუნდეს.

ხოლო ძმათა მიმართ ჩუენთა და მოყუასთა და ჩუენ თანამონათა ქრისტესთა სიყუარული სრული და უზაკუველი მოვიგოთ, რაჲთა ღირს ვიქმნეთ მოწაფე-წოდებად მისა და საუკუნეთა კეთილთა მკჳდრ ვიქმნეთ, რომელთა ღირსმცა ვართ ყოველნი მიმთხუევად მადლითა და კაცთმოყუარებითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა, რომლისაჲ არს დიდებაჲ თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.

1 იგავ. 24,17-18.