...ნსვლის პროცსი მაინც იგრძნობა. განსაცდელის გავლით ხალხი ნელ-ნელა უახლოვდება ღმერთს: ადამიანებმა დაიწყეს ლოცვა, შრომა, ფიქრი მარადიულ ცხოვრებაზე.
მთავარია, ვძლიოთ ამპარტავნებას, ეგოიზმს, სხვებისთვის ტკივილის მიყენების, დაუმსახურებელი კეთილდღეობის სურვილს, ვძლიოთ ქედმაღალი ბაბილონის ცოდვას - „მე და სხვა არავინ“ ().
ვინც კი ამ პრინციპით განლია დღენი ამ მზისქვეშეთში, ცალკეული პიროვნებები თუ სახელმწიფოები, ყველა წარწყმდა და აღიგავა პირისაგან მიწისა.
მოვიტან ორ მაგალითს:
ცხოვრობდა ერთი მდიდარი კაცი, რომელსაც ყველაფერი უხვად ჰქონდა და პრობლემები არ აწუხებდა. მეზობლებთან არ კადრულობდა დაახლოებას და რომ არ შეეწუხებინათ, ჭიშკარზე აბრა გააკრა წარწერით: სახლში არავინ არის. ყველამ იცოდა, რომ ეს სიცრუე იყო და ისიც იცოდნენ, რომ მათი მდიდარი მეზობელი ამას სიხარბის გამო აკეთებდა, რადგან არ უნდოდა ვინმეს დაერღვია მისი სიმშვიდე, რაიმე ეთხოვა და იძულებული გაეხადა ხელი გაემართა. ცოდვა დიდხანს არ დარჩა დაუსჯელი. გაჩნდა ხანძარი, რომელმაც იმსხვერპლა ეს მდიდარი კაციც და მთელი მისი ქონებაც. წავიდა იგი ამ სოფლიდან შერცხვენილი და უსახელო.
მსოფლიო ისტორიაში გამოჩენილი ადგილი უკავია ალექსანდრე მაკედონელს. მომავლის დიდი რწმენით იყო ეს გენიალური ადამიანი დაჯილდო...