მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

Isaiah 55:3

2. Wherefore do ye spend money for that which is not bread? and your labour for that which satisfieth not? hearken diligently unto me, and eat ye that which is good, and let your soul delight itself in fatness.3. Incline your ear, and come unto me: hear, and your soul shall live; and I will make an everlasting covenant with you, even the sure mercies of David.4. Behold, I have given him for a witness to the people, a leader and commander to the people.
Isaiah თავი 55
3. Incline your ear, and come unto me: hear, and your soul shall live; and I will make an everlasting covenant with you, even the sure mercies of David.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თავი კ̂. პავლეს მიერ სწავლაჲ ქრისტესთჳს შესაკრებელსა შინა ჰურიათასა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
ხოლო რამეთუ აღადგინა იგი მკუდრეთით, და არღარა ეგულებოდა მიქცევაჲ განსახრწნელად, ესრეთ თქუა, ვითარმედ: "მიგცე თქუენ წმიდაჲ იგი დავითისი სარწმუნოჲ", რომლისათჳს სხუასაცა ადგილსა იტყჳს: "არა სცე წმიდასა შენსა ხილვად განსახრწნელი" (13,34-35).:

...ად აღდგომისა უხრწნელ და უვნებელ ყო ვნებულებაჲ და მიკუდავებაჲ ჩუენი. ამის პირისათჳს შემოიღო მოციქულმან სიტყუაჲ საწამებელი წიგნისაგან ფსალმუნთაჲსა და ესაიაჲსსა. ხოლო ესაიაჲსი ესე სიტყუაჲ დაღაცათუ სამეოცდაათთა და სხუათა თარგმანთაგან ესრეთ გუაქუს ჩუენ: "აღგითქუა თქუენ აღთქუმაჲ საუკუნოჲ, წმიდაჲ იგი დავითისი სარწმუნოჲ" (), არამედ მოციქული ზედა-დაჰრთავს, ვითარმედ: "მიგცე თქუენ", რამეთუ, ვითარცა ჭეშმარიტად ებრაელი, თჳთ თარგმნის ებრაულისგან, და არა ჩუენთა თარგმანთაგან იჴუმევს სიტყუასა. რამეთუ მათგან თარგმნილსა "მიგცე" არა წერილ არს, არამედ მოციქული თჳთ ებრაულისაგან იტყჳს, ვითარმედ: "მიგცე თქუენ წმიდაჲ იგი დავითისი სარწმუნოჲ". ესე იგი არს, ვითარმედ ძუელისა მის შჯულისა აღთქუმაჲ წუთ ჟამისა არს. ამისთჳს საუკუნოჲ აღთქუმაჲ მიგცე თქუენ, იტყჳს უფალი. ხოლო საუ კუნოჲ აღთქუმაჲ არს დავითის მიმართ თქუმული იგი ფიცით, ვითარმედ ნათესავი მისი, რომელ არს ქრისტე, უკუნისამდე ეგოს, და რომელთა ჰრწმენეს იგი, ცხონდენ ცხორებითა საუკუნოჲთა დაუსრულებელად.

რამეთუ დავით ნათესავსა შინა თჳსსა ჰმსახურა და ნებითა ღმრთისაჲთა შეისუენა და შეეძინა მამათა თჳსთა და იხილა განსახრწნელი. ხოლო რომელი-იგი ღმერთმან აღდგინა, არა იხილა განსახრწნელი (13,36-37).

თარგმანი: ვინაჲთგან სიტყუაჲ...

სრულად ნახვა