მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

Isaiah 6:4

3. And one cried unto another, and said, Holy, holy, holy, is the LORD of hosts: the whole earth is full of his glory.4. And the posts of the door moved at the voice of him that cried, and the house was filled with smoke.5. Then said I, Woe is me! for I am undone; because I am a man of unclean lips, and I dwell in the midst of a people of unclean lips: for mine eyes have seen the King, the LORD of hosts.
Isaiah თავი 6
4. And the posts of the door moved at the voice of him that cried, and the house was filled with smoke.
ესაიას განმარტება, თავი 6
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge

„და იქმნა წელსა, რომელსა მოკუდა ოზია მეფე. ვიხილე უფალი მჯდომარე საყდარსა ზედა მაღალსა და აღმატებულსა. და სავსე იყო სახლი დიდებითა მისითა“ ().

1.

რატომ ახასიათებს წინასწარმეტყველი სხვა დროებს მეფეთა სიცოცხლით, ამ დროს კი მეფის სიკვდილით აღნიშნავს? მან ხომ არ თქვა: „იყო ოზიას დღეებში“, არც: „ოზიას მეფობისას“, არამედ თქვა: „და იქმნა წელსა, რომელსა მოკუდა ოზია მეფე“ (). რატომ აკეთებს ამას? ეს არც უბრალოდ და არც შემთხვევითაა, არამედ წინასწარმეტყველი ჩვენთვის რაღაც დაფარულს მიანიშნებს. რა არის ეს? ეს ოზია მომხდარი წარმატებებით დამთვრალი და კეთილდღეობით გაამპარტავნებული იყო და საკუთარ ღირსებაზე მეტად იფიქრა. რადგან მეფე იყო, იფიქრა, რომ მღვდელმსახურებაც მას შეჰფეროდა; ტაძარში ძალად შეიჭრა,...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ჲზ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „დაუტევნა იგინი და განვიდა გარე ქალაქით ბეთანიად და იქცეოდა მუნ“ (21,17).:

...ჩჩჳლთაჲ და ხედვიდეს დიდებულებასა მას სასწაულთასა, და ნეფსით ყურნი დაიყვნეს და თუალნი დაიწუხნეს, რაჲთა არა ესმოდის, არცა ხედვიდენ, არცა გულისჴმა-ყონ ცხორებაჲ თჳსი, ამისთჳს დაუტევნა იგინი და განვიდა გარე ქალაქით.

ხოლო იგი რაჲ განვიდა, აღესრულა მათ ზედა სიტყუაჲ იგი ესაიაჲსი, ვითარმედ: „აღივსო სახლი მათი კუამლითა“. სახლად იტყოდა შესაკრებელსა მათსა. ესე იგი არს, ბნელსა შინა უკუნსა დაშთეს, რამეთუ კუამლი სახე არს რისხვისაჲ, ვითარცა იტყჳს მეფსალმუნე: „აჴდა კუამლი რისხვასა მისსა“.

და სადა განვიდა? ბეთანიას, რომელი გულისჴმა-იყოფების თარგმანებით სახლ მორჩილებისა. რამეთუ დაბრმდეს რაჲ ჰურიანი გონებითა და არა ინებეს შეწყნარებად ცხორებისა მათისა, დაუტევნა იგინი და განვიდა ბეთანიად, რომელ არს სახლი მორჩილებისაჲ, რომელ არიან წარმართნი, რამეთუ მათი სახე იყო მაშინ ბეთანიად განსლვაჲ; და ნანდჳლვე გარეგან ქალაქისა მის საღმრთოჲსა ვიყვენით ჩუენ წარმართნი, არღა ქმნილ ვიყვენით მოქალაქე ახლისა მის იერუსალჱმისა.

ხოლო მო-რაჲ-ვიდა ჩუენდა უფალი და მეუფე ყოველთაჲ, და შევიწყნარეთ ქადაგებაჲ მისი, მორჩილებით ვიქმნენით ჭეშმარიტად იერუსალჱმელ და შვილ აბრაჰამისა და გონება, მხილველ ღმრთისა, და მიერითგან განცჳვეს ჰურიანი დ...

სრულად ნახვა