მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

James 3:4

3. Behold, we put bits in the horses' mouths, that they may obey us; and we turn about their whole body.4. Behold also the ships, which though they be so great, and are driven of fierce winds, yet are they turned about with a very small helm, whithersoever the governor listeth.5. Even so the tongue is a little member, and boasteth great things. Behold, how great a matter a little fire kindleth!
James თავი 3
4. Behold also the ships, which though they be so great, and are driven of fierce winds, yet are they turned about with a very small helm, whithersoever the governor listeth.
თავი ე̂. ვითარმედ წარმდები და უწესოჲ ენაჲ წარსწყმედს მომგებელსა მისსა, რომლისა დამჭირვაჲ ჯერ-არს საქებელად და სადიდებელად ღმრთისა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: უკუეთუ ცხენსა აღჳრნი აღუსხნით. დამორჩილებად ჩუენდა, იგი და ყოველი გუამი მისი მოვაქციით. აჰა ესერა ნავებიცა იგი დიდ-დიდები და ფიცხელთაგან ქართა მიმოტაცებულნი მოიქცევიან მცირისაგან საჭისა, ვიდრეცა-იგი ჰნებავნ მისლვად მმართებელსა მათსა. ეგრეცა ენაჲ მცირე ასოჲ არს და დიდად მაღლოის (3,3-5).:

თარგმანი: ესრეთ იტყჳს, ვითარმედ, უკუეთუ ცხენი მცირითა აღჳრითა და ნავი დიდი საჭითა კნინითა მოიმორჩილებიან, ესე უფროჲსღა ენისათჳს საძიებელ არს, რაჲთამცა შიშითა ღმრთისაჲთა შეკრული მორჩილ ჩუენდა იყო, არა განსლვად ვინაჲვე გარეგან საღმრთოთა ბრძანებათა გზისა, არამედ აწ, წინაუკუმო, დიდნი იგი და მძლავრნი, რომელ არიან ცხენი და ნავი, ჰმორჩილობენ მცირეთა მათ — აღჳრსა და საჭესა, და მიჰყვებიან, ვიდრეცა ენებოს მიმყვანებელსა მათსა; ხოლო ენაჲ, მცირე და უნდოჲ ასოთა შორის, ლაღ და დაუმჭირველ არს მმართებელისა მისისა.

მოძღვრება ბ-ს ოკტომბერს მოწამეთის მონასტერში
წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)

მართლმადიდებელნო ქრისტიანენო!

დღეს ჩვენ ყოველნი შეკრებულ-ვართ წმიდასა ამას უდაბნოსა შინა მისთვის, რათა პატივი ვსცეთ წმიდათა დავითს და კონსტანტინეს, და აღვასრულოთ ხსენება მათი, რომელთა წმიდანი ნაწილნი განისვენებენ აქ უხსოვარის დროითგან. მადლობა შევსწიროთ დღეს წმიდათა ამათ მოღვაწეთა, ვინაითგან მეოხებითა მათთითა ვეღირსეთ აწინდელსაც წელსა თაყვანისცემად წმიდათა მათთა ნაწილთა; ხოლო პატივისცემა მათი შევავსოთ რომლითამე სულიერითა განზრახვითა და სწავლითა, რადგანაც, დარწმუნებული ვართ, რომ მათცა იამებათ ყოველნი ჩვენნი სულიერნი სწავლა და დარიგება.

ერთი ცუდი და მავნებელი ცოდვა, ანუ ჩვეულება დანერგულ-არს თითქმის ყოველთა სოფელთა და სახლთა შინა ჩვენ ქვეყანაში და ამ ცუდ ჩვეულებაზე ჩვენ აქამომდე არ გვითქვამს თქვენ წინაშე მოძღვრება; ახლა უნდა აღვასრულო ამაზე ჩემი მოვალეობა. რომელი არის ეს ჩვეულება? ის, ძმანო ჩემნო, რომელ ვიცით ერთი მეორესთან, ერთი სახლითგან მეორე სახლში ჭორის გატანა, ანუ ენის მიტანა: გვიყვარს და ვიცით ერთი მეორესთან და ერთი სახლითგან მეორე სახლში ცუდი ამბავის და ენის მიტანა, კაცის ცუდად შესმენა, ჭორის და უბრალო ამბავის გავრცელება,...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის