თარგმანი: უეჭუელად გულისთქუმაჲ დიდებისმოყუარებისა და საჴმართმოყუარებისაჲ არს მიზეზ ურთიერთას ბრძოლათა და ლალვათა, რამეთუ კმა ვისსამე იყვის სახლი გინა აგარაკი თჳსი, რომელი აქუნ, არამედ ამისთჳს ოდენ გული უთქუამნ სხჳსაცა, რამეთუ მოყუსისაჲ უფროჲს იყვის მისსა. ესევითარი ესე გულისთქუმაჲ მარადის მბრძოლებისათჳს განწყობილად ითქუმის ასოთა შინა ჩუენთა, რაჲთა ჴორცთა მიერ ბრძოლა-უყოს სულსა.
James 4:1
...ინ. 15,10).
ასე რომ, იესო ქრისტემ მოგვანიჭა სრულქმნილი მშვიდობა და სიხარული, მაგრამ თანამედროვე ადამიანი ცოდვით სავსე ცხოვრების წესის გამო თითქმის ვეღარ შეიგრძაობს, ვერ აღიქვამს ამ დიად მადლთა ცხოველსმყოფელ ძალას. მოციქული იაკობი ასე ხსნის ამ მდგომარეობას: „არა გაქვთ, იმიტომ, რომ არ ითხოვთ“ (). ხოლო იმისთვის, რომ სწორად ვითხოვოთ, სწორი და მტკიცე სარწმუნოება უნდა გვქონდეს.
სულიერი თვალსაზრისით ადამიანის ცხოვრება ჯაჭვური რეაქციის მსგავსია. თუ პიროვნება დაღმართზე მიექანება, მისი ყოფა სულ უფრო მძიმდება, ერთი ცოდვა მეორეს შობს, მეორე - მესამეს და ა.შ. ძალიან დიდი ნებისყოფაა საჭირო, რომ კაცმა შეძლოს შეჩერება; ხოლო გაცილებით მეტი ძალიხხმევა მართებს მას, რათა დაიწყოს სულიერი კიბის საფეხურებზე ასვლა. ამ კიბის შესახებ მშვენივრად წერს ღირსი მამა მაქსიმე აღმსარებელი, რომელიც ჩვენთვის განსაკუთრებით ახლობელი იმითაც არის, რომ იგი აქ, საქართველოში, გარდაიცვალა. მის დარიგებაში ვკითხულობთ: „ნამდვილ სიყვარულს ბადებსა მიწიერ ვნებათაგან განთავისუფლება, უვნებობას შობს სასოება უფლისა, სასოებას - მოთმინება და სულგრძელება, მათ - ცხოვრების თავშეკავებული წესი, თავშეკავებულობას - შიში ღვთისა, შიშს კი - რწმენა შემოქმედისა“ („სიყვარულის შესახებ...