თარგმანი: კანონ და პატიჟ უზომოჲსა შუებისა და განცხრომისა არს აქავე დაწყებაჲ სლვად გზასა იწროსა, რაჲთა შევინანოთ ტირილითა სიცილი და განცხრომაჲ, ხოლო კეთილად განბნევითა — ბოროტად და მოხუეჭით შეკრებაჲ, რამეთუ უკუეთუ არა აქავე განვაბნიოთ სიმძიმე საფასეთაჲ და ნივთი და მღილთა და გესლისაჲ ვყოთ ნივთ სათნოებათა მოგებისა, მერმესა მას გუექმნეს ესე ყოველი ნივთ ცეცხლისა, საუკუნოდ დაუშრეტელისა და უკუანაჲსკნელთა დღეთათჳს დაუნჯებული იგი შემასმენელად წარმოგჳდგეს წინაშე საყდარსა ქრისტესსა, ვითარმედ: სხუანი მშიერ და ნაკლულევან იყვნეს, ხოლო ჩუენ ნამეტავად ვალპობდით და უჴმარ ვჰყოფდით ღმრთივ მონიჭებულთა საჴმართა, რომელნი-იგი მაშინ ცეცხლებრ შეშჭამდენ ჴორცთა ჩუენთა.
James 5:1
...მარკ. 6,13). იაკობ მოციქული ეპისტოლეში წერს: „უძლურ თუ ვინმე არს თქუენ შორის, მოუწოდენ ხუცესთა ეკლესიისათა, და ილოცონ მის ზედა და სცხონ მას ზეთი სახელითა უფლისაჲთა. და ლოცვამან სარწმუნოებისამან აცხოვნოს სნეული იგი, და აღადგინოს იგი უფალმან. დაღაცათუ ცოდვაჲ რაიმე ექმნეს, მო-ვე-ეტეოს მას“ ().
ასე დაწესღა საიდუმლო ზეთისცხებისა. 3კლესიის ზოგიერთი წმიდა მამა ამბობს, რომ ზეთისცხებისას უფალი შეუნდობს ავადმყოფს დავიწყებულ ცოდვებს. ამ საიდუმლოს მადლით მრავალნი განკურნებულან.
ზეთი ყველამ უნდა ვიცხოთ, რადგან ყველას გვაქვს დავიწყებული ცოდვები და მოკლებულნი ვართ როგორც ფიზიკურ, ისე სულიერ სიმართლეს.
ეკლესია ის სულიერი კანაა გალილეისა, სადაც უფალმა დალოცა ქორწილი.
ქორწინება ქალსა და კაცს შორის სიყვარულით განმტკიცებული კავშირია; ეს ურთიერთობა მათი თავისუფალი ნებით ხორციელდება, ერთმანეთისადმი ერთგულების პირობას გულისხმობს და ეკლესიისა და ქრისტეს ერთობის სახით იკურთხება. „რომელნი-იგი ღმერთმან შეაუღლნა, კაცნი ნუ განაშორებენ“ (), - ბრძანებს წმიდა წერილი.
ამ საიდუმლოთი ღმერთი აკურთხებს ოჯახურ ცხოვრებას, ბავშვების ყოლასა და მათ აღზრდას. ბავშვი ეგოიზმის დაძლევაში ეხმარება მშობლებს; ი...