მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

თავი ვ̂. ვითარმედ არა კაცობრივ, არამედ ღმრთისა მიერ იქმნების წარმართებაჲ სლვათა კაცისათაჲ

წმინდა იოანე ოქროპირი
მთარგმნელი: წმინდა ეფრემ მცირე
რედაქტორი: Titus

📋 სარჩევი

მოციქულისაჲ: აწ უკუე თქუენცა, რომელნი-ეგე იტყჳით — დღეს გინა ხვალე წარვიდეთ მას რომელსამე ქალაქსა და დავყოთ მუნ წელიწადი ერთი და ვივაჭროთ და შევიძინოთ, — რომელთა-ეგე არა იცით ხვალისაჲ (4,13-14).

თარგმანი: სილაღისაჲ არს სიტყუაჲ ესე, რაჟამს კაცმან ჴელმწიფებით თქუას ქმნაჲ საქმისაჲ, რომელი არა იყოს ჴელმწიფებასა მისსა ქუეშე. ამისთჳს დააყენებს მოციქული, რაჲთა არავინ იკადროს თქუმად ქმნაჲ რაჲსამე თჳნიერ სიტყჳსა ამის, ვითარმედ: "უკუეთუ ღმერთი შემეწიოს, ესე რაჲმე ესრეთ მნებავს ყოფად".

მოციქულისაჲ: რამეთუ ვითარი არს ცხორებაჲ თქუენი. ვითარცა კუამლნი ხართ, რომელი მცირედ ჟამ ჩანნ და მერმე განქარდის. ამის წილ, რომელი გიღირს თქუენ თქუმად: უკუეთუ უფალსა უნდეს და ვცხონდეთ, და ვყოთ ესე გინა იგი. ხოლო აწ იქადით სილაღითა თქუენითა. ყოველივე სიქადული ესევითარი ბოროტ არს (4,14-16).

თარგმანი: ჴსენებაჲ მოულოდებელისა და უცნაურისა მეყსა შინა ადვილად მოკუდავებისაჲ ჯეროვნად ზარგანჴდილ და შეძრწუნებულ ჰყოფს კაცსა, რაჲთა მარადის შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთსა შეუვრდებოდის და არაოდეს შეემშჭუალვოდის კუამლებრ განქარვებადსა ამას ცხორებასა საწუთროჲსასა, რომელსა შინა შემოსლვაჲ და განსლვაჲ ღმრთისა ჴელმწიფებასა შინა არს და არა ჩუენსა, რომლისათჳს იტყჳს მეტყუელი იგავთაჲ, ვითარმედ: ნუ იქადი ხვალისა, რამეთუ არა უწყი, რაჲ შვეს მომავალმან. ამისთჳსცა ყოველი სიქადული, დავიწყებითა მოკუდავებისაჲთა ქმნილი, ბოროტ და მავნებელ არს, რამეთუ უკუეთუ არა დაივიწყოს კაცმან მოკუდავებაჲ, ვერცა ერთსა რას ზედა იქადის სილაღით.

მოციქულისაჲ: რომელმან იცოდის კეთილისა საქმე და არა ქმნეს, ცოდვა არს მისსა (4,17).

თარგმანი: ამით სიტყჳთა შეაძრწუნებს თველთა, რომელნი იკითხვიდენ გინა ისმენდენ საღმრთოთა ბრძანებათა და არა ჰყოფდენ მათ, ვითარმედ უმეტესისა საშჯელისა თანა-მდებ იქმნებიან.

მოციქულისაჲ: აწ უკუე თქუენცა, მდიდარნო, ტიროდეთ და გოდებდით უბადრუკებათა მათთჳს თქუენ ზედა მომავალთა. სიმდიდრე თქუენი დალპოლვილ არს. სამოსელი თქუენი მღილთა დაუჭამიეს, ოქროჲ თქუენი და ვეცხლი თქუენი დაგესლებულ არს და გესლი იგი მათი საწამებელად თქუენდა იყოს და შეშჭამდეს ჴორცთა თქუენთა, ვითარცა ცეცხლი, და იუნჯეთ დღეთა მათ უკუანაჲსკნელთა (5,1-3).

თარგმანი: კანონ და პატიჟ უზომოჲსა შუებისა და განცხრომისა არს აქავე დაწყებაჲ სლვად გზასა იწროსა, რაჲთა შევინანოთ ტირილითა სიცილი და განცხრომაჲ, ხოლო კეთილად განბნევითა — ბოროტად და მოხუეჭით შეკრებაჲ, რამეთუ უკუეთუ არა აქავე განვაბნიოთ სიმძიმე საფასეთაჲ და ნივთი და მღილთა და გესლისაჲ ვყოთ ნივთ სათნოებათა მოგებისა, მერმესა მას გუექმნეს ესე ყოველი ნივთ ცეცხლისა, საუკუნოდ დაუშრეტელისა და უკუანაჲსკნელთა დღეთათჳს დაუნჯებული იგი შემასმენელად წარმოგჳდგეს წინაშე საყდარსა ქრისტესსა, ვითარმედ: სხუანი მშიერ და ნაკლულევან იყვნეს, ხოლო ჩუენ ნამეტავად ვალპობდით და უჴმარ ვჰყოფდით ღმრთივ მონიჭებულთა საჴმართა, რომელნი-იგი მაშინ ცეცხლებრ შეშჭამდენ ჴორცთა ჩუენთა.

მოციქულისაჲ: აჰა ესერა სასყიდელი მოქმედთაჲ მათ, რომელთა განლეწეს ყანაჲ თქუენი, დაკლებული იგი თქუენგან, ღაღადებს, და ღაღადებაჲ იგი მომკალთაჲ მათ ყურთა უფლისა საბაოთისათა მიიწევის. იშუებდით ქუეყანასა ზედა და განსცხრებოდეთ. განზარდენით ჴორცნი თქუენნი, ვითარცა დღედ დაკლვისა (5,4-5).

თარგმანი: ჴსენებითა რისხვისა მოწევნადისაჲთა განჰკუეთს საცთურსა შუების მოყუარეთასა და განზრდასა ჴორცთასა აყუედრებს უმეტეს ზომისა განსუქებისათჳს, რომელი-ესე დასაკლავთა უსხთა შეეტყუების. ამისთჳს ღმრთივ მოცემული ყოველი კეთილ არს საჴმრად ზომიერად. ხოლო უზომოებით ჴუმევაჲ რაჲსაჲცა სულსა თანა ჴორცთაცა სენ და სალმობა იქმნების. ამას თანა მუშაკისა და მშრომელისა სასყიდელსა დაკლებაჲ უძჳრეს ყოველთა მიხუეჭათასა ექმნების მდიდართა, —ნივთ საუკუნოჲსა მის ცეცხლისა; რამეთუ ოფლთა მიერ სხუათაჲსა შემატებული საფასე ცეცხლებრ შეშჭამს სახლთა მათთა, რომელნი-იგი მცირითა და უნდოჲთა ფასითა აქმნევდენ კაცთა გლახაკთა სამუშაკოსა საქმესა მათსა. ამისთჳს მცირე იგი ჭრტინვაჲ მათი ღაღადება დიდ იქმნების ყურთა უფლისა საბაოთისათა, რომელ არს მეუფე მჴედრობათა და მალთა ზეცისათაჲ.

მოციქულისაჲ: დაჰსაჯეთ და მოჰკალთ მართალი იგი და არა წინა-აღგიდგა თქუენ (5,6).

თარგმანი: ამით ღმრთის მკლველობისა ბრალსა მოაჴსენებს, რაჲთა უმეტესად შემუსროს ზუაობაჲ იგი ჰურიათაგანთაჲ მათ, ვითარმედ ესოდენ საჴსენებელ არს მათდა სულგრძელებაჲ მეუფისაჲ, რაოდენ უფროჲსსა სახიერებასა მიემთხჳნეს მის მიერ, რომელმან-იგი არა ხოლო სიკუდილი თავს-იდვა მათგან, არამედ მკლველთა მათ მისთა არავე დაუჴშა გზაჲ მოქცევისა და სინანულისაჲ.

მოციქულისაჲ: სულგრძელ იქმნენით, ძმანო, ვიდრე მოსლვადმდე უფლისა. აჰა ესერა მუშაკი მოელის პატიოსანსა ნაყოფსა ქუეყანისასა, და სულგრძელ არს მას ზედა, ვიდრემდის მოიღოს წჳმაჲ მსთუაჲ და მცხუედი. სულგრძელ იქმნენით თქუენცა (5,7-8).

თარგმანი: ვინაჲთგან ღმრთისათჳს სულგრძელებაჲ ითქუმის, ხოლო მოთმინებაჲ არასადა; ამიერ ისწავე, ვითარმედ სულგრძელ-ყოფად მას ვამცნებთ, რომელსა ძალ-ედვას მიგებაჲ ნაცვლისაჲ, რაჲთა არა მიაგოს შიშითა უფლისაჲთა, რომელი იტყჳს: ჩემი არს შურის-გებაჲ და მე მივაგო. ხოლო დღე საქმეთაებრ მიგებისაჲ არს დღე მეორედ მოსლვისაჲ. ამას თანა მოთმინებაჲ მას ესწავების, რომელი ვერ შეუძლებდეს ნაცვლისა ყოფად. და ესე ხოლო იყოს შეძინება მისსა, რაჲთა მხიარულებით თავს-დებითა ჭირთაჲთა მიიღოს მადლი ღმრთისაგან. აწ უკუე სახითა ამით მუშაკისაჲთა განგუსწავლის მოციქული, რაჲთა არა დათესვასა თანა მომკად გული-გჳთქუმიდეს. არამედ შევისწავოთ ჟამი თესვისა და შრომისაჲ და სულგრძელ ვიქმნნეთ ვიდრე ჟამადმდე მკისა და ნაყოფთა მოსთულებისა, რამეთუ აქა არს ჟამი შრომისაჲ, ხოლო მუნ — მოსთულებისა ნაყოფთაჲსაჲ.

მოციქულისაჲ: განიმტკიცენით გულნი თქუენნი, რამეთუ მოსლვაჲ უფლისაჲ მოახლებულ არს (5,8).

თარგმანი: ესე არს განმტკიცებაჲ გულთაჲ, რამეთუ დღითი-დღე უფროჲს მივეახლებით მოსლვასა უფლისასა, სიტყჳსაებრ პავლესსა, რამეთუ მაშინდელისასა, ოდეს-იგი ახლად მოუჴედით სარწმუნოებასა, აწ უმახლობელეს არს ცხორებაჲ იგი საუკუნოჲ, რომლისა დასაბამ არს დღე იგი მეორედ მოსლვისაჲ, რომელსა შინა იხილვებოდინ აქა შეურაცხყოფილნი იგი და გუემულნი და ტანჯულნი უღმრთოთა მიერ — მუნ უმახლობელესად ღმრთისა და კადნიერებით წარმოდგომილად წინაშე პირსა მისსა, რომლისათჳს იგლოვდენ და სტიროდინ თავთა ყოველნი მაჭირვებელნი მათნი.

მოციქულისაჲ: ნუ სულთ-ითქუამთ, ძმანო, ურთიერთას, რაჲთა არა განიკითხნეთ. აჰა ესერა განმკითხველი წინაშე კართა დგას (5,9).

თარგმანი: დიდად ძალ-მწე არს ჭირთა შინა უდრტჳნველობისაჲ, რაჲთა არა ვითარცა ჭირვეულნი განვიკითხვიდეთ მაჭირვებელთა მარადის ჴსენებითა საუფლოჲსა მის სიტყჳსაჲთა, ვითარმედ: ნუ განიკითხავთ, რაჲთა არა განიკითხნეთ, რამეთუ უკუეთუ ჩუენ განვიკითხვიდეთ მოყუასთა ცოდვისა და ბრალისათჳს, ჩუენ განვიკითხნეთ საუფლოჲსა მცნებისა გარდასლვისათჳს.

მოციქულისაჲ: სახედ გაქუნდინ, ძმანო ჩემნო, ძჳრის-ხილვისა და სულგრძელებისა წინაჲსწარმეტყუელნი, რომელნი იტყოდეს სახელითა უფლისაჲთა. აჰა ესერა ვჰნატრით მოთმინეთა მათ. მოთმინებაჲ იობისი გასმიეს და აღსასრული უფლისაჲ იხილეთ, რამეთუ მრავალმოწყალე არს და შემწყნარებელ (5,10-11).

თარგმანი: არს მადლობაჲ მაშინცა, რაჟამს არა ფრიად ლმობილ და ტკივნეულ იყოს მოწევნულთა მათთჳს, და ჰმადლობდეს გონებითა არა ფრიად შეწუხებულითა, არამედ ვერ ეგოდენ დიდ არს, რაოდენ მისი მადლობაჲ, ვითარ-იგი იყო იობ, რომელსა ფრიად რაჲმე სალმობიერად ელმოდა დაკლებისათჳს საყუარელთა მათ შვილთაჲსა, არამედ ჰმადლობდა-ვე, ვითარცა მონაჲ, მოშიში მეუფისაჲ, და ტკივილი ნაწლევთაჲ ვერვე განუკუეთდა ჴმასა მას სამადლობელსა მეუფისსა: უფალმანცა მომცა და უფალმანვე მიმიღო. იყავნ სახელი უფლისაჲ კურთხეულ ამიერითგან უკუნისამდე; ვინაჲცა ამან ჴმამან უფროჲს სანატრელ ყო იგი უფროჲს ბევრეულთა მათ ურიცხუებათა სიმდიდრისათა, რომლისათჳსცა ჭეშმარიტ ყო თავისა თჳსისათჳს თქუმული ქებაჲ მეუფისაჲ და განაცრუა ღონისძიებაჲ მტერისაჲ, რომელსა ესე აქუნდა სასწრაფოდ, რაჲთა რომლითაცა ღონითა ათქუმიოს მას ერთი სიტყუაჲ გმობისაჲ მეუფისა მიმართ.

მოციქულისაჲ: ყოვლისა წინა, ძმანო ჩემნო, ნუ ჰფუცავთ ნუცა ცასა, ნუცა ქუეყანასა, ნუცა სხუასა რომელსამე ფიცსა, არამედ იყავნ თქუენი ჰჱჲ ჰჱ და არაჲ — არა, რაჲთა არა ორგულებასა შესცჳვეთ (5,12).

თარგმანი: თქუას ვინმე, ვითარმედ: უკუეთუ ვინმე მომჴდიდეს ფიცსა და საქმე მაიძულებდეს, ვითარ არა ვფუცო? —არამედ გეტყჳ, რაჲთა შიში მცნებისა გარდასლვისაჲ წინა-აღუდგინო საჭიროობასა საქმისასა და ჴორციელთა შჯულთა საქმე სახედ იჴუმიო, ვითარ სოფლიოთა საბჭოთა შინა ვერ სადა მიზეზ-იდგამ ნებსით-უნებლიეთობასა, არამედ რომლითაცა სახითა გპოონ გარდამავალ შჯულისა, უეჭუელად მიგჴდიან პატიჟსა თანა-ნადებსა შენსა. რამეთუ ძუელსა მას შჯულსა შინა შეენდო ფიცი, რაჲთა ოდენ რაჲთმე მოსწყჳდნეს ფუცვად კერპთა სახელსა. ამისთჳს შეუნდო სახელსა ღმრთისასა ფუცვად; ხოლო ახალსა ამას შინა თჳთ პირითა მაცხოვრისაჲთა განგდებულ არს ფიცი, და უმეტესსა რასმე თქუმაჲ უფროჲს ჰჱ და არაობისა — ბოროტისაგანად და საეშმაკოდ ნაწილად განკუთნვილ არს. რამეთუ თქუა რაჲ, ვითარმედ "უმეტესი ამათსა უკეთურისაგანი არს" () არა ცრუ-ფიცებისათჳს თქუა, რომელი-იგი ცხადად ეშმაკისაგანი არს, არამედ ყოველსავე ფიცსა, რომელი ჰმატდეს ჰჱსა და არასა, უკუეთურისაგანად უწოდს.

მოციქულისაჲ: შჭირდეს თუ ვისმე თქუენგანსა, ილოცევდინ; მოლხინე თუ ვინმე არს, გალობდინ (5,13).

თარგმანი: ესე იგი არს, ვითარმედ, უკუეთუ ჭირსა შინა ხარ, ვედრებითა გულისაჲთა მოწყალე ჰყოფდი შენ ზედა ღმერთსა. ხოლო უკუეთუ მრთელ ხარ და თავისუფალ ჭირისაგან, ნუ დააკლდები მწყობრსა საეკლესიოთა მგალობელთასა, არამედ მათ თანა გალობდ დიდებისმეტყუელებასა უფლისასა.

მოციქულისაჲ: უძლურ თუ ვინმე არს თქუენ შორის, მოუწოდენ ხუცესთა ეკლესიისათა და ილოცონ მის ზედა და სცხონ მას ზეთი სახელითა უფლისაჲთა, და ლოცვამან სარწმუნოებისამან აცხოვნოს სნეული იგი, და აღადგინოს იგი უფალმან. დაღაცათუ ცოდვაჲ რაჲმე ექმნეს, მო-ვე-ეტეოს მას (5,14-15).

თარგმანი: ესე სრულისა სარწმუნოებისა სასწაული არს, რაჲთა სნეულებასა შინა თჳსსა შემოკრიბნეს კაცმან მღდელნი ეკლესიისანი, ვითარცა ანგელოზნი ღმრთისა მაღლისანი, თხოვად მისსა ლხინებისა; რამეთუ სენნი ცოდვათა განსაპატიჟებელად მოივლინებიან ღმრთისა მიერ. ხოლო სარწმუნოებით შემოკრებასა ხუცესთასა და მათ მიერ ღმრთისა მიმართ ვედრებისა შეწირვასა ესე მოუგიეს მადლად, რაჲთა განჴსნითა ქუეყანასა ზედა - განჰჴსნან ზეცათა შინა, და ერთბამად ბრალისა მისცა შენდობაჲ უთხოვონ ლოცვითა და კურნებაჲ მიჰმადლონ ცხებითა წმიდისა ზეთისაჲთა.

მოციქულისაჲ: აღუვარებდით ურთიერთას ცოდვათა და ულოცევდით ერთი ერთსა, რაჲთა განიკურნნეთ, რამეთუ ფრიად შემძლებელ არს ლოცვაჲ მართლისაჲ შეწევნად (5,16).

თარგმანი: ესე სიტყუაჲ პირველითგან მრავალთა ადგილთა წმიდათა წერილთა საქადაგებელ არს: იტყოდე შენ პირველად ბრალთა შენთა, რაჲთა განჰმართლდე; და ვთქუ: უთხრა ბრალი ჩემი უფალსა; რამეთუ კაცისა მიმართი აღსაარებაჲ უფლისა მიმართად შეირაცხების, და იგი თავადი არს მომცემელი მოტევებისაჲ პირითა მის კაცისაჲთა. ხოლო ურთიერთასი ლოცვაჲ სასწაული არს სიყუარულისაჲ და მომნიჭებელი სიმდაბლისაჲ, რამეთუ რაჟამს შენ სიმდაბლით შეუვრდებოდი კაცთა წმიდათა და იგინი შენთჳს ევედრებოდინ ღმერთსა, ფრიადი სარგებელი შეგეძინების შენ ამის საქმისა მიერ. რამეთუ, ვითარ-იგი უსაკუთრეს არს, ფრიადი ძალ-უც ლოცვასა მართლისასა თანა-შეწევნულსა. ესე იგი არს, ვითარმედ მაშინ ფრიადი ძალ-უც ლოცვასა წმიდათასა ჩუენთჳს, რაჟამს ჩუენ არა უზრუნველად და წარჴსნილად გუეძინოს, არამედ თანა-შევეწეოდით მათ ძალისაებრ და სიმდაბლით და ლმობიერად შეუვრდებოდით ლოცვისა ყოფად ჩუენთჳს, და ჩუენცა ძალისაებრ ჩუენისა ვილოცვიდეთ, რამეთუ დიდად სთნავს მეუფესა გულისაგან შემუსრვილისა და გონებისა დამდაბლებულისა აღმომავალი სულ-თქუმაჲ საცხორებელად თავისა თჳსისა.

მოციქულისაჲ: ელია კაცივე იყო, მსგავსი ჩუენი, და ლოცვაჲ ილოცა არა-წჳმად და არა წჳმა ქუეყანასა ზედა სამ წელ და ექუს თთუჱ. და კუალად ილოცა და ცამან მოსცა წჳმაჲ და ქვეყანამან აღმოაცენა ნაყოფი თჳსი (5,17-18).

თარგმანი: ესე სიტყუაჲ მესამესა წიგნსა შინა მეფეთასა წერილ არს, ვითარმედ: თქუა ელია აქაბის მიმართ: ცხოველ არს უფალი ძალთაჲ, ღმერთი ისრაელისაჲ, რომლისა წინაშე ვდგა მე დღეს. უკუეთუ იყოს წელიწადთა ამათ ცუარი გინა წჳმაჲ, გარნა თუ სიტყჳთა პირისა ჩემისაჲთა. ვინაჲცა ესევითარი იგი ღრუბელთ შემკრველი და კუალად განმჴსნელი —კაცივე იყო, მსგავსად ჩუენსა შემოსილი უძლურითა ჴორცითა, რომლითა მოიგნა ესოდენნი სათნოებანი და ფრიადი კადნიერებაჲ წინაშე ღმრთისა, რამეთუ ვიდრე სიკუდილადმდე არა ჰრიდებდა თავსა თჳსსა ყოველთავე შინა საქმეთა ღმრთისა მონებისათა.

მოციქულისაჲ: ძმანო, უკუეთუ ვინმე თქუენ შორის შესცთეს ჭეშმარიტებისაგან, და თუ ვინმე მოაქციოს იგი, უწყოდენ, რამეთუ რომელმან მოაქციოს ცოდვილი გზისაგან საცთურისა მისისა, იჴსნეს სული თჳსი სიკუდილისაგან და დაფაროს სიმრავლე ცოდვათაჲ (5,19-20).

თარგმანი: ესრეთ ჯერ-არს ცთომილთა მოქცევაჲ, რაჲთა, ვითარ-იგი ქუეყანის მოქმედი არა ლიტონად სთესავს თესლსა, არამედ წინა-მოიქმს ორნატსა, და შემდგომად თესვისა კუალად მოაქცევს სიღრმესა ქუეშე, რაჲთა არა წარსატაცებელ ყოს მფრინველთა, ეგრეთვე ჩუენ, ნუ მივენდობით ერთ-გზის თქუმასა სწავლისასა, რომელი-იგი ანუ ეშმაკთა წარიტაცონ, ანუ უდებებამან გულთამან დავიწყებასა მისცის, ანუ ზრუნვისა ეკალთა შეაშთვიან. ამისთჳს გჳღირს მისვე და ერთისა პირისათჳს მრავალ-გზის თქუმაჲ, რაჲთა ესრეთ მოქცევითა ცოდვილისაჲთა პირ სამეუფო გუეწოდოს სიტყჳთა იერემიაჲსითა, და სხუათა სულთა გამოჴსნისათჳს ჩუენნიცა სულნი ვიჴსნნეთ სიკუდილისაგან, და მოყუსისა ბრალთა დაფარვასა თანა ჩუენნიცა ბრალნი დავფარნეთ უფსკრულსა შინა წყალობისა ღმრთისასა, მადლითა და კაცთმოყუარებითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა, რომლისა თანა მამასა და სულსა წმიდასა პატივი და დიდებაჲ და თაყუანისცემაჲ აწ და მარადის და უკუნითი-უკუნისამდე ამინ.

ნაშრომები > კომენტარები საქმეებზე და კათოლიკე ეპისტოლეებზე, წმ.იოანე ოქროპირი, წმ. ეფრემ მცირე > განმარტებაჲ კათოლიკეთაჲ > თავი ვ̂. ვითარმედ არა კაცობრივ, არამედ ღმრთისა მიერ იქმნების წარმართებაჲ სლვათა კაცისათაჲ