მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

James 5:19

18. And he prayed again, and the heaven gave rain, and the earth brought forth her fruit.19. Brethren, if any of you do err from the truth, and one convert him;20. Let him know, that he which converteth the sinner from the error of his way shall save a soul from death, and shall hide a multitude of sins.
James თავი 5
19. Brethren, if any of you do err from the truth, and one convert him;
თავი ვ̂. ვითარმედ არა კაცობრივ, არამედ ღმრთისა მიერ იქმნების წარმართებაჲ სლვათა კაცისათაჲ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ძმანო, უკუეთუ ვინმე თქუენ შორის შესცთეს ჭეშმარიტებისაგან, და თუ ვინმე მოაქციოს იგი, უწყოდენ, რამეთუ რომელმან მოაქციოს ცოდვილი გზისაგან საცთურისა მისისა, იჴსნეს სული თჳსი სიკუდილისაგან და დაფაროს სიმრავლე ცოდვათაჲ (5,19-20).:

თარგმანი: ესრეთ ჯერ-არს ცთომილთა მოქცევაჲ, რაჲთა, ვითარ-იგი ქუეყანის მოქმედი არა ლიტონად სთესავს თესლსა, არამედ წინა-მოიქმს ორნატსა, და შემდგომად თესვისა კუალად მოაქცევს სიღრმესა ქუეშე, რაჲთა არა წარსატაცებელ ყოს მფრინველთა, ეგრეთვე ჩუენ, ნუ მივენდობით ერთ-გზის თქუმასა სწავლისასა, რომელი-იგი ანუ ეშმაკთა წარიტაცონ, ანუ უდებებამან გულთამან დავიწყებასა მისცის, ანუ ზრუნვისა ეკალთა შეაშთვიან. ამისთჳს გჳღირს მისვე და ერთისა პირისათჳს მრავალ-გზის თქუმაჲ, რაჲთა ესრეთ მოქცევითა ცოდვილისაჲთა პირ სამეუფო გუეწოდოს სიტყჳთა იერემიაჲსითა, და სხუათა სულთა გამოჴსნისათჳს ჩუენნიცა სულნი ვიჴსნნეთ სიკუდილისაგან, და მოყუსისა ბრალთა დაფარვასა თანა ჩუენნიცა ბრალნი დავფარნეთ უფსკრულსა შინა წყალობისა ღმრთისასა, მადლითა და კაცთმოყუარებითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა, რომლისა თანა მამასა და სულსა წმიდასა პატივი და დიდებაჲ და თაყუანისცემაჲ აწ და მარადის და უკუნითი-უკუნისამდე ამინ.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის