...სწავლისაგან წერილთაჲსა არა მოხუალ გულისჴმის-ყოფად, ამისთჳს მაიძულებ წარმართთა მო-ღებად სახედ, ვითარცა-იგი ოდესმე ყო ღმერთმან ჰურიათა მიმართ წინაწარმეტყუელისა მიერ, რამეთუ იტყჳს: „წარვედით ჭალაკთა ქეტემისათა და კედარს მიავლინეთ და ცანთ, უკუეთუ ცვალნიან წარმართთა ღმერთნი მათნი, და იგინი არა ღმერთ არიან“. და კუალად პირუტყუთა და იძრვის-თა მოართუამს სახედ უგულისჴმოთა მრავალგზის: ჯინჭველსა და ფუტკარსა და ესევითართა მრავალთა; „იქმენო, ვითარცა ჯინჭველი, ჵ მცონარო“, - იტყჳს სოლომონ, - „და ჰბაძევდ გზათა მისთა. ანუ მივედ ფუტკრისა და ისწავე, ვითარ-იგი მოქმედ არს“. ეგრეთვე აწ მეცა გეტყჳ: მიხედენ წარმართთა და შეიკდიმე შენ, მორწმუნეო, და ნუ იტყჳ, თუ: ჩუეულებასა ვერ მოვიწყუედ. იგინი კაცთათჳს ესრეთ მოსწრაფე იყვნეს, რაჲთა სათნოეყვნენ მათ, და შენ ღმრთისათჳს არა იღუაწოა მცირედ, რაჲთა სათნო-ეყო მას? უკუეთუ იტყჳ, თუ ძნელ არს ჩუეულებაჲ, ჰე, უწყი ესე მეცა. ამისთჳს გეტყჳ: ნუ მოხუალ ჩუეულებასა ბოროტსა; უკუეთუ მოსრულ ხარ, იღუაწე მცირედ, და კუალად დაიჴსნას ჩუეულებაჲ იგი. ძნელ არს ჩუეულებისა მოწყუედაჲ, გარნა არა შეუძლებელ არს, მოღუაწებაჲ უჴმს მცირედი, და ყოველივე კეთილად აღესრულოს. მცირედ ჟამ თუ დაითმი...
Jeremiah 2:1
1. Moreover the word of the LORD came to me, saying,2. Go and cry in the ears of Jerusalem, saying, Thus saith the LORD; I remember thee, the kindness of thy youth, the love of thine espousals, when thou wentest after me in the wilderness, in a land that was not sown.
Jeremiah თავი 2