📋 სარჩევი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „გასმიეს, რამეთუ ითქუა პირველთა მათ მიმართ: არა იმრუშო. ხოლო მე გეტყჳ თქუენ: ყოველი, რომელი ხედვიდეს დედაკაცსა გულისთქუმად მას, მუნვე იმრუშა მის თანა გულსა თჳსსა“ (5,27-28).
აღასრულა პირველი იგი მცნებაჲ და სრულისა მის საზომისა წესსა აღიყვანა; და აწ ჯეროვნად მეორე იგი შორის შემოიღო წესისა მისებრ შჯულისა. გარნა ესე საძიებელ არს, თუ რად არა პირველად ღმრთისმსახურებისათჳს ყო სიტყუაჲ, ვითარცა მუნ იწყო მოსე ბრძანებითა ღმრთისაჲთა და იგი დააწესა მცნებად პირველად და თქუა: „უფალი ღმერთი შენი უფალი ერთ არს“,1 და შემდგომი ამისი. ესე ამისთჳს, რამეთუ უკუეთუმცა ღმრთისმსახურებისათჳს ეწყო სიტყუად, თავისაცა თჳსისა უჴმდა თქუმად და მითხრობად მათდა ღმრთეებისა თჳსისათჳს, ხოლო არა იყო წუთღა ჟამი თქუმად ესევითარისა ამისთჳს; დრო-სცა აწ სწავლად სარწმუნოებისათჳს და კეთილად მოქალაქობისათჳს იწყო, რაჲთა ვინაჲთგან უმრავლესნი აღასრულნეს სასწაულნი, მაშინ აუწყოს უმაღლესიცა სიტყუაჲ. ხოლო აწ უკუეთუმცა დაწყებაჲ სიტყჳსა თჳსისაჲ ესრეთ ექმნა, ვითარმედ: გასმიეს, რამეთუ ითქუა პირველთა მათ მიმართ: „მე ვარ უფალი ღმერთი შენი, და გარეშე ჩემსა სხუაჲ არა არს“;2 ხოლო მე გეტყჳ თქუენ: თანაარსი ვარ და განუყოფელი მისგან. და ჩემიცა ეგრეთვე თანაგაც თაყუანის-ცემაჲ, რამეთუ ძე ვარ ღმრთისაჲ და ღმერთი ჭეშმარიტი; ვერ ეძლო ერსა მას შეწყნარებაჲ სიტყჳსა ამის, არამედ თქუესმცა, თუ უწესოთა სიტყუათა იტყჳს ესე. უკუეთუ შემდგომად ესოდენთა სწავლათა და ესოდენთა სასწაულთა არავე ჰრქუა განცხადებულად, არამედ მცირედ აუწყა სარწმუნოებისათჳს, გმობად აღუდგეს და სდევნიდეს, უკუეთუმცა აწ დაწყებასავე სიტყჳსასა ეთქუა ესე, ფრიად უძჳრესსამცა შთაცჳვეს.
ამისთჳს ჟამსა ამას თანაწარჰჴდა სარწმუნოებისათჳს თქუმად და დაჰმარხა იგი ჟამსა ჯეროანსა, რაჲთა პირველად სიმრავლითა სასწაულთაჲ-თა გულისჴმა-უყოს და მერმე სიტყჳთცა აუწყოს ღმრთეებაჲ თჳსი. ხოლო აწ სათნოჲსა მოქალაქობისათჳს ჰყოფს მოძღურებასა, და ესეცა სიტყუანი სასწაულთა მიერ სარწმუნო-ყვნა და იწყო ორთა მათ ვნებათა აღმოფხურად და აღჳრ-სხმად, რომელნი-იგი მშობელნი არიან სხუათა ვნებათანი - გულისწყრომასა ვიტყჳ და გულისთქუმასა. და ჴელმწიფებით იყო სიტყუაჲ მისი, ვითარცა შეჰგავს ჭეშმარიტსა რჩულისმდებელსა. ამისთჳსცა ყოვლითურთ ვნებათა მათ სიბოროტესა განიოტებს სულთაგან ჩუენთა, ვითარცა-იგი ზემო ყოველივე გულისწყრომისა დასაბამი და აღსასრუ-
1 2 სჯ. 6,4. 2 შდრ. გამ. 20,2-3; 2 სჯ. 5,6-7.
ლი ექსორია-ყო. და აწ კუალად გულისთქუმისათჳს მისცემს განჩინებასა, ვითარცა მეუფე ყოველთაჲ, და იტყჳს: „რომელი ხედვიდეს დედაკაცსა გულისთქუმად მას, მუნვე იმრუშა მის თანა გულსა თჳსსა“. ესე იგი არს, რომელმან მიხედნეს პირსა და შეამსჭუალოს თუალი შუენიერებასა მისსა და გულისთქუმაჲ მის თანა ცოდვისაჲ აღძრას გულსა შინა თჳსსა გემოჲთა მით გულისთქუმისაჲთა, აღასრულა ცოდვაჲ იგი გულსა შინა თჳსსა; რომელი-იგი გემოთმოყუარებისა თჳსისათჳს მოსწრაფე იყოს განცდად პირ-თა მავნებელთა და ხილვითა მათითა საქმესა მას ცოდვისასა გულსა შინა თჳსსა აღასრულებს. რამეთუ არა ჴორცთა ხოლო მოვიდა უფალი განთავისუფლებად ბოროტთა საქმეთაგან, არამედ პირველად სულისაცა; რამე-თუ მადლსა მას სულისა წმიდისასა გულთა შინა ჩუენთა შევიწყნარებთ, ამისთჳს გულისაჲ ბრძანა პირველად განწმედაჲ.
ხოლო თქუას თუ ვინმე: ვითარ შესაძლებელ არს სრულიად განყენებაჲ გულისთქუმისაგან და განთავისუფლებაჲ ბრძოლისაგან ვნებათაჲსა? უწყოდენ ესევითარისა მეტყუელმან მან, ვითარმედ უკუეთუ გუენებოს, შესაძლებელ არს ესეცა, ვითარცა მრავალთა მოღუაწეთა სრულიად მოაკუდინნეს გულისთქუმანი და განიოტეს სულთაგან თჳსთა. ხოლო აწ ქრისტემან არა ესე ბრძანა, რაჲთა სრულიად მოვსპეთ გულისთქუმაჲ ჩუენგან, არამედ მას გულისთქუმასა იოტებს, რომელი მიხედვითა იქმნების გულსა შინა. რამეთუ რომელი მოსწრაფე იყოს პირთა მავნებელთა განცდად, იგი ნეფსით თჳსით აღატყინებს საჴუმილსა მას ვნებისასა გულსა შინა თჳსსა და სულსა თჳსსა ტყუეობად განსცემს, და ესევითარი იგი საქმედცა ცოდვისა მის ადრე მივიდეს. ამისთჳსცა არა თქუა უფალმან: რომელსა გულმან უთქუას სიძვად, მან იმრუშა, არამედ: „რომელი ხედვიდესო დედაკაცსა გულისთქუმად მას“, და რისხვისათჳს თქუა: „რომელი განურისხდესო ცუდად“, ხოლო აქ არა ესრეთ, არამედ ყოვლითურთ ბოროტთა გულისთქუმათაგან გუაყენებს, რამეთუ ორნივე ესე ვნებანი ბუნებითნი არიან, და ორნივე კეთილად მოცემულ არიან ჩუენდა: გულისწყრომაჲ და გულისთქუმაჲ, რაჲთა ერთი იგი ეშმაკთა მიმართ ვიჴმაროთ და ბოროტთა გულისსიტყუათა და წინააღდგომად ურჩულოთა ბოროტისმოქმედთა და მოქცევად უწესოთა, და მეორე ესე, რაჲთა სასუფეველისათჳს ცათაჲსა გუწადოდის და მცნებათა ღმრთისათა აღსრულებად; და მერმე, შემდგომად სამოთხით გამოსლვისა, რაჲთა იყოს გულისთქუმაჲ იგი ბუნებითი შვილიერებისათჳს ოდენ. ხოლო უჯერონი გულისთქუმანი სრულიად დაყენებულ არიან ბრძანებათა შინა მისთა. და არა თქუა: რომელსაცა გულმან უთქუას, რამეთუ გულისთქუმაჲ მოუჴდების მთათა და უდაბნოთა შინა დამკჳდრებულთაცა, არამედ: „რომელი ხედვიდესო გულისთქუმად“, ესე იგი არს, რომელი ნეფსით გულისთქუმათა შეჰკრებდეს გულსა შინა თჳსსა და მჴეცსა მას განაძჳნებდეს თავსა ზედა თჳსსა. რამეთუ ესე არა ბუნებისაგან იქმნების, არამედ დაჴსნილებისა და გემოთ-
მოყუარებისა ჩუენისაგან. ამას ძუელიცა რჩული განაყენებს ჩუენგან და იტყჳს: „ნუ განიცდი შუენიერებასა პირისასა“.1
და რაჲ არსო, იტყჳან ვინმე, უკუეთუ განვიცადო და არა ვიძლიო ცოდვად? დასასჯელ-ჰყოფს განცდასაცა, ჵ კაცო, რაჲთა არა ჩუეულებითა ამით შთაჰვარდე საქმესაცა ცოდვისასა. კუალად იტყჳან: ხოლო ვიხილო თუ და გულმან მითქუას და არაჲ ვქმნე ბოროტი, რაჲ სთქუა ამისთჳს? რაჲ ვთქუა სხუაჲ, უგუნურო, გარნა ვითარმედ: იმრუშე გულსა შინა. ესრეთ ბრძანა უფალმან, უტყუელმან მან შჯულისმდებელმან, და სხუასა რასაღა გამოეძიებ ცუდად და ამაოდ? და ნუ იტყჳ, თუ: განვიცადო და გულმან მითქუას და არა ვცოდო. გულისთქუმით მიხედვასა მებრ მრუშებად უწოდა. გარნა ესეცა, რომელსა იქადი, უკუეთუ იწყო გულის-თქუმით მიხედვად, ადრე აღასრულო საქმითცა. ჰე თუ სადმე შეუძლო ორგზის და სამგზის მიხედვად და არა ქმნად; ხოლო უკუეთუ ზედაჲსზედა იქმოდი ამას და საჴუმილსა მას აღატყინებდე, მოიწიოს დღე, ოდეს დაიწუაცა. უკუეთუ უადვილესი ესე ვერ მოითმინე - არა ხედვად გულის-თქუმით, ვინაჲთგან ბრძოლათა ცეცხლი აღეტყინოს და ძნელ იქმნას დაშრეტაჲ მისი, არამცა შთაჰვარდია განსაცდელსა მას საქმისასა? ვითარცარაჲ ვიხილით თუ ყრმაჲ მცირე, ვითარმედ მახჳლი უპყრიეს ჴელსა, გამოუღით იგი, რაჲთა არა მოიწყლას თავი თჳსი, ეგრეთვე ღმერთმან მიხედვითაცა შეგინებაჲ გულისაჲ გარეწარქცევად გჳბრძანა, რაჲთა არა საქმი-თაცა შევაგინნეთ ჴორცნი. და პირველ ჴორცთა შეგინებისაცა შეიგინებინ სული გულისსიტყუათა ბოროტთა წურთითა, რომელნი-იგი ხილვასა მას ბილწსა შთაეთესის გულსა შინა, რომელთაცა აღმოფხურის ქრისტე და უჩინო-ჰყოფს ძალითა მცნებისა მისისაჲთა.
რაჲ-მე თქუან ამას ზედა, რომელთა ჰყვანან დედანი თანამყოფად და იტყჳან, ქალწულებასა ვიმარხავთო? რამეთუ ესევითარნი იგი ბრძანებისა ამისებრ უფლისა ბევრეულთა მრუშებათა თანამდებ არიან, რამეთუ მარადღე გულისთქუმით ხედვენ მათ. ამისთჳს ნეტარი იობ ესევითარსა ამას რჩულის-დებასა პირველვე იმარხვიდა და მავნებელთა მათ ხედვათაგან თავსა თჳსსა შორს-ჰყოფდა, რამეთუ ბოროტ არს და ძნელ ბრძოლისა მის წინააღდგომაჲ, ვინაჲთგან კარნი სულისანი განვახუნეთ და მბრძოლი იგი შინაგან შევიყვანოთ და გონებასა შინა ჩუენსა სავანე-უყოთ მას. ამისთჳს ნუ იმრუშებ თუალითა, რაჲთა არა იმრუშო გონებითა და მერმე იმრუშო სადმე ჴორცითაცა.
ხოლო არს მიხედვაჲ დედაკაცისაჲ უვნებელადცა, ვითარცა ღმრთისმოშიშნი მიხედვენ საქმისა რაჲსათჳსმე სათანადოჲსა უვნებელად, და მას არა ეწოდების ცოდვა. რამეთუ არა ესრეთ თქუა: რომელმანცა მიხედნეს დედაკაცსა, იმრუშა, არამედ: „რომელი ხედვიდესო გულისთქუმად მას“,
1 ზირ. 9,8.
რომელი ხედვიდეს თუალითა შეგინებულითა და გულითა მწიკულევანითა, რომელ-ესე უჯერო არს სრულიად. არა თუ ამისთჳს მოგცნა ღმერთმან თუალნი, რაჲთა მრუშებაჲ შეიღო გულად შენდა, არამედ რაჲთა ხედვიდე დაბადებულთა და გიკჳრდეს სიბრძნე იგი და ძალი დამბადებელისაჲ.
აწ უკუე საცნაურ არს, რამეთუ ვითარცა არს ცუდი განრისხებაჲ, ეგრეთვე არს ცუდი მიხედვაჲ, ოდეს გულისთქუმისათჳს იქმოდი და ურ-ჩულოდ შეეხებოდი, დაღაცათუ არა ჴელითა, არამედ ხედვითა. რამეთუ არს თუალთამიერიცა შეხებაჲ, რომელი იქმნების შეხედვითა, რომელსაცა მრუშება ეწოდა, დამტანჯველ არს სულისა პირველ საუკუნოჲსა მის სატანჯველისა, ოდეს შფოთითა და ამბოხებითა ბრძოლისაჲთა აღავსოს იგი და, ვითარცა ტყუე, შეკრული ეთრიოს, ვიდრეცა ენების ვნებასა მას; და ისარი იგი ცოდვისაჲ გესლიანი განუწონოს სულსა მას უბადრუკსა, რომელ არს ჴსენებაჲ პირისა მის ხილულისაჲ, და უფროჲსღა, უკუეთუ ხილულიცა იგი პირი სატრფიალოდ შემკობილ არნ სამკაულითა მით წარწყმედისაჲთა, რომლითა შეიმკვებიან დედანი წარსაწყმედელად თავთა თჳსთა და საც-თურად სულთა მათ, რომელნი ხედვიდენ მათ, რომელთაცა შემკულებისა მისთჳს დიდი ვაებაჲ მისცა წინაწარმეტყუელმან ესაია და განაქიქა წესი იგი უწესოებისა მათისაჲ; რამეთუ იგინიცა სიტყჳსაებრ უფლისა მემრუშე არიან, რომელნი არა ხოლო თუ ვნებულად მიხედვენ პირებსა მამათასა, არამედ თავთაცა თჳსთა უჩუენებენ მათ გულისსათქუმელად და სასჯელსა მრუშებისასა შთააგდებენ. დაღაცათუ სიტყუაჲ მამაკაცისა მიმართ ყო ბრძანებამან ამან სახარებისამან, ვითარცა უმთავრესისა კერძისა მიმართ, არამედ ყოველივე ბუნებაჲ კაცობრივი შემოკრიბა მცნებასა შინა თჳსსა, რამეთუ დამარხვად მცნებათა ქრისტესთა არა არს განწვალებაჲ შოვრის მამათა და დედათა, არამედ ყოველთავე ზოგად თანააც, ვითარცა-იგი ზოგად აქუს კაცობრივი ბუნებაჲ.
ყურად-იღეთ, მორწმუნენო, სიტყუაჲ უფლისა და მაცხოვრისა ჩუენისაჲ, და კაცად-კაცადი ეკრძალებოდენ ურიდად ხედვად და განცდად პირებსა მავნებელსა, რაჲთა არა საცთურსა ეშმაკისასა შთაჰვარდეთ, რამეთუ მრავალნი ეშმაკმან მცირედისაგან უფსკრულად წარწყმედისა შთაჰ-ჴადნა. პირველად დაარწმუნის მიხედვად, მერმე ხედვითა მით სტყორცის ისარი გულისთქუმისაჲ, მოწყლის სული იგი, შეუქმნის სიყუარული ხილულისა მის პირისაჲ, შეკრნის ურთიერთას, ვითარცა საკრველითა რკინისა გინა რვალისაჲთა, და ვითარცა მონათა სყიდულთა უბრძანებნ სირბილად წინაშე მისსა ქუესკნელად ჯოჯოხეთისა. ამისთჳს უწყოდა უფალმან ესევითარი ესე მრავალღონეობაჲ მტერისაჲ და ბრძანა ყოვლადვე არა მიხედვად გულისთქუმით. და კუალად იცოდა, ვითარმედ რომელნი-იგი შეპყრობილ იყვნენ ვნებითა, მძიმედ აღუჩნდების სიტყუაჲ ესე, რომლისათჳსცა ფრიადითა სიბრძნითა სრულიადი განრისხებაჲ გუამცნო ესევითართა მათ დამაბრკოლებელთა პირთა მიმართ და თქუა:
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „უკუეთუ თუალი შენი მარჯუენე გაცთუნებდეს შენ, აღმოიღე იგი და განაგდე შენგან, რამეთუ უმჯობეს არს შენდა, რაჲ-თა წარწყმდეს ერთი ასოთა შენთაგანი, ვიდრე არა ყოველი გუამი შენი შთავრდომად გეჰენიასა. და უკუეთუ მარჯუენე ჴელი შენი გაცთუნებდეს შენ, მოიკუეთე იგი და განაგდე შენგან, რამეთუ უმჯობეს არს შენდა, რაჲ-თა წარწყმდეს ერთი ასოთა შენთაგანი, და არა ყოველი გუამი შენი შთავარდეს გეჰენიასა“ (5,29-30).
თ ა რ გ მ ა ნ ი: არა თუ ასოთათჳს იტყჳს. ნუ იყოფინ! რამეთუ არასადა იტყჳს ბრალსა ასოთასა, არამედ მარადის ბრალობაჲ ბოროტისა მის გონებისაჲ არს; არა თუ თუალი ხედავს ვნებულად, არამედ გულისსიტყუაჲ მიახედვიებს. და უკუეთუმცა ასოთათჳს იტყოდა, არამცა ერთი თუალი აჴსენა ხოლო, არცა მარჯუენესამცა ოდენ სახელ-სდვა, რამეთუ უკუეთუ ვის მარჯუენე თუალი ავნებდეს, მარცხენეცა ავნებს მას. რაჲსათჳს უკუე მარჯუენე თუალი თქუა და მარჯუენე ჴელი დაურთო? რაჲ-თა სცნა, ვითარმედ არა ასოთათჳს არს სიტყუაჲ მისი, არამედ რომელნიიგი თჳსებითა ბუნებითითა გინა სიყუარულისა მჴურვალებითა საკუთარ და საყუარელ იყვნენ ჩუენდა; რაჲთა არა იტყოდი: ესე ვინმე თჳს მეყვის, ანუ იგი ვინმე საყუარელ არს ჩემდა და ფრიად საჴმარ, ამისთჳს ესრეთ ბრძანა, ვითარმედ: დაღაცათუ ვინ ესოდენ გიყუარდეს, რომელ უაღრეს იყოს შენდა და უსაწადელეს მარჯუენისა თუალისა, გინა თუ ესოდენ საჴმარ და თანაშემწე გიჩნდეს იგი საქმეთა შინა შენთა, ვითარცა მარჯუენე ჴელი შენი, და იხილო, ვითარმედ ავნებს სულსა შენსა, მოიკუეთე იგი შენგან. და იხილე ძალი სიტყჳსა მის! არა თქუა, თუ განეშორე, არამედ გამოჩინებად სრულიადისა მის და მკუეთრ მოწყუედისა თქუა: „აღმოიღე იგი და განაგდე შენგან“, და „მოიკუეთე და განაგდე შენგან“. და სარგებელსაცა გჳჩუენებს ესევითარისა მის სასტიკად განყოფისასა ორკერძოვე, კეთილისაგანცა და ბოროტისა, სიტყჳთა მითვე იგავისაჲთა: „უმჯობეს არსო შენდა, რაჲთა წარწყმდეს ერთი ასოთა შენთაგანი, ვიდრე არა ყოველი გუამი შენი შთავრდომად გეჰენიასა“. რამეთუ ოდეს ასოჲ იგი ვერცა თავსა თჳსსა აცხოვნებდეს და შენცა თანაწარგწყმედდეს, რად საჴმარ არს ორთაჲვე წარწყმედაჲ? არა სჯობსა განშორებაჲ ურთიერთას, რაჲთა ერთი ვინმე თქუენგანი ცხონდეს? ამას ზედა სიტყუა-მიგებენ ვიეთნიმე და მეტყჳან: ვითარ პავლე იტყჳსო, ვითარმედ: „ვილოცევდ შეჩუენებულ-ყოფად თავსა ჩემსა ქრისტესგან ძმათათჳს და ნათესავთა ჩემთა“?1 გარნა რომელნი ამას იტყჳან, უგულისჴმოებითა სცთებიან და არა გულისჴმა-ჰყოფენ, ვითარმედ სრულისა მისთჳს საზომისა და სიყუარულისა, რომელი აქუნდა ღმერთშემოსილსა მას ქრისტეს მიმართცა და კაცთა მიმართცა, ეგრეთ თქუა, ვითარმედ: მინდა, რაჲთამცა ყოველთა მიერ იდი-
1 რომ. 9,3.
დებოდა სახელი ქრისტესი, რაჲთამცა მისითა მით დიდებითა მადიდებელნიცა იგი ცხონდეს. და ესოდენ მნებავს ესე, რომელ ვილოცევდ, ვითარმედ: უფალო, მოაქციენ ყოველნი შენდა და ადიდე სახელი შენი ყოველსა შორის, რამეთუ მწადის ესე უფროჲს ყოვლისა კეთილისა. რად ვიტყჳ სხუათა კეთილთა? მებრ შენისა ხილვისაცა და შენ თანა ყოფისა (რომლისათჳს გამოუთქუმელი სურვილი მაქუს) უმეტესად მაქუს ესე, რაჲთამცა სახელი შენი ყოველთა შორის იდიდებოდა; ვითარცა მოსეცა მსგავსად ამისა ჰრქუა უფალსა: „უკუეთუ მიუტეობ, მიუტევე მათ ცოდვაჲ იგი, უკუეთუ არა, აღმჴოცე მეცა წიგნისა მის შენისაგან, რომელსა დამწერე“.1 ამას ესევითარსა იტყოდეს წმიდანი სრულისა მისგან სიყუარულისა, რაჲ-თამცა სხუანი იგი აცხოვნნეს. ხოლო უკუეთუ ვინ სიყუარულითა სხჳსაჲ-თა სულსაცა თჳსსა წარსწყმედდეს და მასცა, რომელი უყუარდეს, არაჲ აქუს სიტყუასა მას მოციქულისასა მის თანა ზიარებაჲ.
წმიდათა მათ ესევითარითა გულისსიტყჳთა უაღრესადღა აცხოვნნეს სულნი თჳსნი და სხუანი მრავალნი. ხოლო შენ, კაცო, უკუეთუ პირველად სული შენი წარიწყმიდო და მეორესაცა მიზეზ ჯოჯოხეთისა ექმნე, დიდი უგუნურებაჲ არს შენდა. ამისთჳს იტყჳს უფალი: „აღმოიღე იგი და განაგდე შენგან, რაჲთა არა მის თანავე გეჰენიასა შთაჰვარდე“. ვითარცა სხჳთაცა სახითა გულისჴმა-ვყოთ ესე: უკუეთუმცა ვინ გრქუა, ვი-თარმედ: ანუ აღმოიღე თუალი შენი, ანუ უეჭუელად შთაგაგდებ მღჳმესა რასმე ქუესკნელსა სრულიად წარწყმედად, არამცა აღმოღებაჲ თუალისაჲ ირჩიეა? ჰე, ჭეშმარიტად. არა თუ თუალი იგი გძულნ, არამედ ყოველსავე გუამსა უმეტეს პატივ-სცი და ცხორებასა შენსა, ვიდრეღა ერთსა მას თუალსა, რამეთუ შთავრდომასა მას მღჳმედ თუალიცა იგი სხუასა თანა გუამსა წარწყმედად იყო. ეგრეთვე გულისჴმა-ყავ: უკუე-თუ ვინმე იყოს საყუარელი შენი, დედაკაცი გინა მამაკაცი, და ჰხედვიდე მისგან სულისა შენისა ვნებასა და ვერ გეძლოს განკურნებად, მოიკუეთე იგი და განაგდე შენგან მკუეთრ, ყოლადვე ნუ ჰრიდებ, რაჲთა არა ორნივე შთაჰვარდეთ გეჰენიასა, არამედ განშორებითა მით განერეთ წარწყმედისაგან.
იხილეა სახიერებაჲ და სიბრძნე ტკბილისა მის რჩულისმდებელისაჲ? ვითარ რომელ-ესე ვიეთგანმე ფიცხლად შერაცხილ არს სიტყუაჲ, ყოვლი-თა წყალობითა სავსე არს, რამეთუ რომელმან სიყუარულისათჳს ფრიადნი სწავლანი წარმოგჳთხრნა, აწ განგჳმარტებს, ვითარ ყოველივე ცხორებისა ჩუენისათჳს გუამცნო. ამისთჳს გუამცნებს, ვითარმედ: დაღაცათუ სიყუარული საქმე არს სათნოჲ და მაღალი, არამედ უკუეთუ იხილო, ვითარმედ სავნებელად სულისა შენისა იქმნების, მოიკუეთე სრულიად საყუარელი იგი და განაგდე შენგან, რამეთუ არა მნებავს მე ესევითარი სიყუარული,
1 გამ. 32,32.
რამეთუ ოდეს სიყუარული იგი სავნებელ იყოს და წარსაწყმედელ სულისა, მაშინ უმჯობეს არს და უპატიოსნეს სიძულვილი.
ისმინეთ ესე, უკრძალველნო, რომელნი მიხუალთ სახილველთა მავნებელთა და მარადღე ხილვითა მით ვნებულითა მემრუშე-ჰყოფთ თავთა თქუენთა. უკუეთუ საყუარელისა მიერ იქმნებოდის ვნებაჲ, უბრძანებიეს ქრისტესა განგდებაჲ. ვითარ თქუენ უცხოთა სახეთა და შეუსწავლელთა პირთა განცდითა ესოდენსა ვნებასა შემოიღებთ სულთა ზედა თქუენთა და არა გელმის? გულისჴმა-ყავთ და განიგულეთ ცხორებაჲ თქუენი, რაჲთა არა მიზეზ წარწყმედისა ექმნეთ სულთა თქუენთა.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „თქუმულ არს: რომელმან განუტეოს ცოლი თჳსი, მიეცინ მას განსატევებელი. ხოლო მე გეტყჳ თქუენ, რამეთუ: ყოველმან, რომელმან განუტეოს ცოლი თჳსი თჳნიერ სიტყჳსა სიძვისა, მან ამრუშა იგი; და რომელმან განტევებული შეირთოს, მანცა იმრუშა“ (5,31-32).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ვინაჲთგან ზემოთქუმული იგი ყოველივე კეთილად განაწესა და შუენიერად, აწ ესერა სხუაჲ სახე გჳჩუენა მრუშებისაჲ. წეს იყო ძუელსა მას შჯულსა შინა, რაჟამს მოიძულის ვინ ცოლი თჳსი რომლითაცა სახითა, ჴელ-ეწიფებოდა განშორებად მისა და სხჳსა შერთვად, გარნა არა წეს იყო ესრეთ განტევებად, არამედ მიეცინო წიგნი განსატევებელი, რაჲ-თა არღარა ჴელ-ეწიფებოდის შერთვად მისა. რამეთუ უკუეთუმცა არა ესრეთ ეთქუა, არამედ მიეცამცა ჴელმწიფებაჲ განტევებულისა მის კუალად შერთვად, ფრიადიმცა იყო შფოთი და უწესოებაჲ და განცხადებული მრუ-შებაჲ. ამისთჳს განაწესა წიგნი იგი განსატევებელი დაწერად, რაჲთა არ-ღარა ჴელ-ეწიფებოდის შერთვად განტევებულისა მის. ხოლო ესევითარი ესე რჩულის-დებაჲ ფრიადისა მის უკეთურებისათჳს ჰურიათაჲსა განეწესა, რამეთუ უკუეთუმცა აიძულა მოძულებულისა მის დამჭირვად, მოკლამცა მოძულემან მან ქმარმან ცოლი თჳსი. რამეთუ ესრეთ უკეთურ იყვნეს ჰურიანი, რომელნი-იგი შვილთა თჳსთა დაჰკლვიდეს და წინაწარმეტყუელნი მოსწყჳდნეს და ყოვლითურთ მოსისხლე და ურჩულო იყვნეს, ოდესმცა ჰრიდეს ცოლთა თჳსთა მოკლვად? ამისთჳს შეუნდო უმცირესისა ამის უწესოებისა ყოფად, რაჲთა არა უძჳრესი იგი აღასრულონ.
და რაჲთა სცნა, ვითარმედ ამის ესევითარისა უკეთურებისა მათისათჳს მიუშუა წესისა მის მიღებად, ისმინე, რასა იტყჳს უფალი სხუასა ადგილსა, ვითარმედ: „მოსე გულფიცხელობისა თქუენისათჳს გიბრძანა განტევებაჲ ცოლთა თქუენთაჲ“,1 რაჲთა არა მახჳლითა მოსწყჳდნეთ იგინი.
ხოლო ვინაჲთგან ახალი ესე და მაღალი რჩულის-დებაჲ შორის მოიღო მაცხოვარმან და განრისხებაჲცა განაშორა ბრძანებითა თჳსითა, არა თუ კაცის-კლვაჲ ოდენ, და გუამცნო ყოლადვე არა მონებად გულისწყრომასა ანუ
1 მათ. 19,8.
გულისთქუმასა, ამისთჳს აწ ჯეროვნად ესეცა შჯულად დადვა, რაჲთა არავის ჴელ-ეწიფებოდის განტევებად ცოლისა თჳსისა და სხჳსა შერთვად, რამეთუ განტევებულსა მას ამრუშებს, და რომელმან განტევებული შეირთოს, იმრუშა; რაჲთა ესმას დედათა, ვითარმედ სხჳსა ქმრისა ცოლ-ყოფაჲ მრუშება არს, არამედ თანააც ანუ პირველისავე ქმრისა მისლვად, ანუ უქორწინებელად ყოფაჲ, რაჲთა ესრეთ თჳსისავე მეუღლისა მიიქცეს ანუ უქორწინებელად ეგოს, რამეთუ სხჳსა ქმრისა შერთვად არა ჴელ-ეწიფების.
ხოლო ესე ნუ გიკჳრს, რომელ არა ყო ყოლადვე სიტყუაჲ დედათა მიმართ, რამეთუ ყოველივე, რომელიცა მამათა ამცნო, დედათაცა დაუდვა მცნებად. ხოლო კეთილად თქუა „თჳნიერ სიტყჳსა სიძვისა“, რამეთუ ესევითარსა მას არა აყენებს განტევებად, და უფროჲსღა მეძვისა დამჭირვაჲ ცოდვისა ბრალსა და მრუშებასა შთააგდებს კაცსა. ხოლო თჳნიერ ამისა სხჳთა არცა ერთითა სახითა ჴელ-ეწიფების ვის განტევებაჲ ცოლისაჲ და სხჳსა შერთვაჲ, რაჲთა არა მრუშებად შთააგდოს იგი და მოატყუას ბრალი თავსა თჳსსა.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „კუალად გასმიეს, რამეთუ ითქუა პირველთა მიმართ: არა ცილი ჰფუცო, არამედ მიეც უფალსა ფიცი შენი. ხოლო მე გეტყჳ თქუენ: არა ფუცად ყოლად ნუცა ცასა, რამეთუ საყდარი არს ღმრთისაჲ; ნუცა ქუეყანასა, რამეთუ კუარცხლბეკი ფერჴთა მისთაჲ არს; ნუცა იერუსალჱმსა, რამეთუ ქალაქი არს მეუფისა დიდისაჲ; ნუცა თავსა შენსა ჰფუცავ, რამეთუ ვერ ძალ-გიც ერთისა თმისა განსპეტაკებად გინა დაშავებად. არამედ იყავნ თქუენი ჰე ჰე, და არა არა; ხოლო უმეტესი ამათსა უკეთურისაგანი არს“ (5,33-37).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ვინაჲთგან ყოველთავე შჯულისა მცნებათა აჴსენებს და ყოველთავე უაღრესისა მიმართ აღაორძინებს, რად არა, ვითარცა მუნ წერილ არს, აჴსენა პარვისათჳსცა? რამეთუ იტყჳს შჯული: „არა კაც-ჰკლა, არა იმრუშო, არა იპარო, არა ცილი ჰფუცო“.1 ვითარ უკუე აქა თანაწარჴდა პარვასა? რამეთუ რომელი იპარვიდეს, იგი ფუცავსცა, ხოლო რომელი არცა ფუცვიდეს, არცა ტყუოდის, მან ოდესმცა თავს-იდვა პარვაჲ? ამისთჳს დაყენებითა მით ფიცისაჲთა პარვაჲცა სრულიად უჩინო-ყო, რამეთუ სადა ფიცი და ტყუილი არა იყოს, მუნ პარვაჲ ყოლადვე არა იპოების. ხოლო რაჲ არს ესე, თუ: „მისცე უფალსა ფიცი შენი“? ესე იგი არს, ჭეშმარიტი და უტყუელი ჰფუცო; არამედ ქრისტემან ესეცა დააყენა და თქუა: „ხოლო მე გეტყჳ თქუენ: არა ფუცად ყოლად“, და შემდგომი ამისი; ყოველი, რავდენიცა აქუნდა ჰურიათა ჩუეულებაჲ ფუცად, - ცასა და ქუეყანასა და იერუსალჱმსა, - ყოველივე განაყენა, რაჲთა უჩუენოს, ვითარმედ არარას გარეგან შჯულისა და წინაწარმეტყუელთა იტყოდა.
1 გამ. 20,13-16.
და იხილე, ვითარსა სიტყუასა შემოიღებს დაბადებულთათჳს: არა თქუა, თუ: ნუცა ცასა ჰფუცავ, რამეთუ დიდ არს და შუენიერ; ნუცა - ქუეყანასა, რამეთუ ფრიად არს საჴმარებაჲ მისი კაცთა შორის; არარაჲ თქუა ესევითარი, რაჲთა არა გამოაჩინნეს ნივთნი იგი სოფლისანი თავით თჳსით პატივსაცემელ. რამეთუ ფრიად იყო მძლავრებაჲ კერპთმსახურებისაჲ, და ამისთჳს არარაჲ ესევითარი თქუა, არამედ მონებისა მისთჳს, რომელ აქუს ღმრთისა მიმართ, პატიოსნად სახელ-სდვა მათ. და იგიცა უძლურებისათჳს მსმენელთაჲსა თქუა ესრეთ, ვითარმედ: „ნუ ჰფუცავთ ცასა, რამეთუ საყდარი არს ღმრთისაჲ; ნუცა ქუეყანასა, რამეთუ კუარცხლბეკი არს ფერჴთა მისთაჲ“, რაჲთა ყოვლით კერძო გულისჴმის-ყოფად ღმრთისა მოიყვანნეს იგინი; „ნუცა იერუსალჱმსაო, რამეთუ ქალაქი არს ღმრთისაჲ“, და იგიცა სახელისათჳს ღმრთისა პატიოსან-ყო; „ნუცა თავსა შენსაო“, რამეთუ არა ხარ უფალ თავისა შენისა, არამედ სხუაჲ არს დამბადებელი და უფალი შენი. ხოლო შენ არცა თუ ყოვლისა უდარესისა საქმისა ძალ-გიც ქმნად, რაჲ-თა ერთი ოდენ თმაჲ არა თუმცა აღმოაცენე, არამედ აღმოცენებული იგი ანუმცა განასპეტაკე, ანუმცა დააშავე.
იტყჳან ვიეთნიმე, ვითარმედ: რაჲ ვყოთ, ოდეს ვინ ფიცსა მოგუჴდიდეს და გუაჭირვებდეს? ხოლო მე ვიტყჳ: იყავნ შიში ღმრთისაჲ უმტკიცეს კაცთამიერისა ჭირისა და იძულებისა. უკუეთუ კუალად მიზეზთა გენებოს წინაყოფად, არცა ერთი მცნებათაგანი დაიმარხო, რამეთუ ყოველსავე ზედა უკუეთუ ეძიებდე გარდასლვისა მიზეზსა, გეპოოს შენ. სთქუა სადმე, ვითარმედ: სადა ძალ-მიც თუალისა მარჯუენისა აღმოღებაჲ ანუ ჴელისა დაკუეთაჲ, ანუ ამისთჳსმცა განვმართლდია? და არამიხედვისათჳს გულისთქუმით სთქუა: ვითარ შეუძლო არა ხედვად? და განრისხებისათჳს სთქუა: რაჲ ვყო, უკუეთუ ფიცხელ ვიყო და ვერ დამჭირველ ენისა? და ამით სახითა ყოველნივე იგი მცნებანი უგულებელს-ჰყვნე; არამედ არა ჯერ-არს ესრეთ ყოფად, რამეთუ უკუეთუ მეფემან ქუეყანისამან წესი რაჲმე განაწესოს, იკადროა თქუმად, თუ: წესსა ამას ვერ ვიმარხავ? ნუ იყოფინ! ვითარ უკუე ბრძანებათათჳს ქრისტესთა იკადრებ მიზეზთა მოპოვნებად?!
ნუ ესრეთ, ძმანო, ნუ ესრეთ! ნუ ვმიზეზობთ მიზეზთა ცოდვისათა, რამეთუ ღმერთი არა შეურაცხ იქმნების. დაღაცათუ შრომაჲ რაჲმე შეგუემთხჳოს მცნებათათჳს ქრისტესთა, გულისჴმა-ვყვნეთ ზემოწერილნი იგი ნეტარებანი, რომელნი განაწესნა მოშიშთა მისთათჳს, და ნუ დავ-შთებით გარეგან მათსა, რამეთუ უშრომელად არარაჲ იქმნების კეთილი. დაღაცათუ ვინ გუაიძულებდეს ფუცად, უკუეთუ სიტყუაჲ უფლისაჲ მოვიჴსენოთ და შიშსა მისსა პატივ-ვსცეთ, არარად შევჰრაცხოთ იძულებაჲ იგი და ჭირი; რამეთუ გესმის, რასა იტყჳს: „ნუ ჰფიცავ ნუცა ცასა, რამე-თუ საყდარი არს ღმრთისაჲ; ნუცა ქუეყანასა, რამეთუ კუარცხლბეკი არს ფერჴთა მისთაჲ; ნუცა იერუსალჱმსა, ნუცა თავსა შენსა“, ნუცა სხუასა რას დიდსა გინა მცირესა ფიცსა, „არამედ იყავნ თქუენი ჰე ჰე, და არაჲ არა; ხოლო უმეტესი ამათსა უკეთურისაგანი არს“. რაჲ არს უმეტესი ჰეჲსა და არარაჲსა? ფიცი ჭეშმარიტი, არა ცრუდ ფიცებაჲ; რამეთუ იგი ცხადად საცნაურ არს, ვითარმედ უკეთურისაგან არს, და არაჲ არს მისთჳს იჭჳ, და არა უმეტესი არს, არამედ სრულიად წინააღმდგომი; ხოლო უმეტესი არს, რომელი-იგი უფროჲს განწესებულისა მის იყოს, რომელ არს ფიცი უმეტეს წესისაჲ. რომელი არს წესი? ჰე და არარაჲ. უკუეთუ სთქუა, ვითარ უკუე შჯული იტყოდა: „მიეც უფალსა ფიცი შენი“, ვინაჲთგან უკე-თურისა მიერ არს ფიცი? ხოლო შენ ესრეთვე სადმე სთქუა დედაკაცისათჳსცა: ვითარ მრუშება არს განტევებაჲ და სხჳსა შერთვაჲ, ვინაჲთგან შჯულსა უწესებიეს ესე? რაჲ-მე უკუე ვთქუათ ამისთჳს, გარნა ესე, ვი-თარმედ უძლურებისათჳს მაშინდელთა მათ ჰურიათა, რომელთა ეტყოდა მოსე, განაწესა ესევითარნი სიტყუანი. უკუეთუ არა, მსხუერპლებისა და მრგულიადდასაწუველებისა შეწირვად ღმრთისა, საცხოვართა და მფრინველთაჲ, ვითარმცა სათნო-იყო ღმრთისა? გარნა მათისა მის ვერაგობისათჳს უწესა ესეცა, რაჲთა ოდენ კერპთაგან და ეშმაკთა ზორვისაგან კაცნი მოაქცინეს, რაჲთა ღმრთისა შესწირვიდენ შესაწირავთა და არა ეშმაკისა, და მერმე, ჟამსა მარჯუესა, მსხუერპლებისა მის და მრგულიადდასაწუველებისა შეწირვაჲ სრულიად დააცხრვოს, ვითარცა ესერა ქმნა ცხოელსმყოფელითა მით მოსლვითა მისითა და განგჳწესა წმიდაჲ ესე და უსისხლოჲ შესაწირავი წმიდათა საიდუმლოთა მისთაჲ; ეგრეთვე სხუანიცა იგი წესნი, მათისა მის უძლურებისათჳს დასხმულნი, აწ ვინაჲთგან მოსლვითა თჳსითა უაღრესისა მოქალაქობისა გზაჲ განგჳღო უფალმან, დააცხრვნა და უმჯობესისა წესიერებისა მიმართ აღიყვანნა ყოველნივე წესნი მორწმუნეთა მისთანი. ამისთჳს განტევებაჲცა ცოლისაჲ და სხჳსა შერთვაჲ მრუშებად შეირაცხა აწ, და ფიცი უკეთურისაგან არს. რამეთუ აღორძნდა სათნოებაჲ ძალითა ქრისტესითა და არღარა ძუელისა შჯულისაებრ უძლურებით ჯერ-არს მოქალაქობაჲ, არამედ ძალითა საღმრთოჲ-თა და სრულებითა სულიერისა მის ჰასაკისაჲთა.
კეთილ იყო უკუე შჯული იგი ჟამსა თჳსსა, რამეთუ გზაჲ განაღო ახლისა ამის წესისაჲ და ყოვლითურთ ამას მოასწავებდა, და კაცნი კერპთაგან ღმრთისა მოაქცინა. ხოლო აწ, ვინაჲთგან ჟამი და საქმე მისი აღესრულა, ნუღარა ეძიებ წესთა მისთა, არამედ იცოდე, ვითარმედ მას ჟამსა იყო საქმე მისი და კეთილ იყო, ვითარცა იტყჳს მოციქული, ვითარმედ: „შჯული იგი მზარდულ მექმნა ჩუენ ქრისტეს მიმართ, რაჲთა სარწმუნოებისაგან ღმრთისა განვმართლდეთ“.1 და კეთილად გამომზარდნა და სრულისა ამის საზრდელისა შემწყნარებელ-გუყვნა, ვითარცა-იგი ძუძუჲ დედისაჲ ზრდინ ჩჩჳლსა სძითა და მიაწიის იგი საზომსა სრულისა მის საზრდელისასა კეთი-
1 გალ. 3,24.
ლად და ფრიადითა სიტკბოებითა, ხოლო მო-რაჲ-ვიდის სიორძილე ჰასაკისაჲ და სრულისა მის საზრდელისა ჟამი, უჴმარ ქმნის იგი; და მშობელნიცა, რომელნი ჟამსა მას სიჩჩოჲსა ჩუენისასა აქებდიან მას, მერმე ისწრაფდიან მოწყუედად ჩუენდა მისისა მის ძიებისაგან და სძაგებდიან, ვიდრეღა ვიეთმე მწარეცა რაჲმე სცხიან, რაჲთა იხილოს ყრმამან გემოჲ მისი და მოსძულდეს ძუძუჲ და მოსწყდეს ძიებისა მისისაგან. ეგრეთვე ქრისტემან, ვიდრეღა-იგი უძლურებაჲ იგი ფრიადი იყო კაცთა შოვრის, მოსცა შჯულიცა უძლურებისა ამის შემსგავსებული, ხოლო მო-რაჲ-ვიდა თავადი და სულიერი იგი სრულებაჲ მოიღო, უაღრესიცა მოქალაქობაჲ განაწესა. ხოლო თქუა, ვითარმედ: ფიცი უკეთურისაგან არს. არა თუ ამისთჳს თქუა, რაჲთა გულისჴმა-ვყოთ, თუ ძუელი იგი შჯული უკეთურისაგან იყო. ნუ იყოფინ! არამედ რაჲთა ვცნათ, ვითარმედ აწ არღარა ჯერ-არს მათ წესთა მორჩილებაჲ, არამედ ახლისა ამის წესისა აღსრულებაჲ; და რომელთაცა ჰრწმენა მოძღურებაჲ მისი, დაუტევეს საზრდელი იგი უძლური და ჩჩჳლთათჳს განწესებული და მიიღეს სრული იგი და ძლიერი და ჭეშმარიტი.
ხოლო ვინაჲთგან უგუნურთა მათ და მედგართა ჰურიათა არა ისმინეს მისი, არცა ინებეს საზრდელისა მისგან უძლურისა მოწყუედად, საჴმარ იყო მწარისა წამლისა ცხებაჲ ძუძუსა მას ზედა. და ეგრეთცა იქმნა: მოვიდეს ჰრომნი და ქალაქი იგი დაარღჳეს და ტაძარი და ყოველივე ძუელისა მის წესისაჲ უჩინო-ყვეს და არა დაუტევეს ქვაჲ ქვასა ზედა. ხოლო იგინი, რომელთა არა ინებეს მეუფებაჲ ქრისტესი მათ ზედა, მოსწყჳდნეს მახჳლითა და შვილნი მათნი მისცნეს ტყუეობასა საუკუნესა, და იქმნა ჭეშმარიტად მწარე საცხებელი ძუძუჲსა მის, ვინაჲთგან ტკბილი იგი მოძღურებაჲ არა შეიწყნარეს. რამეთუ ყოველივე ძუელი შჯული კეთილ იყო და საღმრთო ვიდრე ქრისტეს მოსლვადმდე, და დიდ იყო სიკეთე მისი და საქმე მისი სულიერ. ხოლო ვინაჲთგან ქრისტე მოვიდა ცხორებად ჩუენდა და სრული ესე მოქალაქობაჲ გუასწავა, წესნი იგი უძლურებისანი დასცხრეს. ამისთჳს ფიციცა მაშინ კეთილ იყო, რამეთუ მოსწყჳდნა კაცნი ფუცვად სახელსა ეშმაკთა და კერპთასა და ასწავა ფუცვად სახელსა ღმრთისასა და ტაძრისა მისისასა, ხოლო აწ, ესოდენისა ამის ღმრთისმსახურებისა და სრულებისა შემდგომად, არღარა კეთილ არს, არამედ უკეთურისაგან.
და ვითარ შესაძლებელ არსო, იტყჳან კუალად, რაჲთამცა ერთი საქმე ოდესმე კეთილმცა იყო და ოდესმე ბოროტ? ჰე, გეტყჳ თქუენ, შესაძლებელ არს, რომელ ერთი იგი საქმე ოდესმე საჴმარ არნ და ოდესმე უჴმარ, და ამას ყოველნივე საქმენი ამის სოფლისანი ღაღადებენ და ჴელოვნებანი და ნაყოფნი და ყოველივე საქმე. ამისთჳსცა, ჩჩჳლ რაჲ ვიყვნით, ვითარცა ვთქუ, სძითა ვიზარდებოდით, და მერმე ჭამადსა განცოხნილსა გუცემდიან; ხოლო აღვიზარდნით რაჲ, რომელი პირველ კეთილ არნ ჩუენდა და საჴმარ, მერმე საძაგელად გჳჩნ და უჴმარ. აჰა ესერა ერთი და იგივე საქმე ჟამმან სხუად შეცვალა. და სამოსელიცა ჩჩჳლისაჲ ჟამსა მას სიჩ-
ჩოჲსასა კეთილ არნ, და აღვიზარდნით რაჲ, უჯერო არნ და უშუერ. და კუალად სრულისა მამაკაცისა სამოსელი უკუეთუ მცირესა ყრმასა შეჰმოსო, საკიცხელ იყოს და საცთურ მისდა. ეგრეთვე საქმენი მამაკაცისანი არწმუნენ ყრმასა მცირესა: ჴნვაჲ და ლეწვაჲ და ვაჭრობაჲ ანუ ჰომად შესლვაჲ, და იყოს საქმე უჯეროჲ და უწესოჲ. და რად ამას ვიტყჳ? იხილე კაცის-კლვაჲ, რომელ განცხადებულად ეშმაკისა მოპოვნებაჲ არს და დიდითა ბოროტებითა სავსე, არამედ იგიცა ჟამსა თჳსსა კეთილ იქმნა და ფინეზს შეერაცხა სიმართლედ თესლითი თესლადმდე და მიუკუნისამდე, და მღდელობაჲ სამარადისოჲ მისცა მას.1 და რაჲთა სცნა, ვითარმედ კაცის-კლვაჲ ეშმაკისაგან არს, ისმინე, რასა ეტყჳს უფალი ჰურიათა: „თქუენ მამისა თქუენისა ეშმაკისაგან ხართ და გულისთქუმაჲ მამისა თქუენისაჲ გნებავს ყოფად. იგი კაცისმკლველი არს დასაბამითგან“.2 გარნა ფინეზ კაცისმკლველ იქმნა, და შეერაცხა მას სიმართლედ; და კუალად აბრაჰამ შვილისა თჳსისა დაკლვად ჴელი მიყო, და შეერაცხა სიმართლედ;3 და პეტრე მოციქულმან ანანია და სამფირა მოკლნა, და იქმნა საქმე იგი კეთილ და სულიერ.4
სწავლაჲ იზ ფიცისათჳს
ამისთჳს გეტყჳ, რაჲთა არა ესრეთ უმეცრებით გულისჴმა-ვჰყოფდეთ საქმეთა, არამედ ჟამსა და მიზეზსა და განყოფილებასა პირთასა და სხუასა ესევითარსა ყოველსავე გამოვეძიებდეთ, რაჲთა ესრეთ მივეწინეთ ცნობად ჭეშმარიტებისა და ვისწრაფოთ გარდამატებად საქმეთა მათ ძუელისა შჯულისათა, უკუეთუ გსურის მიმთხუევად სასუფეველსა ცათასა, ვითარცა ბრძანებს უფალი, ვითარმედ: „უკუეთუ არა გარდაემატოს სიმართლე თქუენი უფროჲს მწიგნობართა და ფარისეველთასა, ვერ შეხჳდეთ სასუფეველსა ცათასა“.5
ხოლო აწ არიან ჩუენ შორის მრავალნი, რომელნი არა თუ გარდამატებულსა ოდენ არა იქმან, არამედ ნაკლულევანცა არიან ძუელისა მის წესისაგან, რამეთუ არა ხოლო თუ ფიცისაგან არა ივლტიან, არამედ ცილფუცებასაცა შთავარდებიან; არა თუ ხოლო ვნებულად მიხედვისაგან არა ეკრძალებიან, არამედ საქმესა მასცა ბოროტსა ცოდვისასა წარმდებებით იქმან და სხუასა ყოველსავე აღასრულებენ ურიდად, რომლისა მოგონებადცა დაყენებულ ვართ. და არა მოვლენ სინანულად, არამედ დღესა მას უკუანაჲსკნელსა მოელიან, ოდეს-იგი სასჯელი მიეჴადოს მათ ესევითარ-თა საქმეთაჲ, რამეთუ წარუკუეთიეს ვიდრემე სასოებაჲ და სატანჯველსა
1 რიცხ. 25,7-13. 2 იოან. 8,44. 3 დაბ. 22,1-18. 4 საქმე 5,1-11. 5 მათ. 5,20.
ოდენ მოელიან და არა ჰნებავს, ვიდრეღა აქა არიან, ვიდრეღა სავაჭროჲ ესე ჰგიეს, განღჳძებად ძილისა მისგან უდებებისა და მოსლვად სინანულსა, ბრძოლად და ძლევად ეშმაკისა და მიღებად გჳრგჳნისა.
ისმინე ჩემი, კაცო, და ნუ დაიჴსნები, ნუცა განსცემ თავსა შენსა ეშმაკსა, არამედ განიფრთხვე, მოიქეც ბოროტისაგან და ქმენ კეთილი. არა ძნელ არიან მცნებანი უფლისანი, არცა შეუძლებელ. რაჲ შეუძლებელ არს არაფიცი, მითხარღა? არა აქუს შრომაჲ, არცა უჴმს წარსაგებელი. ნებაჲ ოდენ საჴმარ არს, და ყოველივე სრულ იქმნას. უკუეთუ ჩუეულებასა წინამიყოფ მიზეზად სიძნელისა, ამაო არს მიზეზი ეგე. ვინ ქმნა ჩუეულებაჲ საქმისა მის შენ თანა? დაჴსნილობამან შენმან. აწ უკუე მცირედ იღუაწე და გექმნას ჩუეულებაჲ კეთილისაჲ, ვითარცა-იგი მოიგე ჩუეულებაჲ ბოროტისაჲ. იხილენ ფილაფოზნი იგი წარმართნი, ვითარ მრავალთა ჩუეულებანი ბუნებითნი კაცთა ქებისათჳს განჰმართნეს. რომელიმე ენაბრგუნვილ იყო და ესოდენ იღუაწა წურთად ასოთა მათ, რომელთა თქუმად ვერ ეძლო, ვიდრეღა სრულიად წარჰმართა ენაჲ თჳსი კეთილადმეტყუელებად. სხუასა ჩუეულება აქუნდა მჴართა თჳსთა უწესოდ ძრვად; და დაადგინა მონაჲ თჳსი მახჳლითა წუდილითა და ჰრქუა მას: უკუეთუ შევძრნე მჴარნი ჩემნი და არა მომამთხჳო ჴრმლითა მაგით, მასვე ჟამსა წარგკუეთო შენ თავი; და ესრეთ შიშითა მით მახჳლისაჲთა მოიწყჳდა ჩუეულებაჲ იგი.
ვინაჲთგან რჩულისა მისგან ბუნებითისა და სწავლისაგან წერილთაჲსა არა მოხუალ გულისჴმის-ყოფად, ამისთჳს მაიძულებ წარმართთა მო-ღებად სახედ, ვითარცა-იგი ოდესმე ყო ღმერთმან ჰურიათა მიმართ წინაწარმეტყუელისა მიერ, რამეთუ იტყჳს: „წარვედით ჭალაკთა ქეტემისათა და კედარს მიავლინეთ და ცანთ, უკუეთუ ცვალნიან წარმართთა ღმერთნი მათნი, და იგინი არა ღმერთ არიან“.1 და კუალად პირუტყუთა და იძრვის-თა მოართუამს სახედ უგულისჴმოთა მრავალგზის: ჯინჭველსა და ფუტკარსა და ესევითართა მრავალთა; „იქმენო, ვითარცა ჯინჭველი, ჵ მცონარო“, - იტყჳს სოლომონ, - „და ჰბაძევდ გზათა მისთა. ანუ მივედ ფუტკრისა და ისწავე, ვითარ-იგი მოქმედ არს“.2 ეგრეთვე აწ მეცა გეტყჳ: მიხედენ წარმართთა და შეიკდიმე შენ, მორწმუნეო, და ნუ იტყჳ, თუ: ჩუეულებასა ვერ მოვიწყუედ. იგინი კაცთათჳს ესრეთ მოსწრაფე იყვნეს, რაჲთა სათნოეყვნენ მათ, და შენ ღმრთისათჳს არა იღუაწოა მცირედ, რაჲთა სათნო-ეყო მას? უკუეთუ იტყჳ, თუ ძნელ არს ჩუეულებაჲ, ჰე, უწყი ესე მეცა. ამისთჳს გეტყჳ: ნუ მოხუალ ჩუეულებასა ბოროტსა; უკუეთუ მოსრულ ხარ, იღუაწე მცირედ, და კუალად დაიჴსნას ჩუეულებაჲ იგი. ძნელ არს ჩუეულებისა მოწყუედაჲ, გარნა არა შეუძლებელ არს, მოღუაწებაჲ უჴმს მცირედი, და ყოველივე კეთილად აღესრულოს. მცირედ ჟამ თუ დაითმინო, მერმე უჭირველად იყოს საქმე იგი. ხოლო იწყო რაჲ ჩუეულებისა მოწყუედად,
1 იერ. 2,10-11. 2 იგავ. 6,6,8.
დაღაცათუ ერთგზის და ორგზის შეგემთხჳოს ჩუეულებაჲ იგი, დაღაცათუ ათგზის და ოცგზის, ნუ წარიკუეთ სასოებასა, არამედ კუალად აღდეგ და პირველითგანვე იწყე. კუალად ჴელ-ყავ კეთილისა საქმესა და ესრეთ მადლითა და შეწევნითა უფლისაჲთა მძლე ექმნე ვნებასა მას და წესი კეთილი შეიმოსო.
ხოლო ერთი ბოროტთა ჩუეულებათაგანი არს ფიცი, რომელ-იგი ჭეშმარიტსაცა ზედა უკეთურისაგან სახელდებულ არს; რავდენ უფროჲსად, უკუეთუ ცილისფუცებაჲ იყოს, არა საუკუნოჲსა მის სატანჯველისა თანამდებ-გუყვნესა? ამისთჳს მრავალგზის მითქუამს ზოგადცა ყოველ-თა მიმართ და თჳსგანცა კაცად-კაცადისა, და თქუმულთა მათ აქებთ, ხოლო ჩუეულებათა მათ ბოროტთა მცირედნი მოიწყუედთ; და არად საჴმარ არს ჩემდა თქუენმიერი ქებაჲ, არამედ ესე არს ჩემდა საძიებელ და საწადელ, რაჲთა მცნებათა ქრისტესთა იქმოდით. უკუეთუ არა და უწესოებასავე შინა იქცეოდით, ჩუენცა ფრიადი მწუხარებაჲ შეგუამთხჳოთ და თავთა თქუენთა მომატყუებელ სასჯელისა საუკუნოჲსა ექმნეთ. ამისთჳს პავლეცა მწუხარე იყო, ოდეს იხილნის მოწაფენი მისნი შემდგომად მრავლისა სწავლისა უდებებასავე შინა, და ეტყოდა: „რამეთუ ღირდა თქუენდა, რაჲთამცა იყვენით მოძღუარ ჟამისა ამისგან; მერმე კუალად გიჴმსვე მოძღურებაჲ თქუენ, თუ რაჲ არს დასაბამი სწავლისა სიტყუათა ღმრთისათა“.1
ეგრეთვე მეცა მწუხარე ვარ, რომელ ვერარას კეთილსა შინა ვხედავ წარმატებასა თქუენსა, და უკუეთუ ამიერითგანცა არავე იწყოთ კეთილსა და არა მოიწყჳდოთ ურიდად ფიცი, მაიძულოთ მე დაჴშვად თქუენდა კარი წმიდისა ეკლესიისა, ვითარცა მეძავთა და მემრუშეთა და კაცისმკლველ-თა, რამეთუ უმჯობეს არს ორთა თანა ანუ სამთა, რომელნი იმარხვიდენ შჯულსა ქრისტეს მცნებათასა, შეწირვად განწესებულთა მათ ლოცვათა, ვიდრეღა შეყვანებად ჩუენ თანა სიმრავლე ერისა გარდამავალისაჲ ბრძანებათა უფლისა ჩემისათა. ნუვინ მდიდარი, ნუვინ ძლიერი, ნუვინ განლაღებული დიდებითა მით წარმავალითა, ზუავი და ანპარტავანი იყავნ ჩემ თანა, რამეთუ ესე ყოველი ზღაპრად შემირაცხიეს და აჩრდილად და სიზმრად, ვინაჲთგან მეცნიერ ვარ, ვითარმედ არავინ დიდებულთაგანი სოფლისათა შემწე მეყოს მე, ოდეს-იგი დღესა მას საშინელსა მომჴდიდენ ბრალსა და მეტყოდინ: რად არა ჯეროვნითა მით სიფიცხითა შური იძიე დაჴსნისათჳს მცნებათა ღმრთისათა? ამან საქმემან ელიცა, საკჳრველი იგი მღდელი, წარწყმიდა, დაღაცათუ მოქალაქობაჲ აქუნდა სათნოჲ, არამედ გარდასლვისათჳს შჯულისა არა შურ-იგო. ამისთჳს იტანჯა შვილითურთ. უკუეთუ სადა-იგი ესოდენი მძლავრობაჲ იყო ბუნებითისა სიყუარულისაჲ და არა ჯეროვნად შეჰრისხნა და ტანჯნა ძენი თჳსნი, ესევითარი ძნელი
1 ებრ. 5,12.
სასჯელი შეემთხჳა, რაჲ-მე ვყოთ ჩუენ, რომელნი ყოველსავე უდებებით თანაწარვჰჴდებით და ვერარას ვაჩუენებთ მხილებასა და შურის-გებასა?
ამისთჳს გლოცავ, ჵ ძმანო, და გევედრები, განიგულეთ მლევანი ესე საქმე, რაჲთა არცა თქუენ წარწყმედად მიეცნეთ, არცა მე სასჯელი საუკუნოჲ მომატყუათ, და მოიწყჳდეთ ყოველივე ჩუეულებაჲ ბოროტი და უფროჲსღა ფიცისაჲ, რამეთუ მოწყუედაჲცა მისი ადვილ არს და სასჯელი - ფრიად. ესე თუ მოიწყჳდოთ, მცირედ-მცირედ სხუასაცა სათნოებასა მიიწინეთ და საუკუნეთა მათ კეთილთა ღირს იქმნეთ მიმთხუევად მადლითა და კაცთმოყუარებითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა, რომლისაჲ არს დიდებაჲ და სიმტკიცე თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.