მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

John 1:23

22. Then said they unto him, Who art thou? that we may give an answer to them that sent us. What sayest thou of thyself?23. He said, I am the voice of one crying in the wilderness, Make straight the way of the Lord, as said the prophet Esaias.24. And they which were sent were of the Pharisees.
John თავი 1
23. He said, I am the voice of one crying in the wilderness, Make straight the way of the Lord, as said the prophet Esaias.
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ივ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მე - ჴმაჲ ღაღადებისაჲ უდაბნოსა ზედა: წარჰმარ-თენით გზანი უფლისანი, (ესაია 40,3); (მათ. 3,3); (მარკ. 1,3); (ლუკ. 3,4) ვითარცა თქუა ესაია წინაჲსწარმეტყუელმან. მივლინებულნი იგი იყვნეს ფარისეველთაგანნი. და ჰკითხვიდეს მას და ჰრქუეს: რაჲსათჳს ნათელ-სცემ, უკუეთუ არა ხარ ქრისტე, არცა ელია, არცა წინაჲსწარმეტყუელთაგანი?“ (1,23-25).:

ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „და ესე არს წამებაჲ იოვანესი, ოდეს მიავლინნეს ჰურიათა იერუსალჱმით მღდელნი და ლევიტელნი, რაჲთა ჰკითხონ მას, ვითარმედ: შენ ვინ ხარ?“ (1,19).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ბოროტ არს შური, საყუარელნო, ბოროტ არს მოშურნეთათჳს და არა რომელთა ეშურებოდიან. და პირველად მათ ავნებს, ვითარცა გესლი სასიკუდინე, სულთა შორის მათთა დამკჳდრებული, და უკუეთუ სადა რომელთა მიმართ იყოს შური, მათცა ავნოს მცირე ვნებაჲ და არარაჲ, და უმეტესი არნ სარგებელი სავნებელისაჲ. ხოლო ესე ყოველი ვთქუ შურისა მისთჳს ჰურიათაჲსა, რამეთუ რომელნი-იგი განვიდეს ქალაქთაგან იოვანეს მიმართ და ნათელ-იღეს, იგინივე შემდგომად ნათლის-ღებისა, ვითარმცა შეენანა საქმჱ იგი, მიავლენენ იოვანეს მიმართ და ჰკითხვენ, ვითარმედ: „შენ ვინ ხარ?“ ჭეშმარიტად ნაშობნო იქედნეთანო, ნათესავო ბოროტო და მემრუშეო, ნათლის-ღებისა შემდგომად ჰკითხავთა და იწულილავთ? რამეთუ ვითარ განხჳდოდეთ მისა? და ვი-თარ აღუარებდით ცოდვათა? ვითარ ნათელ-იღებდით? ვითარ ჰკითხევდით, თუ რასა ვიქმოდითო, ვინაჲთგან არა უწყოდეთ, თუ ვინ არს? რამეთუ ყოველივე იგი თქუენი საქმე პირუტყუებრი იყო. არამედ ნეტარმან იოვანე ამისგანი არარაჲ...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის