მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

John 1:37

36. And looking upon Jesus as he walked, he saith, Behold the Lamb of God!37. And the two disciples heard him speak, and they followed Jesus.38. Then Jesus turned, and saw them following, and saith unto them, What seek ye? They said unto him, Rabbi, (which is to say, being interpreted, Master,) where dwellest thou?
John თავი 1
37. And the two disciples heard him speak, and they followed Jesus.
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი იჱ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „ხვალისა დღე დგა კუალად იოვანე და მოწაფეთა მისთაგანნი ორნი. მიჰხედა იესუს, ვიდოდა რაჲ, და თქუა: აჰა ტარიგი ღმრთისაჲ. და ესმა მისი ორთა მოწაფეთა მისთა, იტყოდა რაჲ იგი, და შეუდგეს იესუს“ (1,35-37).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: ბუნებაჲ კაცთაჲ უდები არს და მოსწრაფე წარწყმედისა მიმართ; არა თუ თჳთ ესრეთ დაბადებულ არს ღმრთისა მიერ, არამედ სიბოროტისათჳს ნებათა ჩუენთაჲსა. ამისთჳს ფრიადი უჴმს სწავლაჲ; რამეთუ ქუეყანამან ერთგზის რაჲ მიიღის თესლი, მეყსეულად გამოიღის ნაყოფი, და არა უჴმნ მეორედ თესვაჲ, ხოლო ჩუენ ნეტარ თუმცა მრავალგზის რაჲ მოვიღოთ და მაშინ გამოვიღოთ ნაყოფი, რამეთუ პირველად ძნიად შეიწყნარებს გონებაჲ სწავლასა ფრიადისა მის სიცხარისა მისისათჳს და მრავალთა ეკალთათჳს, რომელნი აშთობენ მას. და მერმე, რაჟამს შეიწყნაროს თესლი, მიერითგან ფრიადივე მოსწრაფებაჲ უჴმს აღორძინებად, და კუალად, რაჟამს აღორძნდენ, რაჲთა მტკიცედ ეგნენ, რამეთუ მრავალგზის სრულ რაჲ იქმნის ნაყოფი იგი, მოიწიის რაჲმე მის ზედა და განხრწნის იგი.

ხოლო ესე სიტყუანი არა ცუდად ვთქუენ, არამედ ამისთჳს, რაჲთა რაჟამს გესმეს იოვანესი, ვითარმედ მათვე სიტყუათა იტყჳს, არა ამაოდ მეტყუელად შეჰრაცხო იგი, არამედ რაჲთა სარწმუნოებით შეიწყნარო. რამეთუ მას ენება, რაჲთამცა ერთითა მით ოდენ თქუმითა ყოველთამცა ესმა, არამედ ვინაჲთგან არა მრავალთა ისმინეს მისი ფრიადისა მისგან უდბებისა მათისა, ამისთჳს...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის