📋 სარჩევი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „ხვალისა დღე დგა კუალად იოვანე და მოწაფეთა მისთაგანნი ორნი. მიჰხედა იესუს, ვიდოდა რაჲ, და თქუა: აჰა ტარიგი ღმრთისაჲ. და ესმა მისი ორთა მოწაფეთა მისთა, იტყოდა რაჲ იგი, და შეუდგეს იესუს“ (1,35-37).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ბუნებაჲ კაცთაჲ უდები არს და მოსწრაფე წარწყმედისა მიმართ; არა თუ თჳთ ესრეთ დაბადებულ არს ღმრთისა მიერ, არამედ სიბოროტისათჳს ნებათა ჩუენთაჲსა. ამისთჳს ფრიადი უჴმს სწავლაჲ; რამეთუ ქუეყანამან ერთგზის რაჲ მიიღის თესლი, მეყსეულად გამოიღის ნაყოფი, და არა უჴმნ მეორედ თესვაჲ, ხოლო ჩუენ ნეტარ თუმცა მრავალგზის რაჲ მოვიღოთ და მაშინ გამოვიღოთ ნაყოფი, რამეთუ პირველად ძნიად შეიწყნარებს გონებაჲ სწავლასა ფრიადისა მის სიცხარისა მისისათჳს და მრავალთა ეკალთათჳს, რომელნი აშთობენ მას. და მერმე, რაჟამს შეიწყნაროს თესლი, მიერითგან ფრიადივე მოსწრაფებაჲ უჴმს აღორძინებად, და კუალად, რაჟამს აღორძნდენ, რაჲთა მტკიცედ ეგნენ, რამეთუ მრავალგზის სრულ რაჲ იქმნის ნაყოფი იგი, მოიწიის რაჲმე მის ზედა და განხრწნის იგი.
ხოლო ესე სიტყუანი არა ცუდად ვთქუენ, არამედ ამისთჳს, რაჲთა რაჟამს გესმეს იოვანესი, ვითარმედ მათვე სიტყუათა იტყჳს, არა ამაოდ მეტყუელად შეჰრაცხო იგი, არამედ რაჲთა სარწმუნოებით შეიწყნარო. რამეთუ მას ენება, რაჲთამცა ერთითა მით ოდენ თქუმითა ყოველთამცა ესმა, არამედ ვინაჲთგან არა მრავალთა ისმინეს მისი ფრიადისა მისგან უდბებისა მათისა, ამისთჳს მეორედცა განაღჳძებს მათ ჴმითა თჳსითა; რამეთუ იხილე, ვითარ იტყჳს, ვითარმედ: „რომელი შემდგომად ჩემსა მოვალს, პირველ ჩემსა იყო“;1 და ვითარმედ: „არა ღირს ვარ საბელსა ჴამლთა მისთასა განჴსნად“;2 და ვითარმედ: „იგი ნათელს-სცემს სულითა წმიდითა და ცეცხლითა“;3 და ვითარმედ: „ვიხილე სული წმიდაჲ გარდამომავალი და დადგრომილი მის ზედა“;4 და წამა, ვითარმედ: „ესე არს ძჱ ღმრთისაჲ“.5 და არავინ ისმინა მისი, არცა ვინ ჰკითხა, თუ: ვისთჳს იტყჳ ამას? ხოლო მან კუალად თქუა, ვითარმედ: „აჰა ტარიგი ღმრთისაჲ, რომელმან აღიხუნა ცოდვანი სოფლისანი“,6 და ესრეთცა არა მოვიდეს გულისხმის-ყოფად. ამისთჳს აიძულა კუალად თქუმად მათვე სიტყუათა, რაჲთა სიტყჳთა თჳსითა, ვითარცა საჴნველითა, ფიცხელი იგი ქუეყანაჲ გონებათა მათთაჲ მოჴნას, და დასთესა მას შინა თესლი კეთილი. ამის-თჳსცა განაგრძობს სიტყუასა თჳსსა, რამეთუ ერთი იყო მოსწრაფებაჲ
1 შდრ. იოან. 1,15,27,30. 2 იოან. 1,27. 3 შდრ. იოან. 1,33. 4 შდრ. იოან. 1,32. 5 იოან. 1,34. 6 იოან. 1,29.
მისი - რაჲთამცა ოდენ ქრისტე გულისხმა-უყო მათ. რამეთუ იცოდა, ვითარმედ უკუეთუ ოდენ იცნან იგი, არღარა იჴმარონ სხჳსაგან მისთჳს სწავლაჲ. და ესრეთცა იქმნა, რამეთუ მი-რაჲ-ვიდეს მოწაფენი და ესმა მისგან ერთსა ოდენ მწუხრსა, არღარა მიიქცეს იოვანეს მიმართ, არამედ ესრეთ შეეყვნეს მას, რომელ საქმე იოვანესი მათ მიიღეს და ქადაგად გამოჩნდეს. რამეთუ ქუემორე იტყჳს, ვითარმედ: „პოვა მან ძმაჲ თჳსი სიმონ და ჰრქუა მას: ვპოვეთ მესია, რომელსა ჰრქჳან ქრისტე“.1 იხილე, ვითარ იტყოდა რაჲ, ვითარმედ: „რომელი შემდგომად ჩემსა მოვალს, პირველ ჩემსა იყო“, და ვითარმედ: „არა ღირს ვარ საბელსა ჴამლთა მის-თასა განჴსნად“, და არავინ მოვიდა გულისხმის-ყოფად. ხოლო რაჟამს განგებულებისა მისისათჳს თქუა და სიმდაბლედ მოიყვანა სიტყუაჲ თჳსი, მაშინ შეუდგეს მას მოწაფენი. რამეთუ არა ესრეთ შეიყუარებენ ღმერთსა კაცნი, რაჟამს საშინელებაჲ რაჲმე და სიმდიდრე ესმოდის მისთჳს, ვითარ რაჟამს სახიერებაჲ და სიტკბოებისა სიტყუაჲ ესმოდის. რამეთუ ესმა რაჲ, ვითარმედ: „აღიხუამს ცოდვათა სოფლისათა“, მეყსეულად შეუდგეს, ვი-თარმცა იტყოდეს, ვითარმედ: უკუეთუ ცოდვათა განბანაჲ იქმნების, რად უდებ ვართ, ვინაჲთგან აქა არს უშრომელად განმწმედელი ჩუენი? არა უგუნურება არსა დროებაჲ? ისმინედ სიტყუაჲ ესე ცოდვილთა, რომელნი დღედმდე სიკუდილისა სდროებენ მოქცევასა.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „დგა კუალად იოვანე. იხილა იესუ და თქუა: აჰა ტარიგი ღმრთისაჲ“ (1,35-36).
თ ა რ გ მ ა ნ ი: არარას იტყჳს ქრისტჱ, არამედ ყოველსავე იოვანე, რამეთუ ვითარცა სიძჱ არარას იტყჳს, არამედ სხუანი იტყჳან მისთჳს და შეჰრთვენ მას სძალსა, და ვინაჲთგან შეირთოს იგი, მიერითგან არ-ღარა არს შუამდგომელი შორის მათსა, ეგრეთვე ქრისტჱ მოვიდა შეწყნარებად ეკლესიისა, და თჳთ დუმნა, არამედ მეგობარმან მისმან იოვანე შეაწყნარნა მას სულნი კაცთანი, და შე-რაჲ-იწყნარნა, მიერითგან ყოველივე კეთილად განაგო მათთჳს და საყდართა მათ მიმართ მამულთა აღიყვანნა. ხოლო რაჲსათჳს არა თჳსაგან წარიყვანნა მოწაფენი თჳსნი და ჰრქუნა მათ სიტყუანი ესე იოვანე, არამედ წინაშე ყოვლისა მის ერისა თქუა, ვითარმედ: „აჰა ტარიგი ღმრთისაჲ“? რამეთუ არარაჲ იყო კაცობრივი მის თანა, არამედ ყოველივე საღმრთოჲ, რამეთუ უკუეთუმცა თჳსაგან ეთქუა მათდა და შეეწყნარნეს ქრისტესდა, ნუუკუე კუალად მისავემცა მიქცეულ იყვნეს. ხოლო აწ იგი ყოველთა შორის ქადაგებდა, და მათ თავით თჳსით გამოირჩიეს მის თანა მისლვაჲ თჳსისა სარგებელისათჳს და არღა იოვანესთჳს. რამეთუ წინაჲსწარმეტყუელთა და მოციქულთა ყოველთა ქადაგეს ქრისტე: რომელთამე - პირველ განკაცები-
1 იოან. 1,41.
სა, და რომელთამე - შემდგომად ამაღლებისა, არამედ იოვანე ხოლო ქადაგა იგი წინაშე პირსა მისსა. ამისთჳს მეგობარ სიძისა ეწოდების მას, რამეთუ მან ყო დაწყებაჲ საქმეთა კეთილთაჲ.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და მიხედნა იესუს, ვიდოდა რაჲ იგი, და თქუა: აჰა ტარიგი ღმრთისაჲ“ (1,36).
თ ა რ გ მ ა ნ ი: რამეთუ არა ჴმითა ოდენ, არამედ თუალითაცა წამებდა და იხარებდა და მხიარულ იყო. და უკჳრს ამას ადგილსა და ნიჭსა მას დიდსა, რომლისათჳს მოვიდა უფალი, და სახესა მას განწმედისასა ქადაგებს; ხოლო „ტარიგი“ ამას ორსავე მოასწავებს. ხოლო თქუა, ვითარმედ: „აღიხუნა ცოდვანი სოფლისანი“, არამედ არა თუ ერთ ოდენ აღიხუნა, არამედ მარადის აღიხუამს; არა თუ რაჟამს-იგი ჯუარს-ეცუა, მაშინ ოდენ აღიხუნა, არამედ მიერითგან ვიდრე აქამომდე მარადის განსწმედს, არა თუ მარადის ჯუარს-ეცუმის, რამეთუ ერთგზის შეწირა ცოდვათა ჩუენთათჳს მსხუერპლი, არამედ მარადის წმიდა-ჰყოფს ერთისა მის მიერ. რამეთუ ვი-თარცა სიტყუაჲ არს ღმრთისაჲ და არა კაცობრივი, არამედ ძჱ ღმრთისაჲ, განშორებული კაცობრივისა ძეობისაგან, და წინაჲსწარმეტყუელი, არამედ არა ვითარცა სხუანი, და მწყემსი კეთილი, არა სხუათა მწყემსთა მსგავსი, და ცხებული, არამედ არა ვითარცა სხუანი ცხებულნი, ეგრეთვე ტარიგი არს ღმრთისაჲ, არამედ არა სხუათა ტარიგთა მსგავსი, გარნა ამხუმელი ცოდვათა სოფლისათაჲ. ხოლო რაჲსათჳს არა მიმოვიდოდა შორის ჰურიასტანსა იოვანე და ქადაგებდა, არამედ მდინარისკიდესა ოდენ დგა და ელოდა, რაჲთამცა მოვიდა იგი, და ესრეთმცა უჩუენა ყოველთა? ამისთჳს, რამეთუ მოსწრაფებაჲ მისი ამას ზედა იყო, რაჲთა ოდენ საცნაურ-ყოს იგი და არწმუნოს მცირედთა ოდენ სმენად სიტყუათა მათ საუკუნოჲსა ცხორებისათა. ხოლო უმეტესი იგი და უზეშთაესი წამებაჲ მას დაუტევა, რაჲთა თავადმან აღასრულოს იგი საქმეთა მიერ, ვითარცა თავადი უფალი იტყჳს, ვითარმედ: „მე კაცთაგან წამებასა არა მოვიღებ, არამედ საქმენი, რომელნი მომცნა მე მამამან, იგინი არიან, რომელნი წამებენ ჩემთჳს“.1 და იხილე, ვითარ ესრეთცა უმჯობჱს იყო, რამეთუ ვინაჲთგან მცირე ნაბერწყალი დააგდო, მეყსეულად საჴმილი იგი აღეტყინა. რამეთუ რომელნი-იგი პირველ არა ისმენდეს სიტყუათა მათ, უკუანაჲსკნელ იტყოდეს, ვითარმედ: „ყოველი, რომელი თქუა იოვანე მისთჳს, ჭეშმარიტ იყო“.2 და მერმე კუალად უკუეთუმცა მიმოვიდოდა და ქადაგებდა მას, ჰგონებდესმცა, ვითარმედ კაცობრივითა რაჲთმე მოსწრაფებითა იქმს საქმესა ამას, და არამცა სარწმუნოდ აქუნდა წამებაჲ მისი.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ესმა მისი ორთა მათ მოწაფეთა მისთა, იტყოდა რაჲ იგი მას, და მისდევდეს იესუს“ (1,37).
1 შდრ. იოან. 5,34,36. 2 იოან. 10,41.
თ ა რ გ მ ა ნ ი: სხუანიცა იყვნეს მოწაფენი იოვანესნი, გარნა იგინი არა ოდენ არა შეუდგეს, არამედ მოშურნეცა იყვნეს მისა მიმართ და იტყოდეს: „რაბი, რომელი-იგი იყო შენ თანა წიაღ იორდანესა, რომელსა შენ ეწამე, აჰა იგი ნათელ-სცემს, და ყოველნი მივლენან მისა“.1 და კუალად დრტჳნვიდეს, ვითარმედ: „რაჲსათჳს ჩუენ ვიმარხავთო, და მოწაფენი შენნი არა იმარხვენ?“2 ხოლო ესენი იყვნეს ყოველთა უმჯობჱს და არარაჲ ესევითარი შეემთხჳა, არამედ ვითარცა ესმა მისთჳს, მეყსეულად შეუდგეს მას. ხოლო შეუდგეს მას, არა თუ რაჲთამცა მოძღუარი შეურაცხ-ყვეს, არამედ უფროჲსად, რამეთუ ჰრწმენა სიტყუაჲ მისი. და ესმა რაჲ, ვითარმედ იგი ნათელ-სცემს სულითა წმიდითა, შეუდგეს მას, რაჲთამცა ცნეს, თუ რაჲ აქუს უმეტესი იოვანესა. და იხილე მოსწრაფებაჲ მათი კრძალულებითურთ, რამეთუ არა მოუჴდეს მეყსეულად იესუს და ჰკითხეს მაღალთა რათმე და დიდთა საქმეთათჳს წინაშე ყოველთასა, არამედ ისწრაფეს თჳსაგან სიტყუად მისა, რამეთუ იცოდეს, ვითარმედ მოძღურისა მათისა სიტყუანი ჭეშმარიტ იყვნეს.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „იყო ანდრია, ძმაჲ სიმონისი, ერთი ორთაგანი, რომელთა ესმა იოვანესგან, და მისდევდეს მას“ (1,40).
თ ა რ გ მ ა ნ ი: რაჲსათჳს მეორისა მისცა სახელი არა გუაუწყა? რამე-თუ ვიეთნიმე იტყჳან, ვითარმედ თჳთ იოვანე იყო მახარებელი, აღმწერელი ამის სახარებისაჲ, რომელი შეუდგა. მაშინ ხოლო არად საჴმარ იყო ამას ადგილსა თქუმაჲ სახელისაჲ მის, რამეთუ ანდრიაჲს სახელისა თქუმაჲ საჴმარ იყო, რამეთუ ქუემორე უწოდს იგი ძმასა თჳსსა. და კუალად რაჟამს გესმეს, ვითარმედ: ჰრქუა იესუ სიმონ-პეტრეს: „შემომიდეგ მე, და გყვნე თქუენ მონადირე კაცთა“,3 და მას არა უცხოდ აღუჩნდა სიტყუაჲ ესე, რაჲთა სცნა, ვითარმედ მიეღო სარწმუნოებაჲ მისი პირველითგან ძმისა მისისაგან.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მოიქცა იესუ და იხილნა იგინი, მი-რაჲ-სდევდეს, და ჰრქუა მათ: რასა ეძიებთ?“ (1,38).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ამის მიერ გულისხმა-ვჰყოფ, ვითარმედ არა უსწრობს ღმერთი ჩუენთა განზრახვათა ნიჭითა თჳსითა, არამედ რაჟამს ჩუენ ვიწყოთ ნებებად კეთილისა, მაშინ იგი მრავალთა ნიჭთა მისთა მოჰფენს ჩუენ ზედა. „რასა ეძიებთო?“ რაჲ არს სიტყუაჲ ესე? რომელმან-იგი იცნის გულისზრახვანი კაცთანი და დაფარულთა მხედველ არს, იგი ჰკითხვიდაა? არამედ არა თუ ამისთჳს ჰკითხვიდა, რაჲთამცა ცნა (რამეთუ რად უჴმდა მას ამისთჳს კითხვაჲ?), არამედ ჰკითხა, რაჲ-თამცა ესრეთ უმეტეს მისცა კადნიერებაჲ. და ღირს-ყვნა სიტყუად და
1 იოან. 3,26. 2 შდრ. მათ. 9,14; მარკ. 2,18; ლუკ. 5,33. 3 მათ. 4,19; მარკ. 1,17; შდრ. ლუკ. 5,10.
გულნი მათნი მხიარულ-ყვნა, რამეთუ იყვნეს მისა უმეცარ და უეჭუელად ჰრცხუენოდამცა სიტყუად, რამეთუ დიდად აქუნდა იგი სიტყჳსა მისგან მოძღურისა მათისა, და ამისთჳს ჰკითხა, რაჲთამცა დაჰჴსნა შიში მათი და სირცხჳლი და რიდობაჲ. ხოლო მათ არა შედგომითა ოდენ, არამედ სიტყჳთაცა მათითა გამოაცხადეს სურვილი, რომელი აქუნდა მისა მიმართ, რამეთუ ვიდრე არარაჲ ასმიოდა მისგან, არცა ესწავა, მოძღურად უწოდდეს და მოწაფეთა თანა დააწესნეს თავნი მათნი და უჩუენნეს, ვითარმედ ამისთჳს შეგიდეგით სწავლად კეთილისა შენ მიერ. ამისთჳს არცა ადროეს, არცა თქუეს, თუ: ხვალე მოვიდეთ და ვისმინოთ, არამედ ისწრაფეს მაშინ სმენად მისგან, რამეთუ იყო მიმწუხრი, ჟამი მეათჱ.1 იხილე, ვითარ უჩუენეს მოსწრაფებაჲ. ჵ სიბრძნე იგი ნეტართაჲ მათ და სარწმუნოებისა სიმჴურვალე! და ამისთჳსცა ქრისტემან არა უთხრა სასწაული სახლისაჲ მის, სადა იყო, არამედ ჰრქუა: „მოვედით და იხილეთ“ (1,39), თუ სადა ვიყოფვი, რაჲთამცა უმეტესად მოიზიდნა და უჩუენამცა, ვითარმედ შეუწყნარებიან იგინი. და ამისთჳს არცა ჰრქუა, თუ: მოვედით ხვალე და ისმინოთ, არამედ ვითარცა თჳსთა მეგობართა და მეცნიერთა ჰრქუა: „მოვედით და იხილეთ“. ხოლო ვითარ იტყჳს სხუასა ადგილსა, ვითარმედ: „ძესა კაცისასა არა აქუს, სადამცა თავი მიიდრიკა“,2 და აქა იტყჳს, ვითარმედ: „მოვედით და იხილეთ“, სადა ვიყოფვი? არამედ მუნ ამას მოასწავებდა, ვითარმედ არა აქუს თჳსი სახლი და ტაძარნი, და არა თუ მას მოასწავებს, თუ სახლსა შინა არა დადგებოდა. და დაადგრეს უკუე მოწაფენი იგი მას ღამესა მის თანა და ისწავნეს მისგან ერთსა ღამესა სწავლანი ესრეთ, ვიდრეღა გან-რაჲ-თენა, ორნივე სხუათა მასწავლელ იქმნნეს.
სწავლაჲ იჱ ვითარმედ ყოველივე ჟამი მარჯუე არს საღმრთოთა სიტყუათა სმენად, და რაჲთა ვივლტოდით მავნებელთა ზრახვათაგან
ამისთჳს უკუე ვისწრაფოთ, რაჲთა ყოველივე საქმჱ გარეწარად გუაქუნდეს სმენასა თანა საღმრთოთა საქმეთა და სიტყუათასა, და ნუცამცა ერთი ჟამი გუაქუს უჟამოდ საქმისა ამისთჳს, არამედ გინა თუ უცხოსა სახლსა ჯერ-იყოს მისლვაჲ, ანუ თუ უცნაურთა კაცთა თანა ზრახვაჲ, ნურარასმცა ზედა უდებ ვიქმნებით. რამეთუ თითოეულთა საქმეთა ამის სოფლისათა აქუნდინ თჳსი ჟამი, ხოლო სწავლისა საღმრთოჲსა ყოველივე ჟამი ჟამცა არს, რამეთუ წერილ არს, ვითარმედ:
1 შდრ. იოან. 1,39. 2 მათ. 8,20; ლუკ. 9,58.
„შჯულსა უფლისასა ზრახავნ იგი დღე და ღამე“.1 და ჰურიათა მოსე მარადის ამისი ქმნაჲ უბრძანა, რამეთუ რაოდენცა შევიდოდის საღმრთოჲ სწავლაჲ სულსა შინა, ესოდენცა განამტკიცებს და განანათლებს მას. ხოლო ჩუენ ამაოთა და ბოროტთა და სულისა მავნებელთა ზრახვათა ყოველი ჟამი ჟამად გუაქუს, და განთიად და შუადღე და მიმწუხრი და ღამით მას ვიქმთ და ადგილთა განვაწესებთ ცუდისა მის ზრახვისათა, ხოლო საღმრთოჲ სწავლაჲ უკუეთუ ერთ ანუ ორგზის გუესმეს დღესა შინა, განვძღებით და მოგუეწყინების. რაჲ არს უკუე მიზეზი ამის საქმისაჲ? გარნა ესე, რამეთუ ბოროტად უძლურ არს სული ჩუენი, და ბუნებითი გულისთქუმაჲ მისი, რომელი მისცა ღმერთმან გულისთქუმად კეთილთა საქმეთა, და ჩუენ ბოროტთა მიმართ მივცვალეთ, და ამისთჳს არღარა სურის სულიერისა მის საზრდელისათჳს, ხოლო ესე დიდისა სენისა სასწაული არს, რაჟამს საზრდელისათჳს არა სწადოდის.
და უკუეთუ ჴორციელად დიდისა სენისა სახჱ არს, არა უფროჲსად სულსა ზედა იყოსა ესრეთ? არამედ ვითარ შეუძლოთ დაჴსნილისა მის განძლიერებად? გარნა ესრეთ: ზედაჲსზედა წურთითა სიტყუათა მათ საწინაჲსწარმეტყუელოთა და სამოციქულოთა და სახარებისათა და სხუათა ყოველთა სწავლათა, და მაშინ ვცნათ, ვითარმედ ფრიად უმჯობჱს არს მათი მიღებაჲ, ვიდრეღა არაწმიდათა ჭამადთა, რამეთუ ესრეთ უწოდ მე ყოველსა მავნებელსა და ცუდსა ზრახვასა. და მითხარღა, რაჲ უმჯობჱს არს: რაჲთა უბანთა და ქალაქთა და ლაშქართა და ბრძოლათათჳს ვზრახვიდეთ, ანუ საქმეთათჳს ზეცისათა, და თუ რაჲ ყოფად არს ჩუენდა, გან-რაჲ-ვიდეთ ამიერ სოფლით? ანუ რაჲ უმჯობჱს არს: რაჲთა მოყუსისა საქმეთა ვიტყოდით და მას ძჳრსა უზრახვიდეთ, ანუ უკუეთუ ანგელოზთათჳს და სათნოებათათჳს ვიტყოდით, რომელი-იგი ჩუენდა სარგებელ არს ფრიად? არამედ იტყჳან ვიეთნიმე, ვითარმედ: საღმრთოთა მათ საქმეთათჳს რაჟამს ერთგზის და ორგზის ვთქუათ, ყოველსავე აღვასრულებთ და არღარაჲ გუაქუს სხუაჲ, რაჲ ვთქუათ, და მათვე სიტყუათა თქუმად გუეწყინების. ხოლო რაჲ არს ამაოთა მათ ზრახვათათჳს, ამას არა გულისხმა-ჰყოფთა? არამედ ყოველნი დღენი ცხორებისა თქუენისანი მას შინა წარაგენით, და ჯერეთ სიტყუათა მათ მავნებელთა და ცუდთა პირი ვერ აღასრულეთა?
ხოლო რაჲ ვთქუა უძჳრესთა მათთჳს საქმეთა, რომელნი მგოსანთა და ხუმართა და მოკიცხართა წარმოადგენენ ზრახვასა შინა მათსა? და სასმენელთა თჳსთა შეაგინებენ, სულთა განხრწნიან, გონებასა კაცობრივსა განაჴუებენ ბოროტთა მათ სიტყუათა მიერ და ყოვლისა ბოროტისა სახესა თჳსთა გონებათა შინა შემოიკრებენ; ხატნი ბოროტნი გულ-
1 ფსალმ. 1,2.
თა შინა მათთა დაემკჳდრებიან; მჴურვალებაჲ სიძვისაჲ ჴორცთა მათ-თა შინა აღეტყინების, რაჟამს დედაკაცი მეძავი შორის შემოიყვანიან. და იტყჳნ იგი სიტყუათა მათ ბილწთა და იქმნ სახეთა მათ ბოროტთა, იდუღებნ თუალთა, უფროჲს მახჳლისა აღლესულისა მომწყლველ სულისა არნ პირი მისი, თმანი მისნი ეშმაკისა მსგავს იყვნიან, და ღაწუნი მისნი - ეშმაკისაებრ მრავალღონე მავნებელ.
არამცა უკუე გევნოა ჩემთაცა სიტყუათაგან? არამედ ნუ გრცხუენინ თქუმად, რამეთუ ბუნებაჲ ჩუენი, ბოროტსა ზედა მიდრეკილი, ეძიებს ესევითართა საქმეთა და სმენისაგანცა ევნების. არამედ უკუეთუ ჩემთა სიტყუათაგან და წმიდასა ეკლესიასა შინა მდგომარეთა სმენით ოდენ სავნებელ ჩანს სახე ამათ სიტყუათაჲ და ჴსენებაჲ საქმეთაჲ მათ, რაჲ ყოფად არს მათა, რომელნი ურცხჳნოდ პირსა მას ბოროტთასა ჰხედვენ? გარნა ნუუკუე თქუას ვინმე თქუენგანმან, ვითარმედ: უკუეთუ ვითარცა იტყჳ, და ბუნებაჲ ჩუენი მას ეძიებს, ჩუენ რად გუაბრალობ? არამედ არა თუ ბუნებასა თჳთ აქუს სიყუარული ბოროტთაჲ, არამედ ჩუენ ვყავთ იგი ესრეთ. და მერმე დაღაცათუ ესე სუბუქირე ბრალი არს ჩუენ ზედა და არა დიდი, რომელ გულისთქუმაჲ გუაქუს ბოროტისაჲ, არამედ ხედვაჲ საქმეთაჲ მათ ნებითა ჩუენითა არს. და ამისთჳს ბევრეულთა ბოროტთა ღირს ვართ, რამეთუ ცეცხლისაგანცა დაწუვაჲ ბუნებითი არს, რაჲთა უკუეთუ მივეახლნეთ, დავიწუნეთ, არამედ ბუნებაჲ იგი ვერ გუმძლავრობს, რაჲთამცა ცეცხლსა შთავცჳვენით. უკუეთუ კულა შევიდეთ, ჩუენი არს ბრალი და არა ბუნებისაჲ. და ამისთჳს გევედრები, ნუ შთავსთხევთ თავთა ჩუენთა ბოროტთა მათ შინა, ნუცამცა ნებსით შთავცჳვით ცეცხლსა, რაჲთა არა უნებლიაჲთ შთაგუყარნენ ცეცხლსა მას, განმზადებულსა ეშმაკთათჳს. ხოლო ღირსმცა ვართ ყოველნი განრომად ბოროტთაგან და მისლვად წიაღთა აბრაჰამისთა მადლითა და კაცთმოყუარებითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა, რომლისა მიერ და რომლისა თანა მამასა ჰშუენის დიდებაჲ სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.