მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

John 10:1

1. Verily, verily, I say unto you, He that entereth not by the door into the sheepfold, but climbeth up some other way, the same is a thief and a robber.2. But he that entereth in by the door is the shepherd of the sheep.
John თავი 10
1. Verily, verily, I say unto you, He that entereth not by the door into the sheepfold, but climbeth up some other way, the same is a thief and a robber.
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ნთ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ამენ, ამენ გეტყჳ თქუენ: რომელი არა შევალს კარით ეზოსა ცხოვართასა, არამედ შევალს სხჳთ კერძო, იგი მპარავი არს და ავაზაკი“ (10,1).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: იხილენ საქმენი ავაზაკისანი: პირველ, რომელ არა განცხადებულად შევალს, მეორედ, რომელ არა კარით შევალს, ესე იგი არს, ვითარმედ არა წერილთაებრ; ხოლო აქა პირველ მისა ყოფილთა და შემდგომად მისა ყოფადთა მოასწავებს: ანტეს და ქრისტემტყუვართა და იუდას და თევდას. ხოლო სამართლად უწოდა წერილთა „კარად“, რამეთუ იგინი განგჳღებენ ჩუენ გულისხმის-ყოფასა ღმრთისასა, იგინი ცხოვარ-გუყოფენ და მგელთა არა მოუშუებენ, რამეთუ ვითარცა კარსა ძლიერსა, ეგრეთ დაუჴშვენ მწვალებელთა შესლვასა. მათ მიერ ვიცნობთ მწყემსთა და არა მწყემსთა.

ხოლო რაჲ არს „ეზოჲ“ და „ცხოვარნი“ და მათი განგებაჲ? რამე-თუ რომელი არა წერილთა იჴმარებდეს, არამედ სხუასა გზასა თავით თჳსით მოიპოვებდეს, „იგი მპარავი არს“. ამისთჳს ჰურიათა ეტყოდა: „გამოეძიებდით წერილთა“, და მოსეს და წინაჲსწარმეტყუელთა მრავალგზის მოწამედ მოიყვანებდა. ხოლო ამათ სიტყუათა მიერ, რომელ თქუა, თუ: „შევალს სხჳთ კერძო“, მწიგნობარნიცა მოასწავნა, რამეთუ ასწავლიდეს კაცთა ბრძანებით და გარდაჰჴდებოდეს შჯულსა. ხოლო იხილენ კუალად სასწაულნი იგი მწყემსისანი, თუ ვითარ იტყჳს:

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის