📋 სარჩევი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „ესმა იესუს, რამეთუ განაძეს იგი გარე, პოვა იგი და ჰრქუა მას: შენ გრწამსა ძჱ ღმრთისაჲ? მიუგო მან და ჰრქუა: ვინ არს, უფალო, რაჲთა მრწმენეს მისი?“ (9,35-36).
თ ა რ გ მ ა ნ ი: რომელთა ჭეშმარიტებისათჳს და ქრისტესთჳს ევნებოდის და იგინებოდიან, იგინი არიან, რომელთა პატივ-ეცემის, რამეთუ ვითარცა რომელმან ყოველივე დაუტევოს მისთჳს, მას უპოვნიეს ყოველივე, და ვითარცა რომელმან სული თჳსი მოიძულოს მისთჳს, მას შეუყუარებიეს იგი, ეგრეთვე რომელი იგინებოდის მისთჳს, მას უფროჲსად პატივ-ეცემის, ვითარცა კაცსა მას ბრმაყოფილსა ზედა იქმნა. რამეთუ განაძეს იგი ჰურიათა ტაძრისაგან, და პოვა იგი მეუფემან ტაძრისამან; განეყენა იგი შესაკრებელსა ბოროტსა და მიემთხჳა წყაროსა მას ცხორებისასა; იგინა ქრისტეს შეურაცხისმყოფელთა მიერ და პატივიცა მეუფისა მიერ ანგელოზთაჲსა, რამეთუ ესევითარნი არიან სასყიდელნი ჭეშმარიტებისანი. ეგრეთვე ჩუენ უკუეთუ აქა დაუტევნეთ საფასენი, ვჰპოვებთ მუნ კადნიერებასა; უკუეთუ აქა ვიჭირვოდით, ვჰპოვებთ მუნ განსუენებასა; უკუეთუ აქა ვიგინნეთ ღმრთისათჳს, პატივ-ვიცნეთ აქაცა და მუნცა, სასუფეველსა ცათასა, უკუნისამდე.
ხოლო ვითარცა განაძეს იგი ტაძრისაგან, პოვა იგი იესუ, და აჩუენებს მახარებელი, ვითარმედ განზრახვით მივიდა ხილვად მისა. და იხილე, თუ რაჲ კეთილი უყო მას, რამეთუ თავი იგი ყოველთა კეთილთაჲ მიანიჭა მას, ესე იგი არს, რამეთუ აცნობა მას თავი თჳსი, რომელსა პირველ არა იცნობდა, და თჳსთა მოწაფეთა თანა დააწესა.
ხოლო იხილე, ვითარ ყოველსავე იტყჳს მახარებელი. და თქუა რაჲ, ვითარმედ: „გრწამსა ძჱ ღმრთისაჲ?“ ჰრქუა მას, ვითარმედ: „ვინ არს, უფალო?“ რამეთუ არღა იცოდა, დაღაცათუ განკურნებულ იყო, რამეთუ პირველ ბრმაჲ იყო, და გან-რაჲ-იკურნა, მათ ბოროტთა მიერ შეპყრობილ იყო. ამისთჳსცა, ვითარცა ერისთავმან მჴედარი ახოვანი, ესრეთ შეიწყნარა იგი და ჰრქუა მას: „შენ გრწამსა ძჱ ღმრთისაჲ?“ რაჲ არს ესე, რომელ შემდგომად ესეოდენთა სიტყჳს-გებათა და კადნიერებათა მისთა ჰკითხავს, ვითარმედ: „გრწამსა?“ არა თუ უმეცარ იყო, არამედ ენება, რაჲთამცა შეამეცნიერა მას თავი თჳსი და რაჲთამცა უჩუენა, ვითარმედ შეუწირავს მას მისი სარწმუნოებაჲ. ამისთჳს ჰრქუა მას: „გრწამსა შენ ძჱ ღმრთისაჲ?“ ვითარცა მადლიერქმნილი ჰკითხავს მას. და პირველად მოიყვანა იგი სურვილსა თავისა თჳსისასა, რამეთუ არა ჰრქუა მეყსეულად, თუ: გრწმენინ, არამედ პირველად ჰკითხა, ხოლო მან მიუგო: „ვინ არს იგი, უფალო, რაჲთა მრწმენეს მისი?“ აჰა ესერა ესე სიტყუაჲ არს ფრიად სურვიელისა სულისაჲ.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მიუგო იესუ და ჰრქუა: და იხილე იგი, და რომელი იტყჳს შენ თანა, იგი არს. ხოლო მან ჰრქუა: მრწამს, უფალო, და თაყუანის-სცა“ (9,37-38).
თ ა რ გ მ ა ნ ი: არა ჰრქუა მას, თუ: მე ვარ, რომელმან განგკურნე შენ, არამედ ყოველივე დაიდუმა და ჰრქუა: „გრწამსა ძჱ ღმრთისაჲ?“ ხოლო მან ფრიადი სურვილი თჳსი აჩუენა და მეყსეულად თაყუანის-სცა მას, რომელი-ესე მცირედთა ქმნეს განკურნებულთაგანთა, ვითარცა კეთროვანთა მათ და სხუათა მრავალთა. ხოლო ვითარცა მან თაყუანისსცა, ამისთჳს თქუა ქრისტე:
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „შჯად სოფელსა ამას მოსრულ ვარ, რაჲთა რომელნი არა ხედვიდეს, ხედვიდენ, და რომელნი ხედვიდეს, დაბრმენ“ (9,39).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ამით სიტყჳთა იგიცა განამტკიცა სარწმუნოებასა ზედა და განაკრთვნა ფარისეველნი, რამეთუ იყვნეს მუნ მის თანა. ხოლო თუ: „შჯად სოფელსა ამას მოვედ“, ესე იგი არს, რაჲთა უმეტესისა ტანჯვისა თანამდებ იქმნნენ იგინი, რომელთა დასაჯეს იგი, და იგინი არიან დაშჯილნი. ხოლო აქა ორთა ხედვათა იტყჳს და ორთა სიბრმეთა: სულიერსა და ჴორციელსა.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ესმა ფარისეველთაგანთა, რომელნი იყვნეს მის თანა, და ჰრქუეს: ნუუკუე ჩუენცა ბრმანი ვართა?“ (9,40).
თ ა რ გ მ ა ნ ი: და სხუასა ადგილსა იტყჳს: „არავის სადა ვჰმონებდით“;1 და: „სიძვისაგან არა შობილ ვართ“.2 ეგრეთვე აქაცა ჴორციელსა ოდენ გულისხმა-ჰყოფენ. ხოლო თავადმან გამოაჩინა, ვითარმედ: უმჯობეს იყო, თუმცა ბრმანი იყვენით, და თქუა:
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „უკუეთუმცა ბრმანი იყვენით, ცოდვაჲმცა არა გაქუნდა“ (9,41).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ვინაჲთგან მათ საქმჱ იგი სირცხჳლისა ღირსად აქუნდა, მიაქცია იგი თავთა მათთა, ვითარმედ: უმჯობეს იყო, უკუეთუმცა თქუენცა იყვენით ბრმა, რაჲთამცა მოჰკუეთა მათგან კაცობრივი გონებაჲ და დაამდაბლა ზუაობაჲ მათი.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ხოლო აწ იტყჳთ, ვითარმედ: ვხედავთ“ (9,41).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ვითარცა მუნ იტყოდა, ვითარმედ: „რომელსა თქუენ იტყჳთ, თუ: ღმერთი ჩუენი არს“,3 ეგრეთვე აქა იქმს, და რომელი მათ დიდად საქებელად აქუნდა, მან უმეტესისა სატანჯველისა მომატყუებელად გამოაჩინა, რამეთუ ხედვაჲ, რომელი ღმერთმან კეთილისათჳს მისცა, ბოროტად იჴმარეს. და მერმე იტყჳს სიბრმისა მათისათჳს, რამეთუ რაჲთა ვერ თქუან, თუ: არა ჩუენისა სიბრმისათჳს არა შეგიდეგით, არამედ რამეთუ არა ჭეშმარიტ ხარ, ამისთჳს ჰყოფს ყოველსავე სიტყუასა
1 იოან. 8,33. 2 იოან. 8,41. 3 იოან. 8,54.
თჳსსა. ამისთჳს არა ცუდად თქუა მახარებელმან, თუ: „ესმა ფარისეველ-თაგანთა ვიეთმე, რომელნი იყვნეს მის თანა“, არამედ რაჲთა მოგუა-ჴსენოს, ვითარმედ იგინი იყვნეს, რომელნი პირველ ქვასა დაჰკრებდეს. ხოლო ქრისტემან იწყო გამოჩინებად პირველ, თუ რაჲ არს მაცთური და არაჭეშმარიტი, რაჲთამცა ესრეთ სირცხჳლეულ-ყვნა იგინი, რაჟამს უჩუენა, ვითარ იგი მწყემსი იყო კეთილი, და იგინი არა შეუდგეს მას. ამისთჳს იტყჳს:
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ამენ, ამენ გეტყჳ თქუენ: რომელი არა შევალს კარით ეზოსა ცხოვართასა, არამედ შევალს სხჳთ კერძო, იგი მპარავი არს და ავაზაკი“ (10,1).
თ ა რ გ მ ა ნ ი: იხილენ საქმენი ავაზაკისანი: პირველ, რომელ არა განცხადებულად შევალს, მეორედ, რომელ არა კარით შევალს, ესე იგი არს, ვითარმედ არა წერილთაებრ; ხოლო აქა პირველ მისა ყოფილთა და შემდგომად მისა ყოფადთა მოასწავებს: ანტეს და ქრისტემტყუვართა და იუდას და თევდას. ხოლო სამართლად უწოდა წერილთა „კარად“, რამეთუ იგინი განგჳღებენ ჩუენ გულისხმის-ყოფასა ღმრთისასა, იგინი ცხოვარ-გუყოფენ და მგელთა არა მოუშუებენ, რამეთუ ვითარცა კარსა ძლიერსა, ეგრეთ დაუჴშვენ მწვალებელთა შესლვასა. მათ მიერ ვიცნობთ მწყემსთა და არა მწყემსთა.
ხოლო რაჲ არს „ეზოჲ“ და „ცხოვარნი“ და მათი განგებაჲ? რამე-თუ რომელი არა წერილთა იჴმარებდეს, არამედ სხუასა გზასა თავით თჳსით მოიპოვებდეს, „იგი მპარავი არს“. ამისთჳს ჰურიათა ეტყოდა: „გამოეძიებდით წერილთა“,1 და მოსეს და წინაჲსწარმეტყუელთა მრავალგზის მოწამედ მოიყვანებდა. ხოლო ამათ სიტყუათა მიერ, რომელ თქუა, თუ: „შევალს სხჳთ კერძო“, მწიგნობარნიცა მოასწავნა, რამეთუ ასწავლიდეს კაცთა ბრძანებით და გარდაჰჴდებოდეს შჯულსა. ხოლო იხილენ კუალად სასწაულნი იგი მწყემსისანი, თუ ვითარ იტყჳს:
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „რომელი შევალს კარით, მწყემსი არს ცხოვართაჲ. და ამას მეკარემანცა განუღის, და ცხოვართა ჴმისა მისისაჲ ისმინიან, და თჳსთა ცხოვართა უწესნ სახელით და განიყვანნის იგინი და წინაშე მათსა ვიდოდის“ (10,2-4).
თ ა რ გ მ ა ნ ი: არარაჲ დამაყენებელ არს, რაჲთა „მეკარედ“ გულისხმა-ვყოთ აქა მოსე, რამეთუ მისდა რწმუნებულ იყვნეს აქა სიტყუანი ღმრთისანი. „და ცხოვართა ჴმისა მისისაჲ ისმინონ“. რამეთუ ვინაჲთგან იგინი „მაცთურით“ ჰხადოდეს მას, ენება თავადსა, რაჲთამცა უჩუენა მათ, ვითარმედ არა ჯერ-არს მათისა ურწმუნოებისათჳს მისა „მაცთურით“ ხდაჲ. რამეთუ იგინი თჳთ არა უსმენდეს მას, არცა შეუდგეს, ვითარცა
1 იოან. 5,39.
ცხოვარნი, არამედ განდგომილ იქმნნეს მისგან. რამეთუ ვინაჲთგან მწყემსისა მის საქმჱ ესე არს, რაჲთა კარით შევიდეს, და იგი კარით შევიდა, რომელიცა მას ურჩ ექმნა და არა შეუდგა, არა სამე ცხოვარი იყო. რამეთუ რომელნიცა ცხოვარნი იყვნეს, შეუდგეს მას, და რომელნიცა არა შეუდგეს, მათ არა თუ მისსა მწყემსობასა ავნეს, არამედ თავნი თჳსნი ცხოვართაგან უცხო-ყვნეს თჳსითა უკეთურებითა. ხოლო ქუემორე კუალად უკუეთუ გესმეს, რომელ თავსა თჳსსა „კარად“ სახელ-სდებდეს, ნუ გიკჳრს, რამეთუ იგი „კარადცა“ სახელ-სდებს თავსა თჳსსა და „მწყემსადცა“ და „ცხოვრად“ და თჳთოსახედ ქადაგებს თჳსსა განგებულებასა, რამეთუ რაჟამს მამისა მიმიყვანებდეს ჩუენ, „კარად“ უწესს თავსა თჳსსა და „გზად ცხორებისად“, ხოლო ოდეს გჳღუწიდეს ჩუენ, მაშინ „მწყემსად“ უწესს თავსა თჳსსა, და ოდეს ჩუენთჳს დაიკლვოდის, მაშინ - „ცხოვრად“, და რაჟამს გამოზრდასა ჩუენსა მოასწავებდეს, მაშინ - „პურად ცხორებისად“, ხოლო აქა „მწყემსად“ იტყჳს, რომლისაჲ ისმინიან ცხოვართა.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და თჳსთა ცხოვართა უწესნ სახელით და განიყვანნის იგინი და წინაშე მათსა ვიდოდის“ (10,3-4).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ვითარ უკუე? რამეთუ არა ესრეთ არს საქმჱ მწყემსისაჲ, რამეთუ მწყემსი უკუანა შეუდგების ცხოვართა და არა წინა. არამედ ესე გამოაჩინებს, ვითარმედ ყოველთა წარუმართოს ჭეშმარიტებისა მიმართ, და ამისთჳს წინააღმდგომად სხუათა მწყემსთასა იქმს, ვითარცაიგი წარ-რაჲ-ავლენდა ცხოვართა შორის მგელთასა,1 რომელი-იგი ფრიად საკჳრველ არს ესე მწყემსობაჲ. და ამას ადგილსა ბრმისათჳსცა მოასწავებს, რამეთუ მოუწოდა მას შორის ჰურიათა, და მან ჴმაჲ მისი ისმინა და შეუდგა მას.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და უცხოსა არა შეუდგენ, რამეთუ არა იციან ჴმაჲ უცხოჲსაჲ“ (10,5).
თ ა რ გ მ ა ნ ი: თევდას და იუდას და მსგავსთა მათთა იტყჳს აქა და რომელნი შემდგომად მისა მოსლვად იყვნეს, და უჩუენა, ვითარმედ განყოფილ იყო იგი მათგან. და პირველად ყო მისგან განყოფაჲ წერილთა მიერ, რამეთუ იგი ყოველსავე მსგავსად წერილისა იქმოდა, ხოლო იგინი - არა; და მეორჱ განყოფილებაჲ ქმნა ცხოვართა განყოფილებისაგან, რამეთუ არა ვიდრეღა აქა იყო ოდენ, არამედ შემდგომად აღსრულებისაცა ჰრწმენა მისი, ხოლო იგინი მეყსეულად დაუტევნეს; და კუალად მესამედ, რამეთუ იგინი მოვიდეს, ვითარცა მძლავრნი, ხოლო ესე ივლტოდა ყოვლისაგანვე კაცობრივისა დიდებისა; და მერმე, რამეთუ ესე ცხორებისათჳს ცხოვართაჲსა ისწრაფდა მარადის, ხოლო მათ წარწყმედისათჳს ისწრაფეს, და მათ განსცნეს რწმუნებულნი იგი მათდა და ივლტოდეს,
1 შდრ. მათ. 10,16; ლუკ. 10,3.
არამედ თავადმან დადვა სული თჳსი მათთჳს; და მათ ზედა ყოველივე უნებლიაჲთ მოიწია, ხოლო ამან ნეფსით თავს-იდვა.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ამას იგავსა ეტყოდა მათ იესუ, ხოლო მათ ვერ გულისხმა-ყვეს, რასა ეტყოდა“ (10,6).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ხოლო რაჲსათჳს არა ცხადად ეტყოდა? ამისთჳს, რაჲ-თა უმეტესითა მოსწრაფებითა ისმენდენ. ხოლო ვინაჲთგან ესე აღასრულა, აწ კუალად შესძინებს და იტყჳს:
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მე ვარ კარი: ჩემ მიერ თუ ვინმე შევიდეს, ცხოვნდეს; და შევიდეს და გამოვიდეს და საძოვარი პოვოს“ (10,9).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ესრეთ განსუენებასა შინა იყვნენ. ხოლო „საძოვრად“ უწესს ჴელმწიფებასა და უფლებასა, ესე იგი არს, ვითარმედ შინაგან დაადგრეს და ვერვინ განაძოს იგი, ვითარცა მოციქულთა ზედა იქმნა, რამეთუ უშიშად შევიდოდეს და განვიდოდეს, ვითარცა უფალნი ყოვლისა სოფლისანი.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ყოველნი, რომელნი ჩემსა პირველად მოვიდოდეს, მპარავნი იყვნეს და ავაზაკნი, არამედ არა ისმინეს მათი ცხოვართა“ (10,8).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ესეცა თევდაჲსთჳს და იუდაჲსთჳს თქუა, რომელთაიგი განადგინეს ერი.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მპარავი არა მოვალს, არამედ რაჲთა იპაროს და კლას და წარწყმიდოს“ (10,10).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ვითარცა-იგი თევდაჲს და იუდაჲს ზედა, რომელთა მიერ მოწყდა ყოველი იგი ერი, რომელი შეუდგა მათ.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მე მოვედ, რაჲთა ცხორებაჲ აქუნდეს და უმეტესი აქუნდეს“ (10,10).
თ ა რ გ მ ა ნ ი: და რაჲ არს ცხორებისა უმეტესი? სასუფეველი ცა-თაჲ. არამედ არა იტყჳს მას სახელით, გარნა სახელსა მას ცხორებისასა მოაქცევს კუალად, რომელი მათა საცნაურ იყო.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მე ვარ მწყემსი კეთილი“ (10,11).
თ ა რ გ მ ა ნ ი: აწ ვნებისათჳს იტყჳს და გამოაჩინებს, ვითარმედ ცხორებისათჳს სოფლისა იქმნების იგი, და ვითარმედ არა უნებლიაჲთ მივალს მუნ. და კუალად სახესა მას მწყემსისასა და სასყიდლით დადგინებულისასა იტყჳს, რამეთუ:
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მწყემსმან კეთილმან სული თჳსი დადვის, ხოლო სასყიდლით დადგინებულმან, რომლისა არა არიან თჳსნი, იხილის რაჲ მგელი მომავალი, დაუტევნის ცხოვარნი და ივლტინ“ (10,11-12).
თ ა რ გ მ ა ნ ი: აჰა ვითარ აჩუენებს უფლებასა მისსა სწორსა მამისა თანა, ვინაჲთგან იგი არს მწყემსი, და მისნი არიან ცხოვარნი, ხოლო სასყიდლით დადგინებული ივლტინ მგლისათჳს.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და მგელმან მან წარიტაცნის ცხოვარნი“ (10,12). თ ა რ გ მ ა ნ ი: ესე პირველთა მათ ქმნეს: თევდა და იუდა და მათთა მსგავსთა, ხოლო თავადი რაჟამს შეიპყრეს, ჰრქუა მათ: „უტევეთ ამათ წარსლვად. რაჲთა აღესრულოს სიტყუაჲ იგი, რომელი თქუა, ვითარმედ: არა წარწყმდა ერთიცა მათგანი“.1 და უხილავიცა იგი მგელი არა მიუშუა წარტაცებად ცხოვართა, რომელ არს ეშმაკი, რომელი არა მგელ ოდენ არს, არამედ ლომიცა, და ეძიებს, რაჲთამცა ვინ შთანთქა,2 იგივე გუელი არს და ვეშაპი.3
სწავლაჲ ნთ: მცნებათა ქრისტჱსთა დამარხვისათჳს და საჴმართმოყუარებისათჳს
ამისთჳს გევედრები, ვისმინოთ ჴმაჲ ჭეშმარიტისა მის და კეთილისა მწყემსისაჲ და მას ვჰმორჩილებდეთ, ხოლო უცხოჲსა ჴმასა ნუმცა ვისმენთ. ხოლო რაჲ არს ჴმაჲ მისი? „ნეტარ იყვნენ გლახაკნი სულითა; ნეტარ იყვნენ წმიდანი გულითა; ნეტარ იყვნენ მოწყალენი“.4 უკუეთუ ამას ვიქმოდით, მწყემსსა თანა ვართ, და მგელი ვერ შემოგუეხოს, და უკუეთუ მოგუეახლოს, მეყსეულად შეიმუსროს, რამეთუ მწყემსი არს ჩუენი, რომელსა ესრეთ უყუართ, რომელ სულსა თჳსსა დასდებს ჩუენთჳს, და ძლიერი არს მეუფჱ ყოველთაჲ. ხოლო ვინაჲთგან ძლიერიცა არს და უყუართცა, რაჲღა არს დამაყენებელ ჩუენდა ცხოვნებად? არარაჲ, გარნა ჩუენი უდბებაჲ. რამეთუ იტყჳს: „ვერ ძალ-გიც ღმრთისა მონებად და მამონაჲსა“.5 აწ უკუეთუ ღმერთსა ვჰმონებდეთ, მისი მძლავრებაჲ არა მოიწიოს ჩუენ ზედა, რომელი უბოროტეს არს ყოვლისა მძლავრებისა, - სიყუარული საფასეთაჲ, - რომელი სავსე არს შურითა და ჴდომითა, ბილწებითა, ანგაჰრებითა, სიმთრვალითა, რამეთუ აზნაურთა ჰყოფს მონა, არა კაცთა მონა, არამედ ვნებათა. ჵ მონებაჲ საეშმაკოჲ, რომელსა მრავალნი სულნი დაუბნელებიან! დაბნელებულნი იგი ვერ სცნობენ წარწყმედასა მას და უფროჲსად არა ჰნებავს ცნობად, არამედ უხარის ბოროტსა მას შინა, და უკუეთუ ვის ენებოს ჴსნაჲ მათი, განრისხებულ იქმნნიან.
ჵ კაცო, არა თუ ამისთჳს დაიბადე, რაჲთა მარადის ოქროსა და ვეცხლსა ჰმონებდე, არა თუ ამისთჳს შეგქმნა ღმერთმან ხატად თჳსა, არამედ ამისთჳს, რაჲთა მას სათნო-ეყო და ჰპოვნე საუკუნენი კეთილნი და ანგელოზთა თანა იშუებდე. ხოლო შენ რად შთააგდებ თავსა შენსა უკუანაჲსკნელსა მას შინა უნდოებასა ესევითარისა პატიოსნებისა წილ?
1 იოან. 18,8-9; შდრ. იოან. 17,12. 2 შდრ. 1 პეტ. 5,8. 3 შდრ. გამოცხ. 12,9; 20,2. 4 შდრ. მათ. 5,3,8,7; ლუკ. 6,20. 5 მათ. 6,24; ლუკ. 16,13.
რამეთუ ძმაჲ შენი, რომელი მისვე ემბაზისაგან შობილ არს, რომლისაგან შენ, და იგი სიყმილითა განიხრწნების, და შენ სიმაძღრითა განსთქდები, იგი შიშუელ არს, და შენ სამოსელთა ზედა სამოსელთა შესძინებ საჭმელად მატლთა. და არა უმჯობეს იყოა, უკუეთუმცა გლახაკთა შეჰმოსე, რაჲთამცა განუხრწნელ და წარუპარველ იყო და საუკუნოჲმცა ცხორებაჲ მოგენიჭა? ანუ არა გუამი ქრისტესი უპატიოსნეს არსა არტახისა და კიდობნისა? რამეთუ არა თუ განუხრწნელად ოდენ დაჰმარხავს სამოსელთა, არამედ უბრწყინვალესცა ჰყოფს, და არცა კართა და მოქლონ-თა გჳჴმს შეკრძალვაჲ შიშისათჳს მპარავთაჲსა, რამეთუ ყოვლისაგანვე წარპარვისა უშიშ არს იგი და არს დამარხულ ცათა შინა.
ამას სიყუარულსა მე არა დავსცხრები თქუმად მარადის, და თქუენ მე არა მისმენთ, არამედ ნუმცა არს ესე თქუენ ყოველთა ზედა. გარნა ისმინეთ ჩემი, მდიდარნო და გლახაკნო, რამეთუ გლახაკთაცა ძალ-უც, ენებოს თუ, ქმნად მოწყალებისა პურითა და გრილითა წყლითა, და ხილვითა უძლურთაჲთა, და სიტყჳთა ნუგეშინის-ცემისაჲთა, და დადგენითა სახლსა შინა უცხოჲსაჲთა; რამეთუ არა სიმრავლესა საფასეთასა ვეძიებთ გლახაკთაგან, არამედ ამას მდიდართაგან ვეძიებთ, ხოლო გლახაკთა ქმნედ ძალისაებრ თჳსისა თითოეულმან ქველისსაქმჱ, და შეიწირავს მას ღმერთი.
რაოდენნი ინატრიან, რაჲთამცა პოვნილ იყვნეს მას ჟამსა, რაჟამს ქრისტე იქცეოდა ქუეყანასა ზედა, რაჲთამცა შეიწყნარა იგი სახედ თჳსა; ხოლო აჰა ესერა შესაძლებელ არს აწცა ამის საქმისა ქმნაჲ, უკუეთუ ვის ენებოს, რაჲთა მოუწოდოთ მას სახედ თქუენდა და მოიღოთ კურთხევაჲ მისგან და გესმეს მას დღესა შინა: „მოვედით, კურთხეულნო მამისა ჩემისანო, და დაიმკჳდრეთ სასუფეველი, განმზადებული თქუენთჳს უწინარეს სოფლის დაბადებისა. რამეთუ მშიოდა, და მეცით მე ჭამადი“,1 და შემდგომი ამისი. აწ უკუეთუ გუნებავს, რაჲთა ესე ჴმაჲ გუესმეს, შევმოსოთ შიშუელი, შევიწყნაროთ უცხოჲ, გამოვზარდოთ მშიერი, ვასუათ წყურიელსა, მივიდეთ სნეულისა და საპყრობილეს მყოფისა და ვპოვოთ მას დღესა კადნიერებაჲ და შენდობაჲ ცოდვათაჲ და საუკუნეთა კეთილთა მივემთხჳნეთ მადლითა და კაცთმოყუარებითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა, რომლისა მიერ და რომლისა თანა მამასა ჰშუენის დიდებაჲ სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.
1 მათ. 25,34-35.