მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

John 10:19

18. No man taketh it from me, but I lay it down of myself. I have power to lay it down, and I have power to take it again. This commandment have I received of my Father.19. There was a division therefore again among the Jews for these sayings.20. And many of them said, He hath a devil, and is mad; why hear ye him?
John თავი 10
19. There was a division therefore again among the Jews for these sayings.
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ჲ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „განწვალებაჲ იყო კუალად ჰურიათა შორის ამისთჳს. და რომელნიმე იტყოდეს: ეშმაკეულ არს და ცბის. რასა ისმენთ მისსა? სხუანი იტყოდეს: ესე სიტყუანი არა ეშმაკეულისა არიან. ნუუკუე ეშმაკსა ჴელ-ეწიფებისა ბრმისა თუალთა აღხილვად?“ (10,19-21).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: ვინაჲთგან უზეშთაეს კაცობრივისა ძალისა იყვნეს სიტყუანი მისნი, ამისთჳს „ეშმაკეულ“ უწოდეს. და აჰა ესერა ესე სიტყუაჲ სამგზის უთქუამს მისდა, რამეთუ პირველ იტყოდეს: „ეშმაკი არს შენ თანა. ვინ გეძიებს შენ მოკლვად?“ და კუალად თქუეს: „არა კეთილად ვთქუთა, ვითარმედ: სამარიტელ ხარ შენ, და ეშმაკი არს შენ თანა?“ და კუალად აქა ესრეთ იტყჳან: „ეშმაკეულ არს და ცბის“. და უფროჲს არა სამგზის, არამედ მრავალგზის ჰრქუეს, რამეთუ სიტყუაჲ იგი, ვითარმედ: „არა კეთილად ვთქუთა, ვითარმედ: სამარიტელ ხარ, და ეშმაკი არს შენ თანა?“ მოასწავებს, ვითარმედ მრავალგზის ეთქუა მისდა სიტყუაჲ იგი. ხოლო რომელნიმე იტყოდეს, ვითარმედ: „ესე სიტყუანი არა ეშმაკეულისანი არიან. ნუუკუე ეშმაკსა ჴელ-ეწიფებისა ბრმისა თუალთა ახილვად?“ ვინაჲთგან რომელთამე იწყეს ბოროტთა მათ წინააღდგომად, და სიტყუათა მიერ ვერ დაუყვეს პირი, საქმენი მოიხუნეს შორის, ვითარმცა იტყოდეს, ვითარმედ: სიტყუანი მისნი კეთილ არიან. უკუეთუ სიტყუანი არა გრწმანან, საქმენი იხილენით. ხოლო ქრისტემან არარაჲ მიუგო ამის...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის