მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ჲ

წმინდა იოანე ოქროპირი

📋 სარჩევი

ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „მე ვარ მწყემსი კეთილი, ვიცნი ჩემნი იგი, და მიციან ჩემთა მათ. ვითარცა მიცის მე მამამან, მეცა ვიცი მამაჲ; და სულსა ჩემსა დავსდებ ცხოვართა ჩემთათჳს“ (10,14-15).

თ ა რ გ მ ა ნ ი: დიდ არს, საყუარელნო, წინამძღურობაჲ ეკლესიისაჲ და ფრიადი უჴმს სიბრძნჱ და სიმჴნჱ, ვითარცა ქრისტემან თქუა, რაჲთა სული თჳსი დადვას ცხოვართათჳს და არაოდეს დაუტევნეს იგინი ოჴრად, არამედ რაჲთა მარადის ჰბრძოდის მგელსა; რამეთუ ამით განყოფილ არს მწყემსი ჭეშმარიტი სასყიდლით დადგინებულისაგან, რამეთუ იგი თჳსსა ოდენ განრომასა ეძიებს და ცხოვართა უდებ-ჰყოფს, ხოლო ესე უფროჲსად ცხოვართასა ზრუნავს. ხოლო თქუა რაჲ საქმჱ მწყემსისაჲ, მავნებელნი ორნი აჴსენნა: ერთი, რომელი დაჰკლვიდეს და იპარვიდეს, და მეორჱ, რომელი დაუტეობდეს და ივლტოდის. და პირველითა მით სიტყჳთა თევდას და იუდას მოასწავებდა, ხოლო უკუანაჲსკნელითა ამით - ჰურიათა მათ მღდელთმოძღუართა, რომელნი არა ჰზრუნვიდეს რწმუნებულთა მათ ცხოვართათჳს, რამეთუ არცა წარწყმედულთა ეძიებდეს, არცა შეცთომილსა მოაქცევდეს, არცა შემუსრვილსა ჰკურნებდეს, რამეთუ თავთა თჳსთა აძოვებდეს და არა ცხოვართა.

ხოლო უფალმან გამოაჩინა, ვითარ შორს იყო ამისგან, რამეთუ სულსა თჳსსა დასდებდა ცხოვართათჳს, რამეთუ არცა განსცნა მორწმუნენი თჳსნი, არამედ იგი თავადი მოკუდა მათთჳს. ამისთჳსცა მარადის იტყოდა: „მე ვარ მწყემსი კეთილი“. ხოლო რაჲსათჳს არა იტყჳან აქა, ვი-თარ-იგი პირველ იტყოდეს, ვითარმედ: „შენ თავისა შენისათჳს სწამებ, და წამებაჲ შენი არა არს სარწმუნო“?1 ამისთჳს, რამეთუ მრავალგზის დაუყვნა პირნი მათნი სასწაულთა მიერ და კადნიერად მეტყუელებისა. ხოლო ვინაჲთგან თქუა, თუ: „ცხოვართა ჩემთა ჴმისა ჩემისაჲ ისმინონ“,2 რაჲთა ვერვინ თქუას, თუ: ურწმუნოთათჳს რაჲ სთქუა? ამისთჳს შესძინა და თქუა, ვითარმედ: „ვიცნი ჩემნი იგი, და მიციან ჩემთა მათ“, ვითარცა წერილ არს, ვითარმედ: „არა განიშორა ერი იგი, რომელი წინაჲსწარ იცნა“;3 ამისთჳს იტყჳს, ვითარმედ: მათთჳს ვიტყჳ, რომელნი წინაჲსწარ ვიცნენ, რომელნი კეთილად ყოფად არიან.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ვიცნი ჩემნი იგი, და მიციან ჩემთა მათ“ (10,14).

თ ა რ გ მ ა ნ ი: არამედ არა ესრეთ მიციან, ვითარცა მე ვიცი, რამეთუ მე ვითარცა ვიცი მამაჲ, მამამანცა მე მიცის ეგრეთვე, ხოლო სხუანი ვერ შეესწორებიან ჩემსა ცნობასა.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ვითარცა მიცის მე მამამან, მეცა ვიცი მამაჲ“ (10,15).

1 იოან. 8,13. 2 იოან. 10,16. 3 რომ. 11,2.

თ ა რ გ მ ა ნ ი: ესრეთ კეთილად ვიცი იგი, ვითარცა მან მე მიცის. ამისთჳსცა იტყოდა: „არავინ უწყის ძჱ, გარნა მამამან; არცა მამაჲ ვინ იცის, გარნა ძემან“,1 ჭეშმარიტითა მით ცნობითა.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და სულსა ჩემსა დავსდებ ცხოვართათჳს“ (10,15).

თ ა რ გ მ ა ნ ი: მრავალგზის იტყჳს ამას, რაჲთამცა გამოაჩინა სიყუარული თჳსი, რომელი აქუნდა მორწმუნეთათჳს, რამეთუ რომელ იტყოდა, თუ: „ნათელი ვარ და ცხორებაჲ“, უგუნურთა მათ მიერ და ბრმა-თა ზუაობად შერაცხილ იყო, ხოლო რომელ იტყოდა, თუ: მოვკუდები მათთჳს, დაუყოფდა მათ პირსა, და არღარა აქუნდა სიტყუაჲ თქუმად. ამისთჳსცა ვერღარა იტყჳან, თუ: „შენ თავისა შენისათჳს სწამებ, და წამებაჲ შენი არა არს ჭეშმარიტ“,2 რამეთუ ფრიადსა გამოაჩინებდა სახიერებასა, რომელ მკლველთა მათ მისთათჳს თავს-იდებდა სიკუდილსა. ამისთჳსცა კეთილად და თჳსსა ჟამსა შემოიღებს სიტყუასა წარმართ-თათჳს და იტყჳს:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „სხუანიცა ცხოვარნი მიდგან, რომელნი არა არიან ამის ეზოჲსაგანნი; იგინიცა ჯერ-არიან მოყვანებად ჩემდა“ (10,16).

თ ა რ გ მ ა ნ ი: აჰა ესერა კუალად სიტყუაჲ ესე, ვითარმედ: „ჯერარს“, არა იძულებისაჲ არს, არამედ უეჭუელად ყოფადისა მომასწავებელი, ვითარმცა იტყოდა, ვითარმედ: რად გიკჳრს, უკუეთუ ამათ ეგულების შემოდგომად ჩემდა და ჴმისა ჩემისა სმენად? რამეთუ რა-ჟამს სხუანი იხილნეთ, რომელ შემომიდგენ და ჴმისა ჩემისაჲ ისმინონ, მაშინ უმეტესად გიკჳრდეს. ხოლო რომელ იტყჳს, ვითარმედ: „რომელნი არა ამის ეზოჲსაგანნი არიან“, ნუ დაგიკჳრდების სიტყუაჲ ესე, რამეთუ განყოფილებაჲ შჯულითა ოდენ არს, ვითარცა მოციქული იტყჳს, ვი-თარმედ: „ვერცა წინადაცუეთილებაჲ რას შემძლებელ არს, ვერცა წინადაუცუეთილებაჲ“.3

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „იგინიცა ჯერ-არიან მოყვანებად ჩემდა“ (10,16).

თ ა რ გ მ ა ნ ი: უჩუენებს, ვითარმედ ორნივე განბნეულნი იყვნეს და უმწყემსო, ვიდრემდე კეთილი იგი მწყემსი არა მოსრულ იყო, და მერმე მომავალსა მას ერთობასა მოასწავებს, ვითარმედ: „იყვნენ ერთ სამწყსო“ (10,16), ვითარცა მოციქული იტყჳს, ვითარმედ: „რაჲთა ორივე იგი მოიგოს მას შინა ერთად ახლად კაცად“.4

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ამისთჳს უყუარ მე მამასა, რამეთუ მე დავსდებ სულსა ჩემსა, რაჲთა კუალად მოვიღო იგი“ (10,17).

თ ა რ გ მ ა ნ ი: და რაჲ იყოს ამის სიტყჳსა უმდაბლჱსი, რომელ მეუფჱ ჩუენი ჩუენთჳს შეიყუარებოდა ამისთჳს, რამეთუ ჩუენთჳს მოკუდებოდა? ხოლო რაჲ არს სიტყუაჲ ესე? ნუუკუე უწინარეს ამის ჟამისა

1 მათ. 11,27; შდრ. ლუკ. 10,22. 2 იოან. 8,13. 3 გალ. 5,6; შდრ. 1 კორ. 7,19. 4 ეფეს. 2,15.

არა უყუარდა იგი, არამედ აწ იწყებს მამაჲ სიყუარულსა მისსა, რამე-თუ ჩუენ ვართ მიზეზ მისისა შეყუარებისა? ჰხედავა, ვითარ იჴმარებს ამას სიმდაბლესა? ხოლო რაჲსათჳს თქუა ესე აქა? ვინაჲთგან „უცხოდ“ უწოდდეს მას და „მაცთურით“ ჰხადოდეს და ვნებად მათთჳს მოსრულსა, ამისთჳს ეტყჳს, ვითარმედ: დაღაცათუ სხჳსა არარაჲსათჳს, არამედ ამისთჳს თანაგედვა სიყუარული ჩემი, რომელ ესრეთ მიყუართ, ვიდრეღა თქუენთჳს მოვკუდები, და ვინაჲთგან მე მიყუართ, მამასაცა ესრეთ უყუართ, რომელ თქუენთჳს სიკუდილისათჳს შემიყუარებს მე. კუალად ამასცა აჩუენებს, ვითარმედ არა უნებლიაჲთ მოვალს საქმისა მის მიმართ, რამეთუ უკუეთუმცა უნებლიაჲთ მოვიდოდა, ვითარმცა სიყუარულისა მოქმედ იყო საქმჱ იგი? და კუალად, რაჲთა გამოაჩინოს, ვითარმედ მამასაცა ფრიად სათნო-უჩნს საქმჱ იგი. ხოლო უკუეთუ ვითარცა კაცი იტყოდის ამას, ნუ გიკჳრს, რამეთუ მრავალგზის გჳთქუამს ამის საქმისა მიზეზი, თუ რაჲსათჳს კაცობრივ იტყჳნ, და კუალად თქუმაჲ საქმისაჲ, რომელ მრავალგზის გჳთქუამს, საწყინო არს.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მე დავსდებ სულსა ჩემსა, რაჲთა კუალად მოვიღო იგი. არავინ მიმიღოს იგი ჩემგან, არამედ მე დავსდებ მას თავით ჩემით. ჴელ-მეწიფების დადებად მისა და ჴელ-მეწიფების კუალად მოღებად მისა“ (10,17-18).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ხოლო ვინაჲთგან მრავალგზის განიზრახვიდეს მოკლვად მისა, ამისთჳს იტყჳს იგი, ვითარმედ: უკუეთუ მე არა მენებოს, ამაო არს შრომაჲ თქუენი, და პირველისაგან მეორესა დაამტკიცებს, - სიკუდილისა მიერ აღდგომასა, - რამეთუ ესე არს საკჳრველი და დიდებული, რამეთუ ორივე საკჳრველ იქმნა ახალი. ხოლო გულისხმა-ვყოთ კეთილად სიტყუაჲ ესე, რამეთუ იტყჳს:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ჴელ-მეწიფების დადებად სულისა ჩემისა“ (10,18).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ჩუენ არა გუაქუს ჴელმწიფებაჲ დადებად სულთა ჩუენთა, გარნა თუ მოვიკლათ თავი ჩუენი; ხოლო იგი ესრეთ იტყჳს, ვი-თარმედ: ესრეთ მაქუს ჴელმწიფებაჲ, რომელ უკუეთუ მე არა მენებოს, ვერვის ძალ-უც მოკლვად ჩემდა, - რომელ-ესე კაცთა ზედა არა იქმნების, არამედ უკუეთუ მივეცნეთ ჴელთა მტერთა ჩუენთასა, არღარა გუაქუს ჴელმწიფებაჲ დადებად სულისა ანუ არა, იგინი უნებლიაჲთ მოგუკლვენ. ხოლო მისი არა ესრეთ იყო, არამედ მას აქუნდა ჴელმწიფებაჲ დადებად და არადადებად. ხოლო თქუა რაჲ, ვითარმედ: „არავინ მიმიღოს ჩემგან“, შესძინა, ვითარმედ: „ჴელმწიფებაჲ მაქუს დადებად სულისა ჩემისა“, ესე იგი არს, ვითარმედ: მე ხოლო ვარ უფალ სიკუდილისა და არასიკუდილისა. ხოლო ესე პირველითგან არა თქუა, რამეთუ არა სარწმუნო იქმნებოდა სიტყუაჲ იგი, არამედ რაჟამს საქმენიცა მოწამედ აქუნდეს (რამეთუ მრავალგზის ებრძოლნეს და ვერარაჲ ქმნეს), მაშინღა ჰრქუა, რამეთუ

წარვიდა ჴელთაგან მათთა ბევრეულგზის. და მერმე ჰრქუა: „ვერვინ მიმიღოს იგი“, რამეთუ ნეფსით მივიდოდა სიკუდილად. და ვინაჲთგან ესე ესრეთ არს, საცნაურ არს, ვითარმედ ოდეს ენებოს, მაშინ დასდებს, და ოდეს ენებოს, მაშინცა აღებად უც, რამეთუ უკუეთუ სიკუდილი ჴელმწიფებასა შინა მისსა იყო, აღდგომაჲცა მისსავე ჴელმწიფებასა შინა იყო, და რომელსა ჴელ-ეწიფებოდა დადებად სულისა თჳსისა, მასვე ჴელეწიფებოდა აღღებად მისა. ჰხედავა, ვითარ პირველისაგან მეორეცა საცნაურ-ყო და სიკუდილისა მიერ აღდგომაჲ დაამტკიცა?

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ესე მცნებაჲ მომიღებიეს მამისაგან ჩემისა“ (10,18).

თ ა რ გ მ ა ნ ი: რომელი მცნებაჲ? მოკუდომაჲ სოფლისათჳს. რაჲ არს? ნუუკუე პირველ ელოდა, რაჲთამცა ესმა მამისა მიერ, და მაშინღა ინება საქმჱ იგი, და პირველ არა იცოდა და სწავლაჲ იჴმარაა? და ვინმცა მოიგონა ესე, რომელსა აქუნდეს გონებაჲ? რამეთუ ვითარცა ზემო თქუა რაჲ, ვითარმედ: „ამისთჳს უყუარ მე მამასა“, ნებსითი საქმჱ მოასწავა და წინააღმდგომებისა იჭჳ უჩინო-ყო, ეგრეთვე აქა იტყჳს, ვითარმედ: „მცნებაჲ მომიღებიეს მამისა ჩემისაგან“. არარას სხუასა მოასწავებს, გარნა ამას, ვითარმედ: საქმჱ ესე, რომელსა მე ვიქმ, ფრიად სთნავს მას; რაჲთა რაჟამს მოკლან იგი, არა ჰგონებდენ, თუ დაუტევა იგი მამამან, და ვერ აყუედრებდენ, რომელსა-იგი აყუედრებდეს, ვითარმედ: „სხუანი აცხოვნნა და თავისა თჳსისა ვერ ძალ-უც ცხოვნებად“;1 და კუალად: „უკუეთუ ძჱ ხარ ღმრთისაჲო, გარდამოჴედ ჯუარისაგან“.2 ხოლო რაჲთა რაჟამს გესმეს, თუ: „მცნებაჲ მომიღებიეს“, არა სთქუა, თუ: უცხო იყო მისგან სათნოებაჲ იგი და წარმართებაჲ საქმისაჲ მის, ამისთჳს პირველვე იტყოდა, ვითარმედ: „მწყემსმან კეთილმან სული თჳსი დადვის ცხოვართათჳს“, და აჩუენა, ვითარმედ მისნი იყვნეს ცხოვარნი და მისი წარმართებულ იყო ყოველი იგი საქმჱ და არა ეჴმარებოდა მას მცნებაჲ, რამეთუ უკუეთუმცა მცნებაჲ უჴმდა მას, რად იტყოდა, ვითარმედ: „თავით ჩემით დავსდებ“? რამეთუ რომელი თავით თჳსით დასდებდეს, მცნებაჲ არა ეჴმარების, და მიზეზსაცა იტყჳს ამისისა ქმნისასა, ესე იგი არს, რამეთუ მწყემსი არს იგი, და კეთილი მწყემსი. ხოლო კეთილსა მწყემსსა არა ეჴმარების სხუაჲ ვინმე კეთილად მწყემსისა მიმართ მასწავლელი. ხოლო უკუეთუ კაცთა ზედა ესრეთ არს, არა უფროჲსად ღმრთისა ზედა ესრეთ იყოსა? ამისთჳსცა მოციქული იტყოდა, ვითარმედ: „თავი თჳსი წარმოიცალიერა“.3 ხოლო ესე სიტყუაჲ, ვითარმედ: „მცნებაჲ მომიღებიეს“, სხუასა არარას მოასწავებს, გარნა მამისა თანა ერთობასა. ხოლო ესრეთ სიმდაბლით და კაცობრივ თქუმისა მიზეზი მსმენელთა მათ უძლურებაჲ არს.

1 მათ. 27,42; მარკ. 15,31; შდრ. ლუკ. 23,35. 2 მათ. 27,40; შდრ. მარკ. 15,30; ლუკ. 23,37. 3 შდრ. ფილიპ. 2,7.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „განწვალებაჲ იყო კუალად ჰურიათა შორის ამისთჳს. და რომელნიმე იტყოდეს: ეშმაკეულ არს და ცბის. რასა ისმენთ მისსა? სხუანი იტყოდეს: ესე სიტყუანი არა ეშმაკეულისა არიან. ნუუკუე ეშმაკსა ჴელ-ეწიფებისა ბრმისა თუალთა აღხილვად?“ (10,19-21).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ვინაჲთგან უზეშთაეს კაცობრივისა ძალისა იყვნეს სიტყუანი მისნი, ამისთჳს „ეშმაკეულ“ უწოდეს. და აჰა ესერა ესე სიტყუაჲ სამგზის უთქუამს მისდა, რამეთუ პირველ იტყოდეს: „ეშმაკი არს შენ თანა. ვინ გეძიებს შენ მოკლვად?“1 და კუალად თქუეს: „არა კეთილად ვთქუთა, ვითარმედ: სამარიტელ ხარ შენ, და ეშმაკი არს შენ თანა?“2 და კუალად აქა ესრეთ იტყჳან: „ეშმაკეულ არს და ცბის“. და უფროჲს არა სამგზის, არამედ მრავალგზის ჰრქუეს, რამეთუ სიტყუაჲ იგი, ვითარმედ: „არა კეთილად ვთქუთა, ვითარმედ: სამარიტელ ხარ, და ეშმაკი არს შენ თანა?“ მოასწავებს, ვითარმედ მრავალგზის ეთქუა მისდა სიტყუაჲ იგი. ხოლო რომელნიმე იტყოდეს, ვითარმედ: „ესე სიტყუანი არა ეშმაკეულისანი არიან. ნუუკუე ეშმაკსა ჴელ-ეწიფებისა ბრმისა თუალთა ახილვად?“ ვინაჲთგან რომელთამე იწყეს ბოროტთა მათ წინააღდგომად, და სიტყუათა მიერ ვერ დაუყვეს პირი, საქმენი მოიხუნეს შორის, ვითარმცა იტყოდეს, ვითარმედ: სიტყუანი მისნი კეთილ არიან. უკუეთუ სიტყუანი არა გრწმანან, საქმენი იხილენით. ხოლო ქრისტემან არარაჲ მიუგო ამის ყოვლისათჳს, რამეთუ პირველ მიუგო, ვითარმედ: „ჩემ თანა ეშმაკი არა არს“,3 ხოლო აწ არღარას ეტყჳს, რამეთუ ვინაჲთგან საქმით ყოველივე გამოაჩინა, ამისთჳს სიტყუაჲ დაიდუმა, რამეთუ არცაღა ღირს იყვნეს სიტყუასა მისსა, რომელნი საქმეთა მათთჳს, რომელთათჳს ღმრთად ჯერ-იყო აღსაარებაჲ მისი, ეშმაკეულით ჰხადოდეს, და კუალად იგინივე ურთიერთას წინააღმდგომ იყვნეს, ხოლო ქრისტე ყოველსავე დუმილით და სიმშჳდით მოითმენდა, რაჲთამცა ჩუენ გუასწავა ყოვლისაჲვე სიმშჳდით მოთმინებაჲ.

სწავლაჲ ჲ გლოვისათჳს თჳსთა ცოდვათაჲსა და ქველისსაქმისათჳს

მას უკუე ვჰბაძვიდეთ ჩუენ, რომელმან არა თუ ოდენ მოითმინა, არამედ ბევრეულნი კეთილნი უყვნა მათ, რომელნი-იგი აგინებდეს მას და ეძიებდეს მოკლვად. და რად ვიტყჳ, თუ კეთილი უყო? რამეთუ სულიცა თჳსი დადვა მათთჳს, და ჯუარს-აცუეს რაჲ, მათთჳს მამასა ევედრებოდა. ჩუენცა უკუე ვჰბაძვიდეთ მას, რამეთუ ესე არს მოწფობაჲ

1 იოან. 7,20. 2 იოან. 8,48. 3 იოან. 8,49.

ქრისტესი, რაჲთა კაცი მშჳდ იყოს და მდაბალ. ხოლო სიმშჳდჱ ვითარ მოვიგოთ, უკუეთუ ცოდვათა ჩუენთა არა ვიჴსენებდეთ და ვიგლოვდეთ და ვტიროდით? რამეთუ სადა გლოვაჲ იყოს, მუნ მრისხანებაჲ ვერ დაიმკჳდრებს; სადა შემუსრვილებაჲ გლოვისაჲ არს, მუნ გულფიცხელობაჲ არა იპოვების; რამეთუ რაჟამს გონებაჲ იტანჯებინ გლოვისა მიერ, და ყოვლადვე ვერ შემძლებელ არნ განრისხებად, არამედ ქუედადრეკით იგლოვნ და ტირნ, რამეთუ ტირილისაჲცა არს საწუთროჲ ესე და გლოვისაჲ.

ვინაჲთგან მრავალთა მიერ ცოდვათა შებღალულ ვართ საქმითცა და სიტყჳთ, და მიგუელის გეჰენიაჲ ცეცხლისაჲ და განვრდომაჲ სასუფეველისაგან, რომელი-იგი უბოროტეს არს ყოვლისავე, და ვინაჲთგან ესე ესრეთ არს, ვითარ იკადრებ შენ სიცილსა და განცხრომასა, რომელსაეგე რისხვაჲ მეუფისაჲ გესმის და სდგა უდბებით და არა სძრწი? არა გესმისა, ვითარ იტყჳს, ვითარმედ: „მას დღესა ჰრქუას მეუფემან მან მარცხენითთა: წარვედით ჩემგან, წყეულნო, ცეცხლსა მას, განმზადებულსა ეშმაკისათჳს და ანგელოზთა მისთათჳს. რამეთუ მშიოდა, და არა მეცით მე ჭამადი“,1 და შემდგომი ამისი. ისმინე იგავი იგი ქალწულთაჲ მათ, ვითარ განვარდეს სასძლოჲსა მისგან, ვინაჲთგან ზეთი წყალობისაჲ არა აქუნდა.2 ისმინე წინაჲსწარმეტყუელისაჲ, ვითარ იტყჳს: „მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა“.3 რამეთუ ეგრეთვე ჩუენ თანაგუაც მოწყალებაჲ მოყუსისაჲ, ვითარცა ჩუენ ვითხოვთ ღმრთისა მიერ, ხოლო მოწყალებაჲ კეთილი ესე არს, რაჟამს ნაკლულევანებისაგან ჩუენისა მივსცემდეთ და არა ნამეტნავისაგან; და უკუეთუ ნამეტნავისაგანცა არა მივსცემდეთ, არა უწყი, თუ ვითარი ვპოოთ წყალობაჲ მას დღესა, ანუ ვითარ განვერნეთ სატანჯველისაგან?

ვინაჲთგან უკუე ქალწულთა მათ ესეოდენთა შრომათა შემდგომად არარაჲ პოვეს ნუგეშინის-ცემაჲ, რაჲ ვყოთ ჩუენ, საწყალობელთა ამათ? რამეთუ ესრეთ გუაყუედრებდეს ქრისტე, ვითარმედ: „მშიოდა, და არა მეცით მე ჭამადი“, და: „რაოდენი არა უყავთ ერთსა მცირეთაგანსა, არცა მე მიყავთ“.4 რამეთუ ყოველივე კაცი, გინა დიდი იყოს, გინა მცირჱ, ოდენ მორწმუნე იყოს, და არა ვყოთ მის თანა წყალობაჲ, ესე სიტყუაჲ გუესმეს ჩუენ. რამეთუ რასა ძნელსა ეძიებს იგი ჩუენგან? რამეთუ არა თუ იტყჳს, თუ: უძლურ ვიყავ, და არა აღმადგინეთ მე, არამედ: „არა მიხილეთო“; არცა იტყჳს, თუ: საპყრობილეს ვიყავ, და არა გამომიყვანეთ მე, არამედ: „არა მოხუედით ჩემდაო“.5 რაზომცა უკუე სუბუქ არიან მცნებანი ესე, ესეზომ მძიმე არიან სატანჯველნი მათთჳს, უკუეთუ არა აღვასრულნეთ.

1 შდრ. მათ. 25,41-42. 2 შდრ. მათ. 25,1-12. 3 ფსალმ. 50,3. 4 მათ. 25,45. 5 შდრ. მათ. 25,43.

რამეთუ რაჲ არს უადვილჱს საპყრობილეს მისლვისა ანუ უმჯობეს, სადა იხილნე რომელნიმე კრულნი, რომელნიმე ტანჯვასა შინა, რომელნიმე მშიერნი, რომელნიმე უძლურნი საწყალობელნი? დაღაცათუ ქვაჲ იყო, ლმობიერ იქმნე, იხილნე რაჲ საქმენი იგი კაცობრივნი, და საუკუნოჲცა საშჯელი მოიგონო და ესრეთ განიოტო შენგან გულისწყრომაჲ და გულისთქუმაჲ და სიყუარული საწუთროჲსაჲ და გულისხმა-ჰყო, ვითარმედ უკუეთუ კაცთა მიერ ესევითარნი შიშნი და ტანჯვანი და საშჯელნი არიან, რაჲ-მე ყოფად არს წინაშე ღმრთისა? ამისთჳსცა ბრძენი იგი იტყოდა: „კეთილ არს შესლვაჲ სახლსა გლოვისასა, ვიდრე სახლსა სიცილისასა“.1 და რაჟამს ესრეთ იყოფოდი, მას საუკუნესა გესმნენ სიტყუანი იგი ნეტარებისანი.

ამისთჳს უკუე, ძმანო, ნუმცა უდებ ვიქმნებით კეთილისა მიმართ, არამედ მივიდოდით და ნუგეშინის-ვსცემდეთ ჭირვეულთა, მყოფთა საპყრობილეთა შინა; ხოლო უკუეთუ იტყჳ, ვითარმედ: არა თუ საპყრობილესა შინა კაცნი საღმრთონი არიან, არამედ კაცისმკლველნი და ავაზაკნი და მპარავნი, არამედ ჩუენდა არა თუ ბრძანებულ არს, რაჲთა კეთილნი გუეწყალოდიან და ბოროტთა ვსტანჯვიდეთ, რამეთუ იტყჳს უფალი: „იყვენით მოწყალე, ვითარცა მამაჲ თქუენი ზეცათაჲ, რამეთუ აღმოაბრწყინვებს მზესა თჳსსა ცოდვილთა ზედა და მართალთა“.2 და შენცა უკუე ნუ ხარ უწყალოჲ მსაჯული, არამედ გულისხმა-ყავ, რამე-თუ ჩუენცა მრავალთა ცოდვათა თანამდებ ვართ, რომელნი შემძლებელ არიან ჯოჯოხეთს მიყვანებად ჩუენდა, რამეთუ ძმათადაცა „ცოფ“ გჳრქუამს და დედათადა გულისთქუმით მიგჳხედვან, რომელი-იგი მრუშებაჲ არს, და მრავალგზის უღირსებით ზიარებულ ვართ, შებღალულნი უშჯულოებათა მიერ და ცოდვათა, რომელ-ესე უძჳრჱს არს ყოვლისავე. ნუმცა უკუე სხუათასა გულისხმა-ვჰყოფთ, არამედ თავთა თჳსთა ცოდვანი მოვიჴსენნეთ. რამეთუ ქრისტე არა მართალთა თანა ოდენ იქცეოდა, არამედ ცოდვილთაცა, ვითარცა-იგი ქანანანელსა და სამარიტელსა და მეძავსა მას და სხუათა მრავალთა, და ჩუენ, შებღალულნი მრავალთა მიერ ცოდვათა, შეურაცხ-ვჰყოფთ მათ, რომელნი-იგი მისვე მიწისაგან ქმნულ არიან, ვინაჲცა ჩუენ. რასა იტყჳ? საპყრობილესა შინა ბოროტნი კაცნი არიანა? ხოლო ქალაქსა შინა ყოველნივე კეთილნი არიან? რამე-თუ არამცირედნი არიან უკეთურნი აქაცა, და ჩუენ ყოველნი ცოდვათა თანამდებ ვართ.

რაჲსათჳს უკუე დაუტეობთ თჳსთა ცოდვათა და სხუათასა ვხედავთ, და სადა კაცთმოყუარებისა ჟამი იყოს, გამოვეძიებთ უკეთურებასა? არამედ ვიხილნეთღა თავნი ჩუენნი, თუ ვითარ ვიყვენით ჩუენცა ოდესმე

1 ეკლ. 7,2. 2 შდრ. მათ. 5,45; ლუკ. 6,36,35.

და ესრეთ ვიქმნენით სახიერ; რამეთუ ჩუენცა ვიყვენით ოდესმე ურჩ, უგუნურ და შეცთომილ, მონა თითოსახეთა მათ გულისთქუმათა, უკე-თურ, მოძულე ძმათა და შვილ რისხვისა; ხოლო ღმერთმან იხილა რაჲ, ვითარსა საპყრობილესა შინა ვიყვენით და ვითარითა ჯაჭჳთა შეკრულ, არა სირცხჳლ-იჩინა, არამედ მოვიდა საპყრობილედ და ჩუენ გამოგჳჴსნნა მიერ და მოგჳყვანნა სასუფეველად და ცათა უმაღლეს მყვნა, რაჲთა ჩუენცა ძალისაებრ ჩუენისა ვჰბაძვიდეთ მას. რამეთუ მოწაფეთა რაჲ ეტყოდა, ვითარმედ: „უკუეთუ მე დაგბანენ ფერჴნი, უფალმან და მოძ-ღუარმან, თქუენცა თანაგაც ურთიერთას ფერჴთა დაბანაჲ. რამეთუ სახჱ მიგეც თქუენ, რაჲთა ვითარცა მე ვქმენ, ეგრეცა თქუენ იქმოდეთ“,1 არა თუ ფერჴთა დაბანისათჳს ოდენ თქუა, არამედ ყოვლისათჳსვე.

ეგრეთვე უკუე ჩუენ, გინა თუ ბოროტი ვინ იყოს, გინა თუ კეთილი, კეთილის-ყოფად ნუ დავსცხრებით, და მრავალგზის იპოვოსცა კაცი დიდი წინაშე ღმრთისა, რამეთუ აბრაჰამცა ყოველთა შეიწყნარებდა, და მერმე შეიწყნარნა ანგელოზნი. ეგრეთვე ჩუენცა მივემთხჳნეთ კაცთა მაღალთა, უკუეთუ მარადის კეთილსა ვიქმოდით. დაღაცათუ აქა არა მივემთხჳნეთ კაცთა წმიდათა, ღმერთმან არა იცისა, ვისთჳს ვიქმთ მოწყალებასა? ესე უკუე ყოველი გულისხმა-ვყოთ და მარადის ვიქმოდით ქველისსაქმესა ჭირვეულთა ზედა და მივიდოდით საპყრობილესა შინა მყოფთა მიმართ, რაჲთა მათცა ვარგოთ და ჩუენცა ვირგოთ უმეტესი, და ღმერთი იდიდოს ჩუენ ზედა, და ესრეთ ღირს ვიქმნნეთ საუკუნეთა მათ კეთილთა მადლითა და კაცთმოყუარებითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტჱსითა, რომლისა მიერ და რომლისა თანა მამასა ჰშუენის დიდებაჲ სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.

1 იოან. 13,14-15.