მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

John 10:26

25. Jesus answered them, I told you, and ye believed not: the works that I do in my Father's name, they bear witness of me.26. But ye believe not, because ye are not of my sheep, as I said unto you.27. My sheep hear my voice, and I know them, and they follow me:
John თავი 10
26. But ye believe not, because ye are not of my sheep, as I said unto you.
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ჲა
წმინდა იოანე ოქროპირი

ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „და იყო მაშინ სატფურებაჲ იერუსალჱმს, და ზამ-თარი იყო. და იქცეოდა იესუ ტაძარსა მას შინა და სტოვასა სოლომონისსა. გარემოადგეს მას ჰურიანი იგი და ეტყოდეს: ვიდრემდის სულთა ჩუენთა წარგუჴდი? უკუეთუ შენ ხარ ქრისტე, მითხარ ჩუენ განცხადებულად“ (10,22-24).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ყოველივე სათნოებაჲ კეთილ არს, და უფროჲსად სიმშჳდჱ და სახიერებაჲ. ესე კაც-მყოფს ჩუენ და ანგელოზთა თანა შემაერთებს. ამისთჳსცა ქრისტემან ესე ფრიად გუასწავა სიტყჳთცა და საქმით, რაჟამს-იგი ყურიმლის-ცემასა თავს-იდებდა, და კუალად, ოდეს ჰგმობდეს და შეურაცხ-ჰყოფდეს და „სამარიტელ“ სახელ-სდებდეს. და რომელთა ესე ყოველი უყვეს და მრავალგზის ინებეს ქვისა დაკრებაჲ მისი, აჰა ესერა აწ გარემოდგომილ არიან და ეტყჳან: „უკუეთუ შენ ხარ ქრისტე?“ და არცა ესრეთ გარემიაქცინა იგინი ესეოდენთა მათ ბოროტ-თა ზედა, არამედ ყოვლითა სიტკბოებითა ეტყოდა მათ.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და იყო მაშინ სატფურებაჲ იერუსალჱმს, და ზამ-თარი იყო“ (10,22).

თ ა რ გ მ ა ნ ი: დიდი იყო ესე დღესასწაული, რამეთუ ესე იყო დღჱ იგი, რომელსა ტაძარი აღეშჱნა, მო-რაჲ-იქცეს დიდისა მის ტყუეობისაგან სპარსეთისა, და დიდად...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის