📋 სარჩევი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „და იყო მაშინ სატფურებაჲ იერუსალჱმს, და ზამ-თარი იყო. და იქცეოდა იესუ ტაძარსა მას შინა და სტოვასა სოლომონისსა. გარემოადგეს მას ჰურიანი იგი და ეტყოდეს: ვიდრემდის სულთა ჩუენთა წარგუჴდი? უკუეთუ შენ ხარ ქრისტე, მითხარ ჩუენ განცხადებულად“ (10,22-24).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ყოველივე სათნოებაჲ კეთილ არს, და უფროჲსად სიმშჳდჱ და სახიერებაჲ. ესე კაც-მყოფს ჩუენ და ანგელოზთა თანა შემაერთებს. ამისთჳსცა ქრისტემან ესე ფრიად გუასწავა სიტყჳთცა და საქმით, რაჟამს-იგი ყურიმლის-ცემასა თავს-იდებდა, და კუალად, ოდეს ჰგმობდეს და შეურაცხ-ჰყოფდეს და „სამარიტელ“ სახელ-სდებდეს. და რომელთა ესე ყოველი უყვეს და მრავალგზის ინებეს ქვისა დაკრებაჲ მისი, აჰა ესერა აწ გარემოდგომილ არიან და ეტყჳან: „უკუეთუ შენ ხარ ქრისტე?“ და არცა ესრეთ გარემიაქცინა იგინი ესეოდენთა მათ ბოროტ-თა ზედა, არამედ ყოვლითა სიტკბოებითა ეტყოდა მათ.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და იყო მაშინ სატფურებაჲ იერუსალჱმს, და ზამ-თარი იყო“ (10,22).
თ ა რ გ მ ა ნ ი: დიდი იყო ესე დღესასწაული, რამეთუ ესე იყო დღჱ იგი, რომელსა ტაძარი აღეშჱნა, მო-რაჲ-იქცეს დიდისა მის ტყუეობისაგან სპარსეთისა, და დიდად დღესასწაულობდეს მას დღესა. და მას დღესასწაულსა იყო ქრისტე, რამეთუ ვინაჲთგან ვნებაჲ მისი მოახლებულ იყო, ამისთჳს ზედაჲსზედა იქცეოდა ჰურიასტანს.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „გარემოადგეს მას ჰურიანი იგი და ეტყოდეს: ვიდრემდის სულთა ჩუენთა წარგუჴდი? უკუეთუ შენ ხარ ქრისტე, მითხარ ჩუენ განცხადებულად“ (10,24).
თ ა რ გ მ ა ნ ი: და თავადმან არა ჰრქუა, თუ: რასა ეძიებთ ჩემგან? ეშმაკეულად მიწოდთ მე და სამარიტელად და სთქუთ: „შენი წამებაჲ არა ჭეშმარიტ არს“,1 და მრავალნი ესევითარნი, და აწ რასაღა მკითხავთ? ანუ რაჲ გნებავს ჩემ მიერ ცნობად? არამედ არარაჲ ჰრქუა ესევითარი, რომელმან-იგი იცოდა ყოველივე პირველ ყოფისა და უწყოდა დაფარული გულთა მათთაჲ, რამეთუ იგი არს განმკითხველი გულთაჲ,2 და იცოდა უკეთური იგი გონებაჲ მათი, რომლითა ჰკითხვიდეს, რამეთუ სიტყუაჲ იგი, თუ: „ვიდრემდის სულთა ჩუენთა წარგუჴდი?“ ვითარცა სურვილისაჲ ჩნდა, ხოლო გონებაჲ მათი უკეთურებასა შინა იყო და ზაკუვასა; რამეთუ ენება, რაჲთამცა მისითა სიტყჳთა სძლეს მას. ვინაჲთგან საქმეთა მისთაგან ვერარას ჰპოვებდეს შემწედ მათისა უკეთურებისა, ამისთჳს სი-
1 იოან. 8,13. 2 შდრ. 1 ნშტ. 28,9; ებრ. 4,12-13.
ტყუათაგან ეძიებდეს პოვნად და ეტყოდეს, ვითარმედ: „მითხარ ჩუენ“, რომელსა-იგი მრავალგზის ეთქუა, და სამარიტელსაცა ჰრქუა, ვითარმედ: „მე ვარ“,1 და ბრმასაცა, ვითარმედ: „იხილე იგი, და რომელი იტყჳს შენ თანა, იგი არს“,2 და მათდაცა ეთქუა, დაღაცათუ ესრეთ არა ეთქუა, არამედ სხუათა სიტყუათა მიერ. რამეთუ უკუეთუმცა მათ თანა გონებაჲ მართალი იყო, საქმენი იგი მისნი არა კმა-ეყოფვოდესა ჩუენებად, თუ ვინ არს, რაჲთამცა სიტყჳთა მით აღეარა, და არღარამცა მისსა თქუმასა მოელოდეს? ხოლო აწ იხილე მათი იგი განდრეკილებაჲ, რამეთუ რაჟამს სიტყჳთ ასწავებნ, ეტყოდიან: „რასა სასწაულსა გჳჩუენებ?“3 და რაჟამს საქმით უჩუენებნ, მაშინ თქჳან: „უკუეთუ შენ ხარ ქრისტე, მითხარ ჩუენ განცხადებულად“. ეჰა სიბრმჱ! საქმენი ღაღადებდეს, და იგინი სიტყუათა ეძიებდეს, და რაჟამს სიტყუათა ასწავლინ მათ, საქმეთა სთხოვდიან, რამეთუ არა ჭეშმარიტებისათჳს ჰკითხვიდეს. ამისთჳსცა მცირედი რაჲ თქუა თავისა თჳსისათჳს, მეყსეულად ინებეს ქვისა დაკრებაჲ და გარემოდგომაჲცა, და კითხვაჲ მათი უკეთურებითა სავსე იყო: „გჳთხარო განცხადებულად“. და იგი მარადის განცხადებულად იტყოდა დღესასწაულთა შინა და ერსა შორის ტაძარსა შინა, არამედ მათ ამისთჳს წინაუყვეს სიტყუაჲ ესე ზაკუვისაჲ, ვითარმედ: „ვიდრემდის სულთა ჩუენთა წარგუჴდიო?“ რაჲთამცა პოვეს სიტყუათა შინა მისთა ბიწი, რამეთუ ყოლადვე რასაცა ჰკითხვიდეს, არა ამისთჳს ჰკითხვიდეს, რაჲთამცა ჭეშმარიტი ცნეს, არამედ რაჲთამცა მიზეზი პოვეს, ვითარცა-იგი რაჟამს ჰკითხეს, თუ: „ჯერარსა ხარკისა მიცემაჲ კეისრისაჲ ანუ არა?“4 და რომელ ჰკითხეს განტევებისათჳს ცოლისა,5 და კუალად დედაკაცისა მისთჳს, რომლისა თქუეს, ვითარმედ შჳდ ქმარ ესხნეს.6 ხოლო თავადმან მუნ ამხილა მათი ტყუვილი, ვითარმედ: „რასა გამომცდით, ორგულნო?“7 რაჲთა უჩუენოს, ვითარმედ დაფარულნი გულთა მათთანი უწყნის, ხოლო აქა არა ამხილა, რაჲთამცა გუასწავა არა ყოლადვე მხილებაჲ ბოროტისმყოფელთა ჩუენთაჲ, არამედ მოთმინებაჲ ყოვლისაჲვე სიმშჳდით. ვინაჲთგან უკუე უგუნურებისა საქმენი იყვნეს, რამეთუ საქმენი ქადაგებდეს, და იგინი სიტყუათა ეძიებდეს, ამისთჳს ისმინე, ვითარ მიუგო მათ, ერთად, რაჲთა უჩუენოს, ვითარმედ მზაკუვარებით ჰკითხვენ და არა ცნობისათჳს, და მეორედ, რაჲთა გამოაცხადოს, ვითარმედ უფროჲს სიტყუათასა უქადაგებიეს საქმეთა მიერ. რამეთუ მიუგო, ვითარმედ: „გითხარ თქუენ, და არა გრწამს; საქმეთა რომელთა ვიქმ სახელითა მამისა ჩემისაჲთა, ესენი წამებენ ჩემთჳს“ (10,25). ვითარცა-იგი მათგანნი, რომელნი უმოლხინესრე იყვნეს, იტყოდეს: „ვითარ ჴელ-ეწიფების კაცსა ცოდვილსა ესევი-
1 იოან. 4,26. 2 იოან. 9,37. 3 იოან. 2,18; 6,30. 4 მათ. 22,17; მარკ. 12,14; ლუკ. 20,22. 5 შდრ. მათ. 19,3; მარკ. 10,2. 6 შდრ. მათ. 22,25-28; მარკ. 12,20-23; ლუკ. 20,29-33. 7 მათ. 22,18; მარკ. 12,15; ლუკ. 20,23.
თართა სასწაულთა საქმედ?“1 და: „ვითარ ჴელ-ეწიფების ეშმაკსა ბრმისა თუალთა ახილვად?“2 და კუალად იტყოდეს: „ნუუკუე ესე არს ქრისტე?“3 და: „ქრისტე ოდეს მოვიდეს, ნუუკუე უმრავლესი სასწაული ქმნესა?“4 ვინაჲთგან უკუე რომელთა ესეოდენთა საქმეთაგან არა დაირწმუნეს, და იგინი იჩემებდეს მცირედითა სიტყჳთა დარწმუნებად, იხილეთ, ვითარ არცხუენს მათსა უკეთურებასა, ვითარმედ: უკუეთუ საქმეთაჲ არა გრწამს, სიტყუათაჲ ოდეს დაირწმუნოთ? „არამედ თქუენ არა გრწამსო, რამეთუ არა ხართ ცხოვართა ჩემთაგანნი“ (10,26), ესე იგი არს, ვითარმედ: რომელი ჩემგან ჯერ-იყო საქმედ, ყოველივე მიქმნიეს. უკუეთუ კულა თქუენ არა შემომიდგეთ, ესე არა ამისთჳს არს, რომელ არა მწყემსი ვარ, არამედ ამისთჳს, რომელ თქუენ არა ცხოვარნი ხართ.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „რამეთუ ცხოვართა ჩემთა ჴმისა ჩემისაჲ ისმინონ, და მე ვიცნი იგინი, და მომდევდენ მე. და მე მივსცე მათ ცხორებაჲ საუკუნოჲ და არა წარვწყმიდნე უკუნისამდე, და არავინ მიმტაცნეს იგინი ჴელთაგან ჩემთა. რამეთუ მამაჲ ჩემი, რომელმან მომცნა იგინი, უფროჲს ყოველთასა არს, და არავის ჴელ-ეწიფების მიტაცებაჲ მათი ჴელთაგან მამისა ჩემისათა. მე და მამაჲ ჩემი ერთ ვართ“ (10,27-30).
თ ა რ გ მ ა ნ ი: იხილე, ვითარ მოუწოდს მათ შედგომად მისა ჴელოვნებით, რამეთუ იტყჳს: თქუენ არა ისმენთ ჩემსა, რამეთუ არა ცხოვარნი ხართ, და მერმე აღადგინებს მათ სურვილად საქმისა მის, რაჟამს ჰრქუა, ვითარმედ: „რომელი მოვიდეს ჩემდა, არა განვაძო გარე“,5 და გამოაჩინა თჳსი და მამისა ერთობაჲ. და თქუა რაჲ, ვითარმედ: „ვერვისცა ჴელ-ეწიფების მიტაცებაჲ მათი ჴელთაგან მამისათა“, რაჲთა არა ჰგონებდენ, ვითარმედ ამას ვერ ძალ-უც, არამედ მამისა ძალითა არს საქმჱ იგი, ამისთჳს შესძინა, ვითარმედ: „მე და მამაჲ ერთ ვართ“ ძალითა და არსებითა. რამეთუ ვინაჲთგან მრავალგზის ინებეს ჰურიათა მორწმუნეთა მისთა განდევნაჲ, ამისთჳს თქუა, ვითარმედ: ამაოდ ჰშურებით, რამეთუ ცხოვარნი ჩემნი ჴელთა შინა მამისათა არიან, რომელმან მომცნა იგინი; ხოლო ესე სიტყუაჲ, ვითარმედ: „მომცნა“, მათთჳსვე არს, რაჲ-თა ვერვინ თქუას, თუ: წინააღმდგომი არს მამისაჲ; ხოლო „ჴელი“ რაჲ გესმეს, ნურას ხილულსა გულისხმა-ჰყოფ, არამედ „ჴელად“ ძალსა იტყჳს და ჴელმწიფებასა, რომელი-იგი ერთი არს ძისა და მამისაჲ.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ხოლო ჰურიათა აქუნდა ქვები, რაჲთამცა დაჰკრიბეს მას“ (10,31).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ამისთჳს, რომელ თქუა, ვითარმედ: „მე და მამაჲ ერთ ვართ“. ეჰა ბოროტი! რომელნი ჰკითხვიდეს, ვითარმედ: „გჳთხარ, უკუე-თუ შენ ხარ ქრისტე“, აწ ქვასა დაჰკრებენ. არამედ დაამტკიცა უმეტესად სიტყუაჲ და ჰრქუა:
1 იოან. 9,16. 2 იოან. 10,21. 3 იოან. 4,29. 4 იოან. 7,31. 5 იოან. 6,37.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მრავალი საქმჱ კეთილი გიჩუენე თქუენ მამისა ჩემისაგან; რომლისა საქმისა მათგანისათჳს ქვასა დამკრებთ მე? მიუგეს ჰურიათა და ჰრქუეს: კეთილისა საქმისათჳს არა დაგკრებთ ქვასა, არამედ გმობისათჳს, რამეთუ კაცი ხარ შენ და გიყოფიეს თავი შენი ღმერთ. მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: არა წერილ არსა შჯულსა, ვითარმედ: მე ვთქუ: ღმერთნი სამე ხართ თქუენ?1 უკუეთუ იგინი თქუნა ღმრთად, რომელთა მიმართ იყო სიტყუაჲ ღმრთისაჲ, ვითარ თქუენ, რომელი-იგი მამამან წმიდა-ყო და მოავლინა სოფლად, იტყჳთ, ვითარმედ: ჰგმობს, რამეთუ ვთქუ: ძჱ ღმრთისაჲ ვარი მე?“ (10,32-36).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ხოლო სიტყუაჲ ესე ესევითარი არს, ვითარმედ: უკუე-თუ რომელთა მადლითა მიიღეს სახელი იგი და არა ბუნებით, და მათ არა აბრალობთ, რომელსა ბუნებით მაქუს საქმჱ ესე, ვითარ საბრალობელ ვარ? არამედ პირველად თქუა, ვითარმედ: „რომელი მამამან წმიდა-ყო და მოავლინა“, რაჲთამცა ამით სიტყჳთა სიმდაბლისაჲთა გულისწყრომაჲ მათი მოდრიკა და ესრეთ შემოიღო განცხადებული იგი განჩინებაჲ, რამეთუ სიმდაბლით თქუა, რაჲთა შესაწყნარებელ იქმნეს სიტყუაჲ მისი მათ მიერ, და მერმეღა აღამაღლა სიტყუაჲ თჳსი და თქუა:
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „უკუეთუ არა ვიქმ საქმესა მამისა ჩემისასა, ნუ გრწამს ჩემი. და უკუეთუ ვიქმ, დაღაცათუ ჩემი არა გრწამს, საქმეთაჲ გრწმენინ“ (10,37-38).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ჰხედავა, ვითარ აღასრულა სიტყუაჲ თჳსი და გამოაჩინა მტკიცედ, ვითარმედ არარაჲთ უდარეს არს მამისა, არამედ ყოვლითურთ სწორ მისა არს? რამეთუ ვინაჲთგან არსებისა მისისა ხილვად ვერ ძალ-ედვა, ამისთჳს საქმეთა სწორებისა მიერ ყო ყოველივე, გამოჩინებაჲ განუყოფელობისა მისისაჲ მამისაგან და სწორებაჲ მის თანა. ხოლო უთხრა, სარწმუნოებაჲცა ვითარ უჴმდა ქონებად:
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ვითარმედ ჩემ თანა არს მამაჲ, და მე მის თანა“ (10,38).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ესე იგი არს, ვითარმედ: მე სხუაჲ არარაჲ ვარ, გარნა რაჲ-იგი არს მამაჲ, იგივე მე ვარ, დადგრომილი ძეობასა შინა, და იგი სხუაჲ არარაჲ არს, გარნა რაჲ მე ვარ, იგივე არს, დადგრომილი მამობასა შინა. რამეთუ იგი მამაჲ არს და მე ძჱ, ხოლო სხჳთა ყოვლითავე რაჲ იგი არს, იგივე მე ვარ, და რაჲ მე ვარ, იგი არს. ხოლო ესე თჳთებაჲ თითოეულისაჲ არს, რამეთუ იგი მამაჲ არს და მე ძჱ, განყოფილნი გუამოვნებით და შეერთებულნი ბუნებით; და უკუეთუ ვინ მე მიცნას, მამაჲ უცნობიეს, და უკუეთუ ვინ მამაჲ იცნას, ვითარცა ჯერ-არს, მას ძჱ უცნობიეს, თანაარსი და თანასწორი მამისაჲ.
1 ფსალმ. 81,6.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ეძიებდეს კუალად შეპყრობად მისა, და განვიდა ჴელთაგან მათთა. და წიაღჴდა იორდანესა, ადგილსა მას, სადა ნათელსცემდა იოვანე პირველად, და დაადგრა მუნ. და მრავალნი მოვიდოდეს მისა და იტყოდეს, ვითარმედ: იოვანე სასწაული არაჲ ქმნა, ხოლო ყოველი, რომელი თქუა იოვანე ამისთჳს, ჭეშმარიტ არს. და მრავალთა ჰრწმენა მისი“ (10,39-42).
თ ა რ გ მ ა ნ ი: რაჟამს მაღალი რაჲმე და ღმრთეებისა მისისა საქმჱ თქჳს, წარვიდის მიერ, რაჲთამცა დასცხრა გულისწყრომაჲ მათი, ვი-თარცა აწ ესერაცა ქმნა. ხოლო რაჲსათჳს თქუა სახელიცა ადგილისაჲ მახარებელმან? რაჲთა სცნა, ვითარმედ ამისთჳს წარვიდა მუნ, რაჲ-თამცა მოაჴსენნა მათ მუნ თქუმულნი იგი სიტყუანი იოვანესნი მისთჳს და წამებაჲ მისი. ამისთჳსცა მოეჴსენა, მი-რაჲ-ვიდეს მუნ და იტყოდეს, ვითარმედ: „იოვანე სასწაული არაჲ ქმნა, არამედ რაოდენიცა თქუა ამისთჳს, ჭეშმარიტ იყო“. ესრეთ უზეშთაეს არს ესე იოვანესა, რამეთუ მან სასწაული არაჲ ქმნა, და ესე იქმს, და კუალად იგი ამისთჳს წამებდა, და ამის მიერ მისიცა წამებაჲ ჭეშმარიტ იქმნა. „და მრავალთა ჰრწმენა მისი“, რამეთუ მოიჴსენებდეს სიტყუათა იოვანესთა, ვითარცა უძლიერეს თავისა თჳსისა სახელ-სდებდა მას და ნათლად და ცხორებად და ჭეშმარიტებად, და ჴმისათჳს ზეცით მოსრულისა და სულისა წმიდისა სახედ ტრედისა გამოჩინებისათჳს, რომელმან უჩუენა იგი ყოველთა, და სხუანი იგი სასწაულნი მისნი, რომელთა ჰხედვიდეს და განემტკიცებოდეს და იტყოდეს, ვითარმედ: უკუეთუ იოვანესი ჯერ-იყო რწმუნებაჲ თჳნიერ სასწაულთა, არა უფროჲსად ამისი ჯერ-არსა, რომელი სასწაულთაცა იქმს, და იგიცა მასვე ეწამების? ჰხედავა, რაზომ სარგებელ იქმნა უკეთურთა მათგან განშორებაჲ? ამისთჳს ზედაჲსზედა განაშორებდა მათგან მოწაფეთა თჳსთა, ვითარცა ერი ჰურიათაჲ პირველ შორს-ყო უკეთურებისაგან მეგჳპტელთაჲსა.
სწავლაჲ ჲა არაშემკობისათჳს ჴორცთაჲსა
ამისთჳს ჩუენდაცა ჯერ-არს ესრეთ ქმნაჲ და სივლტოლაჲ ამბოხებათაგან და შფოთთა და ყოფაჲ დაწყნარებით, რამეთუ ვითარცა ნავი ქართა სასტიკთაგან განრომილი კეთილად ვალნ, ეგრეთ სული განშორებული შფოთთაგან სოფლისათა აღმაღლდების ღმრთისა მიმართ. ვივლტოდით უკუე შფოთთაგან და შევამკოთ სული ჩუენი სათნოებითა, შიშითა ღმრთისაჲთა და მოწყალებითა და სიწმიდითა და ნუ შევამკობთ ჴორცთა ჩუენთა ოქროჲთა და სამკაულითა შუენიერითა, რამეთუ ამას
სამკაულსა ჟამისა სიგრძჱცა განჰხრწნის და სხუანი მრავალნი მიზეზნი წარსწყმედენ, ხოლო სულისა სამკაული შორს არს ამის ყოვლისაგან; და ჴორციელი სამკაული სხუათა გულსა შურსა და ჴდომასა შთაუთესავს, ხოლო სულისაჲ ამის ყოვლისაგან წმიდა არს, რაჟამს ოქროჲ გუამსა ზედა ჩუენსა და თითთა არა მდებარე იყოს, არამედ გლახაკთადა მიცემულ, რამეთუ რაჲ არს სარგებელი ოქროქსოვილთა სამოსელთაგან შემოსისაჲ, ვინაჲთგან „ყოველი ჴორცი თივაჲ არს, და ყოველი დიდებაჲ კაცისაჲ, ვი-თარცა ყუავილი თივისაჲ“?1
ამას ყოველსა ვიტყჳ, რაჲთამცა გასწავე შემოსად სამკაული იგი, რომელი გუასწავა დიდმან მოციქულმან პავლე: „არა ოქროჲ ანუ ვეცხლი, არამედ საქმენი ღმრთისმსახურებისანი“,2 რომელნი-იგი უკუნისამდე ჰგიან და მომგებელთა მათთა გჳრგჳნითა ბრწყინვალითა შეჰმოსენ. ხოლო უკუეთუ კაცთამიერსა დიდებასა ეძიებ, ეგრეცა საღმრთონივე საქმენი მოიგენ, ხოლო ჴორციელისა სამკაულისათჳს არავინ გაქებს, დაღაცათუ გაქონ, უგუნურთა და სოფლისმოყუარეთა, არამედ უფროჲსად იგინიცა არა გაქებენ, არამედ გეშურებიან. ხოლო საღმრთოთა საქმეთათჳს კეთილნიცა და ბოროტნიცა გაქებენ, და ფრიადი მიიღო კაცთაგან ქებაჲ და ღმრთისაგან სასყიდელი დღესა მას საშჯელისასა. ესევითარი უკუე სამკაული შევიმოსოთ, რაჲთა აქაცა კეთილად ვიყოფვოდით და მუნ საუკუნენი კეთილნი ვპოვნეთ, რომელთა ღირსმცა ვართ მიმთხუევად მადლითა და კაცთმოყუარებითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტჱსითა, რომლისა მიერ და რომლისა თანა მამასა ჰშუენის დიდებაჲ სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.
1 ესაია 40,6; 1 პეტ. 1,24. 2 შდრ. 1 ტიმ. 2,9-10.