მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

John 10:39

38. But if I do, though ye believe not me, believe the works: that ye may know, and believe, that the Father is in me, and I in him.39. Therefore they sought again to take him: but he escaped out of their hand,40. And went away again beyond Jordan into the place where John at first baptized; and there he abode.
John თავი 10
39. Therefore they sought again to take him: but he escaped out of their hand,
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ჲა
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ეძიებდეს კუალად შეპყრობად მისა, და განვიდა ჴელთაგან მათთა. და წიაღჴდა იორდანესა, ადგილსა მას, სადა ნათელსცემდა იოვანე პირველად, და დაადგრა მუნ. და მრავალნი მოვიდოდეს მისა და იტყოდეს, ვითარმედ: იოვანე სასწაული არაჲ ქმნა, ხოლო ყოველი, რომელი თქუა იოვანე ამისთჳს, ჭეშმარიტ არს. და მრავალთა ჰრწმენა მისი“ (10,39-42).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: რაჟამს მაღალი რაჲმე და ღმრთეებისა მისისა საქმჱ თქჳს, წარვიდის მიერ, რაჲთამცა დასცხრა გულისწყრომაჲ მათი, ვი-თარცა აწ ესერაცა ქმნა. ხოლო რაჲსათჳს თქუა სახელიცა ადგილისაჲ მახარებელმან? რაჲთა სცნა, ვითარმედ ამისთჳს წარვიდა მუნ, რაჲ-თამცა მოაჴსენნა მათ მუნ თქუმულნი იგი სიტყუანი იოვანესნი მისთჳს და წამებაჲ მისი. ამისთჳსცა მოეჴსენა, მი-რაჲ-ვიდეს მუნ და იტყოდეს, ვითარმედ: „იოვანე სასწაული არაჲ ქმნა, არამედ რაოდენიცა თქუა ამისთჳს, ჭეშმარიტ იყო“. ესრეთ უზეშთაეს არს ესე იოვანესა, რამეთუ მან სასწაული არაჲ ქმნა, და ესე იქმს, და კუალად იგი ამისთჳს წამებდა, და ამის მიერ მისიცა წამებაჲ ჭეშმარიტ იქმნა. „და მრავალთა ჰრწმენა მისი“, რამეთუ მოიჴსენებდეს სიტყუათა იოვანესთა, ვითარცა უძლიერეს თავისა თჳსისა სახელ-სდებდა მას და ნათლად და ცხორებად და ჭეშმარიტებად, და ჴმისათჳს ზეცით მოსრულისა და სულისა წმიდისა სახედ ტრედისა გამოჩინებისათჳს, რომელმან უჩუენა იგი ყოველთა, და სხუანი იგი სასწაულნი მისნი, რომელთა ჰხედვიდეს და განემტკიცებოდეს და იტყოდეს, ვითარმედ: უკუეთუ იოვანესი ჯერ-იყო რწმუნებაჲ თჳნიერ სასწაულთა, არა უფროჲსად ამისი ჯერ-არსა, რომელი...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის