თ ა რ გ მ ა ნ ი: და რაჲსათჳს არა ამხილა მოწაფესა მას, ვიდრე დედაკაცისადა არა ეთქუა მას სიტყუანი ესე, რომელთა იტყჳს მისთჳს მახარებელი, ვითარმედ: თჳსისა მპარვობისათჳს იტყოდა სიტყუათა მათ? არამედ ამისთჳს არა ჰრქუა უფალმან, რაჲთა ფრიადითა სულგრძელები-თა თჳსითა შეარცხჳნოს იგი. რამეთუ მან იცოდა იგი, ვითარმედ მიმცემელი არს, და ესე პირველითგანვე აუწყა, რაჟამს თქუა, ვითარმედ: „სიტყუაჲ ესე არა ყოველთა გრწამს“; და კუალად თქუა: „ერთი თქუენგანი ეშმაკი არს“, და ესრეთ გამოაჩინა, ვითარმედ იცის მისი მიმცემელობაჲ. ხოლო ცხადად არა ამხილა, არამედ მიუშუა, რაჲთა ნუუკუე მოდრკეს, ვითარ უკუე სხუაჲ მახარებელი იტყჳს, ვითარმედ: ყოველთა მოწაფე-თა თქუეს, და მანცა თქუა, ; გარნა სხუათა დაღაცათუ თქუეს, არა მით გულისსიტყჳთა თქუეს. ხოლო უკუეთუ გამო-ვინ-ეძიებდეს, თუ: ვითარ, რომელ მპარავი იყო, და უფალმან მას მიანდო...
John 12:7
6. This he said, not that he cared for the poor; but because he was a thief, and had the bag, and bare what was put therein.7. Then said Jesus, Let her alone: against the day of my burying hath she kept this.8. For the poor always ye have with you; but me ye have not always.
John თავი 12