📋 სარჩევი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „და ერთმან ვინმე მათგანმან, კაიაფა, რომელი იყო მღდელთმოძღუარი მის წელიწადისაჲ, ჰრქუა მათ: თქუენ არა იცით არცა ერთი, არცა განგიზრახავს, რამეთუ უმჯობეს არს ჩუენდა, რაჲთა ერთი კაცი მოკუდეს ერისათჳს, და არა ყოველი ნათესავი წარწყმდეს“ (11,49-50).
თ ა რ გ მ ა ნ ი: „დაინთქნეს წარმართნი განსახრწნელსა მას, რომელცა ქმნეს; მახითა მით, რომელ დაარწყეს, შეიპყრა ფერჴი მათი“.1 ესე ჰურიათა ზედა იქმნა, რამეთუ იგინი იტყოდეს მოკლვად იესუჲსა, რაჲთამცა არა მოვიდეს ჰრომნი და წარმოტყუენნეს იგინი და ქალაქი მათი. და ვინაჲთგან მოკლეს უფალი, რომლისათჳს მოკლეს იგი, მოიწია მათ ზედა; და საქმჱ იგი რომელი ქმნეს, რაჲთამცა განერნეს ტყუეობისაგან, მისთჳს ტყუე იქმნეს; და რომელი მოკლეს, იგი ცათა შინა არს, მეუფჱ ყოველ-თაჲ, ხოლო მკლველნი მისნი მკუდარ არიან გეჰენიასა შინა. და მათ არა ესე გულისხმა-ყვეს, არამედ ენება მოკლვაჲ მისი და იტყოდეს:
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მოვიდენ ჰრომნი და მიგჳღონ ადგილიცა ჩუენი და ნათესავიცა. და ერთმან ვინმე მათგანმან, კაიაფა, რომელი მღდელთმოძღუარი იყო მის წელიწადისაჲ, თქუა (რამეთუ ურცხჳნო იყო უფროჲს ყოველთაჲსა): თქუენ არა იცით არცა ერთი“ (11,48-49).
თ ა რ გ მ ა ნ ი: რომელსა იგინი განიზრახვიდეს და მიმოაგდებდეს და იტყოდეს: „რაჲ ვყოთ?“2 მან უკეთურებით და კადნიერებით თქუა:
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „თქუენ არა იცით არცა ერთი, არცა განგიზრახავს, ვითარმედ უმჯობეს არს ჩუენდა, რაჲთა ერთი კაცი მოკუდეს ერისათჳს, და არა ყოველი ნათესავი წარწყმდეს. ხოლო ესე თავით თჳსით არა თქუა, არამედ წინაჲსწარმეტყუელა, რამეთუ მღდელთმოძღუარი იყო“ (11,49-51).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ჰხედავა, რაზომი არს ძალი იგი მღდელთმოძღურებისაჲ? რამეთუ ვინაჲთგან პატივი იგი მღდელთმოძღურებისაჲ მიეღო, რომელი-იგი უღირს იყო მის საქმისაჲ, არამედ წინაჲსწარმეტყუელავე, და არა იცოდა, რასა იტყოდა, რამეთუ პირი ოდენ იჴმარა მადლმან მან წინაჲსწარმეტყუელებად, ხოლო შეგინებულსა მას გულსა არა მიეახლა, რამეთუ სხუათაცა მრავალთა თქუეს მომავალი უღირსთა, ვითარცა ნაბუქოდონოსორ და ბალამ და ფარაო, და ყოველთაჲვე მიზეზი საცნაურ იყო. ხოლო სიტყუაჲ ესე, რომელსა იტყჳს, ესევითარი არს, ვითარმედ: თქუენ ჯერეთ უდებ ხართ საქმისა ამის მიმართ და ვითარცა უნდოსა რასმე ჰხედავთ მას და არა იცით, რაჲთა ჯერ-არს, ერთი ყოველთათჳს მოკუდეს. იხილე, ვითარი არს ძალი სულისაჲ, რამეთუ გონებისაგან უკე-
1 ფსალმ. 9,16. 2 იოან. 11,47.
თურისა გამოიხუნა სიტყუანი, წინაჲსწარმეტყუელებითა საკჳრველითა სავსენი. ხოლო რაჲ არს სიტყუაჲ ესე, ვითარმედ: „მღდელთმოძღუარი იყო მის წელიწადისაჲ“? რამეთუ სხუათა საქმეთა თანა იგიცა წესი დაე-ჴსნა ჰურიათა, რამეთუ არღარა მღდელობდეს ყოველთა დღეთა ცხორებისა მათისათა, არამედ წელიწდეულად, და ამისთჳს იქმნეს სყიდით მღდელთმოძღურებანი, გარნა ამას ყოველსა ზედა ჯერეთ მადლი იყო მათ ზედა სულისა წმიდისაჲ მცირედრე. ვინაჲთგან უკუე განჰმარტნეს ჴელნი მათნი ქრისტეს ზედა, მაშინ სრულიად დაუტევნა იგინი და მივიდა მოციქულთა მიმართ. და ესე გამოაჩინა განპებამან მან კრეტსაბმელისამან და სიტყუამან ქრისტესმან, რომელ თქუა: „აჰა ესერა დაუტევნეთ სახლნი თქუენნი ოჴრად“;1 და კუალად იოსიპოსცა, რომელი შემდგომად ქრისტესა მცირედისა ჟამისა იყო, თქუა ანგელოსთა მათთჳს, რომელნი იყვნეს მათ თანა, და დაუტევნეს იგინი, რამეთუ ვიდრემდის ვენაჴი იგი დგა, ყოველივე იქმნებოდა, ხოლო რაჟამს მკჳდრი იგი ვენაჴისაჲ მოკლეს, მიერითგან წარწყმდეს იგინი. და ვითარცა სამოსელი ბრწყინვალჱ მონისაგან განდგომილისა, ესრეთ აღსძარცუა ქრისტემან მადლი თჳსი ჰურიათაგან და შეჰმოსა წარმართთაგანთა მათ ერთგულთა მონათა თჳსთა და იგინი დაუტევნა შიშულად და ობლად. ხოლო ესეცა არა მცირე იყო, რამეთუ მტერი წინაჲსწარმეტყუელებდა ესევითართა წინაჲსწარმეტყუელებათა, რამეთუ გონებით სხუასა სახესა ზედა იყო და წინააღმდგომი მისისა ნებისაჲ იქმნა, რამეთუ ვინაჲთგან იგი მოკუდა, ამისთჳს საუკუნოჲსა საშჯელისაგან განთავისუფლდეს მორწმუნენი. და ვითარცა წერილ არს, შემოკრიბნა შორიელნი და მახლობელნი და ყოველნი ერთგუამ-ყვნა,2 და აწ მჯდომარესა ჰრომს შინა ჰინდოეთს მყოფნი იგი მორწმუნენი ასოდ თჳსად შეურაცხიან. რაჲ არს ამის ერთობისა უზეშთაეს? და ყოველთა თავ ქრისტე არს.3
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და მიერითგან განიზრახეს ჰურიათა მოკლვაჲ მისი“ (11,53).
თ ა რ გ მ ა ნ ი: და იგინი პირველითგან ეძიებდეს მას მოკლვად, ვი-თარცა თქუმულ არს, ვითარმედ: „ეძიებდეს მას მოკლვად“,4 არამედ მა-შინ ოდენ ეძიებდეს, ხოლო აწ დაამტკიცეს გულისსიტყუაჲ მათი და იწყეს ჴელ-ყოფად საქმისა მის.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ხოლო იესუ არღარა განცხადებულად ვიდოდა ჰურიასტანს“ (11,54).
თ ა რ გ მ ა ნ ი: კუალად კაცობრივ იმალვის, ხოლო მიზეზი მითქუამს მრავალგზის, რაჲსათჳს წარვიდის.
1 მათ. 23,38; ლუკ. 13,35. 2 შდრ. ეფეს. 2,13-18; რომ. 12,5. 3 შდრ. ეფეს. 2,20. 4 იოან. 5,18; 7,1.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და იქცეოდა მახლობელად უდაბნოსა, ქალაქსა, რომელსა სახელი ერქუა ეფრაიმ, და მუნ იქცეოდა მოწაფეთა თჳსთა თანა“ (11,54).
თ ა რ გ მ ა ნ ი: რასა ჰგონებთ, არამცა შეშფოთნებოდაა გონებაჲ მოწაფეთაჲ, რაჟამს ჰხედვიდეს მას, რომელ კაცობრივ იმალვოდა? ხოლო არავინ შეუდგა მას, რამეთუ დღესასწაული ახლოს იყო, და ყოველნი ჰურიასტანად მივიდოდეს. და რაჟამს ყოველნი იხარებდეს და დღესასწაულობდეს, იგინი იმალვოდეს და შიშსა შინა იყვნეს, გარნა ამას ყოველსა ზედა და-ვე-ადგრეს, რამეთუ გალილეასცა რაჟამს პასექი იყო და რაჟამს კარვობაჲ იყო, კუალად იმალვოდეს. და კუალად შემდგომად მისა, რაჟამს დღესასწაული იყო, სივლტოლაჲ და დამალვაჲ მოძღურისა მათისა თანა მათთჳს სიხარული იყო. და ამისთჳს იტყჳს ლუკა, ვი-თარმედ: ჰრქუა მათ იესუ: „თქუენ ხართ, რომელნი დაადგერით ჩემ თანა განსაცდელთა შინა ჩემთა“,1 და მე დავადგერ თქუენ თანა განსაცდელთა შინა. ხოლო ამას იტყოდა, რაჲთამცა უჩუენა, ვითარმედ მისისა ძალისა მიერ განძლიერდებიან.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და აღვიდეს მრავალნი იერუსალჱმდ სოფლებისაგან უწინარეს პასექისა, რაჲთა განიწმიდნენ თავნი თჳსნი. და მცნებაჲ მიეცა მღდელთმოძღუართა და ფარისეველთა, რაჲთა უკუეთუ ვინ აგრძნეს, სადა არს, აუწყოს მათ, რაჲთა შეიპყრან იგი“ (11,55,57).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ეჰა განწმედაჲ იგი, რომელსა იქმოდეს გულისსიტყჳთა მკლველობისაჲთა და ჴელითა შებღალულითა სისხლისა მიერ!
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და იტყოდეს ურთიერთას: ვითარ ჰგონებთ თქუენ, არა-მე მოვიდესა დღესასწაულსა ამას?“ (11,56).
თ ა რ გ მ ა ნ ი: პასექისა მიერ ენება ბოროტისა ქმნად და ჟამსა მას დღესასწაულისასა ჰყოფდეს ჟამად ქრისტეს მოკლვისა. ჵ უშჯულოებაჲ იგი! რომელ რაჟამს ფრიადი კრძალულებაჲ ჯერ-იყო და შეცოდებულთაცა შენდობაჲ, მაშინ შეუცოდებელისაჲ მის ენება მოკლვაჲ, რომელთა სხუასაცა ჟამსა ისწრაფეს ქმნად ამის საქმისა, და არა თუ ოდენ ვერ შეუძლეს შეპყრობად, არამედ საკიცხელცა იქმნნეს. ამისთჳს ზედაჲსზედა განერების ჴელთაგან მათთა და შეუძლებელ-ჰყოფს მათ შეხებად მისა, რაჲთამცა ესრეთ ჩინებითა ძალისა მისისაჲთა ლმობიერ-ყვნა იგინი, რაჲთა ოდეს შეიპყრან იგი, ცნან, ვითარმედ არა მათისა ძალისაგან იყო, არამედ მისისა მიშუებისაგან საქმჱ იგი, რამეთუ მაშინცა ვერ უძლეს შეპყრობად, დაღაცათუ ახლოს იყო ბეთანიაჲ,2 და მაშინცა, ოდეს შეიპყრეს, დასცნა იგინი პირსა ზედა.3
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ხოლო უწინარეს ექუსისა დღისა პასექისა მოვიდა ბეთანიად, სადა-იგი იყო ლაზარე, რომელი აღადგინა მკუდრეთით. და
1 ლუკ. 22,28. 2 შდრ. იოან. 11,18. 3 შდრ. იოან. 18,6.
მართა ჰმსახურებდა, ხოლო ლაზარე იყო მის თანა მეინაჴეთაგანი“ (12,1-2).
თ ა რ გ მ ა ნ ი: და ესე ჭეშმარიტისა აღდგომისა სასწაული არს, რომელ შემდგომად მრავალთა დღეთა ცხოველ იყო და ჭამდა, რამეთუ სახლსა შინა მისსა იყო სერი იგი, რამეთუ ვითარცა მეგობარნი საყუარელნი შეიწყნარებდეს ქრისტესა.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ხოლო მარიამ მოიღო ლიტრაჲ ერთი ნელსაცხებელი ნარდისა სარწმუნოჲსაჲ და სცხო ფერჴთა იესუჲსთა და თმითა თჳსითა წარჰჴოცნა“ (12,3).
თ ა რ გ მ ა ნ ი: აჰა ესერა შეუვრდა მას არა ვითარცა კაცსა, არამედ ვითარცა ღმერთსა, რამეთუ ნელსაცხებელი ამისთჳს დაასხა და თმითა თჳსითა წარჰჴოცნა, რომელ-ესე სასწაული არს, რამეთუ არა ესრეთ ჰხედვიდა, ვითარცა სხუანი; ხოლო იუდა შეჰრისხნა, ვითარცა სახითა კრძალულებისაჲთა,1 ხოლო ქრისტემან მიუგო:
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „საქმჱ კეთილი ქმნა დასაფლავად ჩემდა“ (12,7).
თ ა რ გ მ ა ნ ი: და რაჲსათჳს არა ამხილა მოწაფესა მას, ვიდრე დედაკაცისადა არა ეთქუა მას სიტყუანი ესე, რომელთა იტყჳს მისთჳს მახარებელი, ვითარმედ: თჳსისა მპარვობისათჳს იტყოდა სიტყუათა მათ?2 არამედ ამისთჳს არა ჰრქუა უფალმან, რაჲთა ფრიადითა სულგრძელები-თა თჳსითა შეარცხჳნოს იგი. რამეთუ მან იცოდა იგი, ვითარმედ მიმცემელი არს, და ესე პირველითგანვე აუწყა, რაჟამს თქუა, ვითარმედ: „სიტყუაჲ ესე არა ყოველთა გრწამს“;3 და კუალად თქუა: „ერთი თქუენგანი ეშმაკი არს“,4 და ესრეთ გამოაჩინა, ვითარმედ იცის მისი მიმცემელობაჲ. ხოლო ცხადად არა ამხილა, არამედ მიუშუა, რაჲთა ნუუკუე მოდრკეს, ვითარ უკუე სხუაჲ მახარებელი იტყჳს, ვითარმედ: ყოველთა მოწაფე-თა თქუეს, და მანცა თქუა,5 გარნა სხუათა დაღაცათუ თქუეს, არა მით გულისსიტყჳთა თქუეს. ხოლო უკუეთუ გამო-ვინ-ეძიებდეს, თუ: ვითარ, რომელ მპარავი იყო, და უფალმან მას მიანდო გუადრუცი იგი გლახაკ-თაჲ, რაჲთა მას აქუნდეს,6 ვინაჲთგან ვეცხლისმოყუარე იყო? ხოლო ჩუენ ამის საქმისათჳს ამას ვიტყჳთ, ვითარმედ: დაფარული ამისი მიზეზი ღმერთმან უწყის. უკუეთუ კულა ჩუენცა ვიტყოდით, რომელსა ვჰგონებთ, ამას ვიტყჳთ, ვითარმედ: რაჲთა მოუწყჳდოს მიზეზი მისი ყოველივე, რამეთუ მან რაჲ-იგი ქმნა, ვეცხლისმოყუარებით ქმნა, და აქუნდა გუადრუცისა მისგან ნუგეშინის-ცემაჲ გულისთქუმისა მის მისისაჲ. და ამისთჳს ქრისტე არას ამხილებდა მპარვობასა, რომელმან-იგი ყოველივე იცოდა, რამეთუ ენება, რაჲთამცა არა ჰმძლავრობდა მას გულისთქუმაჲ იგი, და რაჲთამცა ყოველივე მიზეზი მოუწყჳდა, არამედ ესე ოდენ თქუა:
1 შდრ. იოან. 12,4-6. 2 შდრ. იოან.12,6. 3 შდრ. იოან. 6,64. 4 იოან. 6,70. 5 შდრ. მათ. 26,8-9; მარკ. 14,4-5. 6 შდრ. იოან. 12,6; 13,29.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „უტევეთ ეგე, რომელ დღედ დაფლვისა ჩემისა ქმნა ესე“ (12,7).
თ ა რ გ მ ა ნ ი: კუალად მოაჴსენა მიმცემელსა მას, დაფლვაჲ რაჲ თქუა, არამედ არა შეეხებოდა მას მხილებაჲ, ვერცა მოდრიკა გული მისი სიტყუამან მან, რომელი ფრიად ლმობიერმყოფელი იყო, ვითარმცა იტყოდა, ვითარმედ: სამძიმარად გიჩნ მე, არამედ მელოდე მცირედ, და წარვიდე. რამეთუ ამისთჳს თქუა, ვითარმედ: „მე არა მარადის თქუენ თანა ვარ“1 (12,8), გარნა ვერარამან ამათგანმან მოდრიკა ულმობელი იგი და მჴეცისსახჱ გონებაჲ, დაღაცათუ ამისა ფრიად უმრავლჱსი ჰრქუა და ქმნა, და ფერჴნი დაჰბანნა ღამესა მას, და ტაბლასა თჳსსა დაჯდომად ღირს-ყო და პური მისცა, რომელ-ესე ყოველი სულსაცა მჴეცთასა შემძლებელ არს მოდრეკად, და სიტყუანი ჰრქუნა შემძლებელნი ქვისაცა მოლბობად, და ყოველი იგი არა თუ უწინარეს მრავლისა ჟამისა ქმნა, რაჲთამცა დაჰვიწყებოდა, არამედ მას ღამესა, რომელსა მისცემდა, გარნა მან იგი ყოველი შეურაცხ-ყო.
სწავლაჲ ჲე ვეცხლისმოყუარებისათჳს
რამეთუ ბოროტ არს ვეცხლისმოყუარებაჲ, ბოროტ, და თუალთა და ყურთა დაუყოფს და მჴეცისა უფიცხჱს ჰყოფს კაცსა, არცა გონებისა მხილებასა, არცა მეგობრებისა, არცა თჳსისა სულისა ცხორებასა უტევებს გულისხმის-ყოფად, არამედ ვინაჲთგან სძლიოს კაცსა, მიერითგან სრულიად დაიმონებს მას, ვითარცა მძლავრი ბოროტი. და უბოროტესი ესე არს, რომელ დაარწმუნებს, რაჲთა მადლიერცა მისა იყვნენ, და რაზომცა ჰმონებდენ მას, ესეოდენცა აღორძნდების გულისთქუმაჲ მათი, და ესრეთ უკურნებელ იქმნების სენი იგი და მჴეცი იგი - უბრძოლელ. ამან გეეზი განაკეთროვნა;2 ამან ანანია და საფირა წარწყმიდნა;3 ამან იუდა ქრისტეს მიმცემელ ყო; ამან ჰურიათა მთავარნი დაანთქნა, რომელნი მიიღებდეს ქრთამსა და ზიარ მპარავთა იქმნებოდეს; ამან აღავსნა სისხლითა გზანი და გლოვითა და გოდებითა - ქუეყანანი; ამან შეაგინნა მრავალნი და ტაბლები ბილწებისაჲ დააგო და სანოვაგები უშჯულოებისაჲ. ამისთჳს „კერპთმსახურებად“ უწოდა მას პავლე.4 ხოლო ვითარ არს კერპთმსახურებაჲ? ესრეთ, რამეთუ რომელთამე აქუს საფასჱ და შეხებად მისა ვერ იკადრებენ, არამედ შვილითი შვილად ჰმარხვენ მიუახლებელად, ვი-თარცა სიწმიდესა რასმე, რომელსა ვერ იკადრებნ კაცი მიახლებად, და
1 მათ. 26,11; მარკ. 14,7. 2 4 მეფ. 5,27. 3 საქმე 5,1-10. 4 შდრ. ეფეს. 5,5; კოლ. 3,5.
უკუეთუ ოდესმე აიძულნენ მიახლებად მათა, ესრეთ შეურაცხიეს, თუ ბოროტი რაჲმე ქმნეს; და ვითარცა კერპთა, ეგრეთ დაჰმარხვენ საფასე-თა, შეწყუდეულთა შინაგან კართა და მოქლონთა, და ტაძრისა წილ აქუს მათ კიდობნები და დაჰმარხვენ ჭურჭელთა შინა ვეცხლისათა.
რასა იტყჳთ, ვეცხლისმოყუარენო? არა თაყუანის-სცემთა ოქროსა მას, ვითარცა კერპსა? რამეთუ დაღაცათუ არა თაყუანის-სცემთ, არამედ ყოვლით კერძო პატივ-სცემთ მას; და კუალად კერპთმსახურსა ურჩევიეს სულისა თჳსისა აღმოსლვაჲ, ვიდრე კერპისა თჳსისა წარგებაჲ, და ვეცხლისმოყუარენიცა ეგრეთვე არიან. ხოლო ამას თუ იტყჳ შენ, კაცო, ვითარმედ: არა თაყუანის-ვსცემ მე ოქროსა, არცა იგი კერპსა მას თაყუანის-სცემს, არამედ მას შინა დამკჳდრებულსა ეშმაკსა, და ეგრეთვე შენ, დაღაცათუ ოქროსა მას არა თაყუანის-სცემ, არამედ ეშმაკსა მას თაყუანის-სცემ, რომელი ოქროჲსა მისგან და გულისთქუმისა მისისაგან სულსა შინა შენსა შემოვალს, რომელი ყოვლისა ეშმაკისა უბოროტჱს არს, - გულისთქუმაჲ ვეცხლისმოყუარებისაჲ, - რომელი გასწავლის ყოველსა ბოროტსა და გეტყჳს მარადის: მბრძოლ ექმენ ყოველთა და მტერ უცნაურ ექმენ ბუნებასა, შეურაცხ-ყავ ღმერთი, შეწირე თავი შენი ჩემდა. და კერპთა ცხოვარსა და ზროხასა შესწირვენ, ხოლო ვეცხლისმოყუარებაჲ იტყჳს: შეწირე სული შენი ჩემდა, და ისმენ მისსა?
ჰხედავა, ვითარნი ბუნებანი ჰქონან? ვითართა შესაწირავთა ეძიებს? „სასუფეველსა ცათასა ვერ დაიმკჳდრებენ ანგაჰრნი“,1 და არავე ეშინის. და ესე გულისთქუმაჲ უუძლურჱს არს ყოველთა გულისთქუმა-თასა, რამეთუ არა ბუნებით დანერგულ არს, თუ არა, პირველითგანმცა იყო. ხოლო აწ ვხედავთ, რამეთუ პირველითგან ოქროჲ არა იყო, არცა ვის უყუარდა ოქროჲ, არამედ ამის მიერ შემოვიდა ბოროტი ესე, რომელ თითოეულმან მეორისა შურითა იწყო უმეტესისა მოგებად, და ესრეთ განეფინა სენი ესე; რამეთუ რაჟამს იხილნენ ბრწყინვალენი ტაძარნი და უბანთა სიმრავლენი და ჭურჭელნი ვეცხლისანი და სხუაჲ ყოველივე სიმდიდრჱ, მეყსეულად ყოველსავე მოსწრაფებასა იქმან, რაჲთა მათ წარჰჴდენ, და ესრეთ იქმნებიან პირველნი მიზეზ შემდგომთა. გარნა არცა ესრეთ აქუს ვეცხლისმოყუარეთა სიტყუაჲ წინაშე ღმრთისა, რამეთუ მრავალნი არიან უპოვარნი ქალაქთაცა შინა და უდაბნოთა. გარნა და-ღაცათუ უპოვარებაჲ ვერ ძალ-გიც, არამედ უცხოთა მონაგებთა ნუ მოიტაცებთ, რამეთუ სახენი ამის საქმისანი მრავალნი არიან, რომელნი არა იტაცებენ, არამედ სამართალითა მოგებული აქუს და მისგან ჰყოფენ მოწყალებასა. რად არა უკუე მათ ვეშურებით და ვჰბაძავთ?
1 შდრ. 1 კორ. 6,9; ეფეს. 5,5.
მოვიჴსენნეთ პირველ ჩუენსა ყოფილნი კაცნი. არა ცალიერნი დგანანა ტაძარნი და აგარაკნი მათნი? და ოდენ სახელი მათი ეწოდების, ვი-თარმედ: მისი ვისიმე სახლი და მისი ვისიმე სოფელი. არა სულთ-ვითქუნეთა, ვიხილოთ რაჲ, თუ რაზომნი შრომანი თავს-ისხნა, რაზომნი ტაცებანი მოიტაცნა მას ზედა, და აწ არღარასადა ჩანს, არამედ მისთა მონაგებთა შინა იშუებენ სხუანი, რომელთასა არა ჰგონებდა? და ნუუკუე მტერნიცა მისნი იყვნენ მას შინა, და იგი ბოროტითა სიკუდილითა მომკუდარ არნ? და ესევე ჩუენ წინაგჳც, რამეთუ უეჭუელად მოკუდომად ვართ, უეჭუელად იგივე აღსასრული მოსლვად არს ჩუენ ზედა. რამეთუ რაზომნი მტერობანი სხუათანი ქმნნეს მაშენებელთა მათ ამათ ტაძართასა, რაოდენნი მოხუეჭანი, რაოდენნი წარსაგებელნი, და რაჲ იქმნა მის ყოვლისაგან სარგებელი? სატანჯველი საუკუნოჲ და არცა ერთისა ნუგეშინის-ცემისა პოვნაჲ, და აქაცა აწ ყოველნი უზრახვენ ძჳრსა. ანუ მრავალთა კაცთა ჴელმწიფეთა ხატები გამოწერილები სახლთა შინა მათთა რაჟამს ვიხილოთ, არა უფროჲსად ვიგლოვთა? ჭეშმარიტად კეთილად თქუა წინაჲსწარმეტყუელმან, ვითარმედ: „ამაოდ შურების ყოველი კაცი“,1 რამეთუ ჭეშმარიტად ამაოება არს ესევითართა საქმეთა ზედა მოსწრაფებაჲ. არამედ სავანეთა მათ და საყოფელთა ზეცისათა ესე არა არს, რამეთუ აქა სხუაჲ შურის, და სხუაჲ განისუენებნ მას შინა, ხოლო მუნ თითოეული თჳსსა ზედა ნაშრომსა უფალ არს, და მრავალწილად მიიღოს მისაგებელი. მას მოსაგებელსა ვეძიებდეთ, მუნ ვიშენოთ სახლები, რაჲთა განვისუენოთ ქრისტეს იესუჲსა მიერ, უფლისა ჩუენისა, რომლისაჲ არს დიდებაჲ და სიმტკიცჱ თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.
1 შდრ. ფსალმ. 38,6-7.