თ ა რ გ მ ა ნ ი: და სახჱ ამის საქმისაჲ შემარცხუენელი არს, არამედ მან არცა ტაბლისა მისგან შეიკდიმა, რამეთუ პურსა მას ეზიარა, რომელმან-იგი ჴელთაგან თავადისათა მიიღო პური იგი. და ვინმცა არა ლმობიერქმნილ იყო ამას ზედა? არამედ იგი არა იქმნა ლმობიერ. ამისთჳს ეშმაკი მაშინღა შევიდა ჴელმწიფებით მის თანა, რაჟამს იხილა ურცხჳნელობაჲ და კადნიერებაჲ მისი. რამეთუ ვიდრემდის კრებულისა მისგან იყო, ვერ იკადრებდა ზედამისლვად, არამედ გარეთ მოუჴდებოდა და ჰბრძოდა, და ვინაჲთგან უკუე საცნაურ იქმნა და განეჩინა, მაშინ შევიდა მის თანა სრულიად, რამეთუ არცა ჯერ-იყო, რაჲთამცა ესრეთ მოუდრეკელი იგი იყო მის თანა. ამისთჳს განყო იგი და რაჟამს განყო, მაშინ მიიღო იგი ეშმაკმან, და მეყსეულად დაუტევნა იგინი იუდა და განვიდა მათგან ღამით.
John 13:26
25. He then lying on Jesus' breast saith unto him, Lord, who is it?26. Jesus answered, He it is, to whom I shall give a sop, when I have dipped it. And when he had dipped the sop, he gave it to Judas Iscariot, the son of Simon.27. And after the sop Satan entered into him. Then said Jesus unto him, That thou doest, do quickly.
John თავი 13