მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ობ

წმინდა იოანე ოქროპირი

📋 სარჩევი

ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „ამენ, ამენ გეტყჳ თქუენ: უკუეთუ ვინმე შეიწყნაროს, რომელი მე მივავლინო, მან მე შემიწყნაროს, და რომელმან მე შემიწყნაროს, შეიწყნაროს მომავლინებელი ჩემი“ (13,20).

თ ა რ გ მ ა ნ ი: დიდ არს მონათა ღმრთისათა მსახურებისა და განსუენებისა სასყიდელი, რამეთუ იტყჳს, ვითარმედ: „რომელმან თქუენ შეგიწყნარნეს, მან მე შემიწყნარა, და რომელმან მე შემიწყნაროს, შეიწყნაროს მომავლინებელი ჩემი“. ხოლო რაჲმცა სწორ იყო ქრისტჱს და მამისა მისისა შეწყნარებისა? ხოლო რაჲსათჳს, რომელ თქუა რაჲ, ვითარმედ: „უკუეთუ იცით, ნეტარ ხართ, უკუეთუ ჰყოფთ ამას“,1 და მეყსეულად შეუდგინა ესე, ვითარმედ: „რომელმან თქუენ შეგიწყნარნეს, მან მე შემიწყნაროს“?

გარნა ამისთჳს ქმნა ესე, რამეთუ ვინაჲთგან ეგულებოდა განსლვაჲ სოფლად და თავს-დებაჲ მრავალთა ჭირთაჲ, ამისთჳს ორითა სახითა ნუგეშინის-სცემს: ერთად, რომელ ეტყჳს, ვითარმედ: უკუეთუ მე გაჴსოვდე და იჴსენებდეთ ყოველსა, რომელი მე თავს-ვიდევ, ყოველივე ადვილად თავს-იდვათ; და კუალად მეორედ, რამეთუ მათთა შემწყნარებელთა ესევითარი სასყიდელი აღუთქუა. და ორივე იგი მით მოასწავა, რომელ თქუა, ვითარმედ: „ნეტარ ხართ, უკუეთუ ამას ჰყოფდეთ“, ხოლო მეორედ თქუა, ვითარმედ: „რომელმან თქუენ შეგიწყნარნეს, მან მე შემიწყნაროს“, რაჲთა ესრეთ ორკერძოვე აქუნდეს ნუგეშინის-ცემაჲ. ხოლო ვითარცა-ესე ამცნო ორივე, ვითარცა ქადაგთა ყოვლისა სოფლისათა, მერმე იგონებდა, ვითარ ამათ ორთაგანვე მიმცემელი იგი გამო-ჴუებულ არს, და არცა მოთმინებისა გჳრგჳნი აქუს, არცა შეწყნარებულ იქმნეს ვიეთგანმე. ამისთჳს შეშფოთნა, რომლისათჳს მახარებელი გამოაჩინებს, ვითარმედ მისთჳს შეშფოთნა, რამეთუ იტყჳს:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ესე თქუა იესუ და შეძრწუნდა სულითა და წამა და თქუა: ერთმან თქუენგანმან მიმცეს მე“ (13,21).

თ ა რ გ მ ა ნ ი: კუალად ყოველთა ზედა მოაწია შიში იგი, რამეთუ არა თქუა სახელით, ხოლო მათ დაღაცათუ არარაჲ იცოდეს ბოროტი თავთა თჳსთა თანა, არამედ ქრისტეს ბრძანებაჲ უსარწმუნოეს თჳსისა გულისსიტყჳსა აქუნდა, ამისთჳსცა ურთიერთას ჰხედვიდეს. ხოლო რაჲ არს ესე, რამეთუ: ყოველნი ურთიერთას ჰხედვიდეს, და ყოველთა უმჴურვალჱსი პეტრე იოვანეს წამ-უყოფდა?2 რამეთუ ვინაჲთგან შეჰრისხნა უფალმან, და კუალად დაბანად არა უტევებდა და დაეყენა ნებისაგან თჳსისა, და მარადის ჩანს, რამეთუ მჴურვალებისაგან წარემართების და დაეყენების, და ამისთჳს ეშინოდა და არცა თქუა და არცა დადუმნა, არამედ იოვანჱს

1 იოან. 13,17. 2 შდრ. იოან. 13,22,24.

შუამდგომელობითა ენება ცნობად. ხოლო ესე ნუუკუე გამოიძიოს ვინ, ვი-თარმედ რაჲსათჳს, რამეთუ რაჟამს-იგი ყოველთა ეშინოდა და შეურვებულ იყვნეს, და თავი იგი მოწაფეთაჲ პეტრე ძრწოდა, მაშინ იოვანე, ვითარცა საშუებელსა, „მიყრდნობილ იყო წიაღთა იესუჲსთა“ (13,23), და არა ესე ოდენ, არამედ მკერდსაცა მიეყრდნობოდა და მოეხუეოდა?1 და კუალად ესეცა არს საძიებელ, თუ ვითარ, რომელ თავისა თჳსისათჳს იტყჳს, ვი-თარმედ: „რომელი უყუარდა იესუს“ (13,23)? და არავინ თქუა ესე სხუა-თა მახარებელთაგანმან მისთჳს, რამეთუ უყუარდეს ყოველნი უფალსა, ხოლო ესე უმეტეს ყოველთასა უყუარდა. ხოლო უკუეთუ სხუასა არავის უთქუამს ესე მისთჳს, არამედ თჳთ იტყჳს, ნუ გიკჳრს, რამეთუ ამას იქმს პავლეცა თჳსსა ჟამსა, რაჟამს ესრეთ ჯერ-იყოს, ვითარცა იტყჳს, ვითარმედ: „ვიცი კაცი უწინარეს ათოთხმეტისა წლისა“,2 და სხუათაცა უკუე მახარებელთა არამცირედ წარმოთქუეს მისთჳს შესხმაჲ. ანუ მცირე გგონიესა, რომელ იტყჳან, ვითარმედ: „ჰრქუა: შემომიდეგ მე. და მეყსეულად დაუტევა მამაჲ თჳსი და ყოველივე და შეუდგა მას“?3 და პეტრეს თანა აღვიდა მხოლოჲ იაკობითურთ თაბორს,4 და კუალად სხუასა ადგილსა სახლად იგი ოდენ შეიყვანა. და რაჟამს წარვიდა ლოცვად, იგინი განიყვანნა მის თანა.5 ანუ ამან მცირედი შესხმაჲ წარმოთქუა პეტრესი, რომელსა იტყჳს, ვითარმედ: „ჰრქუა ქრისტემან, ვითარმედ: პეტრე, გიყუარა?“6 და ყოველსა ადგილსა აჩუენებს ფრიადსა სიმჴურვალესა მისსა, და ვითარ თჳსებით იყო იოვანეს მიმართ, რაჟამს თქუა, ვითარმედ: „უფალო, ამისთჳს რაჲ სთქუ?“7 ფრიადისა სიყუარულისაგან იტყოდა. ხოლო უკუეთუმცა არა ჯერ-იყო და არამცა ამას ადგილსა მოსრულ იყო, არცამცა ამას ეთქუა ესე, რამეთუ თქუა რაჲ, ვითარმედ: „პეტრე წამ-უყვნა იოვანეს“,8 უკუეთუმცა სხუაჲ არარაჲ ეთქუა, ფრიადსა საძიებელსა მოგუცემდა, რაჲთა ვეძიებდეთ მიზეზსა. ამისთჳს იტყჳს, ვითარმედ: „მიყრდნობილ იყო წიაღთა იესუჲსთა“. ანუ სიტყჳსა ამის მიერ მცირედსა საქმესა გულისხმა-ჰყოფა, რაჟამს გესმეს, ვითარმედ ესევითარსა კადნიერებასა მისცემდა იესუ მოწაფეთა თჳსთა? ხოლო უკუეთუ მიზეზსა ეძიებდე ამის საქმისასა, - საყუარელ იყო, რამეთუ იტყჳს: „რომელი უყუარდა იესუს“. ხოლო მე ვჰგონებ, ვითარმედ სხჳსაცა მიზეზისათჳს იქმს ამას: რაჲთამცა გამოაჩინა თავი თჳსი უცხოდ საქმისა მისგან ბოროტისა მიცემისა მისისა. ამისთჳს მიეყრდნების და იტყჳს მინდობით.

ხოლო რაჲსათჳს მიეყრდნა მკერდსა? ერთად, რამეთუ ჯერეთ არა იცოდეს, ვითარცა ჯერ-იყო, და ვითარცა შემდგომად ცნეს, თუ ვინ არს, ანუ ვითარ, და მეორედ, რამეთუ მწუხარებასა მისსა ნუგეშინის-

1 შდრ. იოან. 13,25; 21,20. 2 2 კორ. 12,2. 3 შდრ. მათ. 4,21-22; მარკ. 1,19-20. 4 შდრ. მათ. 17,1; მარკ. 9,2; ლუკ. 9,28. 5 შდრ. მათ. 26,37; მარკ. 14,33. 6 შდრ. იოან. 21,15-17. 7 იოან. 21,21. 8 იოან. 13,24.

სცემდა უფალი, რამეთუ შეცვალებულ იყვნეს პირნი მათნი და სულნი შეშფოთებულ. და ამისთჳს უმეტესად შეიტკბობს იესუ და ნუგეშინისსცემს სიტყჳთ და საქმით. და იხილე ამისი უტყუველობაჲ და სიწრფოებაჲ: არა იტყჳს სახელსა, არამედ: „რომელი უყუარდაო“, ვითარცა ნეტარი პავლე იტყჳს, ვითარმედ: „ვიცი კაცი უწინარეს ათოთხმეტისა წლისა“. ხოლო რაჟამს ჰკითხა ნეტარმან მან,1 მაშინღა ოდენ გამოაცხადა იგი უფალმან, და მაშინცა არა სახელის-დებით, არამედ ესრეთ ჰრქუა:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „იგი არს, რომელსა მე დავაწო პური და მივსცე“ (13,26). თ ა რ გ მ ა ნ ი: და სახჱ ამის საქმისაჲ შემარცხუენელი არს, არამედ მან არცა ტაბლისა მისგან შეიკდიმა, რამეთუ პურსა მას ეზიარა, რომელმან-იგი ჴელთაგან თავადისათა მიიღო პური იგი. და ვინმცა არა ლმობიერქმნილ იყო ამას ზედა? არამედ იგი არა იქმნა ლმობიერ. ამისთჳს ეშმაკი მაშინღა შევიდა ჴელმწიფებით მის თანა, რაჟამს იხილა ურცხჳნელობაჲ და კადნიერებაჲ მისი. რამეთუ ვიდრემდის კრებულისა მისგან იყო, ვერ იკადრებდა ზედამისლვად, არამედ გარეთ მოუჴდებოდა და ჰბრძოდა, და ვინაჲთგან უკუე საცნაურ იქმნა და განეჩინა, მაშინ შევიდა მის თანა სრულიად, რამეთუ არცა ჯერ-იყო, რაჲთამცა ესრეთ მოუდრეკელი იგი იყო მის თანა. ამისთჳს განყო იგი და რაჟამს განყო, მაშინ მიიღო იგი ეშმაკმან, და მეყსეულად დაუტევნა იგინი იუდა და განვიდა მათგან ღამით.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ჰრქუა მას იესუ: მოყუასო, რომელი გეგულების საქმედ, ყავ ადრე! ესე არავინ ცნა მეინაჴეთაგანმან“ (13,27-28).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ეჰა უგულისხმოებაჲ! ვითარ არა მოდრკა, არცა ჰრცხუენა, არამედ უუკეთურეს იქმნა და განვიდა. ხოლო სიტყუაჲ ესე, ვითარმედ: „ყავ ადრე!“ არა თუ ასწრაფებდა და განაზრახებდა, არამედ აყუედრებდა და აჩუენებდა, ვითარმედ მას ენება, რაჲთამცა მოიქცა. ვინაჲთგან უკუე იხილა მოუდრეკელობაჲ მისი, მიუშუა.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და ესე არავინ ცნა მეინაჴეთაგანმან“ (13,28).

თ ა რ გ მ ა ნ ი: რამეთუ თქუა უფალმან, ვითარმედ: „რომელსა მე დავაწო პური და მივსცე, იგი არს“, და ვითარ ვერ ცნეს? გარნა რამე-თუ ფარულად ჰრქუა უფალსა იოვანე, და ეგრეთვე უფალმან ფარულად უთხრა, რაჲთა არა გამოცხადნეს მიმცემელი იგი, რომელსა ეტყოდა ცხადად უფალი, ვითარმედ: „რომელსა იქმ, ყავ ადრე!“ და მათ ვერ ცნეს. ხოლო იტყოდა ამას იესუ, რაჲთამცა დაამტკიცა სიტყუაჲ თჳსი, რომელი ჰრქუა ჰურიათა, ვითარმედ: „ჴელმწიფებაჲ მაქუს დადებად სული ჩემი და ჴელმწიფებაჲ მაქუს კუალად მოღებად მისა“,2 რამეთუ ვიდრემდის არა ენება, ვერვინ შეუძლო მიღებად მისგან სულისა მისისა; ვინაჲთგან უკუე თავადმან ინება, ადვილ იქმნა საქმჱ იგი; ამისთჳს იტყოდა: „რომელი გეგულების საქმედ, ყავ ადრე!“ და არავინ ცნა სიტყუაჲ იგი, რამეთუ

1 შდრ. იოან. 13,25. 2 იოან. 10,18.

გან-მცა-ეკუეთა იგი მოწაფეთა, და მო-მცა-ეკლა იგი პეტრეს, არამედ არავინ ცნა. ხოლო იოვანეცა ვერ-მე ცნაა? ვერცა იოვანეს უცნობიეს, რამეთუ შორს იყვნეს იგინი მანქანებისაგან, და იოვანე არა უწყოდა, თუ მაშინ იქმნების მიცემაჲ იგი, არამედ ჰგონებდეს, ვითარმედ დღესასწაულისათჳს ჰრქუა განმზადებად.1

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ხოლო მან მიიღო პური იგი და განვიდა. და იყო ღამჱ“ (13,30).

თ ა რ გ მ ა ნ ი: რაჲსათჳს იტყჳს ჟამსაცა? რაჲთა სცნა უკეთურებისა მიმართ მოსწრაფებაჲ მისი, რამეთუ ჟამმანცა ღამისამან ვერ უძლო დაყენებად. და მათ ეგონა, ვითარმედ გლახაკთა ღუწოლისათჳს თქუა, რამეთუ ფრიად იღუწიდა გლახაკთა, რაჲთა ჩუენცა გუასწავოს მოწყალებისა ქმნაჲ, და ამას ჰგონებდეს მოწაფენი. რამეთუ ვერცა ამან შეარცხჳნა ბოროტი იგი იუდა, რამეთუ ესრეთ ვიდრე უკუანაჲსკნელ ჟამადმდე არა განაქიქა. ხოლო ჩუენდაცა ესრეთვე ჯერ-არს ქმნად, რაჲთა არა განვაქიქებდეთ ცოდვათა სხჳსათა, დაღაცათუ უკურნებელ იყვნენ, რამეთუ უფალმანცა ამისა შემდგომად, მო-რაჲ-ვიდა იუდა მიცემად მისა, ამბორის-ყოფად შეუნდო მას და თავს-იდვა საქმჱ ესევითარი. ხოლო აწ იწყებს სიტყუად მოწაფეთა მიმართ და დიდებად უწესს ჯუარს-ცუმასა და სიკუდილსა მას ყუედრებისასა, რაჲთა გუასწავოს, ვითარმედ ყოველივე საქმჱ, რაზომცა საყუედრელ და საძულელ იყოს ყოველთა მიერ, დიდად დიდებად იქმნების, და რაჟამს ღმრთისათჳს იქმნებოდის და საღმრთოდ. და ამისთჳსცა იტყჳს:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და ვითარცა განვიდა იუდა, თქუა იესუ: აწ იდიდა ძჱ კაცისაჲ, და ღმერთიცა იდიდა მის თანა“ (13,31).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ამათ სიტყუათა მიერ დაჴსნილთა მათ გონებათა მოწაფეთასა აღჰმართებს და დაარწმუნებს არა ხოლო თუ არა წუხილად, არამედ სიხარულადცა. ამისთჳსცა პეტრეს პირველითგან შეჰრისხნა, რამე-თუ შესლვაჲ სიკუდილსა შინა და სიკუდილისა მიერ ძლევაჲ სიკუდილისაჲ დიდებაჲ არს დიდი. და ესე არს, რომლისათჳს იტყოდა, ვითარმედ: „რაჟამს აღვმაღლდე, მაშინ სცნათ, რამეთუ მე ვარ“;2 და კუალად იტყჳს: „დაჰჴსენით ტაძარი ესე, და მესამესა დღესა აღვადგინო ეგე“;3 და კუალად თქუა: „სასწაული არა გეცეს თქუენ, გარნა სასწაული იგი იონაჲსი“.4 რამეთუ ვითარ არა დიდი დიდებაჲ არს, რაჟამს შემდგომად სიკუდილისა შეუძლოს უმეტესი, ვიდრეღა უწინარეს სიკუდილისა? რამეთუ მოწაფეთა ქმნნეს უმეტესნი სასწაულნი, რაჲთა სარწმუნო იქმნას აღდგომაჲ.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და ღმერთმანცა ადიდოს იგი თავისა თჳსისა თანა“ (13,32).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ესე იგი არს, ვითარმედ არა თუ სხჳსა მიერ, არამედ თავისა თჳსისა მიერ.

1 შდრ. იოან. 13,29. 2 შდრ. იოან. 8,28. 3 იოან. 2,19. 4 შდრ. მათ. 12,39; 16,4; ლუკ. 11,29.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და მეყსეულად ადიდოს იგი“ (13,32).

თ ა რ გ მ ა ნ ი: მეყსეულად ჯუარს-ცუმასა თანა, რამეთუ არა თუ შემდგომად მრავლისა ჟამისა, არცა ჟამსა მას აღდგომისასა მოელოდის, არა მაშინ გამოაჩინოს ბრწყინვალედ, არამედ მეყსეულად ჯუარსცუმასავე მისსა გამოჩნდეს დიდებულებაჲ მისი, რამეთუ მზჱ უკუნიქცა დაბნელებული, და კლდენი განსთქდეს, და კრეტსაბმელი განიპო, და მრავალნი გუამნი შესუენებულთა წმიდათანი აღდგეს; და საფლავი დაბეჭდულ იყო, და მცველნი იყვნეს მას ზედა, და გუამი იგი მკუდრისაჲ აღდგა; და მეორმეოცჱ დღჱ გარდაჴდა, და სულისა წმიდისა მადლი გარდამოჴდა, და ყოველნი მას ქადაგებდეს, უფალსა იესუს. ამისთჳს იტყჳს, ვითარმედ: „ღმერთმანცა ადიდოს იგი თავისა თჳსისა თანა და მეყსეულად ადიდოს იგი“, რამეთუ არა ანგელოზთა მიერ ადიდოს, არცა მთავარანგელოზთა, არცა სხუათა რომელთამე მიერ ძალთა, არამედ თავისა თჳსისა მიერ. ხოლო ვითარ ადიდა იგი თავისა თჳსისა მიერ? რამეთუ ყოველივე ქმნა დიდებად ძისა თჳსისა, დაღაცათუ ყოველი ძემან ქმნა. ჰხედავა, რამეთუ თჳსთა საქმეთა ძჱ მამასა მიაჩემებს?

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „შვილნო ჩემნო, წუთ ერთღა თქუენ თანა ვარ. და მეძიებდეთ მე, და ვითარცა-იგი ვარქუ ჰურიათა, ვითარმედ: ვიდრე-იგი მე მივალ, თქუენ ვერ ჴელ-გეწიფების მოსლვად, და აწ თქუენ გეტყჳ“ (13,33).

თ ა რ გ მ ა ნ ი: იწყებს შემდგომად სერობისა სიტყუათა ამათ შემაწუხებელთა, რამეთუ რაჟამს იუდა განვიდა, არა მწუხრი იყო, არამედ ღამჱ. და ვინაჲთგან ეგულებოდა მოსლვაჲ ჰურიათა შემდგომად მცირედისა წარყვანებად მისა, ამისთჳს ჯერ-იყო, რაჲთამცა ჰრქუა მათ ყოველი, რომელი ჯერ-იყო, და რაჲთამცა აჴსოვდამცა ყოველი იგი, და უფროჲსად, რაჲთამცა მოაჴსენებდა სული წმიდაჲ, რამეთუ მას ჟამსა დაჰვიწყებოდა, რომელნი-იგი მწუხარებისა ძილსა შეეპყრნეს, ვითარცა სხუაჲ მახარებელი იტყჳს. და კუალად აქაცა იტყჳს, ვითარმედ: „ესე რაჲ გარქუ, მწუხარებამან აღავსნა გულნი თქუენნიო“.1 და ვითარმცა შეუძლეს მათ მაშინ ყოველთა მათ სიტყუათა კეთილად დასწავლაჲ? არამედ შემდგომად ამისა ყოველივე მოაჴსენა მათ სულმან წმიდამან, და არამცირედი სარგებელი იქმნა ამათ სიტყუათა მიერ გულისხმის-ყოფად დიდებასა ქრისტესსა.

ხოლო რაჲსათჳს შეაწუხებს სულთა მათთა და ეტყჳს, ვითარმედ: „მცირედ ჟამ თქუენ თანა ვარ“? რამეთუ ჰურიათა ეტყოდა, ხოლო ამათ რადღა ეტყჳს, ვითარმედ: „ჰურიათა ვარქუ, თქუენცა გეტყჳ“? გარნა არა თუ მათ თანა შეჰრთავს, - ნუ იყოფინ! - არამედ თქუა სიტყუაჲ ესე, ვი-თარმედ: „ვითარცა ჰურიათა ვარქუ“, რაჲთამცა მოაჴსენა მათ სიტყუაჲ იგი, რაჲთა ცნან, ვითარმედ არა მას ჟამსა ოდენ ცნა, რაჟამს მოწევნულ იყო საქმჱ იგი, არამედ პირველვე იცოდა, და იგინი იყვნეს მოწამე,

1 იოან. 16,6.

რომელთა ასმიოდა სიტყუაჲ მისი. ამისთჳს შესძინა და თქუა, ვითარმედ: „შვილნო ჩემნო“, რაჲთა რაჟამს ესმეს, ვითარმედ: „ვითარცა ვარქუ ჰურიათა“, არა თქუან, თუ მსგავსად მათსა ეტყჳს მათ, რამეთუ არა შეწუხებად მათა, არამედ ნუგეშინის-ცემად მათა ეტყოდა, რაჲთა არა მოიწინენ საქმენი იგი ძნელოვანნი მათ ზედა მოულოდებელად და შეშფოთნენ.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ვიდრე-იგი მე მივალ, თქუენ ვერ ჴელ-გეწიფების მოსლვად“ (13,33).

თ ა რ გ მ ა ნ ი: უჩუენებს, ვითარმედ სიკუდილი მისი მიცვალებაჲ არს უმჯობესისა მიმართ და მისლვაჲ ადგილსა, სადა ხრწნილნი გუამნი ვერ შევლენ. ხოლო ამას ყოველსა ეტყჳს, რაჲთამცა სურვილი მათი მისა მიმართ განაძლიერა და უმჴურვალჱს-ყო, რამეთუ უწყით, ვითარმედ რაჟამს ვიხილოთ ვინმე საყუარელთაგანი წარმავალი, სურვიელ ვიქმნებით, და უფროჲსად, რაჟამს ვცნათ, ვითარმედ ესევითარსა ადგილსა მივალნ, სადა ჩუენ ვერ ჴელ-გუეწიფების მისლვად. ხოლო სიტყუასა ამას, ვითარმედ: „ვიდრე მე მივალ, თქუენ ვერ ჴელ-გეწიფების მოსლვად“, ჰურიათა შეშინებისათჳს მათისა ეტყოდა, ხოლო მოწაფეთა, რაჲთამცა სურვილი მათი განაძლიერა, ვითარმედ: ესევითარი არს იგი ადგილი, რომელსა არა თუ მათ, არამედ ვერცა თქუენ, საყუარელთა, ჴელ-გეწიფების მოსლვად. და ამათ სიტყუათა მიერ პატივსა მასცა თჳსისა ბუნებისასა გულისხმა-უყოფს.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და თქუენცა გეტყჳ აწ“ (13,33).

თ ა რ გ მ ა ნ ი: რაჲ არს ესე, ვითარმედ: „აწ“? ესე იგი არს, ვითარმედ: სხუებრ ვეტყოდე მათ და სხუებრ გეტყჳ თქუენ და არა ვითარ მათ. ხოლო სადა მოიძიეს იგი მოწაფეთა, ანუ სადა - ჰურიათა? მოწაფენი უკუე ეძიებდეს მას, რაჟამს ივლტოდეს შიშისაგან ჰურიათაჲსა, ხოლო ჰურიანი ეძიებდეს, რაჟამს ურიცხუნი იგი ბოროტნი და უზეშთაესნი ყოვლისა სიტყჳსა მოიწინეს მათ ზედა, ვითარცა იოსიპოს მოსწრაფჱ იტყჳს, რაჟამს ქალაქი მათი წარიტყუენა და ღმრთისამიერი რისხვაჲ მოიწია მათ ზედა ყოვლით კერძო. და მათ უკუე ეტყოდა უფალი ურწმუნოებისა მათისათჳს, ხოლო ამათ - ამისთჳს, რაჲთა არა მოულოდებელად მოიწიოს მათ ზედა მწუხარებაჲ იგი.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მცნებასა ახალსა მიგცემ თქუენ“ (13,34).

თ ა რ გ მ ა ნ ი: რამეთუ ვინაჲთგან შთავრდომად იყვნეს შფოთსა და წუხილსა შინა, ვითარცა ობლად დაშთომადნი სიტყუათა მათთჳს, ამის-თჳს ნუგეშინის-სცემს შემოსითა დიდისა მის კეთილისაჲთა, რომელ არს სიყუარული, ვითარმცა იტყოდა, ვითარმედ: მწუხარე ხართ ჩემისა წარსლვისათჳს, არამედ „უკუეთუ იყუარებოდით ურთიერთას“ (13,35), უძლიერჱს იყვნეთ. ამისთჳს შესძინა და თქუა:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ამით ცნან ყოველთა, ვითარმედ ჩემნი მოწაფენი ხართ“ (13,35).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ამით სიტყჳთა ნუგეშინის-სცა, რაჟამს ჰრქუა, ვითარმედ: უკუნისამდე ჩემნი მოწაფენი იყვნეთ, და ვითარმედ: არა დაიჴსნას კრებული იგი, ვინაჲთგან სასწაულიცა მისცა მათ. ხოლო ესე თქუა, რაჟამს მიმცემელი იგი განეშორა მათ. ვითარ უკუე ახლად მცნებად უწესს მას, რომელი-იგი ძუელსაცა შინა წერილ არს? ამისთჳს, რამეთუ მან თავადმან განაახლა იგი ამით სახითა, რამეთუ შესძინა და თქუა, ვითარმედ: „ვითარცა მე შეგიყუარენ თქუენ“ (13,34), რამეთუ არა თუ კეთილი რაჲმე გაქუნდა და მის კეთილისა ნაცვალად მიგეც სიყუარული ჩემი, არამედ არარაჲ გექმნა კეთილი, და მე ვყავ ესეოდენი სიყუარული; და თქუენდაცა ესრეთ ჯერ-არს კეთილის-ყოფაჲ მოყუასთაჲ, რაჲთა თჳნიერ თანამდებისა გიყუარდენ თქუენ იგინი. და დაუტევნა თქუმად სასწაულთა მათთჳს, რომელთა ეგულებოდა ქმნად; და სიყუარულისა მიერ იტყჳს გამოჩინებად მოწფობისა მისისა ამისთჳს, რამეთუ ესე არს, რომელი გამოაჩინებს კაცთა წმიდათა, რამეთუ ყოვლისა სათნოებისა მიზეზი არს და მის მიერ ვცხოვნდებითო ყოველნი, რამეთუ ესე არსო მოწფობაჲ ჩემი, და ამით გაქებდენ ყოველნი კაცნი, რაჟამს გიხილნენ, რამეთუ ჰბაძავთ სიყუარულსა ჩემსა. და უკუეთუ ვინ თქუას, ვითარმედ: არა უფროჲსად სასწაულთა მიერ გამოჩნდებოდაა მოწფობაჲ ქრისტესი? არამედ არა, რამეთუ „მრავალთა მრქუან მას დღესა: უფალო, უფალო, არა სახელითა შენითა განვასხენითა ეშმაკნი? და ვჰრქუა მათ: არა გიცნი თქუენ“.1 და კუალად, რაჟამს იხარებდეს, რამეთუ ეშმაკნი ჰმორჩილობდეს, ჰრქუა მათ, ვითარმედ: „ნუ გიხარის, რამეთუ ეშმაკნი გმორჩილობენ, არამედ რამეთუ სახელები თქუენი დაწერილ არს ცათა შინა“.2 ხოლო უკუეთუ ვინ იტყოდის, ვითარმედ: არა სასწაულთა მიერ მოიქცა სოფელი? გულისხმა-ყავნ, რამეთუ ამისთჳს სასწაულთა მიერ მოიქცა, რამეთუ სიყუარული პირველითგან იყო, ხოლო უკუეთუმცა იგი არა ყოფილ იყო, არცა სასწაულნი დაადგრებოდეს; არამედ ამან ყვნა იგინი კეთილ, რამეთუ ყოველთა გული და სული ერთ იყო. უკუეთუმცა ურთიერთას განყოფილ იყვნეს, ყოველივემცა წარწყმედილ იყო.

სწავლაჲ ობ სიყუარულისათჳს

რამეთუ არა მათ ოდენ ამცნებდა ამას, არამედ ყოველთა, რომელთა ეგულებოდა მათითა სიტყჳთა რწმუნებად მისა მიმართ, რამეთუ აწცა არარაჲ სხუაჲ დააბრკოლებს წარმართთა ჩუენდა მომართ, გარნა ესე, რამეთუ სიყუარული არა არს. ხოლო მოციქულნი ძლიერად იყუარე-

1 შდრ. მათ. 7,22-23. 2 ლუკ. 10,20.

ბოდეს ურთიერთას, ვითარცა-იგი იხილეთ, პეტრე და იოვანე ვითარ იყვნეს, და კუალად პავლე ვითარ იყო მათა მიმართ, რომელთა-იგი ყოველივე სათნოებაჲ აქუნდა, რამეთუ ესე საქმჱ სულისაგან სათნოჲსა და წმიდისა აღმოეცენების, ხოლო სადა უკეთურებაჲ იყოს, ესე ნერგი განჴმების, რამეთუ „რაჟამს განმრავლდეს უშჯულოებაჲ, განჴმეს სიყუარული მრავალთაჲ“.1 და წარმართთაცა ვერ მოაქცევენ სასწაულნი, ვი-თარ საქმენი კეთილნი და ცხორებაჲ სათნოჲ, ხოლო ცხორებასა ბრწყინვალე არარაჲ ჰყოფს, ვითარ სიყუარული. რამეთუ რაჟამს ქადაგებაჲ იგი არღა განვრცელებულ იყოს, სამართლად საძიებელ იყვნეს სასწაულნი, ხოლო აწ უფროჲსად საქმეთა კეთილთა ჯერ-არს მოგებაჲ, რამეთუ ვერარაჲ ესრეთ შეარცხუენს წარმართთა, ვითარ სათნოებაჲ, ვერცა რაჲ ესრეთ დააბრკოლებს, ვითარ უკეთურებაჲ; რამეთუ რაჟამს იხილოს მასწავლელი სიყუარულისაჲ სიძულილსა შინა და ანგაჰრებასა და ტაცებასა, არა ტყუვილად შეჰრაცხოსა სწავლაჲ იგი? და ჩუენ ვიქმნებით მიზეზ მათისა საცთურსა შინა დადგრომისა, რამეთუ მათისა სარწმუნოებისა საცთური უცნობიეს და ჩუენი ესე უყუარს, არამედ საქმეთა ჩუენთა მიერ დაიხრწევიან. ხოლო უკუეთუ იტყჳთ, ვითარმედ: პირველთა რად არა ჰბაძვენ? არამედ იგინი ჩუენ მიერ ეძიებენ სარგებელსა, რომელთა გუხედვენ და იტყჳან: გჳჩუენეთ სარწმუნოებაჲ თქუენი საქმეთა მიერ; და რაჟამს გჳხილნენ ჩუენ ბოროტთა შინა, თჳსსავე წესსა ზედა დაადგრებიან. ამისთჳს უკუე მოგუეჴადების ჩუენ საშჯელი, არა ბოროტთა მათთჳს ოდენ, რომელთა ვიქმთ, არამედ ამისთჳსცა, რომელ სახელი ღმრთისაჲ ჩუენ მიერ იგმობვის.

ვიდრემდის უკუე მონაქმნულნი ვართ მრავალთა მათ ვნებათანი? განვეყენნეთ აწ მათგან! ნუმცა ვართ, ვითარცა უგულისხმონი იგი, რომელთათჳს იტყჳს წინაჲსწარმეტყუელი, ვითარმედ: „ვჭამოთ და ვსუათ, და ხვალე მოვსწყდებით“.2 ამისთჳსცა აყუედრებდა მათ, ვითარმედ: „ნუუკუე დაემკჳდრნეთა მხოლონი ქუეყანასა ზედა?“3 ამისთჳს მეშინის, ნუუკუე დავადგრეთ ბოროტსა შინა და ვპოვოთ საშჯელი საუკუნოჲ. არამედ ჴელ-ვყოთ სათნოებაჲ, რაჲთა საუკუნეთა მათ კეთილთა მივემთხჳნეთ მადლითა და კაცთმოყუარებითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა, რომლისაჲ არს დიდებაჲ და სიმტკიცჱ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.

1 მათ. 24,12. 2 ესაია 22,13. 3 ესაია 5,8.