მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

John 13:6

5. After that he poureth water into a bason, and began to wash the disciples' feet, and to wipe them with the towel wherewith he was girded.6. Then cometh he to Simon Peter: and Peter saith unto him, Lord, dost thou wash my feet?7. Jesus answered and said unto him, What I do thou knowest not now; but thou shalt know hereafter.
John თავი 13
6. Then cometh he to Simon Peter: and Peter saith unto him, Lord, dost thou wash my feet?
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ო
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და მოვიდა სიმონ-პეტრჱსა. და ჰრქუა მას პეტრე: უფალო, შენ დამბანა ფერჴთა ჩემთა? მიუგო იესუ: რომელსა მე ვიქმ, არა იცი აწ, ხოლო სცნა შემდგომად ამისა“ (13,6-7).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: ესე იგი არს, ვითარმედ: რაოდენი სარგებელი არს ამის საქმისაგან და შეძინებაჲ ფრიადი ამის სასწაულისა მიერ და შემძლებელი მოვლინებად სიმდაბლედ. ხოლო პეტრე ჯერეთ აყენებდა და ეტყოდა: „არა დამბანნე ფერჴნი ჩემნი უკუნისამდე“ (13,8). რასა იქმ, ჵ პეტრე? არა გაჴსოვნანა პირველნი იგი სიტყუანი, რაჟამს სთქუ: „ნუ იყოფინ ეგე შენდა, უფალო“? და თავადმან მოგიგო: „წარვედ ჩემგან მართლუკუნ, ეშმაკო!“ ; და ესრეთცა არავე გეშინისა? გარნა იტყჳს პეტრე: ჰე, რამე-თუ ესე უსაშინელეს არს და უმაღლჱს. ვინაჲთგან უკუე ამას ფრიადისა სიყუარულისაგან იქმოდა, ამისთჳს მისგანვე შეაშინებს მას უფალი და ეტყჳს:

მოკლე სიტყვა დიდ-ხუთშაბათს
წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)

ძმანო მართლ-მადიდებელნო ქრისტიანენო! აწინდელსა დღესა, დიდისა ხუთშაბათისა, თითქმის საჭიროც არ არის და ნამეტანი იქმნება ჩვენი მხრითგან თქმა ქადაგებისა. პირველად მისთვის, რომ დღეს თვით მაცხოვარი ჩვენი იესო ქრისტე გვაძლევს სახარებისაგან დიდსა და ვრცელსა დარიგებასა, მეორედ, ძნელია დღეს ქადაგების თქმა: მქადაგებელმა არ იცის რა საგანზე იწყოს დღეს უბნობა, რომელი სიტყვა მაცხოვრისა, დღეს თქმული, ანუ რომელი საქმე მისი, დღეს აღსრულებული აღიღოს საგნად ქადაგებისა; ისე მრავალნი არიან სიტყვანი, დღეს მისგან თქმულნი, და საქმენი, მისგან შესრულებულნი. ნაცვლად ჩვენისა სიტყვისა თქვენი მხრითგან არის დღეს საჭირო მომატებული გულის ხმის ყოფით სმენა და ხედვა ყოვლისა, რაიცა წაიკითხება და აღსრულდება დღეს საყდარში. მორწმუნე ქრისტიანე ყოველთვის სასოებით და ერთგულად უნდა სდგეს და ისმენდეს საყდარში, გარნა დღეს მომატებულის გრძნობით უნდა სდგეს იგი აქა. დღეს დაასრულა მაცხოვარმან საფუძველი ახლის აღთქმისა, დღეს მისცა მან მოწაფეთა თვისთა უკანასკნელნი თვისნი დიდნი მცნებანი და სწავლანი, ოდეს დააწესა მან უმთავრესი ქრისტიანული საიდუმლო ზიარებისა, დღესა მისცა მან უმაღლესი სახე...

სრულად ნახვა
მოკლე მოძღვრება დიდ ხუთშაბათს ფეხის ბანვაზე
წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)

მოციქულნი ყოველნი იყნენ განცვიფრებულ, ოდეს მაცხოვარმან იწყო ხელითა თვისითა ბანვა ფერხთა მათთა, გარნა უმეტესად ყოველთა პეტრე მოციქული. ამან უწინარეს რაოდენისამე დღისა იცნო, ირწმუნა და აღიარა, რომელ მოძღვარი მათი, იესო ქრისტე, არის ძე ღვთისა ცხოველისა და აჰა ესერა ხედავს, რომელ იგი აღსდგა სერობისაგან, აღიღო ჭურჭელი წყლისა, მოიდრიკა მუხლნი და ვითარცა მონამან, იწყო ბანვა ფერხთა მოწაფეთასა. უფალო, შენ დამბანა ფერხთა ჩემთა? ჰკითხა მას განცვიფრებულმან პეტრე, ოდეს უფალი მივიდა მასთან დაბანვად ფერხთა მისთა, არა დამბანო უკუნისამდე ფერხნი ჩემნი...

მართლა ერთობ საკვირველი იყო ხილვა ამ მოქმედებისა. რისთვის ჰქმნა ეს უფალმან? რისთვის დაიმდაბლა ეგოდენ მან თავი თვისი? პირველად მისთვის, რამეთუ შეიყვარნა თვისნი იგი ამა სოფელსა შინა და სრულიად შეიყვარნა იგინი (იოან. იგ, ა), ვითარცა იტყვის იოანე მახარებელი, აღმწერელი ამ შემთხვევისა. ამით მან გამოაჩინა განუზომელი თვისი სიყვარული მოწაფეთადმი და თვით საქმით მოგვცა ჩვენ მაგალითი სიმდაბლისა და თავის უარის ყოფისა. არა საკმაოდ შერაცხა მან სიტყვითა მხოლოდ სწავლა ჩვენი, არამედ მანვე პირველად...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის