📋 სარჩევი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „და უწინარჱს დღესასწაულისა მის პასექისასა, რომელ არს ვნებაჲ, იცოდა იესუ, რამეთუ მოიწია ჟამი მისი, რაჲთა განვიდეს ამიერ სოფლით და მივიდეს მამისა, რამეთუ შეიყუარნა თჳსნი იგი, ამას სოფელსა მყოფნი, და სრულიად შეიყუარნა იგინი“ (13,1).
თ ა რ გ მ ა ნ ი: „მსგავს ჩემდა იქმნენითო“, - იტყჳს პავლე, - „ვი-თარცა-ესე მე - ქრისტჱსა“,1 რამეთუ ამისთჳს ჴორცნი შეიმოსნა და ბუნებაჲ ჩუენი მიიღო, რაჲთა მის მიერ გუასწავოს ჩუენ სათნოებაჲ; რამეთუ იტყჳს წერილი, ვითარმედ: „მსგავსებითა ჴორცთა ამათ ცოდვისათა და ცოდვისათჳს, და საჯა ცოდვაჲ ჴორცითა“;2 და თავადი იტყჳს: „ისწავეთ ჩემგან, რამეთუ მშჳდ ვარ და მდაბალ გულითა“,3 და ესე ყოველი არა სიტყჳთ ოდენ, არამედ საქმითცა ასწავა. რამეთუ „სამარიტელით“ და „მაცთურით“ ჰხადოდეს მას ჰურიანი და ქვასა დაჰკრებდეს, და ოდესმე მსახურთა წარავლენდიან ფარისეველნი მოკლვად მისა, და ოდესმე ეძიებდიან ღონესა შეპყრობად, და თჳთ აგინებდიან მრავალგზის, და ამას ყოველსა უმიზეზოდ, რომელნი ვერცა ერთსა ბრალსა შემძლებელ იყვნეს პოვნად, არამედ ნაცვალად კეთილთა მათ მრავალთა, და ამას ყოველსა ზედა არავე დასცხრებოდა კეთილის-ყოფად მათდა სიტყჳთ და საქმითცა. და რაჟამს-იგი მონამან ვინმე სცა მას ყურიმალსა, მიუგო მან, ვითარმედ: „უკუეთუ ბოროტსა ვიტყოდე, წამე ბოროტისათჳს; უკუეთუ კეთილად ვიტყოდე, რაჲსა მცემ?“4 ხოლო ამათ სიტყუათა მტერთა მიმართ და მკლველთა იტყოდა. არამედ ვიხილოთ, თუ მოწაფეთა თანა რასა იქმს აწ, და უფროჲსად, თუ რასა იქმს მიმცემელისა თანა მისისა, რამეთუ რომლისაჲ-იგი უფროჲს ყოველთაჲსა ჯერ-იყო მოძულებაჲ, რამეთუ მოწაფე იყო, და ზიარ ტაბლისა და პურისა მის იქმნა, და ესეოდენ-თა საკჳრველებათა ხილვად ღირს იქმნა, და ქმნა ყოველთასა უბოროტჱსი, რამეთუ მისცა იგი ჴელთა მტერთასა. და იხილე, თუ ესევითარსა მას ვითარ პატივ-სცემს და დაჰბანს ფერჴთა, რაჲთამცა ნუუკუე დააყენა იგი უკეთურებისაგან ამით სახითა. და მას ძალ-ედვა, უკუეთუმცა ენება, რაჲთამცა განაჴმო იგი, ვითარცა ლეღუსა მას უყო, და რაჲთამცა დაადნო იგი, ვითარცა კლდენი დაადნვნა, და განაპომცა, ვითარცა კრეტსაბმელსა მას უყო, გარნა არა ინება უნებლიაჲთ დაყენებაჲ ბოროტისა მისგან, არამედ რაჲთამცა ნეფსით მოქცეულ იყო. ამისთჳს დაჰბანნა ფერჴნი, და ამისგანცა არავე შეიკდიმა უბადრუკმან მან და საწყალობელმან.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და უწინარეს დღესასაწულსა მას პასექისასა, რომელ არს ვნებაჲ, იცოდა იესუ, რამეთუ მოიწია ჟამი მისი“ (13,1).
1 1 კორ. 11,1. 2 რომ. 8,3. 3 მათ. 11,29. 4 იოან. 18,23.
თ ა რ გ მ ა ნ ი: არა თუ მაშინ იცოდა და პირველითგანმცა არა ეცნა, არამედ მაშინ ქმნა, რაჲ-იგი ქმნა. ხოლო იცოდა პირველითგან მიცვალებაჲ მისი. ჴმამაღლად სახელ-სდებს მახარებელი სიკუდილსა მისსა მიცვალებად და იტყჳს, ვითარმედ: რაჟამს ეგულებოდა მათი დატევებაჲ, მაშინ უმეტესი სიყუარული უჩუენა, რამეთუ სიტყუაჲ ესე, რომელსა იტყჳს, ვი-თარმედ: „შეიყუარნა“, და „სრულიად შეიყუარნა“, ამას მოასწავებს, ვი-თარმედ არცა ერთი საქმჱ სიყუარულისაჲ დაუტევა, რომელი არა უყო მათ; ხოლო რაჲსათჳს პირველითგან არა უყო ესევითარი ესე საქმჱ? გარნა ამისთჳს, რამეთუ დიდთა საქმეთა უკუანაჲსკნელ დაუმარხვიდა, რაჲთამცა უმეტესად განაჴურვა მათი იგი მისა მიმართ სიყუარული და თჳსებაჲ და რაჲთამცა უჩუენა, ვითარმედ უყუარან, და რაჲთამცა მისცა ნუგეშინის-ცემაჲ პირველვე მათ ზედა მომავალთა მათთჳს ჭირთა. ხოლო თჳსად უწესს მათ სიტყჳთა მით თჳსებისაჲთა, რამეთუ სხუათაცა უწესს თჳსად, არამედ სიტყჳთა მით დაბადებისაჲთა, ვითარცა რაჟამს იტყოდის, ვითარმედ: „თჳსთა იგი არა შეიწყნარეს“,1 რამეთუ თჳსებაჲ იგი დაბადებულებისაჲ არს, ვითარმედ: „თჳსთა დაბადებულთა არა შეიწყნარეს“, ხოლო აქა იტყჳს, ვითარმედ: „შეიყუარნა თჳსნი იგი, სოფელსა შინა მყოფნი“. თჳსებაჲ ესე სიყუარულისაჲ არს. ხოლო რაჲ არს იგი, რომელსა იტყჳს, თუ: „სოფელსა შინა მყოფნი“? ამისთჳს, რამეთუ იყვნეს თჳსნი მისნი აღსრულებულნიცა, ვითარ იყო აბრაჰამ, ისაკ და იაკობ და მსგავსნი მათნი, არამედ არა სოფელსა შინა იყვნეს იგინი, ხოლო აქა სოფელსა შინა მყოფთათჳს იტყჳს, რომელ იყვნეს მოციქულნი. ჰხედავა, რამეთუ ძუელისა და ახლისა იგი არს ღმერთი? ხოლო რაჲ არს ესე სიტყუაჲ, ვი-თარმედ: „სრულიად შეიყუარნა იგინი“? ესე იგი არს, ვითარმედ დაადგრა უკუნისამდე სიყუარულსა ზედა მათსა, და სახედ მრავლისა მის სიყუარულისა ამას იტყჳს. რამეთუ სხუასა ადგილსა იტყჳს სახედ სიყუარულისა სრულისა დადებასა სულისა თჳსისა, გარნა იგი ჯერეთ არა ქმნილ იყო. ხოლო რაჲსათჳს ქმნა ესე? ამისთჳს, რამეთუ ფრიად საკჳრველ იყო, რაჟამს-იგი ყოველთა შორის ბრწყინვალედ გამოჩნდა, მაშინ ესევითარისა სიმდაბლისა ქმნაჲ, და კუალად ნუგეშინის-ცემაჲ არამცირედი დაუტევა მათ ამის საქმისა მიერ, წარ-რაჲ-ვიდოდა მათგან, რამეთუ ვინაჲთგან ეგულებოდა ფრიადსა მწუხარებასა შინა შესლვაჲ, ამისთჳს შემსგავსებული მის მწუხარებისაჲ მისცა ნუგეშინის-ცემაჲ პირველვე.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და ვითარცა სერობაჲ იგი იყო, და ეშმაკი შესრულ იყო გულსა იუდაჲსსა, სიმონ ისკარიოტელისასა, რაჲთა განსცეს იგი“ (13,2).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ესე სიტყუაჲ განკჳრვებით შემოიღო აქა მახარებელმან, ვითარმცა იტყოდა, ვითარმედ: ესევითარი იგი უკეთური, რომელსა
1 იოან. 1,11.
განეზრახა მიცემაჲ მისი, იგი დაბანა, და გამოაჩინებს მისსაცა მას ფრიადსა უკეთურებასა, რომელ არცა ზიარებამან მან პურისამან მოდრიკა იგი, არცა რომელ-იგი ესრეთ უკუანაჲსკნელად ჟამადმდე წარსლვისა მისისა იტჳრთვიდა მას მოძღუარი იგი სახიერი.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „იცოდა იესუ, რამეთუ ყოველივე მოსცა მამამან ჴელთა მისთა, და რამეთუ ღმრთისაგან გამოვიდა და ღმრთისა მივალს“ (13,3).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ანუ ესე არს ძალი ამის სიტყჳსაჲ, და ამას იტყჳს, ვი-თარმედ: ესევითარი იგი და ესრეთ დიდი, რომელი-იგი ღმრთისაგან გამოსრულ იყო და ღმრთისა მიმართ მივიდოდა, რომელსა ყოველნივე წამის-ყოფით უპყრიან, ესე საქმჱ ქმნა და არა უღირს-იჩინა ამისი ქმნაჲ, ანუ კუალად ამას იტყჳს, ვითარმედ: რომელი-იგი ღმრთისაგან გამოსრულ იყო და ღმრთისა მივიდოდა, და ყოველნივე უპყრიან მას, არარაჲ დააკლდებოდა მას ესევითარისა საქმისაგან, დაღაცათუ ქმნა ესე სიმდაბლჱ. ხოლო რომელი იტყჳს, ვითარმედ: „ყოველივე მოსცა მამამან“, „მოცემად“ ამას ადგილსა, ვითარ მე ვჰგონებ, მორწმუნეთა ცხორებასა უწესს. რამეთუ რაჟამს იტყოდის, ვითარმედ: „ყოველივე მომეცა მე მამისაგან ჩემისა“,1 „მოცემად“ ამას მოცემასა იტყჳს - მორწმუნეთა ცხორებასა, ვითარცა იტყჳს, ვითარმედ: „შენნი იყვნეს და მომცენ მე“.2 და მერმე იტყჳს, ვითარმედ: „ვერვის ძალ-უც მოსლვად ჩემდა, უკუეთუ არა მამამან მოიყვანოს“.3 ხოლო შენ რაჟამს „მოცემა“ გესმეს, ნურარას კაცობრივსა გულისხმა-ჰყოფ, რამეთუ მამისა მიმართ ერთობასა და პატივსა აჩუენებს, რამეთუ ვითარცა-იგი მამაჲ მას მისცემს, ეგრეთვე იგი მამასა მისცემს. და ამას მოასწავებს ნეტარი პავლე და იტყჳს, ვითარმედ: „რაჟამს მისცეს სუფევაჲ ღმერთსა და მამასა“.4 ხოლო ამას ადგილსა კაცობრივრე თქუა, რაჲთამცა გამოაჩინა ფრიადი იგი მისი მათა მიმართ მოღუაწებაჲ და მიუწდომელი მათა მიმართ სიყუარული, რამეთუ ვითარცა ჭეშმარიტად თჳსთა იღუწიდა მათ და ასწავებდა დედასა მას ყოველთა სათნოებათასა - სიმდაბლესა, რომლი სათჳს თქუა, ვითარმედ აღსასრული არს სათნოებისაჲ. ხოლო ესე სიტყუაჲ რაჲსათჳსღა არს, ვითარმედ: „ღმრთისაგან გამოვიდა და ღმრთისა მივალს“? ესე იგი არს, ვითარმედ საქმეთა იქმოდა ღირსთა მის მიერ გამოსრულისა და მისა მიმავალისა. ესრეთ დასთრგუნვიდა ყოველსა სიმაღლესა.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „აღდგა სერობისა მისგან და დადვა სამოსელი თჳსი“ (13,4).
თ ა რ გ მ ა ნ ი: იხილე, ვითარ არა დაბანითა ოდენ, არამედ სხჳთაცა სახითა გამოაჩინებს სიმდაბლესა, რამეთუ არა უწინარეს დაჯდომისა,
1 მათ. 11,27; ლუკ. 10,22. 2 იოან. 17,6. 3 იოან. 6,44,65. 4 1 კორ. 15,24.
არამედ შემდგომად ყოველთა დასხდომისა აღდგა და მერმე არა თუ ოდენ დაჰბანნა ფერჴნი, არამედ განიძარცუა სამოსელი და ესრეთ ჰბანდა. და არა ესე ოდენ, არამედ არდაგი მოირტყა, რომელმან შემოსნა ცანი ღრუბლითა, და ესეცა არავე კმა-ეყო, არამედ თჳთვე შთაასხა წყალი და თჳსითა ჴელითა აღავსო საბანელი;1 და არა სხუასა უბრძანა აღვსებაჲ, არამედ ყოველივე თავადმან ქმნა, რაჲთა გუასწავოს, ვითარმედ რაჟამს ესევითარსა რასმე ვიქმოდით, არა გარეწარად ჯერ-არს ქმნაჲ, არამედ ყოვლითა გულსმოდგინებითა. ხოლო დაჰბანნა ფერჴნი, ვითარ მე ვჰგონებ, პირველ მიმცემელისა მისისანი, რამეთუ იტყჳს, ვითარმედ: „იწყო ბანად და მოვიდა სიმონ-პეტრჱსა. და ჰრქუა მას პეტრე: უფალო, შენ დამბანა ფერჴთა ჩემთა?“ (13,5-6). მაგით ჴელითაო, რომლითა თუალნი ბრმათანი აღუხილენ და კეთროვანნი განსწმიდენ და მკუდარნი აღადგინენ? და არარაჲ ჰრქუა მას უმეტჱსი, არამედ ესე ოდენ, ვითარმედ: „შენ, უფალო?“ რამეთუ ესე სიტყუაჲ თავით თჳსით კმა არს დიდისა მის დიდებისა გამოჩინებად. ხოლო ვითარ, რომელ სხუამან არცა ერთმან რაჲ თქუა და არცა დააყენა იგი, არამედ პეტრე ოდენ? რაჲ არს უკუე მიზეზი ამის საქმისაჲ? მე ესრეთ ვჰგონებ, ვითარმედ პირველად მიმცემელისა მის მისისა ფერჴნი დაჰბანნა და ესრეთ პეტრეს მიმართ მივიდა, და სხუათა მათ პეტრეს შერისხვისა მიერ ისწავეს, ვითარმედ არა ჯერარს წინააღდგომაჲ. გარნა ამას ადგილსა არა შეასმენს მიმცემელსა მას მახარებელი, არამედ საქმესა იტყჳს, ვითარ იქმნა.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და მოვიდა სიმონ-პეტრჱსა. და ჰრქუა მას პეტრე: უფალო, შენ დამბანა ფერჴთა ჩემთა? მიუგო იესუ: რომელსა მე ვიქმ, არა იცი აწ, ხოლო სცნა შემდგომად ამისა“ (13,6-7).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ესე იგი არს, ვითარმედ: რაოდენი სარგებელი არს ამის საქმისაგან და შეძინებაჲ ფრიადი ამის სასწაულისა მიერ და შემძლებელი მოვლინებად სიმდაბლედ. ხოლო პეტრე ჯერეთ აყენებდა და ეტყოდა: „არა დამბანნე ფერჴნი ჩემნი უკუნისამდე“ (13,8). რასა იქმ, ჵ პეტრე? არა გაჴსოვნანა პირველნი იგი სიტყუანი, რაჟამს სთქუ: „ნუ იყოფინ ეგე შენდა, უფალო“? და თავადმან მოგიგო: „წარვედ ჩემგან მართლუკუნ, ეშმაკო!“2 და ესრეთცა არავე გეშინისა? გარნა იტყჳს პეტრე: ჰე, რამე-თუ ესე უსაშინელეს არს და უმაღლჱს. ვინაჲთგან უკუე ამას ფრიადისა სიყუარულისაგან იქმოდა, ამისთჳს მისგანვე შეაშინებს მას უფალი და ეტყჳს:
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „უკუეთუ არა დაგბანნე, არა გაქუნდეს ნაწილი ჩემ თანა“ (13,8).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ხოლო მჴურვალემან მან და წადიერმან პეტრე მიუგო:
1 შდრ. იოან. 13,4-5. 2 შდრ. მათ. 16,22-23; მარკ. 8,32-33.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ნუ ხოლო ფერჴნი, არამედ ჴელნიცა და თავიცა“ (13,9). თ ა რ გ მ ა ნ ი: და რაჟამს აყენებდა, ფიცხელ იყო, და შენდობასა უფიცხლესად გამოჩნდა, რამეთუ ორივე სიყუარულისაგან იყო. ხოლო რაჲ არს, რომელ ჰრქუა, ვითარმედ: „სცნა შემდგომად ამისა“? ოდეს აცნობებდა? გარნა შემდგომად ამისაო, რაჟამს სახელითა ჩემითა ეშმაკ-თა განასხმიდე, რაჟამს მიხილო ზეცად აღმავალი, რაჟამს სცნა მამისა მიერ, ვითარმედ მარჯუნ მისა მჯდომარე ვარ, მაშინ სცნა, თუ რაჲ არს საქმჱ ესე. ხოლო რაჟამს თქუა პეტრე, ვითარმედ: „ნუ ხოლო ფერჴნი, არამედ ჴელნიცა და თავიცა“, მიუგო იესუ:
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „განბანილსა მას არა უჴმს, გარნა ფერჴნი ხოლო დაბანად, რამეთუ არს იგი ყოვლად წმიდა, ხოლო თქუენ წმიდა ხართ სიტყჳსა მისთჳს, რომელ გარქუ თქუენ“ (13,10).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ვინაჲთგან უკუე წმიდა იყვნეს, საცნაურ არს, ვი-თარმედ ამისთჳს დაჰბანს ფერჴთა, რაჲთა ჩუენ ვისწაოთ სიმდაბლჱ. ხოლო ვითარ იყვნეს იგინი წმიდა, რამეთუ არღა მიეღო სული წმიდაჲ, არამედ ჯერეთ ცოდვაჲ სუფევდა, და ვინაჲთგან ჴელითწერილი იგი წყევისაჲ ჯერეთ ეგო, რამეთუ არღა შეწირულ იყო ჯერეთ სისხლი იგი იესუჲსი? ვითარ უკუე ჰრქუა, ვითარმედ: „თქუენ წმიდანი ხართ“? არამედ რაჲ-თა არა ესრეთ გულისხმა-ჰყო, ვითარმედ ცოდვათაგან სრულიად განწმედილ იყვნეს, ამისთჳს შესძინა და თქუა, ვითარმედ: „თქუენ წმიდა ხართ სიტყჳსა მისთჳს, რომელი გარქუ თქუენ“, ესე იგი არს, ვითარმედ: ამის სიტყჳსა მიერ განწმედაჲ მიგიღებიეს, ნათელი შეგიწყნარებიეს და საცთურისა მისგან ჰურიათაჲსა განთავისუფლებულ ხართ, ვითარცა წინაჲსწარმეტყუელი იტყჳს: „განიბანენით, განიწმიდენით, მოისპეთ უკე-თურებაჲ სულთაგან თქუენთა“.1 და ვინაჲთგან მათცა ყოველი ბოროტი მოესპო სულთაგან მათთა და წრფელითა გონებითა იყვნეს მის თანა, ამისთჳს იტყჳს, ვითარმედ: განბანილი სიტყჳსაებრ წინაჲსწარმეტყუელისა წმიდა არს; რამეთუ მუნ არა თუ განბანასა წყლისასა იტყოდა, რომელსა-იგი ჰურიანი იქმოდეს, არამედ განწმედასა გონებისასა.
სწავლაჲ ო სიმართლისათჳს
ვიქმნნეთ უკუე ჩუენცა წმიდა, ვისწაოთ ქმნაჲ კეთილისაჲ. ხოლო რაჲ არს კეთილი? შჯაჲ ობლისაჲ და განმართლებაჲ ქურივისაჲ, რამეთუ დიდ არს წერილთა შინა სიტყუაჲ ესე ობოლთა და ქურივთაჲ, და ჩუენ არა
1 ესაია 1,16.
დიდად გუაქუს იგი. რამეთუ იხილეთ, ვითარი არს მადლი მისი, რამეთუ იტყჳს, ვითარმედ: „უკუეთუ იყვნენ ცოდვანი თქუენნი, ვითარცა მეწამულნი, ვითარცა თოვლი განვასპეტაკო; და უკუეთუ იყვნენ, ვითარცა ღებილნი, ვითარცა მატყლი განვასპეტაკო“.1 ამისთჳს უკუე ვისწრაფოთ ჴელის-აღპყრობად ობოლთა და ქურივთა, რამეთუ არამცირედი ძალი აქუს ცრემლთა ქურივისათა, არამედ შემძლებელ არს ცათა განხუმად. ამისთჳს უკუე ნუმცა ბოროტსა უყოფთ მათ, არამედ ვსწყალობდეთ და ჴელსა აღუპყრობდეთ და ფრიადი ვპოვოთ ჩუენცა წყალობაჲ ამასცა საწუთროსა და მერმესა საუკუნესა, რამეთუ მრავალთა ცოდვათაჲ ვპოვოთ ამის საქმისა მიერ შენდობაჲ და კადნიერებით წარმოუდგეთ საყდარსა ქრისტესსა, რომელსა ღირსმცა ვართ ყოველნი მიმთხუევად მადლითა და კაცთმოყუარებითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა, რომლისაჲ არს დიდებაჲ და სიმტკიცჱ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.
1 ესაია 1,18.