მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

John 13:9

8. Peter saith unto him, Thou shalt never wash my feet. Jesus answered him, If I wash thee not, thou hast no part with me.9. Simon Peter saith unto him, Lord, not my feet only, but also my hands and my head.10. Jesus saith to him, He that is washed needeth not save to wash his feet, but is clean every whit: and ye are clean, but not all.
John თავი 13
9. Simon Peter saith unto him, Lord, not my feet only, but also my hands and my head.
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ო
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ნუ ხოლო ფერჴნი, არამედ ჴელნიცა და თავიცა” (13,9).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: და რაჟამს აყენებდა, ფიცხელ იყო, და შენდობასა უფიცხლესად გამოჩნდა, რამეთუ ორივე სიყუარულისაგან იყო. ხოლო რაჲ არს, რომელ ჰრქუა, ვითარმედ: „სცნა შემდგომად ამისა“? ოდეს აცნობებდა? გარნა შემდგომად ამისაო, რაჟამს სახელითა ჩემითა ეშმაკ-თა განასხმიდე, რაჟამს მიხილო ზეცად აღმავალი, რაჟამს სცნა მამისა მიერ, ვითარმედ მარჯუნ მისა მჯდომარე ვარ, მაშინ სცნა, თუ რაჲ არს საქმჱ ესე. ხოლო რაჟამს თქუა პეტრე, ვითარმედ: „ნუ ხოლო ფერჴნი, არამედ ჴელნიცა და თავიცა“, მიუგო იესუ:

მოკლე სიტყვა დიდ-ხუთშაბათს
წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)

ძმანო მართლ-მადიდებელნო ქრისტიანენო! აწინდელსა დღესა, დიდისა ხუთშაბათისა, თითქმის საჭიროც არ არის და ნამეტანი იქმნება ჩვენი მხრითგან თქმა ქადაგებისა. პირველად მისთვის, რომ დღეს თვით მაცხოვარი ჩვენი იესო ქრისტე გვაძლევს სახარებისაგან დიდსა და ვრცელსა დარიგებასა, მეორედ, ძნელია დღეს ქადაგების თქმა: მქადაგებელმა არ იცის რა საგანზე იწყოს დღეს უბნობა, რომელი სიტყვა მაცხოვრისა, დღეს თქმული, ანუ რომელი საქმე მისი, დღეს აღსრულებული აღიღოს საგნად ქადაგებისა; ისე მრავალნი არიან სიტყვანი, დღეს მისგან თქმულნი, და საქმენი, მისგან შესრულებულნი. ნაცვლად ჩვენისა სიტყვისა თქვენი მხრითგან არის დღეს საჭირო მომატებული გულის ხმის ყოფით სმენა და ხედვა ყოვლისა, რაიცა წაიკითხება და აღსრულდება დღეს საყდარში. მორწმუნე ქრისტიანე ყოველთვის სასოებით და ერთგულად უნდა სდგეს და ისმენდეს საყდარში, გარნა დღეს მომატებულის გრძნობით უნდა სდგეს იგი აქა. დღეს დაასრულა მაცხოვარმან საფუძველი ახლის აღთქმისა, დღეს მისცა მან მოწაფეთა თვისთა უკანასკნელნი თვისნი დიდნი მცნებანი და სწავლანი, ოდეს დააწესა მან უმთავრესი ქრისტიანული საიდუმლო ზიარებისა, დღესა მისცა მან უმაღლესი სახე...

სრულად ნახვა
მოკლე მოძღვრება დიდ ხუთშაბათს ფეხის ბანვაზე
წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)

მოციქულნი ყოველნი იყნენ განცვიფრებულ, ოდეს მაცხოვარმან იწყო ხელითა თვისითა ბანვა ფერხთა მათთა, გარნა უმეტესად ყოველთა პეტრე მოციქული. ამან უწინარეს რაოდენისამე დღისა იცნო, ირწმუნა და აღიარა, რომელ მოძღვარი მათი, იესო ქრისტე, არის ძე ღვთისა ცხოველისა და აჰა ესერა ხედავს, რომელ იგი აღსდგა სერობისაგან, აღიღო ჭურჭელი წყლისა, მოიდრიკა მუხლნი და ვითარცა მონამან, იწყო ბანვა ფერხთა მოწაფეთასა. უფალო, შენ დამბანა ფერხთა ჩემთა? ჰკითხა მას განცვიფრებულმან პეტრე, ოდეს უფალი მივიდა მასთან დაბანვად ფერხთა მისთა, არა დამბანო უკუნისამდე ფერხნი ჩემნი...

მართლა ერთობ საკვირველი იყო ხილვა ამ მოქმედებისა. რისთვის ჰქმნა ეს უფალმან? რისთვის დაიმდაბლა ეგოდენ მან თავი თვისი? პირველად მისთვის, რამეთუ შეიყვარნა თვისნი იგი ამა სოფელსა შინა და სრულიად შეიყვარნა იგინი (იოან. იგ, ა), ვითარცა იტყვის იოანე მახარებელი, აღმწერელი ამ შემთხვევისა. ამით მან გამოაჩინა განუზომელი თვისი სიყვარული მოწაფეთადმი და თვით საქმით მოგვცა ჩვენ მაგალითი სიმდაბლისა და თავის უარის ყოფისა. არა საკმაოდ შერაცხა მან სიტყვითა მხოლოდ სწავლა ჩვენი, არამედ მანვე პირველად...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის