მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

John 14:25

24. He that loveth me not keepeth not my sayings: and the word which ye hear is not mine, but the Father's which sent me.25. These things have I spoken unto you, being yet present with you.26. But the Comforter, which is the Holy Ghost, whom the Father will send in my name, he shall teach you all things, and bring all things to your remembrance, whatsoever I have said unto you.
John თავი 14
25. These things have I spoken unto you, being yet present with you.
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ოე
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ამას გეტყოდე თქუენ, რამეთუ თქუენ თანა ვიყავ. ხოლო ნუგეშინისმცემელი იგი სული წმიდაჲ რომელი მოავლინოს მამამან სახელითა ჩემითა, ამან გასწავოს ყოველი, რომელი გარქუ თქუენ“ (14,25-26).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: რამეთუ ვინაჲთგან მრავალნი სიტყუანი მისნი დაფარულ იყვნეს და რომელთამე ვერ გულისხმა-ჰყოფდეს, და რაჲთა არა მწუხარე იყვნენ და არცა იტყოდიან, ვითარმედ: რომელნი მცნებანი? ამისთჳს განაყენნა იგინი ზრუნვისა მისგან და ჰრქუა, ვითარმედ: ნუგე-შინისმცემელმან ყოველი მოგაჴსენოს და გასწავოს, რამეთუ დაღაცათუ აწ დაფარულ არიან სიტყუანი ესე, არამედ არს იგი ამათი კეთილად გამომაჩინებელი. რაჲთა არა მწუხარე იყვნენ, ამისთჳს ეტყჳს, ვითარმედ ვიდრემდის მათ თანა იყოს, ნუგეშინისმცემელი იგი არა მოვალს, და ვერარაჲ მაღალი და დიდი გულისხმა-ყონ. ხოლო ამას ყოველსა ეტყჳს, რაჲთამცა ასწავა ახოვნად თავს-დებად წარსლვასა მისსა, ვითარცა მიზეზი დიდთა კეთილთაჲ, ხოლო ზედაჲსზედა ნუგეშინისმცემელად სახელ-სდებს მწუხარებათა მათთჳს, რომელნი მაშინ იყვნეს მათ ზედა. ვინაჲთგან უკუე ამას ყოველსა ზედა ჯერეთ შეურვებულ და შეძრწუნებულ იყვნეს და იგონებდეს ძნელოვანთა საქმეთა და წარსლვასა მისსა, ამისთჳს, იხილე, ვითარ კუალად დააწყნარებს მათ და ეტყჳს:

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის