📋 სარჩევი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „უკუეთუ გიყუარდე მე, მცნებანი ჩემნი დაიმარხენით. და მე ვჰკითხო მამასა ჩემსა, და სხუაჲ ნუგეშინისმცემელი მოგცეს თქუენ, რაჲთა დაადგრეს თქუენ თანა უკუნისამდე, სული იგი ჭეშმარიტებისაჲ, რომელი სოფელსა ვერ ჴელ-ეწიფების მოღებად, რამეთუ არცა ჰხედავს მას და არცა იცის იგი“ (14,15-17).
თ ა რ გ მ ა ნ ი: საქმეთა მოგებაჲ ჯერ-არს ჩუენდა და არა სიტყუათაჲ მარადის, რამეთუ თქუმაჲ სიტყჳთ და ქადაგებაჲ მარადის ადვილ არს, ხოლო საქმით ქმნაჲ სიტყჳსაჲ არა ადვილ არს. რაჲსათჳს უკუე ვთქუ ესე? ამისთჳს, რამეთუ მრავალნი არიან აწ, რომელნი იტყჳან, ვითარმედ: გუეშინის უფლისა და გჳყუარს იგი, და საქმით წინააღმდგომსა იქმან. ხოლო ღმერთი საქმით სიყუარულსა ეძიებს; ამისთჳს მოწაფეთა ეტყოდა, ვითარმედ: „უკუეთუ გიყუარდე მე, მცნებანი ჩემნი დაიმარხენით“. რამე-თუ ვინაჲთგან ჰრქუა, ვითარმედ: „რაჲ ითხოვოთ სახელითა ჩემითა, გიყო“,1 რაჲთა არა ჰგონებდენ, ვითარმედ ესრეთ უმიზეზოდ იქმს, ამისთჳს ჰრქუა, ვითარმედ: უკუეთუ გიყუარდე, მაშინ გეყოს ყოველი თხოვაჲ თქუენი. და ვინაჲთგან ესმოდა რაჲ, ვითარმედ: „წარვალ მამისა“,2 იგინი მწუხარე იქმნებოდეს, ამისთჳს ეტყჳს, ვითარმედ: „არა ესე არს სიყუარული ჩემი, რომელ აწ მწუხარე ხართ, არამედ უკუეთუ დაიმარხნეთ სიტყუანი ჩემნი, რამეთუ მცნებაჲ მიგეც, რაჲთა იყუარებოდით ურთიერ-თას და რაჲთა ჰყოფდეთ ურთიერთას, ვითარცა-ესე მე ვქმენ. უკუეთუ ესე მცნებანი დაიმარხნეთ, მაშინ ჭეშმარიტად გიყუარ მე“.3
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მე ვჰკითხო მამასა, და სხუაჲ ნუგეშინისმცემელი მოგივლინოს თქუენ“ (14,16).
თ ა რ გ მ ა ნ ი: აჰა ესერა სხუაჲ სიტყუაჲ სიმდაბლისაჲ. და ვინაჲთგან არღა იცოდეს მაღალი გულისხმის-ყოფაჲ მისთჳს და ეძიებდესცა მის თანა ყოფასა მარადის და სიტყუათა მათ და ჴორციელად ყოფასა მისსა და არცა ერთსა ნუგეშინის-ცემასა მიიღებდეს, ამისთჳს ჰრქუა: „ვჰკითხო მამასა, და სხუაჲ ნუგეშინისმცემელი მოგცეს თქუენ“. ესე იგი არს, ვითარმედ: ვითარცა-ესე მე ვარ, სხუაჲ ნუგეშინისმცემელი მოგცეს თქუენ. ჰრცხუენოდენ საბელიოზის წვალებითა დაბნელებულთა და სულისა წმიდისა მგმობართაცა, რამეთუ საკჳრველი სიტყჳსაჲ ამის ესე არს, რომელ განყოფილად მდგომარენი იგი წვალებანი და ურთიერთას განშორებულნი ერთითა წყლულებითა მოაკუდინნა, რამეთუ რომელიგი თქუა, ვითარმედ: „სხუაჲ“, და ამით გუამოვნებისა განყოფილებაჲ გამოაჩინა, ხოლო თქუა რაჲ, ვითარმედ: „ნუგეშინისმცემელი“, აჩუენა
1 იოან. 14,13. 2 შდრ. იოან. 14,12,28; 16,10,16. 3 შდრ. იოან. 13,34; 14,15; 15,9-12,17.
ბუნებისა ერთობაჲ. ხოლო რაჲსათჳს თქუა, ვითარმედ: „ვჰკითხო მამასა“? ამისთჳს, რამეთუ უკუეთუმცა ეთქუა, ვითარმედ: მე მოგივლინო, არამცა დაერწმუნა მათ ესრეთ, ვითარ აწ, ხოლო მისი მოსწრაფებაჲ იყო ამისთჳს, რაჲთამცა დაირწმუნეს; და უკუანაჲსკნელ უკუე თჳთ მოუვლენს მას, რაჟამს ეტყოდის, ვითარმედ: „მიიღეთ სული წმიდაჲ“,1 ხოლო აქა თქუა, ვითარმედ: „ვჰკითხო მამასა“, რაჲთა სარწმუნო-ყოს სიტყუაჲ თჳსი. რამეთუ იოვანე იტყჳს, ვითარმედ: „სავსებისაგან მისისა ყოველთა მოვიღეთ“,2 ხოლო აქუნდა სხჳსა მიერ, რაჲთამცა მოიღო; და კუალად იტყოდა იოვანე, ვითარმედ: „მან ნათელ-გცესო სულითა წმიდითა და ცეცხლითა“.3 ანუ რაჲმცა აქუნდა უმეტესი მოციქულთასა, უკუეთუმცა მამასა სთხოვდა მიცემად სხუათა, ვინაჲთგან მოციქულნი მრავალგზის იქმოდეს ამას თჳნიერ თხოვისა? ანუ უკუეთუ თხოვით მამისა მიერ მოივლინების, ვითარ თავით თჳსით მოიწია, ანუ ვითარ მოივლინების სხჳსა მიერ, რომელი-იგი ყოველგან არს და განუყოფს თითოეულსა, ვითარცა ენებოს? და იტყოდა უფლებით: „განაჩინენით პავლე და ბარნაბა“,4 და იგინი ღმერთსა ჰმსახურებდეს, არამედ მან თჳსსა საქმესა მიიყვანნა, არა თუ, რამეთუ სხუაჲ არს მისი და სხუაჲ არს მამისა საქმჱ, არამედ რაჲთამცა ჴელმწიფებაჲ თჳსი გამოაჩინა. ხოლო რაჲღა არს სიტყუაჲ ესე, ვითარმედ: „ვჰკითხო მამასა“? აჩუენებს ჟამსა მას მოსლვისასა, რამეთუ რაჟამს განწმიდნა იგინი მსხუერპლითა მით თჳსისა სისხლისა დათხევისაჲთა, მაშინ მოვიდა სული წმიდაჲ. ხოლო რაჲსათჳს, იყო რაჲ მათ თანა, არა მოვიდა? ამისთჳს, რამეთუ არცა შეწირულ იყო შესაწირავი იგი. ხოლო ვინაჲთგან ცოდვაჲ დაიჴსნა და იგინი განვიდოდეს განსაცდელთა მიმართ, მაშინ ჯერ-იყო განმაძლიერებელისა მის მოსლვაჲ. რაჲსათჳს უკუე არა მეყსეულად შემდგომად აღდგომისა მოვიდა სული წმიდაჲ? ამისთჳს, რაჲთა ფრიადითა სურვილითა მისითა აღეტყინნენ, და მერმე მოვიდეს უმეტესითა მადლითა. რამეთუ ვიდრემდის ქრისტე მათ თანა იყო, არა იყვნეს მწუხარებასა შინა; ვინაჲთგან უკუე წარვიდა და იგინი შეშინებულ იქმნნეს, მერმე უმეტესითა სურვილითა შეიწყნარეს იგი. ხოლო სიტყუაჲ ესე, ვითარმედ: „თქუენ თანა დაადგრეს უკუნისამდე“, ესე იგი არს: არცა შემდგომად აღსასრულისა განეყოს. ხოლო ვინაჲთგან „ნუგეშინისმცემელი“ ესმოდა, რაჲთა არა სხუასა განჴორციელებასა მოელოდიან და თუალითა ჰგონებდენ ხილვად მისა, ამისთჳს ჰრქუა: „რომელი სოფელსა ვერ ჴელ-ეწიფების მოღებად, რამეთუ არა ჰხედავს მას“, ხოლო არა ესრეთ იყოს თქუენ თანა, ვითარცა მე, არამედ სულთა შინა თქუენთა დაიმკჳდროს მან. რამეთუ ესე არს სიტყუაჲ იგი, თუ:
1 იოან. 20,22. 2 იოან. 1,16. 3 მათ. 3,11; ლუკ. 3,16; შდრ. მარკ.1,8. 4 საქმე 13,2.
„თქუენ თანა ეგოს“. ხოლო „სულად ჭეშმარიტებისა“ უწესს, რაჲთა ამის მიერ სახენი იგი ძუელნი მოასწავნეს.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და თქუენ თანა იყოს“ (14,17).
თ ა რ გ მ ა ნ ი: რაჲ არს სიტყუაჲ ესე, ვითარმედ: „თქუენ თანა“? გარნა ესე, რომელსა თავადი იტყოდა, ვითარმედ: „აჰა ესერა მე თქუენ თანა ვარ“,1 და კუალად ამასცა მოასწავებს, ვითარმედ: არა თუ ესე იქმნას მის ზედა, რაჲ-ესე ჩემ ზედა იქმნა, არცა განგეშოროს თქუენ.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „რომელი სოფელსა ვერ ჴელ-ეწიფების მოღებად, რამეთუ ვერ ჰხედავს მას“ (14,17).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ამას ადგილსა „ხედვად“ გულისხმის-ყოფასა იტყჳს, ამისთჳს შესძინა და თქუა, ვითარმედ: „არა იცის იგი“, რამეთუ მრავალგზის ჭეშმარიტსა ცნობასა „ხედვად“ უწესს წერილი. ხოლო „სოფლად“ ამას ადგილსა უკეთურთა იტყჳს და ამისთჳსცა საქმით ნუგეშინის-სცემს უმეტესსა მას სხუათაგან ნიჭსა მას ესრეთ მაღალსა. იხილე, რაოდენი-თა სახითა აღამაღლა მისთჳს თქუმული იგი სიტყუაჲ, რამეთუ თქუა, ვითარმედ: „სხუაჲ ნუგეშინისმცემელი მათი, ვითარცა მე“; და თქუა, ვითარმედ: „არა დაგიტევნე თქუენ“; და თქუა, ვითარმედ: „თქუენდა მომართ ოდენ მოვალს“; თქუა უკუე, ვითარმედ: „თქუენ თანა ეგოს“, და ვერცა ესრეთ განუქარვა მწუხარებაჲ მათი, რამეთუ მასვე თავადსა ეძიებდეს და მის თანა ყოფისა ჩუეულებასა, და ამისთჳს ენება ამისცა სიტყჳსა ნუგეშინის-ცემად და თქუა:
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „არა დაგიტევნე თქუენ ობლად, რამეთუ მოვიდე თქუენდა“ (14,18).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ნუ გეშინისო, რამეთუ არა თუ ამისთჳს ვთქუ სხჳსა ნუგეშინისმცემელისა მოვლინებად, ვითარმცა მე მოგაკლდებოდე სრულიად, არა ამისთჳს ვთქუ, ვითარმედ: „თქუენ თანა იყოს“, ვითარმცა მე არღარა გიხილევდი, „რამეთუ მეცა მოვიდე თქუენდა, არა დაგიტევნე თქუენ ობლად“. რამეთუ ვინაჲთგან დაწყებასა სიტყჳსასა იტყოდა: „შვილნო ჩემნო“,2 ამისთჳს აქა იტყჳს: „არა დაგიტევნე თქუენ ობლად“; და დასაბამსა სიტყჳსასა იტყოდა, ვითარმედ: „მოხჳდეთ, სადა მე ვიყო“,3 და ვითარმედ: „სახლსა მამისა ჩემისასა სავანე მრავალ არიან“,4 ხოლო აქა, ვინაჲთგან იგი ჟამი შორს იყო, მოსცემს სულსა, არამედ იგინი კუალად ვინაჲთგან ვერ გულისხმა-ჰყოფდეს სიტყჳთა მით და ვერ მიიღებდეს ჯეროვანსა ნუგეშინის-ცემასა, ამისთჳს ჰრქუა: „არა დაგიტევნე თქუენ ობლად“, რამეთუ იგინი უფროჲს ყოვლისა ამას ეძიებდეს. არამედ რაჲთა არა ჰგონებდენ კუალად ესევითარსავე მოსლვასა, ვითარცა პირველ, იხილე, ვითარ მოასწავა, მისი იგი მოსლვაჲ თუ ვითარ იყოს, რამეთუ თქუა:
1 მათ. 28,20. 2 შდრ. იოან. 13,33. 3 შდრ. იოან. 14,3. 4 იოან. 14,2.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მცირედღა, და სოფელი არღარა მხედვიდეს მე, ხოლო თქუენ მხედვიდეთ მე“ (14,19).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ვითარმცა იტყოდა, ვითარმედ: მოვალ თქუენდა მომართ, არამედ არა ესრეთ, ვითარცა პირველ, არამედ თქუენდა მომართ ოდენ, რამეთუ სულიცა ესევითარი არს თქუენდა მომართ ოდენ.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „რამეთუ მე ცხოველ ვარ, და თქუენცა ცხოველ იყვნეთ“ (14,19).
თ ა რ გ მ ა ნ ი: რამეთუ არა თუ ჯუარს-ცუმაჲ განგყოფს თქუენ ჩემგან, გარნა მცირედსა ოდენ ჟამსა მიგეფარო. ხოლო ცხორებად არა ამას ოდენ იტყჳს საწუთროჲსასა, არამედ საუკუნესაცა.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მას დღესა სცნათ, რამეთუ მე მამისა ჩემისა თანა, და თქუენ ჩემ თანა, და მე თქუენ შორის“ (14,20).
თ ა რ გ მ ა ნ ი: მამისა თანა ყოფაჲ ერთარსებისათჳს არს, ხოლო მათ თანა - სიყუარულისათჳს მათისა და შეწევნისა ღმრთისა მიერ. და არა თუ ერთი ძალი აქუს მამისა თანა ყოფად და მათ თანა, დაღაცათუ ერთი-თა სიტყჳთა თქუმულ არს, რამეთუ მრავალსა იტყჳს წერილი ერთითა სიტყჳთა სხუასა და სხუასა ძალსა. რამეთუ ჩუენცა გუეწოდების ღმერთ და შვილ ღმრთის, არამედ არა ერთად გულისხმა-იყოფების ჩუენ ზედა და ღმრთისა, და კუალად ძესაცა ხატ ეწოდების და ჩუენცა, არამედ არა ერთ არს, რამეთუ ფრიადი აქუს განყოფილებაჲ. და კუალად თქუმულ არს, ვითარმედ: „თქუენ ქრისტესნი ხართ, და ქრისტე - ღმრთისაჲ“.1 გარნა არა ესრეთ არს ქრისტე ღმრთისაჲ, ვითარცა ჩუენ - ქრისტესნი, არამედ მამისა თანა ყოფაჲ მისი არს თანაარსობისა მისისათჳს, ხოლო „თქუენ თანა ვიყო“, ესე იგი არს, ვითარმედ: შეწევნასა ფრიადსა მიგცემდე მარადის.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „რომელსა ჰქონდენ მცნებანი ჩემნი და დაიმარხნეს იგინი, იგი არს, რომელსა უყუარ მე“ (14,21).
თ ა რ გ მ ა ნ ი: რამეთუ არა კმა არს ქონებაჲ ოდენ, არამედ დაცვაჲცა ჯერ-არს. ხოლო რაჲსათჳს მრავალგზის ეტყჳს მათ ამათ სიტყუათა, ვითარცა-იგი თქუა, ვითარმედ: „უკუეთუ გიყუარდე მე, მცნებანი ჩემნი დაიმარხენით“, და: „რომელსა ჰქონდენ მცნებანი ჩემნი და დაიმარხნეს იგინი“, და: „უკუეთუ ვისმე ესმნენ სიტყუანი ესე და დაიმარხნეს იგინი, იგი არს, რომელსა უყუარ მე“? გარნა ამით ყოვლითა მათსა მას მწუხარებასა და შეურვებასა მოასწავებს, რამეთუ ვინაჲთგან მრავალნი სიტყუანი ჰქონან სიკუდილისათჳს, ვითარმედ: „რომელსა სძულდეს სული თჳსი სოფელსა ამას, ცხორებად საუკუნოდ დაიცვას იგი“,2 და კუალად, ვითარმედ: „რომელმან არა აღიღოს ჯუარი თჳსი და შემომიდგეს მე, არა
1 1 კორ. 3,23. 2 იოან. 12,25.
არს ჩემდა ღირს“,1 და ეგულებოდა სხუათა მრავალთა სიტყუად, ამისთჳს იტყჳს ყუედრებისსახედ, ვითარმედ: თქუენ ჰგონებთ, ვითარმედ სიყუარულისაგან ფრიადისა ხართ ესრეთ მწუხარე, არამედ უფროჲსად არა წუხილი არს სიყუარულისა სახჱ. და ვითარმედ ამის პირისაჲ ენება დამტკიცებაჲ, ამისთჳს იხილე, ვითარ თქუა, ვითარმედ: „უკუეთუმცა გიყუარდი, გიხაროდამცა, რამეთუ მე მამისა ჩემისა მივალ“ (14,28). ხოლო აწ მოშიშებისაგან არს ესე ყოველი თქუენ ზედა და სიკუდილისაგან. ესრეთ შიში არა ჩემთა მცნებათა დამარხვაჲ არს, რამეთუ ჯერ-იყო თქუენდა ჯუარს-ცუმაჲ, უკუეთუმცა ჭეშმარიტად გიყუარდი, რამეთუ ჩემი სიტყუაჲ გასწავლის, რაჲთა არა გეშინოდის მათგან, რომელნი მოჰკლვიდენ ჴორცთა, რამეთუ ესევითარნი უყუარან მამასაცა, და გამოუცხადო მათ თავი ჩემი.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ჰრქუა მას იუდა, არა ისკარიოტელმან: უფალო, რაჲ არს, რომელ ჩუენ გამოგჳცხადებ თავსა შენსა?“ (14,22).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ჰხედავა შიშითა აღვსებულთა სულთა მათთა? რამეთუ შეძრწუნდა და შეშფოთნა და ჰგონებდა, ვითარმედ ვითარცა მკუდართა ვხედავთ სიზმრივ, ესრეთ ეგულებოდა მისი ხილვაჲ. ხოლო რაჲთა არა ესე მოიგონონ, ამისთჳს ისმინე, რასა იტყჳს, ვითარმედ: „მე და მამაჲ მოვიდეთ და სავანე მის თანა ვყოთ“,2 ვითარმცა იტყოდა, ვითარმედ: ვითარცა მამაჲ გამოაცხადებს თავსა თჳსსა, ეგრეთვე მე, და არა ამით ოდენ, არამედ მითცა სიტყჳთა, რომელ თქუა, ვითარმედ: „სავანე მის თანა ვყოთ“, დაჰჴსნა იჭჳ იგი მსგავსად სიზმრისა ხილვისა. ხოლო შენ იხილე მოწაფჱ იგი შეშფოთებული და ვითარ ვერ იკადრებდა თქუმად განცხადებულად გულისსიტყჳსა თჳსისა, რამეთუ არა თქუა, ვითარმედ: ვაჲ ჩუენდა, რამეთუ მოჰკუდები, და ვითარცა აღსრულებულთაგანსა გეგულების ჩუენებად ჩუენდა თავისა შენისა! გარნა არა თქუა ესრეთ, არამედ: „რაჲ არსო, რომელ ჩუენ გამოგჳცხადებ თავსა შენსა და არა სოფელსა?“ მიუგებს უკუე ამისთჳს: რამეთუ თქუენ მიყუართ, და თქუენ იმარხავთ მცნებათა ჩემთა. რამეთუ რაჲთა არა შემდგომად ამისა იხილონ რაჲ იგი, უცნებაჲ ეგონოს, ამისთჳს წინაჲსწარ ეტყჳს მიზეზსა, ვითარმედ: „ამისთჳს, რამეთუ მცნებათა ჩემთა იმარხავთ“; იტყჳს, ვითარმედ: სულსაცა ესრეთ ეგულების გამოჩინებად; რამეთუ ამას ყოველსა ეტყოდა, რაჲთა არა უცნებაჲ ეგონოს მათ, იხილონ რაჲ, რომელთა ამას ყოველსა ზედა უცნებაჲვე ეგონა, უკუეთუმცა არა ეჭამა მათ თანა.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „რომელსა არა უყუარდე მე, სიტყუანი ჩემნი არა დაიმარხნეს; და სიტყუანი, რომელ გესმიან, არა არიან ჩემნი, არამედ მომავლინებელისა ჩემისანი“ (14,24).
1 მათ. 10,38. 2 შდრ. იოან. 14,23.
თ ა რ გ მ ა ნ ი: არცა სამე მე უყუარ, არცა მამაჲ ჩემი, რომელმან სიტყუანი ესე არა ისმინნეს, რამეთუ უკუეთუ სახჱ სიყუარულისაჲ დამარხვაჲ მცნებათაჲ არს, ხოლო ესე მცნებანი მამისანი არიან, რომელი არა ისმენდეს მათ, არა ძჱ ოდენ, არამედ არცა მამაჲ უყუარს. ხოლო ვითარ სიტყუანი იგი შენნიცა არიან, უფალო, და არა შენნიცა, რამეთუ იტყჳ, ვითარმედ: „სიტყუანი ჩემნი არა ჩემნი არიან“? ესე იგი არს, ვითარმედ: არარას ვიტყჳ გარეგან ნებისა მისისა, არამედ ჩუენი ყოველი ერთ არს.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ამას გეტყოდე თქუენ, რამეთუ თქუენ თანა ვიყავ. ხოლო ნუგეშინისმცემელი იგი სული წმიდაჲ რომელი მოავლინოს მამამან სახელითა ჩემითა, ამან გასწავოს ყოველი, რომელი გარქუ თქუენ“ (14,25-26).
თ ა რ გ მ ა ნ ი: რამეთუ ვინაჲთგან მრავალნი სიტყუანი მისნი დაფარულ იყვნეს და რომელთამე ვერ გულისხმა-ჰყოფდეს, და რაჲთა არა მწუხარე იყვნენ და არცა იტყოდიან, ვითარმედ: რომელნი მცნებანი? ამისთჳს განაყენნა იგინი ზრუნვისა მისგან და ჰრქუა, ვითარმედ: ნუგე-შინისმცემელმან ყოველი მოგაჴსენოს და გასწავოს, რამეთუ დაღაცათუ აწ დაფარულ არიან სიტყუანი ესე, არამედ არს იგი ამათი კეთილად გამომაჩინებელი. რაჲთა არა მწუხარე იყვნენ, ამისთჳს ეტყჳს, ვითარმედ ვიდრემდის მათ თანა იყოს, ნუგეშინისმცემელი იგი არა მოვალს, და ვერარაჲ მაღალი და დიდი გულისხმა-ყონ. ხოლო ამას ყოველსა ეტყჳს, რაჲთამცა ასწავა ახოვნად თავს-დებად წარსლვასა მისსა, ვითარცა მიზეზი დიდთა კეთილთაჲ, ხოლო ზედაჲსზედა ნუგეშინისმცემელად სახელ-სდებს მწუხარებათა მათთჳს, რომელნი მაშინ იყვნეს მათ ზედა. ვინაჲთგან უკუე ამას ყოველსა ზედა ჯერეთ შეურვებულ და შეძრწუნებულ იყვნეს და იგონებდეს ძნელოვანთა საქმეთა და წარსლვასა მისსა, ამისთჳს, იხილე, ვითარ კუალად დააწყნარებს მათ და ეტყჳს:
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მშჳდობასა დაგიტევებ თქუენ“ (14,27).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ვითარმცა ეტყოდა, ვითარმედ: რად გეშინის სოფლისა ამის შფოთთაგან, ვიდრემდის ჩემ თანა მშჳდობაჲ გაქუნდეს? რამე-თუ ესე მშჳდობაჲ არა ესევითარი არს, ვითარ სოფლისაჲ, რამეთუ იგი მრავალგზის ბოროტსა ზედა იქმნების, რამეთუ უგულისხმო არს, და რომელთა იგი აქუნდეს, არარაჲ არგოს. ხოლო მე დაგიტევებ თქუენ მშჳდობასა, რაჲთა გაქუნდეს ურთიერთას და ესრეთ ძლიერ იყვნეთ. ხოლო ვინაჲთგან თქუა, ვითარმედ: „მშჳდობასა დაგიტევებ“, რომელიიგი წარსლვისა სახჱ იყო, მერმე, რაჲთა არა მწუხარე იქმნენ, კუალად შესძინა:
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მშჳდობასა ჩემსა მიგცემ თქუენ“ (14,27).
თ ა რ გ მ ა ნ ი: რაჲ არს ორი ესე მშჳდობაჲ, რომელ თქუა, ვითარმედ: „მშჳდობასა დაგიტევებ თქუენ“ და „მშჳდობასა ჩემსა მიგცემ თქუენ“? ესე იგი არს, რამეთუ პირველი იგი სიტყუაჲ, ვითარმედ: „მშჳდობასა დაგიტევებ თქუენ“, ჰრქუა მშჳდობისათჳს ერთმანერთისა მიმართ, ვი-თარმედ: გამცნებ, რაჲთა მშჳდობაჲ გაქუნდეს ურთიერთას, რომელი-ესე სხუათაცა ექმნა წმიდათა, ხოლო „მშჳდობასა ჩემსა მიგცემ“, - რომელი-იგი მე ვქმენ შორის სულისა და ჴორცთა და ანგელოზთა და კაცთა, რომელმან ვყავ მშჳდობაჲ ცათა შინა და ქუეყანასა ზედა და შუაკედელი იგი ზღუდისაჲ მის დავჴსენ, მტერობაჲ იგი ჴორცითა ჩემითა,1 მას უკუე მშჳდობასა, რომლითა ესე ყოველი ვქმენ, აწ ამას მიგცემ თქუენ სამკჳდრებელად. ამისთჳსცა ეტყჳს: „ნუ შეძრწუნდებიან გულნი თქუენნი, ნუცა გეშინინ“ (14,27). ჰხედავა, რამეთუ რომელიმე მწუხარებაჲ მათი სიყუარულისათჳს იყო და რომელიმე - შიშისათჳს?
„გესმა, რამეთუ გარქუ თქუენ: წარვალ და მოვიდე თქუენდა. უკუეთუმცა გიყუარდი მე, გიხაროდამცა, რამეთუ მივალ მამისა, რამეთუ მამაჲ ჩემი უფროჲს ჩემსა არს“ (14,28). და რომელსა სიხარულსა მოატყუებდა მათ ესე ანუ რომელსა ნუგეშინის-ცემასა? რაჲ არს უკუე სიტყუაჲ ესე? რამეთუ არა იცოდეს მათ სიტყუაჲ იგი აღდგომისაჲ, არცა აქუნდა მისთჳს გულისსიტყუაჲ, ვითარი ჯერ-იყო. რამეთუ ვითარმცა აქუნდა, რომელთა ესეცა არა იცოდეს, ვითარმედ აღდგომაჲ არს, ხოლო მამაჲ უზეშთაეს ეგონა? ეტყჳს უკუე, ვითარმედ: დაღაცათუ ჩემთჳს გე-შინის, ვითარმცა ვერ უძლე შეწევნად თავისა თჳსისა, და არა მინდობილ ხართ, ვითარმედ შემდგომად ჯუარს-ცუმისა გიხილნე თქუენ, არამედ ვინაჲთგან გესმა, ვითარმედ მამისა მივალ, ჯერ-იყო თქუენდა სიხარული, რამეთუ უფროჲსისა მიმართ მივალ, და შესაძლებელ არს ყოველთა ბოროტთა დაჴსნაჲ. ხოლო რაჲ თქუა, ვითარმედ: „გესმა, რამეთუ გარქუ თქუენ“, ესე იგი არს, ვითარმედ: ესრეთ მინდობილ ვარ ყოფად ამათ საქმეთა, რამეთუ არა მეშინის მე პირველვე თქუმად, „და პირველვე გარქუ, რაჲთა რაჟამს იქმნეს, გრწმენეს“ (14,29), ვითარმედ ჭეშმარიტსა გეტყჳ. უკუეთუმცა არა მინდობილ ვიყავ, არამცა მეთქუა. იხილეა სიტყუაჲ ესე სიმდაბლისაჲ? რამეთუ რაჟამს ეტყოდა, ვითარმედ: „ჰგონება, რამეთუ ვერ ძალ-მიც, რაჲთამცა ვევედრე მამასა ჩემსა, და წარმომიდგინა აწ აქა ათორმეტი გუნდი ანგელოზთაჲ?“2 ესე სიტყუაჲ მათისა იჭჳსა მიმართ თქუა, რამეთუ ვერვინ იტყჳს ამას, დაღაცათუ განცოფებულ იყოს, ვითარმედ ვერ ძალ-ედვა შეწევნად თავისა თჳსისა, არამედ ანგელოზნი უჴმდეს. რამეთუ ვინაჲთგან აქუნდა მისთჳს გულისსიტყუაჲ, ვითარცა კაცისათჳს, ამისთჳს აჴსენნა ანგელოზნი, რამეთუ იგი ოდენ ჰკითხა, ვითარმედ: „ვის ეძიებთ?“ და მეყსეულად დასცნა იგინი ქუეყანასა ზედა.3 ხოლო რომელსა იტყჳს, ესევითარი არს, ვითარმედ:
1 შდრ. ეფეს. 2,14-15. 2 მათ. 26,53. 3 შდრ. იოან. 18,4,6.
ვიდრემდის აქა ვიყო, ჰგონებდეთ, ვითარმედ განცდად ვართ, ხოლო უკუეთუ წარვიდე, მინდობილ იყვენით, რამეთუ ვერღარავინ შეუძლოს ძლევად. და ამას ყოველსა უძლურებისაებრ მოწაფეთაჲსა იტყოდა, რამეთუ: მე მინდობილ ვარო და არა მეშინის, რამეთუ ამისთჳს პირველვე გარქუ თქუენ, ხოლო ვინაჲთგან თქუენ სიტყუასა ამას ვერ გულისხმაჰყოფთ, ამისთჳს მამისაგან, რომელი თქუენ დიდად გაქუს, მის მიერ შემოვიღებ ნუგეშინის-ცემასა. ხოლო რაჟამს ნუგეშინის-სცა, კუალად ეტყჳს შესაწუხებელად:
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „არღარა მრავალსა ვიტყოდი თქუენ თანა, რამე-თუ მოვალს მთავარი იგი ამის სოფლისაჲ, და ჩემ თანა არარაჲ პოვოს“ (14,30).
თ ა რ გ მ ა ნ ი: „მთავრად სოფლისა“ იტყჳს ეშმაკსა და უკეთურთა კაცთა, რამეთუ არა არს იგი უფალი კაცთა, ანუ ცისა, ანუ ქუეყანისა, - ნუ იყოფინ! - არამედ რომელთა ნეფსით მისცენ მას თავი თჳსი; ამისთჳს „მთავრად ბნელისა“1 ეწოდების, რამეთუ „ბნელსა“ იტყჳს ბოროტთა საქმეთა, „ხოლო ჩემ თანა ვერარაჲ პოვოსო“, არამედ ნეფსით ვივნებ.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „რაჲთა ცნას სოფელმან, ვითარმედ მიყუარს მამაჲ ჩემი“ (14,31).
თ ა რ გ მ ა ნ ი: რამეთუ არა თუ თანამდებ სიკუდილისა ვარ, არამედ სიყუარულისათჳს მამისა მოვითმენ.
ხოლო ესე თქუა, რაჲთა კუალად სულნი მათნი განაძლიერნეს, და ცნან, ვითარმედ არა უნებლებით მივალს სიკუდილად, არამედ ნეფსით, და შეურაცხ-უყოფიეს ეშმაკი. და არა კმა-იყო იგი ოდენ თქუმად, ვი-თარმედ: „მცირედ ჟამ თქუენ თანა ვარ“, არამედ ზედაჲსზედა მიმოაქცევს შემაწუხებელთა მათ სიტყუათა და მათ თანა ნუგეშინისმცემელთაცა, ვიდრემდის დაარწმუნოს მათ. ამისთჳს ოდესმე იტყჳს: „წარვალ და მოვალ“; და: „სადა მე ვიყო, მუნ თქუენცა იყვნეთ“; და: „ვერ ძალ-გიც აწ შემოდგომად ჩემდა“; და: „მამაჲ უფროჲს ჩემსა არს“; და: „გარქუ თქუენ ვიდრე ყოფადმდე“; და ვითარმედ: „არა იძულებით ვიქმ ამას, არამედ სიყუარულისათჳს მამისა“, რაჲთა მათ გულისხმა-ყონ, ვი-თარმედ არა სავნებელ არს საქმჱ იგი, ვინაჲთგან რომელსა ფრიად უყუარს იგი და შეყუარებულ არს მის მიერ, მას ესრეთ ჰნებავს. ამისთჳს მრავალგზის იტყოდა ერთბამად სიტყუათა მათ შემაწუხებელთაცა და ნუგეშინისმცემელთაცა, რაჲთამცა გამოცადნა გონებანი მათნი, რამეთუ სიტყუაჲ ესე, ვითარმედ: „თქუენ თანა იყოს“, და ვითარმედ: „უმჯობეს არს თქუენდა, რაჲთა მე წარვიდე“,2 ნუგეშინის-ცემისა იყო. რამეთუ ამისთჳს მრავალი რაჲ თქუა, ვითარმედ: „თქუენ თანა იყოს“, და ვითარმედ:
1 შდრ. ეფეს. 6,12. 2 იოან. 16,7.
„სოფელი ვერ მიიღებს მას“, და: „მან მოგაჴსენოს ყოველივე“, და: „სული ჭეშმარიტებისაჲ“, და: „სული წმიდაჲ“, და: „ნუგეშინისმცემელი“, რაჲთა არა მწუხარე იყვნენ, ვითარმცა არა იყო ჴელისაღმპყრობელ მათა და შემწე. ხოლო იტყჳს, ვითარმედ: „უმჯობეს არს“, რაჲთა გულისხმა-ყონ, ვითარმედ მან ყვნეს იგინი სულიერ.
სწავლაჲ ოე: ძალისა მისთჳს, რომელი მოციქულთა სულისა მიერ წმიდისა მიიღეს, და სათნოებისათჳს და უკეთურებისა და ანგელოზთა და კაცთა
და ესრეთცა უკუე იქმნა, რამეთუ რომელთა-იგი ეშინოდა და ძრწოდეს, მათ მო-რაჲ-იღეს სული წმიდაჲ, მეყსეულად უშიშად შევიდოდეს ბრძოლად მახჳლისა და ცეცხლისა და მჴეცთა და ზღუათა და ყოვლისა ჭირისა, და უსწავლელთა მათ და უმეცართა ესევითარი სიბრძნჱ და კადნიერებაჲ მოიღეს, ვიდრეღა ყოველნი განაკჳრვნეს; რამე-თუ თიჴისანი იყვნეს, და რკინისად გარდააქცინა იგინი სულმან, და ვერარამან სძლო მათ. რამეთუ ესევითარი იგი მადლი, უკუეთუ დაჴსნილებაჲ პოვოს, განიოტებს, უკუეთუ გულისთქუმაჲ ბოროტი პოვოს, განჰლევს, უკუეთუ მოშიშებაჲ პოვოს, წარსდევნის და არღარა კაცებასა შინა დაუტეობს მას, არამედ ვითარცა ზეცისასა, ესრეთ ყოვლითურთ მუნ მიიყვანებს გონებასა მისსა. და ამისთჳსცა არღარავის მათგანსა აქუნდა რაჲ თჳსად, არამედ ყოველნი ლოცვასა შინა იყვნეს სიხარულითა გულისაჲთა.1 „რამეთუ ნაყოფი სულისაჲ ესე არს: სიყუარული, სიხარული, მშჳდობაჲ, სარწმუნოებაჲ, სიმშჳდჱ“.2
მოვიგოთ უკუე უძლეველი იგი შეწევნაჲ სულისაჲ დამარხვითა მცნებათაჲთა და არცა ანგელოზთასა უდარე ვიყვნეთ, რამეთუ მათცა თჳსითა გონებითა აქუს ესევითარი დიდებაჲ. და არა თუ მათ არა უჴმს კრძალულებაჲ. უკუეთუ არა, რადმცა გარდამოვრდომილ იყო ერთი იგი მათგანი? გარნა რამეთუ არა შეიკრძალა გონებაჲ თჳსი, უვარეს კაცთა უკე-თურთასა და პირუტყუთა სახე იქმნა. და კუალად წმიდათა ყოველთა, ქუეყანასა ზედა მყოფთა, ჴორცთა შინა ქმნეს, რაჲ-იგი ქმნეს კეთილი, რამეთუ ვითარცა მწირნი და უცხონი იყვნეს ქუეყანასა ზედა, და მოქალაქობაჲ მათი იყო ცათა შინა.
ამისთჳს უკუე ნუ იტყჳ შენ, ვითარმედ: ჴორცნი მასხენ და ვერ ვიტჳრთავ ოფლთა სათნოებისათა და შრომათა. ნუ აბრალებ ამათ სიტყუა-თა მიერ შემოქმედსა. იხილენ ყოველნი წმიდანი, რომელნი ჴორცთა შინა
1 შდრ. საქმე 2,44,46. 2 გალ. 5,22.
იყვნეს, რაჲ ყვეს: რამეთუ პავლე არა დააყენეს ჴორცთა ყოფად, რაჲიგი ქმნა, არცა პეტრე დააყენეს მიხუმად კლიტეთა სასუფეველისათა, და ენუქ ჴორცითა მიიცვალა, და ელია ეგრეთვე ჴორცითა აღიტაცა, და აბრაჰამ და შვილი მისი ისაკ და იაკობ, ძჱ ისაკისი, ჴორცითა გამობრწყინდეს, და იოსებ ჴორცითა ბრძოლა-უყო სიძვისმოყუარესა მას დედაკაცსა. და რასა ვიტყჳ ჴორცთა ოდენ? რამეთუ დაღაცათუ ჯაჭჳ ვინ შეჰმოსოს ჴორცთა, არას ევნების მოგებად სათნოებისა. და რად ჯაჭუსა ვიტყჳ? ვერცა საპყრობილჱ ანუ საკრველნი ძლიერნი დამახრწეველ ექმნებიან სათნოებასა, რამეთუ საკრველი სულისაჲ არა რკინისაჲ არს, არამედ გულისთქუმაჲ ბოროტი, შიში უჯეროჲ და სხუანი ყოველნი ვნებანი. იგინი შეჰკრვენ სულსა, დაღაცათუ ჴორცნი ჴსნილად იყვნენ.
არამედ იტყჳან ვიეთნიმე, ვითარმედ: ესეცა ვნებანი ჴორცთაგან იშვებიან. გარნა ამაოება არს ესე სიტყუაჲ და მიზეზი ცუდი, რამეთუ უკუე-თუმცა ჴორცთაჲმცა იყო ცთომაჲ, ყოველთა ზედამცა მოიწეოდეს იგინი, რამეთუ ვითარცა ჭამაჲ და სუმაჲ და ძილი ყოველთა ზედა არს, ეგრეთვე ესემცა იყო ყოველი; ვინაჲთგან მრავალნი განერნეს მათ, საცნაურ არს, ვითარმედ არა სამე ჴორცთაგან არს, არამედ უდბებისაგან სულისა.
უდბებაჲ უკუე მოვიწყჳდოთ და ნუმცა ჴორცთა ზედა დავსდებთ მიზეზსა, არამედ დაუმორჩილნეთ იგინი სულსა, რაჲთა ესრეთ საუკუნეთა კეთილთა მივემთხჳნეთ მადლითა და კაცთმოყუარებითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა, რომლისაჲ არს დიდებაჲ და სიმტკიცჱ თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.