მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

John 15:12

11. These things have I spoken unto you, that my joy might remain in you, and that your joy might be full.12. This is my commandment, That ye love one another, as I have loved you.13. Greater love hath no man than this, that a man lay down his life for his friends.
John თავი 15
12. This is my commandment, That ye love one another, as I have loved you.
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ოზ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „ამას გეტყოდე თქუენ, რაჲთა სიხარული ჩემი თქუენ თანა ეგოს, და სიხარული თქუენი სავსებით იყოს. ესე არს მცნებაჲ ჩემი, რაჲთა იყუარებოდით ურთიერთას, ვითარცა მე შეგიყუარენ თქუენ“ (15,11-12).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: ყოველსავე კეთილსა მაშინ აქუს სასყიდელი, რაჟამს აღსასრულად მიიწიოს. უკუეთუ კულა განზოგებასა ოდენ საქმისასა გარდასწყდეს, დანთქმაჲ იქმნების მის საქმისაჲ. და ვითარცა ნავი აღვსებული მრავლითა სიმდიდრითა ვერ მიიწიის ნავთსაყუდელად, არამედ შორს რაჲ არნ, ზღუასა დაინთქის (არარაჲ ერგო ფრიადისა მისგან შრომისა და სლვისა მისგან გზათაჲსა, არამედ უფროჲსად განსაცდელი მოიწია მის ზედა, რაოდენცა უმეტესი შრომაჲ თავს-იდვა), ეგრეთვე სულნი, რომელნი უწინარეს აღსასრულისა დავარდენ შრომათაგან; ამაო იქმნა ღუაწლი მათი. ამისთჳსცა პავლე იტყოდა, ვითარმედ: „პატივი და დიდებაჲ მათა, რომელნი მოთმინებითა საქმეთა კეთილთაჲთა რბიოდიან“, რომელსაცა მოწაფეთათჳს იქმს აწ ქრისტე. რამეთუ ვინაჲთგან შეიწყნარნა იგინი, და იგინი იხარებდეს მის თანა, და მერმე მოიწია ჟამი ვნებისაჲ, და სიტყუანი იგი მწუხარებისანი ესმოდეს და ეგულებოდა სიხარულისა მათისა დაჴსნად, ამისთჳსცა ვინაჲთგან მრავალნი სიტყუანი მიუთხრნა მათ და ნუგეშინის-სცა, მერმე ჰრქუა მათ:

სააღდგომო ეპისტოლე 2004 წელი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია II
ილია II
რედ: Sasoeba.ge / Orthodoxy.ge

...სუხობს: „მამაო ჩემო, ჩემთვის შენი ყურებაც საკმარისია და მრავლისმთქმელი.“ როგორი სიყვარული და მადლმოსილებაა ამ სიტყვებში!

ეს გრძნობა მარადიულია და მისი ძალა ულევი. არაფერი ისე არ აახლოებს ადამიანებს, როგორც სიყვარული და წმინდა ცხოვრება. უფალი მოგვიწოდებს: „..იყუარებოდით ურთიერთას, ვითარცა მე შეგიყუარეთ თქუენ.“ (). დღეს კი საზოგადოებას დაახლოების ახალ საშუალებას – გლობალიზაციას სთავაზობენ. როგორც დოსტოევსკი ამბობს: „კაცობრიობის მოთხოვნილებად იქცა მსოფლიო და საყოველთაო ერთობა“.

ჩვენ ყველანი ყურადღებითა და სიფრთხილით ვადევნებთ თვალს ამ პროცესს. თუმცა გლობალიზაცია, შესაძლოა, სხვადასხვაგვარად გავიგოთ და ამის მიხედვით, მისდამი დადებითად ან უარყოფითად განვეწყოთ.

ის, რომ პატარა სახელმწიფოები, უმეტეს შემთხვევაში, დიდი სახელმწიფოების გავლენის ქვეშ იმყოფებიან და საერთაშორისო ურთიერთობებშიც ხშირად ძალისმიერი პოლიტიკა დომინირებს, ფაქტია, მაგრამ ისიც რეალობაა, რომ ასეთი პოლიტიკა გლობალიზაციის პირობებში დიდი ზიანის მომტანი იქნება. ყველამ უნდა გაითვალისწინოს, რომ თუკი გლობალიზაცია აღქმული იქნება, როგორც მხოლოდ უძლიერესის ძალაუფლება, მას სტაბილურობა არ მოჰყვება, - პირიქით, მსოფლიოს მოიცავს დაძაბულობა. ასე რომ არ მოხდეს, გლობალიზაციის შესაძლო ნეგატიურ...

სრულად ნახვა