📋 სარჩევი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „ამას გეტყოდე თქუენ, რაჲთა სიხარული ჩემი თქუენ თანა ეგოს, და სიხარული თქუენი სავსებით იყოს. ესე არს მცნებაჲ ჩემი, რაჲთა იყუარებოდით ურთიერთას, ვითარცა მე შეგიყუარენ თქუენ“ (15,11-12).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ყოველსავე კეთილსა მაშინ აქუს სასყიდელი, რაჟამს აღსასრულად მიიწიოს. უკუეთუ კულა განზოგებასა ოდენ საქმისასა გარდასწყდეს, დანთქმაჲ იქმნების მის საქმისაჲ. და ვითარცა ნავი აღვსებული მრავლითა სიმდიდრითა ვერ მიიწიის ნავთსაყუდელად, არამედ შორს რაჲ არნ, ზღუასა დაინთქის (არარაჲ ერგო ფრიადისა მისგან შრომისა და სლვისა მისგან გზათაჲსა, არამედ უფროჲსად განსაცდელი მოიწია მის ზედა, რაოდენცა უმეტესი შრომაჲ თავს-იდვა), ეგრეთვე სულნი, რომელნი უწინარეს აღსასრულისა დავარდენ შრომათაგან; ამაო იქმნა ღუაწლი მათი. ამისთჳსცა პავლე იტყოდა, ვითარმედ: „პატივი და დიდებაჲ მათა, რომელნი მოთმინებითა საქმეთა კეთილთაჲთა რბიოდიან“,1 რომელსაცა მოწაფეთათჳს იქმს აწ ქრისტე. რამეთუ ვინაჲთგან შეიწყნარნა იგინი, და იგინი იხარებდეს მის თანა, და მერმე მოიწია ჟამი ვნებისაჲ, და სიტყუანი იგი მწუხარებისანი ესმოდეს და ეგულებოდა სიხარულისა მათისა დაჴსნად, ამისთჳსცა ვინაჲთგან მრავალნი სიტყუანი მიუთხრნა მათ და ნუგეშინის-სცა, მერმე ჰრქუა მათ:
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ამას გეტყოდე თქუენ, რაჲთა სიხარული ჩემი თქუენ თანა ეგოს, და სიხარული თქუენი სავსებით იყოს“ (15,11).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ესე იგი არს, ვითარმედ: არა განმეშორნეთ მე, არცა დაჰჴსნათ სრბაჲ თქუენი. რამეთუ გიხაროდა თქუენ ჩემ თანა და ფრიად მხიარულ იყვენით, არამედ მოიწია მწუხარებაჲ, გარნა აწ მე დავჰჴსნი მას, რაჲთა აღსასრულადმდე სიხარული იგი თქუენ თანა იყოს. და უჩუენებს მათ, ვითარმედ არა მწუხარებისა ღირს არს ჟამი იგი, არამედ სიხარულისა. რამეთუ გიხილენო დაბრკოლებულნი და არა უგულებელსვყავ, არცა თუ ვთქუ: რად არა ჰგიან ახოვნებით? არამედ გრქუენ თქუენ სიტყუანი ნუგეშინის-ცემისანი. ეგრეთვე მნებავს, რაჲთა დაგიცვნე სიყუარულსა ზედა. გესმა თქუენ მეუფებისათჳს და სუფევისა და გიხაროდა. „რაჲთა სიხარული თქუენი სავსებით იყოს“, ამისთჳს გარქუ თქუენ ესე ყოველი.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ესე არს მცნებაჲ ჩემი, რაჲთა იყუარებოდით ურ-თიერთას, ვითარცა მე შეგიყუარენ თქუენ“ (15,12).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ჰხედავა სიყუარულსა ღმრთისასა, ვითარ შეერთებულ
1 შდრ. რომ. 2,7.
არს ჩუენისა სიყუარულისა? ამისთჳსცა ოდესმე ორთა მცნებათა იტყჳს და ოდესმე - ერთსა, რამეთუ შეუძლებელ არს, უკუეთუმცა ერთი იგი ვისმე აქუნდა და არამცა მეორჱ შეუდგა მას. რამეთუ ოდესმე იტყჳს, ვი-თარმედ: „ამას ჰკიდავს შჯული და წინაჲსწარმეტყუელნი“;1 და ოდესმე იტყჳს: „ვითარ გნებავს თქუენ, რაჲთა გიყოფდენ კაცნი, თქუენცა ჰყოფდით მათა მიმართ, რამეთუ ესე არს შჯული და წინაჲსწარმეტყუელნი“;2 და: „აღსრულებაჲ შჯულისაჲ სიყუარული არს“,3 რომელსა აქაცა მოასწავებს. რამეთუ უკუეთუ დადგრომაჲ სიხარულისაჲ სიყუარულისაგან არს, ხოლო სიყუარული დამარხვისაგან მცნებათაჲსა იქმნების, ხოლო მცნებაჲ იგი არს, რაჲთა ვიყუარებოდით ურთიერთას, რამეთუ დადგრომაჲ ღმრთისა თანა ურთიერთას სიყუარულისაგან იქმნების. ხოლო არა ესრეთ ლიტონი სიყუარული თქუა, არამედ სახჱცა მისი გამოაჩინა, რამე-თუ იტყჳს, ვითარმედ: „ვითარცა მე შეგიყუარენ თქუენ“. კუალად გამოა-ჩინებს, ვითარმედ არა სიძულილისაჲ არს წარსლვაჲ მისი მათგან, არამედ სიყუარულისაჲ. და უფროჲსად უჴმდა განკჳრვებაჲ ამისთჳს, რამეთუ „თქუენთჳს სულსა ჩემსა დავსდებო“,4 არამედ ესრეთ არასადა თქუა ესე, ვითარ ამას ადგილსა. გარნა ზემორე იტყოდა მწყემსისა მისთჳს კეთილისა, ხოლო აქა ასწავებს მათ სიყუარულსა და უჩუენებს სიდიდესა მისსა და თავსა თჳსსაცა გულისხმა-უყოფს მათ, თუ ვინ არს. ხოლო რაჲსათჳს ყოველსა ადგილსა განადიდებს სიყუარულსა? ამისთჳს, რამეთუ იგი არს სასწაული მოწაფეთაჲ, ესე არს აღმასრულებელი სათნოებისაჲ, და ამას პავლე გამოაჩინებს, ვითარცა ერთგული მოწაფჱ ქრისტესი.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „თქუენ მეგობარნი ჩემნი ხართ, უკუეთუ ჰყოთ, რომელსა გამცნებ თქუენ. არღარა გეტყჳ თქუენ მონა, რამეთუ მონამან არა უწყინ, რასა ჰყოფნ უფალი მისი. ხოლო თქუენ გარქუ მეგობარ, რამე-თუ [ყოველი], რაოდენი მესმა მამისა ჩემისაგან, გაუწყე თქუენ“ (15,14-15).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ვითარ უკუე ეტყოდა, ვითარმედ: „მრავალი მაქუს სიტყუად თქუენდა, არამედ ვერ ძალ-გიც აწ ტჳრთვად“?5 რამეთუ არარას აწ სხუასა გულისხმა-გჳყოფს სიტყჳთა ამით, რომელ თქუა, ვითარმედ: „ყოველი, რაოდენი მესმა მამისაგან, გითხარ თქუენ“, არამედ ამას გამოა-ჩინებს, ვითარმედ: არარას უცხოსა ვიტყჳ, არამედ ყოველსავე მამისასა. და ვინაჲთგან ესე არს სახჱ სიყუარულისაჲ, რაჲთა საიდუმლოთაცა მიუთხრობდეს, ამისთჳს იტყჳს, ვითარმედ: საიდუმლონიცა მითხრობიან თქუენდა. ხოლო რაჟამს „ყოველი“ თქუას, რომელი ჯერ-იყო მათა სმენად, მათ იტყჳს; და მერმე სხუასაცა სახესა სიყუარულისასა უჩუენებს და იტყჳს:
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „არა თქუენ გამომირჩიეთ მე, არამედ მე გამოგირ-ჩიენ თქუენ“ (15,16).
1 მათ. 22,40. 2 მათ. 7,12; შდრ. ლუკ. 6,31. 3 რომ. 13,10. 4 შდრ. იოან. 10,15; 15,13. 5 იოან. 16,12.
თ ა რ გ მ ა ნ ი: ესე იგი არს, ვითარმედ: მე სიყუარული თქუენი ვიძიე. და არცა ესე კმა-იყო, არამედ თქუა, ვითარმედ: „დაგადგინენ თქუენ“, ესე იგი არს, ვითარმედ: დაგნერგენ, „რაჲთა თქუენცა წარხჳდეთო“, ვი-თარმედ განჰვრცელდეთ, „და ნაყოფი გამოიღოთ, და ნაყოფი თქუენი ეგოსო“ (15,16). ხოლო უკუეთუ ნაყოფი ეგოს, არამცა უფროჲსად თქუენ ეგენითა? რამეთუ არა თუ ოდენ შეგიყუარენო, არამედ ქველისმოქმედებანიცა დიდნი გიჩუენენ, რამეთუ განვჰფენ რტოთა თქუენთა და ნაყოფსა ყოველსა ქუეყანასა.
ჰხედავა, რაოდენითა სახითა აჩუენებს სიყუარულსა თჳსსა? ერთად, საიდუმლოთა მათ დაფარულთა თხრობითა; მეორედ, რამეთუ პირველად მან იძია სიყუარული მათი; მესამედ, რამეთუ დიდნი კეთილნი მიანიჭნა მათ; მეოთხედ, რამეთუ თავს-იდებდა მათთჳს ვნებასა. და ამათ საქმეთა მიერ აჩუენა, ვითარმედ უკუნისამდე მათ თანა ეგოს, რამეთუ შეწევნითა მისითა გამოიღებდენ ნაყოფსა, და ამისთჳს ეტყჳს, ვითარმედ: „რაჲიგი სთხოვოთ მამასა ჩემსა სახელითა ჩემითა, მოგეცეს თქუენ“ (15,16). ხოლო ვითარ არს ესე, რამეთუ მამასა სთხოვენ, და სახელი ძისაჲ იქმს მიცემასა? გარნა რაჲთა სცნა ერთობაჲ იგი და სწორებაჲ ძისაჲ მამისა თანა.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ამას გეტყჳ თქუენ, რაჲთა იყუარებოდით ურთიერ-თას“ (15,17).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ესე იგი არს, ვითარმედ: არა თუ ყუედრებით გეტყჳ ამას, ვითარმედ: „სულსა ჩემსა დავსდებ თქუენთჳს“, და ვითარმედ: „მე გამოგირჩიენ თქუენ“, არამედ ყოველსავე ამისთჳს გეტყჳ, „რაჲთა იყუარებოდით ურთიერთას“. ხოლო ვინაჲთგან მრავალთა მიერ დევნულებაჲ და ყუედრებაჲ ძნელ არს სასმენელად და შემძლებელ არს მაღლისაცა გონებისა დამდაბლებად და შეწუხებად, ამისთჳს ქრისტემან მრავალნი ნუგეშინის-ცემისა სიტყუანი მიუთხრნა პირველ და ესრეთ მოვიდა ამის პირისა თქუმად, ვინაჲთგან წინაჲსწარ დააწყნარნა სულნი მათნი და ესრეთცა გამოაჩინა მრავლით კერძო, ვითარმედ მათისა უმჯობესისათჳს არიან, ვითარცა სხუანი იგი საქმენი. რამეთუ ვითარცა გამოაჩინა, ვი-თარმედ სიხარული უჴმს და არა მწუხარებაჲ მამისა მიმართ მისლვისა მისისათჳს, რამეთუ არა თუ დაუტეობდა, არამედ ფრიადისა მათისა სიყუარულისათჳს იქმოდა ამას, ეგრეთვე აქა გამოაჩინებს, ვითარმედ სიხარული უჴმს და არა მწუხარებაჲ. და იხილე, ვითარ ქმნა ესე, რამეთუ არა ჰრქუა, თუ: ვიცი, ვითარმედ შესაწუხებელ არს საქმჱ ესე, არამედ ჩემთჳს თავს-იდევით, რამეთუ ესე ვერ კმა იყო ნუგეშინისსაცემელად, არამედ გამოაჩინა, ვითარმედ უკუეთუ სოფელი სძულობს, ესე სათნოებისა მათისა სახე არს, რამეთუ „უკუეთუმცა სოფლისაგანნი იყვენითო, სოფელიმცა თჳსთა ჰყუარობდა; არამედ ვინაჲთგან არა სოფლისაგანნი ხართ, ამისთჳს გძულობს თქუენ სოფელი“ (15,19). და მერმე კუალად შესძინებს და იტყჳს:
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „არა არს მონაჲ უფროჲს უფლისა თჳსისა. უკუეთუ მე მდევნეს, თქუენცა გდევნნენ“ (15,20).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ამით გამოაჩინა, ვითარმედ უფროჲს მიმსგავსებულ მისა იქმნნენ. და ვიდრემდის ჴორცთა შინა იყო ქრისტე, მისა მიმართ იყო ყოველივე ბრძოლაჲ; ვინაჲთგან უკუე ქრისტე მიიცვალა ამიერ, ყოველივე ბრძოლაჲ მათა მიიქცა. და ესე არს ნუგეშინის-ცემაჲ მათი, რამეთუ მიმსგავსებულ უფლისა მათისა იქმნებოდეს. ხოლო კუალად მესამეცა ნუგეშინის-ცემაჲ მისცა და მოასწავა, ვითარმედ მამაჲცა შეურაცხ იქმნებოდა მათ თანა, და ამისთჳს ჰრქუა მათ: „ესე ყოველი გიყონ თქუენ სახელისა ჩემისათჳს, რამეთუ არა იციან მომავლინებელი ჩემი“ (15,21). და მერმე კუალად სხუაჲცა ნუგეშინის-ცემაჲ მისცა, რამეთუ გამოაჩინა, ვითარმედ შეურაცხისმყოფელნი მათნი ბოროტსა სატანჯველსა მიეცემიან. და ამისთჳს თქუა, ვითარმედ: „უკუეთუმცა არა მოვედ და ვეტყოდე მათ, ცოდვაჲმცა არა აქუნდა; ხოლო აწ მიზეზი არა აქუს ცოდვათა მათთათჳს. რომელსა მე ვსძულდე, მამაჲცა ჩემი სძულდეს“ (15,22-23). და არამცირესა საშჯელსა მათსა მოასწავებს ამის სიტყჳსა მიერ, რამე-თუ ვინაჲთგან იგინი მიზეზობდეს და იტყოდეს, ვითარმედ: მამისათჳს ვსდევნით მას, ამისთჳს თქუა ესრეთ უფალმან, ვითარმედ: არა აქუს მიზეზი ცოდვისა მათისათჳს, რამეთუ სიტყჳთ ვასწავე კეთილი და საქმით ვქმენ შჯულისაებრ მოსესისა. და ამას ზედა თჳთ იგინი მოწამე არიან, რომელნი იტყოდეს, ვითარმედ: „არასადა ესევითარი გამოჩინებულ არს ისრაჱლსა შორის“;1 და ვითარმედ: „საუკუნითგან არა სმენილ არს, თუ აღუხილნა ვინ თუალნი ბრმად შობილისანი“.2 ხოლო რაჲთა არა თქუან, ვითარმედ: რაჲსათჳს შენცა და ჩუენცა გუდევნიან? ამისთჳს პირველვე ჰრქუა, რამეთუ: არა ხართ სოფლისაგან, ვითარცა მე არა ვარ სოფლისაგან. „უკუეთუმცა სოფლისაგანნი იყვენით, სოფელიმცა თჳსთა ჰყუარობდა“. ხოლო კუალად რაჲთამცა არა თქუეს, ვითარმედ: უკუეთუ შენ გდევნიდეს, და ჩუენცა გუდევნიდენ; და უკუეთუ სიტყუაჲ შენი არა დაიმარხეს, და ამისთჳს არცა ჩუენი დაიმარხონ; უკუეთუ შენ ჰქმნენ სასწაულნი მათ შორის, რომელნი სხუამან არავინ ქმნნა, და არა ჰრწმენა, უკუეთუ სძულ შენცა და მამაჲცა შენი, რაჲსათჳს ჩუენ შთაგუყრი ჴელთა მათთა? ანუ რად ირწმუნონ ჩუენი? და რაჲთა არა იტყოდიან ამას ყოველსა, ამისთჳს ჰრქუა მათ სიტყუაჲ ნუგეშინის-ცემისაჲ:
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „რაჟამს მოვიდეს ნუგეშინისმცემელი იგი, რომელი მე მოვავლინო თქუენდა მამისა ჩემისა მიერ, სული ჭეშმარიტებისაჲ,
1 მათ. 9,33. 2 იოან. 9,32.
რომელი მამისა ჩემისაგან გამოვალს, მან წამოს ჩემთჳს. და თქუენცა მოწამე ხართ, რამეთუ დასაბამითგან ჩემ თანა ხართ“ (15,26-27).
თ ა რ გ მ ა ნ ი: იგი სარწმუნო იყოსო, რამეთუ სული არს ჭეშმარიტებისაჲ. ამისთჳს უწოდა „სულად ჭეშმარიტებისა“, რამეთუ ყოველივე უწყის მან, ვინაჲთგან მამისაგან გამოვალს, ვითარცა-იგი თავისა თჳსისათჳს იტყოდა: „ვიცი, ვინაჲთგან მოვალ, ანუ ვიდრე ვალ“.1 ხოლო „რომელი მე მოგივლინო“, - აჰა ესერა არა მამაჲ ოდენ არს მომავლინებელ სულისა, არამედ ძჱცა, - და „თქუენცა მოწამე ხართ“, რამეთუ ჩემ თანა ყოფილ ხართ და გიხილავ მე, არა თუ სხუათაგან გასმიეს ჩემთჳს. ამისთჳს მოციქულნი უკუანაჲსკნელ იტყოდეს, ვითარმედ: „რომელნი-იგი ვჭამდით და ვსუემდით მის თანა“.2
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ამას გეტყოდე თქუენ, რაჲთა არა დაჰბრკოლდეთ“ (16,1).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ესე იგი არს, რაჲთა რაჟამს იხილნეთ, ვითარმედ მრავალნი არა გისმენდენ, არამედ გტანჯვიდენ თქუენ, არა დაჰბრკოლდეთ, არამედ გეჴსენნენ სიტყუანი ესე, ვითარმედ მე გარქუ თქუენ:
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მოვალს ჟამი, რაჲთა ყოველმან რომელმან მოგწყჳდნეს თქუენ, ჰგონებდეს, ვითარმედ მსხუერპლი შეწირა ღმრთისა“ (16,2).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ესრეთ შეჰრაცხონო მოკლვაჲ თქუენი, ვითარცა კეთილი რაჲმე და სათნოჲ საქმჱ. და მერმე ნუგეშინის-ცემაჲცა მისცა მათ და ჰრქუა, ვითარმედ: „ესე გიყონ თქუენ, რამეთუ არა იციან მამაჲ ჩემი, არცა მე“ (16,3). კმა არს ესე ნუგეშინისსაცემელად თქუენდა, რამეთუ ჩემთჳს და მამისა ჩემისათჳს მოიწეოდის ესე ყოველი თქუენ ზედა, ვი-თარცა პირველ გეტყოდე, ვითარმედ: „ნეტარ იყვნეთ, რაჟამს გდევნიდენ და გყუედრიდენ და თქუან ყოველი ბოროტი თქუენდა მიმართ სიცრუით ჩემთჳს. გიხაროდენ და მხიარულ იყვენით, რამეთუ სასყიდელი თქუენი დიდ იყოს ცათა შინა“.3
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ამას გეტყოდე თქუენ, რაჲთა რაჟამს მოიწეოდის ჟამი იგი, მოიჴსენოთ, რამეთუ ესე გარქუ თქუენ“ (16,4).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ესე იგი არს, ვითარმედ: ოდეს ესე ყოველი იქმნას, მაშინ სცნათ, ვითარმედ ყოველივე სიტყუაჲ ჩემი ჭეშმარიტ იყო, და ამისთჳს გარქუ, რაჲთა არა მოულოდებელად მოიწიოს და შეგაშფოთნეს თქუენ, და რაჲთა არა იტყოდით, ვითარმედ: არა წინაჲსწარ ვიცოდეთ ყოველივე მომავალი. იჴსენებდეთ უკუე, ვითარმედ მე გარქუ თქუენ, და ვითარმედ ჩემთჳს გიზმენ ყოველსავე და მამისა ჩემისათჳს, და რამეთუ მეცა ესრეთ მიყვეს, და რამეთუ ყოველივე უჯეროებით არს და უშჯულოდ საქმჱ მათი.
1 იოან. 8,14. 2 საქმე 10,41. 3 მათ. 5,11-12; შდრ. ლუკ. 6,22-23.
სწავლაჲ ოზ: ვითარმედ ჯერ-არს სულგრძელებით თავს-დებაჲ ქრისტესთჳს მოწევნულთა ჭირთა; და მოწყალებისათჳს
და აწ ჩუენცა, საყუარელნო, ჟამსა განსაცდელისასა ამას ყოველსა ვიჴსენებდეთ და ვხედვიდეთ წინამძღუარსა მას და სრულმყოფელსა სარწმუნოებისა ჩუენისასა იესუს, და ვითარმედ სახელისა მისისათჳს არს ყოველივე. და უკუეთუ ამას ვიჴსენებდეთ, ყოველივე ადვილად აღგჳჩნდეს, რამეთუ უკუეთუ მეგობართათჳს იჭირვინ კაცი და უხარინ, ხოლო რომელსა ღმრთისათჳს ევნებოდის, ვითარ არა უხაროდის? რამეთუ უკუეთუ იგი საქმესა მას საყუედრელსა ჯუარს-ცუმისასა ჩუენთჳს დიდებად უწესს, არა უფროჲსად ჩუენ გჳღირსა ესრეთ ქმნაჲ? ხოლო უკუეთუ ტანჯვათაჲ ესრეთ გჳღირს თავს-დებაჲ და უგულებელს-ყოფაჲ ქრისტესთჳს, რაჲ ვყოთ ჩუენ, რომელნი არცა საფასეთა და ანგაჰრებასა უგულებელს-ვჰყოფთ მისთჳს?
გჳღირს უკუე, რაჲთა რაჟამს ჭირი რაჲმე იყოს ჩუენ ზედა, არა ჭირსა მას გულისხმა-ვჰყოფდეთ, არამედ მისთჳს მომავალსა სასყიდელსა და გჳრგჳნსა. ვითარცა-იგი ვაჭარი არა გზათა სიშორესა იგონებნ, არამედ შესაძინელსა, ეგრეთვე ჩუენცა გჳღირს, რაჲთა ვიგონებდეთ სასუფეველსა ცათასა და ღმრთისა მიმართ კადნიერებასა. ეგრეთვე უკუე სიტკბოებაჲ ცოდვისაჲ მოგიჴდეს რაჲ, მოიჴსენე სატანჯველი საუკუნოჲ, და წარჴდეს გემოჲ იგი. და კუალად უკუეთუ ძნელ-გიჩნდეს სათნოებაჲ, შეჰმოსე პირსა მისსა საუკუნოჲსა მის მოსაგებელისა განსუენებაჲ და ადვილად აღგიჩნდეს, რამეთუ სრულნი იგი არღარა სასყიდელისათჳს, არამედ თჳნიერ მისაცა შუენიერ-უჩნს სათნოებაჲ და იქმან მას ამისთჳს, რამე-თუ ღმერთსა ესრეთ ჰნებავს, ხოლო რომელი უძლურ იყოს, იგი გჳრგჳნ-თაცა მოიგონებდეს; ეგრეთვე მოწყალებასა ზედა ვჰყოფდეთ და ნუმცა შეურაცხ-ვჰყოფთ ძმათა ჩუენთა, რამეთუ თქუმულ არს, ვითარმედ: „რომლითა საწყაულითა მიუწყოთ, მოგეწყოს“.1
ვიდრემდის, ჵ კაცნო, მჴეცთა ვჰბაძავთ უწყალოებითა და ბუნებასაცა ჩუენსა უმეცარ ვართ? გულისხმა-ვყოთ დღჱ იგი, რაჟამს წარვდგეთ წინაშე ქრისტესა, რაჟამს ვეძიებდეთ წყალობასა, და შორის შემოიყვანნეს ქრისტემან იგინი, რომელნი ჩუენ უგულებელს-ვყვენით და არა ვყავთ წყალობაჲ მათ ზედა, და გურქუას ჩუენ, ვითარმედ: „რაჲიგი არა უყავთ ერთსა ძმათა ჩემთაგანსა, მე არა მიყავთ“,2 რამეთუ მა-შინ არღარა გლახაკნი ჰყოფდენ სიტყუასა, არამედ მათ წილ ღმერთი გუეტყოდის, ვითარცა-იგი არღარა ლაზარე ეტყოდა მდიდარსა მას, არა-
1 მათ. 7,2; მარკ. 4,24; ლუკ. 6,38. 2 შდრ. მათ. 25,40.
მედ მის წილ - აბრაჰამ.1 ეგრეთვე იყოს გლახაკთა მათ ზედა, რომელთა ჩუენ შეურაცხ-ვჰყოფთ, რამეთუ მაშინ ჩუენ ვიყვნეთ საწყალობელ და გლახაკ. და რაჲ-მე სიტყუაჲ მიუგოთ მას, რომელმან-იგი ჩუენ ცად აღმიყვანნა, ხოლო ჩუენ პურსაცა არა მივსცემთ მას, რომელი-იგი პატიოსანსა ჴორცსა და სისხლსა მისსა მოგუცემს, ხოლო ჩუენ არცა სასუმელსა ერთსა მიუპყრობთ მას?
არა ვხედავთა, ღმერთმან ყოველივე ზიარად მოგუცა, და უკუეთუმცა ვიეთნიმე გლახაკ არიან საფასითა, ესეცა მდიდართათჳს არს, რაჲთა მოწყალებითა მათითა აღიძარცუნენ ცოდვანი? ხოლო შენ, რომელი-ეგე ამას არარასა ზედა ესრეთ უსახურ ხარ, საცნაურ არს, ვითარმედ უკუე-თუმცა უმეტესი რაჲმე ჴელმწიფებაჲ გაქუნდა, ბევრეულნიმცა კლვანი ჰქმნენ და ნათელიმცა და ცხორებაჲცა დაიშურვე სხუათათჳს.
ვიდრემდის იყო შენ მდიდარ და იგი გლახაკ? ვიდრე მწუხრამდე, რომელ არს სიკუდილი, და მერმე არღარა, რამეთუ ესრეთ უნდოჲ არს ცხორებაჲ ესე, და სიკუდილი კართა ზედა არს. რაჲ სარგებელ გეყოფის მრავალთა მათ საუნჯეთა და მონაგებთაგან? რად არა არიან ბევრეულნი ქადაგნი მოწყალებისა შენისანი? რამეთუ საფასეთა ეგე საუნჯენი მტერთა განგიმრავლებენ, ხოლო რომელი-იგი გლახაკთა მისცე, იგი ღმრთისა მიიწიოს და ცოდვათა დამჴსნელ გექმნეს და ღმრთისამიერი დიდებაჲ და კაცთაგან პატივი მოგეტყუას. რაჲსათჳს უკუე ესრეთ ავნებ თავსა შენსა? რამეთუ მოწყალებითა თავსა შენსა არგებ უფროჲსად, ვიდრეღა მათ, რამეთუ მათ ჴორციელად არგებ, ხოლო თავსა თჳსსა საუკუნესა კადნიერებასა და დიდებასა მოატყუებ, რომელსა ღირსმცა ვართ ყოველნი მიმთხუევად მადლითა და კაცთმოყუარებითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა, რომლისაჲ არს დიდებაჲ და სიმტკიცჱ თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.
1 შდრ. ლუკ. 16,25-31.