თ ა რ გ მ ა ნ ი: ესე იგი არს, ვითარმედ: არა თუ ყუედრებით გეტყჳ ამას, ვითარმედ: „სულსა ჩემსა დავსდებ თქუენთჳს“, და ვითარმედ: „მე გამოგირჩიენ თქუენ“, არამედ ყოველსავე ამისთჳს გეტყჳ, „რაჲთა იყუარებოდით ურთიერთას“. ხოლო ვინაჲთგან მრავალთა მიერ დევნულებაჲ და ყუედრებაჲ ძნელ არს სასმენელად და შემძლებელ არს მაღლისაცა გონებისა დამდაბლებად და შეწუხებად, ამისთჳს ქრისტემან მრავალნი ნუგეშინის-ცემისა სიტყუანი მიუთხრნა პირველ და ესრეთ მოვიდა ამის პირისა თქუმად, ვინაჲთგან წინაჲსწარ დააწყნარნა სულნი მათნი და ესრეთცა გამოაჩინა მრავლით კერძო, ვითარმედ მათისა უმჯობესისათჳს არიან, ვითარცა სხუანი იგი საქმენი. რამეთუ ვითარცა გამოაჩინა, ვი-თარმედ სიხარული უჴმს და არა მწუხარებაჲ მამისა მიმართ მისლვისა მისისათჳს, რამეთუ არა თუ დაუტეობდა, არამედ ფრიადისა მათისა სიყუარულისათჳს იქმოდა ამას, ეგრეთვე აქა გამოაჩინებს, ვითარმედ სიხარული უჴმს და არა მწუხარებაჲ. და იხილე, ვითარ ქმნა ესე, რამეთუ არა ჰრქუა, თუ: ვიცი, ვითარმედ შესაწუხებელ არს საქმჱ ესე, არამედ ჩემთჳს თავს-იდევით, რამეთუ ესე ვერ კმა იყო ნუგეშინისსაცემელად, არამედ გამოაჩინა, ვითარმედ უკუეთუ სოფელი სძულობს,...
John 15:17
16. Ye have not chosen me, but I have chosen you, and ordained you, that ye should go and bring forth fruit, and that your fruit should remain: that whatsoever ye shall ask of the Father in my name, he may give it you.17. These things I command you, that ye love one another.18. If the world hate you, ye know that it hated me before it hated you.
John თავი 15