თ ა რ გ მ ა ნ ი: რამეთუ ვინაჲთგან სიტყუაჲ იგი აღდგომისაჲ არამცირედ ნუგეშინის-სცემდა მათ, და კუალად იგი, რამეთუ: „ღმრთისაგან გამოვედ და მუნვე მივალ“, ამისთჳს ზედაჲსზედა აქცევს სიტყუათა ამათ, ერთად, რაჲთა დაუმტკიცოს, ვითარმედ კეთილად ჰრწამს მათ, და მეორედ, რაჲთა გულისხმა-ყონ, ვითარმედ არარაჲ ძჳრი მოიწიოს მათ ზედა. და რაჟამს ეტყოდა, ვითარმედ: „მცირედღა, და არა მხედვიდეთ მე“, და: „მცირედღა, და მიხილოთ მე“, მაშინ სამართლად ვერ გულისხმაჰყოფდეს, ხოლო აწ არღარა; რამეთუ რაჲ არს სიტყუაჲ იგი, ვითარმედ: „მე არა მკითხოთ“? ესე იგი არს, ვითარმედ: არღარა მრქუათ მე, ვი-თარმედ: „მიჩუენე მამაჲ შენი“, ანუ: „ვიდრე ხუალ?“ რამეთუ ყოველივე გულისხმის-ყოფაჲ სცნათ, ესრეთ იყოს თქუენი მამაჲ, ვითარცა მე. და მით სიტყჳთა უმეტესად ნუგეშინის-სცემს მათ, რამეთუ ესმა, ვითარმედ: მამისა მეგობარ იყვნეთ; ამისთჳსცა ჰრქუეს:
John 16:28
27. For the Father himself loveth you, because ye have loved me, and have believed that I came out from God.28. I came forth from the Father, and am come into the world: again, I leave the world, and go to the Father.29. His disciples said unto him, Lo, now speakest thou plainly, and speakest no proverb.
John თავი 16