📋 სარჩევი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „მცირედღა, და არა მხედვიდეთ მე; და კუალად მცირედღა, და მიხილოთ მე, რამეთუ მივალ მამისა ჩემისა. თქუეს მოწაფეთა ურთიერთას: რაჲ არს, რომელსა მეტყჳს ჩუენ: მცირედღა, და არ-ღარა მხედვიდეთ მე?“ (16,16-17).
თ ა რ გ მ ა ნ ი: სულსა მწუხარებითა და ურვითა შეპყრობილსა არარაჲ ესრეთ დაჰჴსნის, ვითარ მწუხარებისა მომატყუებელნი სიტყუანი, რაჟამს ზედაჲსზედა ითქუმოდიან. და რაჲსათჳს უკუე, ქრისტემან თქუა რაჲ, ვითარმედ: წარვალ და არღარა გეტყოდი თქუენ, ზედაჲსზედა ეტყჳს მათ კუალად ამას, ვითარმედ: „მცირედღა, და არღარა მხედვიდეთ მე, და კუალად მცირედღა, და მიხილოთ“, და: „მივალ მამისა ჩემისა“? რამეთუ რაჟამს ნუგეშინი-სცა სიტყუათა მათ მიერ, სულისა წმიდისათჳს თქუმულთა, კუალად აწ შეაწუხებს გონებათა მათთა, არამედ ამას ამისთჳს იქმს, რამეთუ გამოსცდის გონებასა მათსა და გამოაჴურვებს და დააჩუევს მათ კეთილად შემაწუხებელთა სიტყუათა სმენად, რაჲთა ახოვნად თავს-იდვან მისი განშორებაჲ, რამეთუ რომელთა სიტყჳთ ფრიად იწუართეს ესე, პირველვე მათ ეგულებოდა საქმითცა თავს-დებად მისა. ხოლო უკუეთუ ვინ კეთილად გულისხმა-ყოს, ესეცა ნუგეშინის-ცემაჲ იყო, რომელ თქუა, ვითარმედ: „მივალ მამისა“, რამეთუ ამით მოასწავებს, ვითარმედ სიკუდილი მისი მიცვალება იყო და არა თუ ვნებაჲ რაჲმე. და სხუაჲცა ნუგეშინის-ცემაჲ წინაუყო მათ, რამეთუ არა თქუა ესე ოდენ, ვი-თარმედ: „მცირედღა, და არღარა მხედვიდეთ მე“, არამედ ესეცა შესძინა, ვითარმედ: „მცირედღა, და მიხილოთ მე“, რამეთუ გულისხმა-უყო, ვი-თარმედ მათავე მოსლვად არს, და ვითარმედ მცირედ ჟამ იყოს განშორებაჲ მისი მათგან, ხოლო სამარადისო იყოს მათ თანა ყოფაჲ. ხოლო მათ ესე ვერ გულისხმა-ყვეს. და ამისთჳს საკჳრველ არს, ვითარმედ მრავალგზის ესმოდა ესე, და ვითარმცა არა ესმოდა, ესრეთ იყვნეს. ხოლო რაჲსათჳს ვერ გულისხმა-ჰყოფდეს? გარნა, ვითარ მე ვჰგონებ, მწუხარებისა მისგან, რომელ აქუნდა, რამეთუ იგი დაავიწყებდა სიტყუათა მათ, გინა თუ დაფარულებისათჳს მათისა. ამისთჳსცა ჰგონებდეს, ვითარმედ ორნი წინააღმდგომნი თქუნა, რომელ-იგი არა წინააღმდგომ იყვნეს. რამეთუ იტყჳან, ვითარმედ: უკუეთუ გიხილოთ, სადა წარხუალ? უკუეთუ წარხუალ, ვითარ გიხილოთ? ამისთჳსცა იტყჳან, ვითარმედ: „არა უწყით, რასა იტყჳს“ (16,18), რამეთუ ესე უწყოდეს, ვითარმედ წარსლვაჲ ეგულებოდა, ხოლო ამას უმეცარ იყვნეს, თუ შემდგომად მცირედისა მოვიდეს მათ თანა. ამისთჳსცა აბრალებს მათ, რამეთუ ვერ გულისხმა-ყვეს სიტყუაჲ იგი. რამეთუ ენება, რაჲთამცა სიტყუაჲ იგი, სიკუდილისათჳს თქუმული, დაამტკიცა მათ შორის, ამისთჳს ჰრქუა მათ:
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ამენ, ამენ გეტყჳ თქუენ, რამეთუ სტიროდით და ჰგოდებდეთ, და სოფელსა უხაროდის“ (16,20).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ესე სიტყუანი არიან სიკუდილისათჳს და ჯუარს-ცუმისა, რომელ მათისა მწუხარებისა მომატყუებელ იქმნა. „ხოლო სოფელსა უხაროდისო“. „სოფლად“ აქა ერსა მას ამაოებისა მეძიებელსა იტყჳს, რომელთა უხაროდა ამას ზედა, ხოლო მათ ვინაჲთგან არა უნდა სიკუდილი მისი, ამისთჳს ადრე ირწმუნებდეს ამას, ვითარმედ არა მოკუდეს; და მერმე ესმა რაჲ, ვითარმედ მოკუდების, იწყეს ცილობად და იჭუად, რამეთუ არა იცოდეს, რაჲ არს იგი, ვითარმედ: „სტიროდით და სწუხდეთ, არამედ მწუხარებაჲ თქუენი სიხარულად გარდაიქცეს“ (16,20). ხოლო თავადი უჩუენებდა, ვითარმედ შემდგომად მწუხარებისა სიხარული ყოფად არს, და ვითარმედ მწუხარებაჲ იგი ჰყოფს სიხარულსა, და ვითარმედ მწუხარებაჲ იგი მცირედ ჟამ არს, ხოლო სიხარული უკუნისამდე იყოს. ამისთჳს იგავი სოფლისა საქმეთაგან მოიღო და ჰრქუა:
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „დედაკაცი რაჟამს შობნ, მწუხარე არნ, რამეთუ მოიწია ჟამი მისი“ (16,21).
თ ა რ გ მ ა ნ ი: იჴმარებს იგავსა, რომელი წინაჲსწარმეტყუელთაცა გარდამატებულებისათჳს სალმობათა მისთაჲსა მოიღეს მწუხარებათა დიდთა სახედ. ხოლო სიტყუაჲ ესე ესევითარი არს, ვითარმედ: სალმობანი მოიწინენ თქუენ ზედა, ვითარცა შობადისანი, არამედ მწუხარებაჲ იგი შობადისაჲ სიხარულისა მიზეზ იქმნების. ეგრეთვე თქუენდა იყოს. ხოლო ამათ სიტყუათა მიერ სიტყუასა მასცა აღდგომისასა სარწმუნო-ჰყოფს და უჩუენებს, ვითარმედ ამიერ წარსლვაჲ ესევითარი არს, ვითარმცა ვინ გამოვიდა საშოჲსაგან დედისა ნათელსა ამას, ვითარმცა იტყოდა, ვითარმედ: ნუ გიკჳრს, რამეთუ მწუხარებისა მიერ ესევითარისა მიგიყვანებ თქუენ უმჯობესისა მიმართ, რამეთუ დედაჲცა, რაჟამს დედა იქმნებოდის შვილისა, ესრეთ მწუხარებით იქმნების. და სხუასა საიდუმლოსა მოასწავებს აქა, რამეთუ ამათ სიტყუათა მიერ უჩუენებს, ვითარმედ მან თავადმან დაჰჴსნნა სალმობანი სიკუდილისანი და ყო შობაჲ ახლისა კაცისაჲ. და არა თქუა, თუ: გარდაჴდეს ოდენ ჭირი იგი, არამედ ყოლადვე აჴსოვდესცა არაო, ესევითარი სიხარული მოვიდეს. ეგრეთვე იყოს წმიდათა ზედა. და არა ამას ზედა უხარის დედაკაცსა, რამეთუ მოვიდა კაცი სოფლად, არამედ რამეთუ მას შვილი ესუა. უკუეთუმცა მას ზედა იხარებდა, არა დამაყენებელ არს, რაჲთამცა სხუამან დედაკაცმანცა რაჟამს შვა, იხარებდესმცა, რომელთა არა ეშვა. ხოლო რაჲსათჳს თქუა ესრეთ, ვითარმედ: იხარებნ, „რამეთუ იშვა კაცი სოფელსა შინა“ (16,21)? რამეთუ იგავისა მისისა მსგავსი ამას ზედა ოდენ იყო, რაჲთამცა გამოაჩინა, ვითარმედ წარმავალი არს მწუხარებაჲ იგი, და სამარადისო არს სიხარული, და ვითარმედ ცხორებად მიცვალებაჲ
არს იგი, და რამეთუ დიდი სარგებელი იქმნების სალმობათა მათგან. და არა თქუა, ვითარმედ: იშვა ყრმაჲ, არამედ „კაცი“, რამეთუ აქა თჳსსა აღდგომასა მოასწავებს, და არა სიკუდილისა მისისათჳს, რომელსა ელმოდა, ეგულებოდა შობად, არამედ მეუფებისათჳს. ამისთჳს არა თქუა, ვითარმედ: ესუა მას შვილი, არამედ: „იშვა კაცი სოფელსა შინა“.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ხოლო თქუენცა აწ ჭირი გაქუს. და მერმე კუალად გიხილნე თქუენ, და უხაროდის გულთა თქუენთა, და სიხარული თქუენი არავინ მიგიღოს თქუენგან. და მას დღესა მე არაჲ მკითხოთ“ (16,22-23).
თ ა რ გ მ ა ნ ი: კუალად ამათ სიტყუათა მიერ არარას სხუასა დაამტკიცებს, გარნა ვითარმედ ღმრთისა მიერ არს, რამეთუ მაშინ სცნათო ყოველთა. ხოლო რაჲ არს ესე: „მე არარაჲ მკითხოთო“? ესე იგი არს, ვი-თარმედ: არა იყოს თქუენდა შუამდგომელი, არამედ კმა არს, რაჲთა სახელი ოდენ ჩემი სთქუათ და ყოველივე მიიღოთ. და უჩუენებს ძალსა მას სახელისა თჳსისასა, რაჟამს არა ჰხედვიდენ მას და ოდენ სახელსა მისსა სახელ-სდვან, ყოველივე აღასრულონ. და მოიჴსენე, რაჟამს-იგი ილოცეს, ვითარმედ: „მოეც მონათა შენთა კადნიერებით ქმნად და სიტყუად სახელითა შენითა სასწაულთა. და შეიძრა ადგილი იგი, სადა დგეს“.1
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ამენ, ამენ გეტყჳ თქუენ: უკუეთუ რაჲმე სთხოვოთ მამასა ჩემსა სახელითა ჩემითა, მოგეცეს თქუენ. აქამომდე არარაჲ გითხოვიეს სახელითა ჩემითა. ითხოვდით და მოიღოთ“ (16,23-24).
თ ა რ გ მ ა ნ ი: და ამათ სიტყუათა მიერ კუალად უჩუენებს, ვითარმედ უმჯობეს არს, რაჲთა იგი წარვიდეს, ვინაჲთგან მაშინ უმეტესად აღესრულებოდიან თხოვანი მათნი, ვითარმცა იტყოდა, ვითარმედ: ნუუკუე ჰგონებთ, ვინაჲთგან არღარა თქუენ თანა ვიყო, სრულიადმცა დაგიტევენ, რამეთუ სახელმან ჩემმან უმეტესი კადნიერებაჲ მოგცეს თქუენ. ვინაჲთგან უკუე დაფარულ იყვნეს სიტყუანი იგი, ამისთჳს ჰრქუა მათ:
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ამას იგავით გეტყოდე თქუენ; ხოლო მოვალს ჟამი, ოდეს არღარა იგავით გეტყოდი თქუენ“ (16,25).
თ ა რ გ მ ა ნ ი: აჰა ესერა მოიწიოსო ჟამი, რაჟამს ყოველივე განცხადებულად გულისხმა-ჰყოთ. რამეთუ იტყჳს ჟამსაცა აღდგომისასა, ვითარმედ: „მაშინ განცხადებულად მამისა ჩემისათჳს გითხრა თქუენ“ (16,25), რამეთუ ორმეოცი დღჱ დაყო, მათ თანა რაჲ იქცეოდა შემდგომად აღდგომისა და „ეტყოდა სასუფეველისათჳს ღმრთისა“.2 და აწ შიშსა შინა ხართო და ვერ კეთილად ისმენთ სიტყუათა მათ, ხოლო მაშინ, მიხილოთ რაჲ აღდგომილი და თქუენ თანა მყოფი, შეუძლოთ კადნიერებით სმენად ყოვლისავე.
1 შდრ. საქმე 4,29-31. 2 საქმე 1,3.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მას დღესა შინა სახელითა ჩემითა ითხოვოთ, და არა გეტყჳ თქუენ, თუ: ვევედრო და ვჰკითხო მამასა ჩემსა. რამეთუ თჳთ მამასა ჩემსა უყუართ თქუენ“ (16,26-27).
თ ა რ გ მ ა ნ ი: რამეთუ კმა არს სიყუარული ჩემი, რომელი გაქუნდეს შემწედ თქუენდა ყოვლისავე საქმისა მიმართ, რამეთუ მამამანცა ამის-თჳს შეგიყუარნეს.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „რამეთუ თქუენცა შემიყუარეთ მე და გრწამს, რამეთუ ღმრთისაგან გამოვედ და მოვედ სოფლად და კუალად დაუტეობ სოფელსა და მივალ მამისა“ (16,27-28).
თ ა რ გ მ ა ნ ი: რამეთუ ვინაჲთგან სიტყუაჲ იგი აღდგომისაჲ არამცირედ ნუგეშინის-სცემდა მათ, და კუალად იგი, რამეთუ: „ღმრთისაგან გამოვედ და მუნვე მივალ“, ამისთჳს ზედაჲსზედა აქცევს სიტყუათა ამათ, ერთად, რაჲთა დაუმტკიცოს, ვითარმედ კეთილად ჰრწამს მათ, და მეორედ, რაჲთა გულისხმა-ყონ, ვითარმედ არარაჲ ძჳრი მოიწიოს მათ ზედა. და რაჟამს ეტყოდა, ვითარმედ: „მცირედღა, და არა მხედვიდეთ მე“, და: „მცირედღა, და მიხილოთ მე“, მაშინ სამართლად ვერ გულისხმაჰყოფდეს, ხოლო აწ არღარა; რამეთუ რაჲ არს სიტყუაჲ იგი, ვითარმედ: „მე არა მკითხოთ“? ესე იგი არს, ვითარმედ: არღარა მრქუათ მე, ვი-თარმედ: „მიჩუენე მამაჲ შენი“,1 ანუ: „ვიდრე ხუალ?“2 რამეთუ ყოველივე გულისხმის-ყოფაჲ სცნათ, ესრეთ იყოს თქუენი მამაჲ, ვითარცა მე. და მით სიტყჳთა უმეტესად ნუგეშინის-სცემს მათ, რამეთუ ესმა, ვითარმედ: მამისა მეგობარ იყვნეთ; ამისთჳსცა ჰრქუეს:
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „აწ უწყით, რამეთუ ყოველი იცი“ (16,30).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ჰხედავა, რამეთუ გონებათა მათთაებრ მიუგებდა ყოველსავე, რომელი მათცა აღიარეს?
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და არა გიჴმს, რაჲთა გკითხოს ვინმე“ (16,30).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ესე იგი არს, ვითარმედ: პირველ სმენისა იცი, რომელსა ზედა დავბრკოლდებით, ანუ რომელსა ზედა აღვეშენებით, და განგჳსუენე ჩუენ, ვინაჲთგან სთქუ, ვითარმედ: „მამასა უყუართ თქუენ, რამეთუ თქუენ შემიყუარეთ მე“. ესევითართა და ესეოდენთა საქმე-თა ზედა აწღა თქუეს, ვითარმედ: „ვიცით, რამეთუ ყოველი იცი“. ჰხედავა, ვითარ არა სრულებასა შინა იყვნეს, არამედ ჯერეთ უძლურ? და ვითარმცა მოიმადლებდეს მას, ჰრქუეს, ვითარმედ: „აწ ვიცით“. ხოლო უფალმან ჰრქუა მათ:
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „აწ სამე გრწამს? აჰა მოვალს ჟამი და მოწევნულ არს, რაჲთა განიბნინეთ კაცად-კაცადი ადგილად თჳსა და მე მარტოჲ დამიტეოთ; და არა ვარ მარტოჲ, რამეთუ მამაჲ ჩემ თანა არს“ (16,31-32).
თ ა რ გ მ ა ნ ი: რამეთუ ვინაჲთგან მათ თქუეს, ვითარმედ: „აწ ვიცით“,
1 იოან. 14,8. 2 იოან. 13,36.
ამისთჳს ეტყჳს, ვითარმედ: სხუაჲ ფრიადი სწავლაჲ გიჴმს, რამეთუ ჯერეთ არარაჲ იცით, არამედ ფრიად გაკლს სისრულისაგან, რამეთუ აწ მიმცეთ მე მტერთა მარტოჲ და თქუენ განიბნინეთ ფრიადისა მის შიშისაგან; და ესეოდენმან შიშმან შეგიპყრნეს, რამეთუ ზოგადცა ვერ ივლტოდით, არამედ განიბნინეთ. და ჩემ ზედა ამის მიერ არარაჲ ძჳრი მოიწიოს. ჰხედავა, ვითარ კუალად სიმდაბლისაჲ არს სიტყუაჲ ესე? და ამისთჳს აბრალებს, ვითარმედ მარადის სიმდაბლისა სიტყუანი უჴმან მათ, რამეთუ ვინაჲთგან იტყოდეს, ვითარმედ: „აჰა ესერა განცხადებულად გუეტყჳ და იგავსა არცა ერთსა იტყჳ. და ამისთჳს გურწამს“ (16,29-30), უჩუენებს, ვითარმედ ჯერეთ ჯერისაებრ არა ჰრწამს, არცა მიითუალავს სიტყუათა მათთა. ხოლო ესე ამისთჳს თქუა და სხჳსა ჟამისა მიმართ მიავლენდა მათ, ვითარმედ: „მამაჲ ჩემი ჩემ თანა არს“, მათთჳსვე თქუა, რამეთუ ზე და ქუე ამისი ეგულებოდა ცნობაჲ. და მერმე უჩუენებდა, ვითარმედ ჯერეთ სრული გულისხმის-ყოფაჲ არა მიუცემიეს მათა ამათ სიტყუათა მიერ, არამედ რაჲთა ოდენ გონებანი მათნი დააწყნარნეს, რამეთუ ნუუკუედა იგონებდესმცა კაცობრივთა რათამე სიტყუათა, ვითარმედ: არა ვპოვოთ მის მიერ შეწევნაჲ. ამისთჳს ჰრქუა მათ:
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ამას გეტყოდე თქუენ, რაჲთა ჩემ თანა მშჳდობაჲ გაქუნდეს. არამედ ნუ გეშინინ, რამეთუ მე მიძლევიეს სოფელსა“ (16,33).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ესე იგი არს: რაჲთა არა აღმოჰფხურნეთ გონებათა თქუენთაგან სიტყუანი ესე. რამეთუ დაღაცათუ სოფელსა შინა იყვნეთ, ჭირი გაქუნდეს1 არა აწ ოდენ, რაჟამს მივეცემი, არამედ შემდგომად ამისაცა, გარნა მჴნე იყვენით გონებითა თქუენითა, რამეთუ არარაჲ ბოროტი მოიწიოს თქუენ ზედა. რაჟამს მოძღუარი სძლევდეს მტერთა, მოწაფეთა არა უჴმს შიში. რამეთუ მითქუამს პირველვე, ვითარმედ მთავარი სოფლისაჲ დამიცემიეს,2 და კუალადცა სცნათ, რაჟამს ყოველნი გმორჩილობდენ თქუენ.
სწავლაჲ ოთ მოთმინებისათჳს
შესაძლებელ არს უკუე ჩუენ მიერცა ძლევაჲ, უკუეთუ გუენებოს, სასოებითა წინამძღურისა მის სარწმუნოებისა ჩუენისაჲთა, და ვიდოდით გზასა მას, რომელი მან წარვლო, და ესრეთ ვერცა სიკუდილმან მძლოს ჩუენ. და არა თუ არა მოვკუდეთ. ნუვინ იტყჳს, ვითარმედ: უკუეთუ მოვკუდეთ, არა მძლე ვართ სიკუდილისა. რამეთუ მჴედარიცა მაშინ არს ახოვან, რაჟამს ჰბრძოდიან და იგი სძლევდეს, და არა თუ რაჟამს არა
1 შდრ. იოან. 16,33. 2 შდრ. იოან. 12,31; 16,11.
ებრძოდიან მტერნი. და ჩუენ მაშინცა ვიყვენით მოკუდავ, უკუეთუმცა სრულიად მას შინა დავადგრებოდეთ. და ჩუენცა უკუე არა ვართ ამისთჳს მოკუდავ, რომელ მას შინა შევალთ, არამედ ვინაჲთგან არა დავადგრებით მას შინა, ამისთჳს უკუდავ ვართ. ხოლო უკუეთუ ვინ განხრწნასა ჴორცთასა იტყოდის, არა განიხრწნებიან ესრეთ, რაჲთა მარადის ხრწნილ იყვნენ, არამედ რაჲთა უმჯობეს იქმნნენ.
ვსძლოთ უკუე სოფელსა, მივივლტოდით უკუდავებად, შეუდგეთ მეუფესა, აღვადგინოთ ჩუენცა ძლევაჲ, შეურაცხ-ვყვნეთ გულისთქუმანი, მივცვალნეთ ზეცად სულნი ჩუენნი, ესრეთ იძლიოს ყოველი სოფელი ჩუენ მიერ. უკუეთუ შეურაცხ-ვყოთ იგი, ძლეულ არს.
უცხო ვართ ჩუენ და წარმავალ; ნუმცა რას ზედა უკუე მწუხარე ვართ სოფლისა საქმესა, რამეთუ დაღაცათუმცა მდიდარი იყავ და დიდებული და წარხუედმცა ქუეყანასა უცხოსა, სადა არავინ გიცნობს, და მუნმცა გაგინეს, არამცა გეტკივნა შენ, ვითარ შენსა მას ქალაქსა შინა უკუეთუ გაგინოს ვინ. არამედ მას უცხოსა ქუეყანასა თავს-იდებ შიმშილსაცა და წყურილსა და ყოველსავე ჭირსა. ეგრეთვე უკუე აწ მოიგონე, ვითარმედ უცხოჲ ხარ და წარმავალი, და ნუმცა რაჲ შეგაწუხებს, ამას უცხოსა ქუეყანასა რაჲცა მოიწიოს შენ ზედა, რამეთუ ქალაქი გაქუს, რომლისა მაშენებელი და შემოქმედი ღმერთი არს, და მწირობაჲ ესე მცირედ ჟამ არს; თავს-იდებდი ულმობელად გინებასა, ცემასა და ყოველსავე ჭირსა, რამეთუ უცხოებასა ვართ. ბოროტი იგი არს, უკუეთუ მას ქუეყანასა და მათ მოქალაქეთა წინაშე ვიყვნეთ შეურაცხ, იგი არს ფრიადი უშუერებაჲ და დიდი დაჭირვებაჲ, ხოლო სადა მეცნიერი არავინ ესუას, მუნ ყოველსავე ადვილად თავს-იდებს. ამისთჳს უკუე ნუმცა რად შეგჳრაცხიეს ამის სოფლისა ჭირი, რამეთუ მრავალნი ცოდვისათჳს მრავალსა ჭირსა და შრომასა შინა არიან და თავს-იდებენ მას ყოველსა ეშმაკთათჳს, ხოლო ჩუენ ღმრთისათჳს არა თავს-ვიდვათა? და რამეთუ სათნოებაჲ სავსე არს ყოვლითავე დაწყნარებითა, „რამეთუ ნაყოფი სულისაჲ არს: სიყუარული, სიხარული, მშჳდობაჲ, სულგრძელებაჲ“1 და მსგავსნი ამისნი; არასადა გჳჴმს წარსაგებელი უსარგებლოჲ, არცა ყუედრებანი წარსაგებელსა მას თანა, არამედ დაღაცათუ სასუმელი ერთი გრილისა წყლისაჲ წარვაგოთ ღმრთისათჳს, სასყიდელი მისი არა დაგუ-ჭირდეს,2 არამედ გარდამატებულად მოგუეცეს, და ღმერთი მადლიერ იყოს ჩუენდა. ხოლო ვინაჲთგან ესე ყოველი ესრეთ არს, რაჲ სიტყუაჲ მიუგოთ ჩუენ უფალსა, უკუეთუ ამას დაუტეობდეთ და წინააღმდგომსა მას მივსდევდეთ და ნეფსით ჩუენით შთავსთხევდეთ თავთა ჩუენთა ცეცხლსა გეჰენიისასა?
1 გალ. 5,22. 2 შდრ. მათ. 10,42; მარკ. 9,41.
ამისთჳს გევედრები: განიფრთხვეთ და განიკურნენით სულნი თქუენნი ამის სენისაგან სულიერისა და ნუვინ წარიკუეთს სასოებასა, რამეთუ შვილმანცა უძღებმან ფრიადი ბოროტი ქმნა, არამედ ვინაჲთგან მოიქცა სახლადვე მამისა თჳსისა, პირველივე პატივი მიეცა.1 ჩუენცა უკუე ვჰბაძვიდეთ მას და მამისა მისვე სახიერისა მივიქცეთ და განვთავისუფლდეთ ტყუეობისა მისგან, რაჲთა მივემთხჳნეთ სასუფეველსა ცათასა მადლითა და კაცთმოყუარებითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა, რომლისაჲ არს დიდებაჲ და სიმტკიცჱ თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.
1 შდრ. ლუკ. 15,11-32.