მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

John 17:16

15. I pray not that thou shouldest take them out of the world, but that thou shouldest keep them from the evil.16. They are not of the world, even as I am not of the world.17. Sanctify them through thy truth: thy word is truth.
John თავი 17
16. They are not of the world, even as I am not of the world.
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი პბ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „სოფლისაგან არა არიან, ვითარ მე არა ვარ სოფლისაგან“ (17,16).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: და ვითარ სხუასა ადგილსა იტყოდა, ვითარმედ: „რომელნი მომცენ სოფლისაგან, შენნი იყვნეს“? არამედ მუნ ბუნებისათჳს იტყოდა, რამეთუ ბუნებით სოფლისაგანნი იყვნეს მოციქულნი, ხოლო აქა საქმეთათჳს ბოროტთა იტყჳს. და დიდსა ქებასა იტყჳს მათთჳს: პირველად, რამეთუ არა სოფლისაგანნი არიან, მერმე, რამეთუ მან მოსცნა ამას იგინი, და კუალად, რამეთუ სიტყუაჲ მისი დაიმარხეს და რამეთუ მისთჳს მოძულებულ იქმნნეს. და უკუეთუ იტყჳს, ვითარმედ: „ვითარცა მე არა ვარ სოფლისაგან“, ნუ გიკჳრს, რამეთუ სიტყუაჲ ესე: „ვითარცა მე“, არა ჭეშმარიტისა მსგავსებისათჳს იტყჳს, რამეთუ ოდეს მამისათჳს იტყოდის, ვითარმედ: „ვითარცა მე და მამაჲო“, სრულიადსა მსგავსებასა იტყჳს, ხოლო რაჟამს ჩუენთჳს თქუას, ფრიადსა სიშორესა გამოაჩინებს ჩუენსა მისგან. რამეთუ უკუეთუ „ცოდვაჲ არა ქმნა, და არცა იპოვა ზაკუვაჲ პირსა მისსა“, ; ვითარმცა ძალ-ედვა მოციქულთა სწორ მისა ყოფაჲ? არამედ ამას იტყჳს, ვითარმედ: არა სოფლისა ამის მოყუარე არიან, არამედ სხუათა...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის