📋 სარჩევი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „მე მივსცენ მათ სიტყუანი შენნი, და სოფელმან მოიძულა იგინი, რამეთუ არა არიან სოფლისაგანნი, ვითარ მე არა ვარ სოფლისაგანი“ (17,14).
თ ა რ გ მ ა ნ ი: რაჟამს ჩუენ სათნოებისათჳს ვიდევნებოდით უშჯულოთა მიერ და ვიკიცხეოდით მათ მიერ, ნუმცა მწუხარე ვართ, რამეთუ ესრეთ არს ბუნებაჲ ამის საქმისაჲ, და ყოლადვე სათნოებაჲ სიძულილსა მოატყუებს უკეთურთა მიერ კაცთა, რამეთუ სძულან უკეთურთა მოღუაწენი და ჰგონებენ, თუ არგებენ რასმე თავთა თჳსთა, და ისწრაფიან, რაჲ-თამცა სირცხჳლეულ-ყვეს ცხორებაჲ მათი. არამედ ნუმცა მწუხარე ვართ, რამეთუ ესე არს სასწაული მოთმინებისაჲ. ამისთჳსცა უფალი იტყოდა, ვითარმედ: „უკუეთუმცა სოფლისაგანნი იყვენით, სოფელიმცა თჳსთა ჰყუარობდა“;1 არამედ კუალად იტყჳს: „ვაჲ თქუენდა, რაჟამს კეთილსა გეტყოდიან თქუენ კაცნი“.2 ამისთჳს აქაცა იტყჳს, ვითარმედ: „სიტყუანი შენნი მივსცენ მათ, და სოფელმან მოიძულნა იგინი“, და იტყჳს კუალად მიზეზსა, რომლისათჳს ღირს არიან ფრიადსა ღუწოლასა მამისა მიერ: რამეთუ შენთჳს მოძულებულ იქმნესო და სიტყჳსა შენისათჳს, ამისთჳს ღირს არიან ყოველსავე პატივსა.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „არა ვიტყჳ, რაჲთა აღიხუნე სოფლისაგან, არამედ რაჲთა დაიცვნე ბოროტისაგან“ (17,15).
თ ა რ გ მ ა ნ ი: კუალად უმეტესად გამოაცხადებს სიტყუასა თჳსსა, რომელ-ესე სხჳსა არარაჲსათჳს ქმნა, არამედ რაჲთამცა უჩუენა, ვი-თარმედ ფრიად იღუწის მათთჳს, რამეთუ ესრეთ მოსწრაფებით იქმს მათთჳს სიტყუასა. და თავადი იტყოდა, ვითარმედ: „ყოველი, რაოდენი ითხოვოთ, მოგცეს მამამან“.3 და ვითარ იგი აქა მათთჳს ევედრების? არამედ სხჳსა არარაჲსათჳს, ვითარცა ვთქუ, გარნა გამოჩინებად სიყუარულისა თჳსისა.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „სოფლისაგან არა არიან, ვითარ მე არა ვარ სოფლისაგან“ (17,16).
თ ა რ გ მ ა ნ ი: და ვითარ სხუასა ადგილსა იტყოდა, ვითარმედ: „რომელნი მომცენ სოფლისაგან, შენნი იყვნეს“?4 არამედ მუნ ბუნებისათჳს იტყოდა, რამეთუ ბუნებით სოფლისაგანნი იყვნეს მოციქულნი, ხოლო აქა საქმეთათჳს ბოროტთა იტყჳს. და დიდსა ქებასა იტყჳს მათთჳს: პირველად, რამეთუ არა სოფლისაგანნი არიან, მერმე, რამეთუ მან მოსცნა ამას იგინი, და კუალად, რამეთუ სიტყუაჲ მისი დაიმარხეს და რამეთუ მისთჳს მოძულებულ იქმნნეს. და უკუეთუ იტყჳს, ვითარმედ:
1 იოან. 15,19. 2 ლუკ. 6,26. 3 შდრ. იოან. 15,16. 4 იოან. 17,6.
„ვითარცა მე არა ვარ სოფლისაგან“, ნუ გიკჳრს, რამეთუ სიტყუაჲ ესე: „ვითარცა მე“, არა ჭეშმარიტისა მსგავსებისათჳს იტყჳს, რამეთუ ოდეს მამისათჳს იტყოდის, ვითარმედ: „ვითარცა მე და მამაჲო“, სრულიადსა მსგავსებასა იტყჳს, ხოლო რაჟამს ჩუენთჳს თქუას, ფრიადსა სიშორესა გამოაჩინებს ჩუენსა მისგან. რამეთუ უკუეთუ „ცოდვაჲ არა ქმნა, და არცა იპოვა ზაკუვაჲ პირსა მისსა“,1 ვითარმცა ძალ-ედვა მოციქულთა სწორ მისა ყოფაჲ? არამედ ამას იტყჳს, ვითარმედ: არა სოფლისა ამის მოყუარე არიან, არამედ სხუათა საქმეთა მიმართ ჰხედვენ, არარაჲ ზიარებაჲ აქუს სოფლისა ამის საქმეთა თანა, არამედ ცათა მოქალაქე ქმნილ არიან; და ამისგანცა თჳსსა სიყუარულსა გამოაჩინებს, ვინაჲთგან ესრეთ აქებს მათ წინაშე მამისა და შეჰვედრებს მათ, ხოლო თქუა რაჲ, ვითარმედ: „დაიცვენ იგინი“, არა ჴორციელთა ოდენ განსაცდელთაგან იტყჳს, არამედ დამტკიცებისათჳსცა სარწმუნოებისა. ამისთჳსცა შესძინა და თქუა:
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „წმიდა-ყვენ იგინი ჭეშმარიტებითა შენითა“ (17,17).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ესე იგი არს, ვითარმედ: წმიდა-ყვენ მოცემითა სულისა წმიდისაჲთა და მართალთა სწავლათა მიერ; ვითარცა-იგი რაჟამს ეტყოდა, ვითარმედ: „წმიდა ხართ სიტყჳსა მისთჳს, რომელი გარქუ თქუენ“,2 და აწცა მასვე იტყჳს, ვითარმედ: ასწავე მათ ჭეშმარიტებაჲ, და სულსა წმიდასაცა ჭეშმარიტებისა მასწავლელად უწესს. და ვითარ აწ ამას ითხოვს მამისაგან ყოფად? არამედ რაჲთა სცნა კუალად ერთობაჲ, რამეთუ მართალნი სიტყუანი ითქუმოდიან რაჲ ღმრთისათჳს, წმიდაჰყოფენ სულსა. ხოლო შემდგომად ამისა თქუა:
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „სიტყუაჲ შენი ჭეშმარიტება არს“ (17,17).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ესე იგი არს, ვითარმედ: არცა ერთი ტყუვილი არს მის თანა, არცა სახჱ და აჩრდილი, არამედ ყოველივე ჭეშმარიტებაჲ, ვი-თარცა იტყჳს პავლე ეკლესიისათჳს, ვითარმედ: „წმიდა-ყო იგი სიტყჳ-თა“,3 რამეთუ იცის სიტყუამანცა ღმრთისამან წმიდა-ყოფაჲ. ხოლო ვჰგონებ, ვითარმედ სხუასაცა მოასწავებს სიტყუაჲ ესე, ვითარმედ: „წმიდა-ყვენ“, ესე იგი არს: და განარჩიენ იგინი ქადაგებისა მისთჳს და სიტყჳსა. და ესე საცნაურ არს შემდგომთა მათ სიტყუათაგან, რომელ თქუა: „ვითარცა მე მომავლინე სოფლად“ (17,18); ვითარცა იტყჳს პავლეცა, ვითარმედ: „დადვა ჩუენ თანა სიტყუაჲ იგი დაგებისაჲ“,4 რამეთუ რომლისათჳს ქრისტე მოვიდა, მისთჳს მოვლეს მათცა სოფელი. ხოლო ვითარცა აქაცა არა მსგავსებაჲ არს მოციქულთაჲ და უფლისაჲ, ხოლო ჩუეულებაჲ არს თავადისაჲ მომავალისაჲ ვითარცა ყოფადისაჲ თქუმად, ამისთჳს იტყჳს:
1 ესაია 53,9; 1 პეტ. 2,22; შდრ. 1 იოან. 3,5. 2 იოან. 15,3. 3 შდრ. ეფეს. 5,26. 4 2კორ. 5,19.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მათთჳს წმიდა-ვჰყოფ თავსა ჩემსა, რაჲთა იგინიცა იყვნენ წმიდა ჭეშმარიტებითა“ (17,19).
თ ა რ გ მ ა ნ ი: რაჲ არს ესე, თუ: „წმიდა-ვჰყოფ თავსა ჩემსა“? შევსწირავ თავსა ჩემსა მსხუერპლად შენდაო, რამეთუ მსხუერპლი ღმრთისა შეწირული ყოველი წმიდა არს, და ვინაჲთგან ძუელსა შინა სიწმიდე იყო ცხოვრისა მის მიერ შეწირვისა სახითა და აჩრდილითა, აწ არღარა სახი-თა, არამედ ჭეშმარიტებითა არს. ამისთჳს იტყჳს: „რაჲთა იყვნენ წმიდა ჭეშმარიტებითა შენითა“, რამეთუ მათცა შენდა შევსწირავ შესაწირავადო, გინა თუ ამისთჳს, რამეთუ ვინაჲთგან თავადი და წინამძღუარი ამას იქმს, ვითარმცა იგინი იქმან, რამეთუ იგინიცა შეიწირვიან; რამეთუ იტყჳს: „წარუდგინენით ასონი თქუენნი მსხუერპლად ცხოველად, წმიდად“,1 და ვითარმედ: „შევირაცხენით, ვითარცა ცხოვარნი კლვადნი“,2 და თჳნიერ სიკუდილისა მსხუერპლად და შესაწირავად ჰყოფს მათ. ხოლო ვინაჲთგან სიკუდილად მივიდოდა, თქუა: „ამათთჳს მე წმიდა-ვჰყოფ თავსა ჩემსა“. რაჲთა არავინ თქუას, ვითარმედ მოციქულთათჳს ოდენ იტყჳს ამას, ამისთჳს შესძინა და თქუა:
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „არა მათთჳს გკითხავ, არამედ ყოველთათჳს, რომელთა ჰრწმენეს სიტყჳთა მათითა ჩემდა მომართ“ (17,20).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ამით სიტყჳთა კუალად განაძლიერნა სულნი მათნი, უჩუენა რაჲ, ვითარმედ მრავალნი მოწაფე-ყოფად არიან მათდა, რამეთუ ვინაჲთგან რომელი მათ უმეტესად აქუნდა, ზიარ სხუათასა გამოაჩინა, კუალად ნუგეშინის-სცა, მოასწავა რაჲ, ვითარმედ სხუათა მრავალთა ცხორებისა მიზეზ ყოფად არიან. ხოლო ვინაჲთგან თქუა შეწირვისა მისთჳს მათისა და ცხორებისა და რაჲთა წმიდა იყვნენ ჭეშმარიტებითა, კუალად იწყებს სიტყუად ერთობისათჳს და მას ზედა აღასრულებს სიტყუასა თჳსსა; რომლისაგანცა იწყო, მასვე სრულ-ჰყოფს, რამეთუ დასაბამსა სიტყჳსასა თქუა, ვითარმედ: „მცნებასა ახალსა მიგცემ თქუენ“,3 და აწ კუალად იწყებს მისთჳსვე სიტყუად:
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „რაჲთა ყოველნი ერთ იყვნენ, ვითარცა შენ, მამაო, ჩემდა, და მე შენდამი, რაჲთა იგინიცა იყვნენ ჩუენ შორის“ (17,21).
თ ა რ გ მ ა ნ ი: კუალად სიტყუაჲ ესე, ვითარმედ: „ვითარცა“, არა ჭეშმარიტისა მსგავსებისაჲ არს, რამეთუ არცა შესაძლებელ იყო მათ მიერ ესრეთ მსგავსებაჲ, არამედ ვითარცა კაცთა ძალსა შინა არს, ვითარცა-იგი რაჟამს იტყოდის: „იყვენით მოწყალე, ვითარცა მამაჲ თქუენი მოწყალე არს“.4 ხოლო რაჲ არს სიტყუაჲ იგი, ვითარმედ: „ჩუენ შორის“? - სარწმუნოებასა ზედა ჩუენსა. რამეთუ ვინაჲთგან არარაჲ ესრეთ დააბრკოლებს მრავალთა, ვითარ არაერთობაჲ, ამისთჳს
1 რომ. 12,1. 2 ფსალმ. 43,23; რომ. 8,36. 3 იოან. 13,34. 4 ლუკ. 6,36.
ამას იტყჳს: „რაჲთა ერთ იყვნენ“. და ესევითარი სარგებელი იქმნა მის საქმისაგან, რამეთუ რაოდენთაცა ჰრწმენა მოციქულთა მიერ, აწ ყოველნი ერთ არიან, დაღაცათუ ვიეთნიმე განეყვნეს, წარწყმდეს. რამეთუ ესეცა თავადმან წინაჲსწარ თქუა და გამოაჩინა, ვითარმედ უდბებისაგან კაცთაჲსა არს ესე საქმჱ.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „რაჲთა სოფელსა ჰრწმენეს, რამეთუ შენ მომავლინე მე“ (17,21).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ვითარცა დასაბამსა იტყოდა, ვითარმედ: „ამით ცნან ყოველთა, ვითარმედ ჩემნი მოწაფენი ხართ, უკუეთუ იყუარებოდით ურთიერთას“,1 და აწცა იტყჳს, ვითარმედ: „რაჲთა სოფელსა ჰრწმენეს“. ხოლო რაჲ ჰრწმენეს? ვითარმედ ღმერთი ხარ მშჳდობისაჲ და შენ მომავლინე. რამეთუ უკუეთუ ამათ დაიცვან ერთობაჲ, იცნან ყოველთა მოძ-ღუარი მოწაფეთა მიერ. ჰხედავა, ვითარ აღსასრულადმდე გამოაჩინებს ერთობასა თჳსსა მამისა თანა?
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და დიდებაჲ, რომელი მომეც, მივეც მათ“ (17,22).
თ ა რ გ მ ა ნ ი: დიდებასა იტყჳს სასწაულთასა და სწავლისასა, და რაჲთა ერთსულ იყვნენ, რამეთუ ესე სასწაულთასაცა უზეშთაეს არს, რამეთუ ამის საქმისა მიერ ბრწყინვალე იქმნენ. და ვითარ უკუე მამისაგან ითხოვს ამას, ვინაჲთგან თავადი მისცემდა? რამეთუ გინა თუ სასწაულ-თათჳს, გინა თუ ერთობისათჳს, გინა თუ მშჳდობისათჳს იყოს სიტყუაჲ მისი, ჩანს, ვითარმედ თჳთ მიუცემიეს მათა ყოველივე, და ამისგან საცნაურ არს, ვითარმედ თხოვაჲ იგი მათისა ნუგეშინის-ცემისათჳს ოდენ იყო.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მე მათ შორის, და შენ ჩემ თანა“ (17,23).
თ ა რ გ მ ა ნ ი: იხილეთ, ვითარი დიდებაჲ მისცა მათ, რამეთუ მამაჲ თავისა შორის თჳსისა აქუნდა და ესრეთ მათ შორის დაემკჳდრა. ხოლო სხუასა ადგილსა არა ესრეთ იტყჳს, ვითარმედ: ჩემ მიერ მამაჲ მოვიდესო, არამედ: „მე და მამაჲ მოვიდეთო და სავანე მის თანა ვყოთო“,2 არამედ მუნ საბელიოზის პირსა დაუყოფს და აქა - არიოზისსა.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „რაჲთა იყვნენ სრულ ერთობით, და რაჲთა ცნას სოფელმან, რამეთუ შენ მომავლინე მე“ (17,23).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ზედაჲსზედა იტყჳს ამას და გამოაჩინებს განცხადებულად, ვითარმედ მშჳდობაჲ უფროჲს სასწაულთაცა შემძლებელ არს მოქცევად ერთა.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და მე შევიყუარენ იგინი, ვითარცა შენ შემიყუარე მე“ (17,23).
თ ა რ გ მ ა ნ ი: კუალად აქა სიტყუაჲ ესე, თუ: „ვითარცა“, არს, ვი-თარცა კაცისაჲ შესაძლებელ არს სიყუარული და სასწაული სიყუარული-
1 იოან. 13,35. 2 შდრ. იოან. 14,23.
საჲ მის, რამეთუ თავი თჳსი დადვა სახედ. ხოლო თქუა რაჲ, ვითარმედ: უცთომელად იყვნენ და წმიდა იყვნენ, და მრავალთა ჰრწმენეს მათ მიერ და ფრიადი დიდებაჲ მიიღონ, და რამეთუ არა მას ოდენ უყუარან, არამედ მამასაცა, აწ კუალად იტყჳს გჳრგჳნთა მათთჳს და ნიჭთა, რომელნი მიეცნენ მათ შემდგომად ამიერ წარსლვისა:
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მამაო, მნებავს, რაჲთა სადაცა ვიყო, იგინიცა იყვნენ ჩემ თანა“ (17,24).
თ ა რ გ მ ა ნ ი: აჰა ესერა რომელსა ითხოვდეს მარადის იგინი, ვი-თარმედ: „ვიდრე ხუალ?“1 ხოლო ვითარ თავადი ეტყოდა, ვითარმედ: „დასხდეთ ათორმეტთა საყდართა“,2 და სხუაჲ მრავალი ესევითარი აღუ-თქუა, და აწ ითხოვს მამისაგან, ვითარმცა თჳთ ვერ ძალ-ედვა? არამედ ჰხედავა, რამეთუ ესე ყოველი მათისა გულსავსებისათჳს თქუა ესრეთ? უკუეთუ არა, თავადი პირველცა ეტყოდა პეტრეს, ვითარმედ: უკუანაჲსკნელ შემომიდგე მე, და სხუაჲ მრავალი ესევითარი.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „რაჲთა ჰხედვიდენ დიდებასა ჩემსა, რომელი მომეც, რამეთუ შემიყუარე მე უწინარეს სოფლის დაბადებისა“ (17,24).
თ ა რ გ მ ა ნ ი: კუალად ესე სასწაული არს მამისა თანა ერთობისა მის მისისაჲ, უზეშთაესი პირველთა მათ, რამეთუ „უწინარჱს სოფლის დაბადებისაო“. ხოლო ამასცა აქუს რაჲმე სიტყუაჲ სიმდაბლისაჲ, რამე-თუ იტყჳს: „რომელი მომეცო“. ჰხედავა დაუსაბამოებასა მისსა? რამეთუ მომეც მე უწინარჱს ყოვლისავე, ესე იგი არს, ვითარმედ: მშევ უწინარ-ჱს საუკუნეთა ყოველთავე, რამეთუ მას არა თუ უკუანაჲსკნელ რაჲმე მიეცა დიდებაჲ, არამედ მარადის აქუნდა მას არსისა მისგან. ხოლო არა თქუა: რაჲთა აქუნდეს დიდებაჲ ჩემი, არამედ: „რაჲთა ჰხედვიდენ დიდებასა ჩემსა“. რამეთუ ყოველივე განსუენებაჲ ესე არს, რაჲთა ჰხედვიდენ დიდებასა ძისა ღმრთისასა, ვითარცა მოციქული პავლე იტყჳს, ვითარმედ: „განცხადებულითა პირითა დიდებასა ღმრთისასა ვხედვიდეთ“.3 ვითარცა რომელნი მზესა ჰხედვიდეს, ხედვითა მით მიიღებენ ნათელსა, ეგრეთვე და ფრიად უზეშთაეს იყოს მაშინ იგი ნათელი. და ერთად ამისთჳსცა თქუა, რაჲთა უჩუენოს, ვითარმედ არა იგი არს ბუნებაჲ მისისა ღმრთეებისაჲ, რომელსა ჰხედვენ, არამედ იგი შესაწყნარებელი რაჲმე არსებაჲ არს.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მამაო მართალო, და სოფელმან არა გიცნა“ (17,25).
თ ა რ გ მ ა ნ ი: რაჲ არს ესე სიტყუაჲ? რამეთუ გამოაჩინებს აქა, ვი-თარმედ არავის უცნობიეს მამაჲ, გარნა მათ ოდენ, რომელთა ძჱ ოდენ იციან. ხოლო სიტყუაჲ ესე ესევითარი არს, ვითარმედ: მენება, რაჲთამცა ყოველთა გიცოდეს, არამედ არა გიცნეს ესრეთ უმიზეზოდ. რამეთუ
1 იოან. 13,36; 14,5; 16,5. 2 მათ. 19,28; ლუკ. 22,30. 3 2 კორ. 3,18.
ამისთჳს თქუა, ვითარმედ: „მამაო მართალო“, რამეთუ მართალი ხარო ჭეშმარიტად, და არავის რაჲ აქუს მიზეზი შენთჳს, და არა გიცნესო, არამედ ამას ადგილსა, ვჰგონებ, თუ მწუხარებით თქუა, რომელ ესრეთ სახიერი და მართალი არა იცნეს. რამეთუ ვინაჲთგან ჰურიანი იტყოდეს, ვითარმედ: ღმერთი ვიცით, და შენ არა იციო, ამისთჳს იტყჳს, ვითარმედ: შემიყუარე პირველ საუკუნეთავე, და რომელი ესრეთ საყუარელ ვარ შენდა და დიდებაჲ შენგან მოვიღე, ვითარმცა წინააღმდგომ ვიყავ შენდა? არა უკუე ესრეთ არს, ვითარ იტყჳან ჰურიანი, თუმცა მათ გიცოდეს, და მემცა არა გიცოდე, არამედ უფროჲსად წინააღმდგომი, რამეთუ მე გიცი, ხოლო მათ არა გიცნეს.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და მათცა ცნეს, რამეთუ შენ მომავლინე მე“ (17,25).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ჰხედავა, რამეთუ ჰურიათა მოასწავებდა, რომელნი იტყოდეს მას წინააღმდგომად ღმრთისა, რომელთაგან განყვნა მოციქულნი და აქნა, რამეთუ მათ იცნეს იგი?
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და ვაუწყე მათ სახელი შენი და ვაუწყო“ (17,26).
თ ა რ გ მ ა ნ ი: რომელ სულისა მიერ იტყოდა სრულისა გულისხმისყოფისა ყოფად და აწ თავისა თჳსისა მიერ იტყჳს მიცემასა, რაჲთა გამოაჩინოს ერთობაჲ იგი.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და სიყუარული შენი, რომლითა შემიყუარე, მათ შორის იყოს, და მე მათ თანა“ (17,26).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ესე იგი არს: უკუეთუ ცნან, თუ შენ ვინ ხარ, მაშინ ცნან, ვითარმედ არა განყოფილ ვარ შენგან, არამედ ძჱ საყუარელი, შენ თანა მოსაყდრჱ. და ესე რაჲ უწყოდიან, მაშინ უყუარდე ჯერისაებრ. და რაჟამს მათ ესრეთ უყუარდე ჯერისაებრ, მაშინ მე დავადგრე მათ თანა. ჰხედავა, რამეთუ კეთილი აღსასრული იქმნა? რამეთუ დედასა მას ზედა ყოველთა სათნოებათასა, რომელ არს სიყუარული, ყო აღსასრული სიტყჳსა თჳსისაჲ.
სწავლაჲ პბ სათნოებისათჳს და სოფლისა საქმეთათჳს
ამისთჳს უკუე გურწმენეს და შევიყუაროთ ღმერთი ჩუენცა საქმითცა და გონებით, რაჲთა არა ითქუას ჩუენთჳსცა, ვითარმედ: ღმერთი ჰრწამს სიტყჳთ და საქმით უარ-ჰყოფენ. ხოლო რაჟამს ურწმუნონი უცხოთაცა სწყალობდენ და ჩუენ არცა თუ თჳსთა, რაჲ იყოს სასოებაჲ ცხორებისაჲ ჩუენ თანა, რაჟამს ღმერთი იგმებოდის ჩუენ მიერ? იხილენ, რაოდენნი მიზეზნი ქველისმოქმედებისანი მოუცემიან ჩუენდა ღმერთსა, რაჲთა რომელსამე ვითარცა ნათესავსა ვსწყალობდეთ, და რომელსამე
- ვითარცა მეგობარსა, და რომელსამე - ვითარცა მეცნიერსა, და რომელსამე - ვითარცა კაცსა ჩუენისა ბუნებისასა. ხოლო უკუეთუ ყოველი ესე შეურაცხ-ვყოთ, გუესმეს პავლეს მიერ, ვითარმედ: „უძჳრეს ხარ შენ წარმართთასა“,1 რამეთუ მათ, რომელთა არარაჲ ასმიეს მოწყალებისა და სასუფეველისათჳს, გძლეს მოწყალებითა. ხოლო შენ, რომელსა გისწავიეს მტერთაცა სიყუარული, მეგობარნიცა მტერად გიჩნანა და ოქროჲ უფროჲს გეწყალის, ვიდრე კაცნი? ვინაჲ შემოვიდა ესეოდენი ესე უწყალოებაჲ და ბოროტებაჲ? რამეთუ უკუეთუმცა ვინმე დაჯდა ადგილსა მაღალსა განცდად საქმეთა კაცობრივთა, რაოდენმცა იტირა და მწუხარე იქმნა, და რაზომცა განიკითხა იგი?
რამეთუ საქმეთა ვიქმთ, რომელნი ღირს არიან სიცილისა და კიცხევისა: იგი ვინმე ზრდის ძაღლთა ნადირობად ველურთა ნადირთა, და თჳთ უუგუნურეს ნადირთასა იქმნების; სხუაჲ ზრდის ქორთა და შავარდენთა და ოქროსა ფრიადსა წარაგებს ესევითართა ზედა და კაცთა შიმშილითა მომყმართა არა მიჰხედავს; სხუაჲ კუალად ოქროსოფიოთა და მარმარილოთა კრებს და დაასხამს კედელთა და გლახაკთა შიშუელთა მცირესაცა სამოსელსა არა მისცემს; და ურიცხუნი აქუნდიან სამოსელნი, და გლახაკთა ერთიცა არა აქუნ.
და სამშჯავროთა შინა სხუამან სხუაჲ შთანთქის და შეჭამის, და სხუამან მეძავთა ზედა წარაგის, და სხუამან - ხუმართა ზედა და მგოსან-თა, შენებასა ტაძართასა, სყიდასა აგარაკთასა; სხუაჲ ვახშთა თუალავს და ვახშისვახშთა, ხოლო სხუაჲ წიგნთა წერნ შესმენისათა სხუათა სიკუდილისა ჴელთა მიცემად, და რომელიმე პარვად ვალნ, რომელიმე - სიძვად და სხუად და სხუად ბოროტად, და ბოროტთა ზედა ესეოდენი არს მოსწრაფებაჲ, ხოლო კეთილთა ზედა - არცა მცირედი; და მსაჯულთა სახელი მსაჯულთაჲ აქუნ, ხოლო საქმჱ - ავაზაკთაჲ. გინა თუ ვინ საშჯელნი მათნი იხილნეს, ანუ მათ მიერ აღწერილნი, მრავალი პოვოს უსამართლოებაჲ და ამას ესევითარსა ზედა ყოველი სწრაფაჲ. ხოლო სულიერსა არავინ ზრუნავს და ეკლესიად ხილვად ოდენ მივლენ და არა ვედრებად ღმრთისა. და ნუუკუე მცირედნი სიტყუანი რაჲმე ვინ თქუნეს, ხოლო საქმენი არასადა ჩნდენ, და სიტყუანი თჳნიერ საქმეთასა შენდობასა არავის მოატყუებენ.
იხილენ, ჵ კაცო, შიშუელნი, მშიერნი, ჭირვეულნი, - მრავალნი გზანი ცხორებისანი მოუცემიან ღმერთსა. ნუმცა უკუე ვაცთუნებთ თავთა ჩუენთა ამაოებასა შინა ყოფითა და ნუცა ამას ვჰგონებთ, თუ სიკუდილი შორს არს, რამეთუ სიკუდილი მარადის კართა ზედა არს. ამისთჳს მოვიქცეთ ბოროტისაგან ქმნად კეთილისა, რამეთუ აჰა ესერა მსაჯულ-
1 შდრ. 1 ტიმ. 5,8.
ნი მჴეცთა მსგავს არიან, ვაჭარნი - მელთა, და გლახაკნიცა ამაოებით გამოჰჴდიან დღეთა. და ყოველნივე ეძიებენ ცოდვასა, და არავინ არს მო-ძულჱ მისი.
ამას ყოველსა მარადღე ვიტყჳ და სიტყუად არა დავსცხრები; და უკუეთუ ვინ ისმინოს, სარგებელ ეყოს, უკუეთუ არა ისმინოს, მე ჩემი მიქმნიეს. მაშინ ისმინოთ, ოდეს სარგებელი ჩემი იყოს და თქუენი არარაჲ, და აბრალებდეთ თავთა თქუენთა. არამედ ნუ იყოფინ, რაჲთამცა ესრეთ იქმნა, ხოლო რაჲთა გუაქუნდეთ თქუენ სიქადულად წინაშე საყდართა ქრისტესთა, რაჲთა ზოგად ვპოვნეთ საუკუნენი კეთილნი მადლითა და კაცთმოყუარებითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა, რომლისაჲ არს დიდებაჲ თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.