თ ა რ გ მ ა ნ ი: რაჲ არს ესე, თუ: „წმიდა-ვჰყოფ თავსა ჩემსა“? შევსწირავ თავსა ჩემსა მსხუერპლად შენდაო, რამეთუ მსხუერპლი ღმრთისა შეწირული ყოველი წმიდა არს, და ვინაჲთგან ძუელსა შინა სიწმიდე იყო ცხოვრისა მის მიერ შეწირვისა სახითა და აჩრდილითა, აწ არღარა სახი-თა, არამედ ჭეშმარიტებითა არს. ამისთჳს იტყჳს: „რაჲთა იყვნენ წმიდა ჭეშმარიტებითა შენითა“, რამეთუ მათცა შენდა შევსწირავ შესაწირავადო, გინა თუ ამისთჳს, რამეთუ ვინაჲთგან თავადი და წინამძღუარი ამას იქმს, ვითარმცა იგინი იქმან, რამეთუ იგინიცა შეიწირვიან; რამეთუ იტყჳს: „წარუდგინენით ასონი თქუენნი მსხუერპლად ცხოველად, წმიდად“, და ვითარმედ: „შევირაცხენით, ვითარცა ცხოვარნი კლვადნი“, ; და თჳნიერ სიკუდილისა მსხუერპლად და შესაწირავად ჰყოფს მათ. ხოლო ვინაჲთგან სიკუდილად მივიდოდა, თქუა: „ამათთჳს მე წმიდა-ვჰყოფ თავსა ჩემსა“. რაჲთა არავინ თქუას, ვითარმედ მოციქულთათჳს ოდენ იტყჳს ამას, ამისთჳს შესძინა და თქუა:
John 17:19
18. As thou hast sent me into the world, even so have I also sent them into the world.19. And for their sakes I sanctify myself, that they also might be sanctified through the truth.20. Neither pray I for these alone, but for them also which shall believe on me through their word;
John თავი 17