მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

John 18:40

39. But ye have a custom, that I should release unto you one at the passover: will ye therefore that I release unto you the King of the Jews?40. Then cried they all again, saying, Not this man, but Barabbas. Now Barabbas was a robber.
John თავი 18
40. Then cried they all again, saying, Not this man, but Barabbas. Now Barabbas was a robber.
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი პდ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „არს ჩუეულებაჲ თქუენი, რაჲთა ერთი მიგიტევო თქუენ პასექსა ამას. გნებავსა, რაჲთა მიგიტევო მეუფჱ ჰურიათაჲ? ღაღად-ყვეს ყოველთა: ნუ ეგე, არამედ ბარაბა! და იყო ბარაბა ავაზაკი“ (18,39-40).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: ჵ უგუნურებაჲ უკეთური! მსგავსსა თჳსსა კაცისმკლველსა ითხოვენ და უბრალოსა მისცემენ სიკუდიდ, რამეთუ ესე ჩუეულებაჲ მათა პირველითგან იყო. ხოლო შენ ამას ყოველსა ზედა გულისხმა-ყავ კაცთმოყუარებაჲ მეუფისაჲ. ამას ზედა გუემა იგი პილატე, ნუუკუედა ამისთჳს, რაჲთამცა გულისწყრომაჲ ჰურიათაჲ დაჰჴსნა, და არღამცა მოკლეს; და ამისთჳს ტანჯა და შეუნდო მჴედართა მათ ძოწეულისა მის შემოსად და გჳრგჳნისა მის ეკლისა დარქუმად და მერმე გჳრგჳნოსანი განიყვანა მათა მიმართ, (შდრ. მათ. 27, 26-30); ; რაჲთამცა დასცხრა გულისწყრომაჲ მათი, და იხილონ რაჲ შეურაცხებაჲ მისი, აღმოაგდონ გესლი გულისაგან და დასცხრენ. ხოლო უფალი ამას ყოველსა ზედა დუმნა, ვითარცა-იგი პირველ, განიკითხვიდეს რაჲ. ხოლო შენ ნუ ოდენ ისმენ სიტყუათა ამათ, არამედ გონებადცა მიიღე; და იხილე მეუფჱ იგი ყოვლისა დაბადებულისაჲ, ვითარ ემღერდეს მას მჴედარნი იგი სიტყჳთ და საქმით, და ყოველსავე დუმილით თავს-იდებდა, და ჰბაძევდ მას შენცა საქმით. რამეთუ ვინაჲთგან თქუა პილატე, ვითარმედ: „მეუფჱ...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის