📋 სარჩევი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „მე ამისთჳს შობილ ვარ და ამისთჳს მოვივლინე სოფლად, რაჲთა ვწამო ჭეშმარიტი. და ყოველი რომელი იყოს ჭეშმარიტებისაგან, ისმინოს ჴმისა ჩემისაჲ“ (18,37).
თ ა რ გ მ ა ნ ი: საკჳრველ არს სულგრძელებაჲ, და ვითარცა ნავთსაყუდელად მიიყვანებს სულსა დაწყნარებად და განათავისუფლებს ღელვათაგან და სულთაგან ბოროტთა. და ესე ქრისტემან მრავალგან გუასწავა, ხოლო უფროჲსად, რაჟამს-იგი შეიპყრეს ჰურიათა, რამეთუ ანასცა ფრიადითა დაწყნარებულებითა მიუგო და მონასა მას, რომელმან სცა ყურიმალსა, ჰრქუნა სიტყუანი ფრიადისა სულგრძელებისა და ურისხველობისანი; და კუალად კაიაფაჲსა და მერმე პილატესა მივიდა და ესეზომსა ჟამსა ფრიადი აჩუენა სიმშჳდე. და იტყოდეს იგინი, ვითარმედ: ბოროტისმოქმედი არს, და მხილებაჲ ვერ ძალ-ედვა, და იგი დუმნავე. ხოლო რაჟამს ჰკითხა პილატე მეუფებისათჳს, მაშინ ჰრქუა მას, რაჲთამცა ასწავა და აღიყვანა გონებაჲ მისი სიმაღლედ. ხოლო პილატე რაჲსათჳს თჳსაგან შეიყვანებს და არა ჰკითხავს მათ წინაშე? ამისთჳს, რამეთუ აქუნდა მისთჳს დიდი რაჲმე გულისსიტყუაჲ, და რაჲთა არა დაუხრწევდეს ამბოხებაჲ მათი, ამისთჳს თჳსაგან ჰკითხა, რაჲთამცა ცნა ყოველივე ჭეშმარიტებაჲ. ხოლო ვინაჲთგან ჰკითხა, ვითარმედ: „რაჲ გიქმნიეს?“1 არარაჲ მიუგო მან, ხოლო რაჟამს მეუფებისათჳს ჰკითხა, რომლისათჳს ჰსუროდა ცნობად, თავადმან ჰრქუა, ვითარმედ: „მეუფებაჲ ჩემი არა არს ამის სოფლისაგან“,2 ესე იგი არს, ვითარმედ: მეუფე ვარ, არამედ არა ესევითარი, ვითარ შენ ჰგონებ, არამედ ფრიად უბრწყინვალჱსი და უდიდჱსი, და „ამისთჳს შობილ ვარ და მოსრულ, რაჲთა ვწამო ჭეშმარიტი“. ამით გამოაჩინებს და გულისხმა-უყოფს მას, ვითარმედ არარაჲ ბოროტი უქმნიეს, რამეთუ ვინაჲთგან ჭეშმარიტებისათჳს შობილ იყო და მოსრულ, ვითარმცა რაჲმე ქმნა ბოროტი? „ხოლო ვინცა იყოს ჭეშმარიტებისაგან, ისმინოს ჴმისა ჩემისაჲ“, ესე იგი არს, ვითარმედ: ვის უყუარს და ჰსურის ჭეშმარიტებისათჳს, ვიცი, ვითარმედ ისმინოს ჩემი. და ესრეთ მოდრიკა იგი მცირედთა სიტყუათა მიერ, ვიდრემდის თქუა: „რაჲ არს ჭეშმარიტებაჲ?“ (18,38). და გულისხმაყო, ვითარმედ ფრიადი ჟამი უჴმს მის სიტყჳსა სწავლასა. ამისთჳს განვიდა გარე, რაჲთამცა იჴსნა ჴელთაგან ჰურიათაჲსა, და ჰრქუა მათ, ვითარმედ: „არცა ერთსა ბრალსა ვჰპოვებ მე ამის თანა“ (18,38). და იხილე, ვითარ მეცნიერად ქმნა, რამეთუ პირველ ჰკითხა და ცნა რაჲ ბრალობაჲ, მაშინ ეტყჳს მათ განტევებისათჳს, ვითარმედ: დაღაცათუ ვითარცა უბრალოჲ არა გნებავს განტევებად, არამედ ვითარცა ბრალეული მიანიჭეთ ესე ამას დღესასწაულსა. ამისთჳსცა ჰრქუა:
1 იოან. 18,35. 2 იოან. 18,36.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „არს ჩუეულებაჲ თქუენი, რაჲთა ერთი მიგიტევო თქუენ პასექსა ამას. გნებავსა, რაჲთა მიგიტევო მეუფჱ ჰურიათაჲ? ღაღად-ყვეს ყოველთა: ნუ ეგე, არამედ ბარაბა! და იყო ბარაბა ავაზაკი“ (18,39-40).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ჵ უგუნურებაჲ უკეთური! მსგავსსა თჳსსა კაცისმკლველსა ითხოვენ და უბრალოსა მისცემენ სიკუდიდ, რამეთუ ესე ჩუეულებაჲ მათა პირველითგან იყო. ხოლო შენ ამას ყოველსა ზედა გულისხმა-ყავ კაცთმოყუარებაჲ მეუფისაჲ. ამას ზედა გუემა იგი პილატე, ნუუკუედა ამისთჳს, რაჲთამცა გულისწყრომაჲ ჰურიათაჲ დაჰჴსნა, და არღამცა მოკლეს; და ამისთჳს ტანჯა და შეუნდო მჴედართა მათ ძოწეულისა მის შემოსად და გჳრგჳნისა მის ეკლისა დარქუმად და მერმე გჳრგჳნოსანი განიყვანა მათა მიმართ,1 რაჲთამცა დასცხრა გულისწყრომაჲ მათი, და იხილონ რაჲ შეურაცხებაჲ მისი, აღმოაგდონ გესლი გულისაგან და დასცხრენ. ხოლო უფალი ამას ყოველსა ზედა დუმნა, ვითარცა-იგი პირველ, განიკითხვიდეს რაჲ. ხოლო შენ ნუ ოდენ ისმენ სიტყუათა ამათ, არამედ გონებადცა მიიღე; და იხილე მეუფჱ იგი ყოვლისა დაბადებულისაჲ, ვითარ ემღერდეს მას მჴედარნი იგი სიტყჳთ და საქმით, და ყოველსავე დუმილით თავს-იდებდა, და ჰბაძევდ მას შენცა საქმით. რამეთუ ვინაჲთგან თქუა პილატე, ვითარმედ: „მეუფჱ ჰურიათაჲ“, სახეცა კიცხევისაჲ შეჰმოსეს, და მერმე განიყვანა და თქუა: „არცა ერთსა მიზეზსა ვჰპოვებ მის თანა“.2 ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „გამოვიდა იესუ გარე, და ედგა ეკლისა გჳრგჳნი და
ძოწეული სამოსელი. და ჰრქუა მათ პილატე: აჰა კაცი იგი! და ვითარცა იხილეს იგი მღდელთმოძღუართა და მსახურთა, ღაღად-ყვეს: ჯუარსეცუნ, ჯუარს-ეცუნ ეგე! ჰრქუა მათ პილატე: მიიყვანეთ ეგე თქუენ და ჯუარს-აცუთ, რამეთუ მე მაგის თანა ბრალი არა ვპოვე“ (19,5-6).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ამის მიერ საცნაურ არს, ვითარმედ პირველიცა ყოველივე მათისა ეშმაკეულებისათჳს ქმნა მსაჯულმან, რამეთუ იტყჳს, ვი-თარმედ: „მე მაგის თანა ბრალი არცა ერთი ვპოვე“. იხილე, ვითარ ზედაჲსზედა უბრალო-ჰყოფს თავსა თჳსსა მსაჯული იგი, არამედ ძაღლისა ბუნებასა მიმსგავსებულნი იგი ვერრომელმან საქმემან მოდრიკნა, რამეთუ მათ მიიყვანეს, რაჲთამცა ბჭობითა მით მთავრისაჲთა იქმნას მისი სიკუდილი, და იქმნა წინააღმდგომი - საშჯელითა მისითა უფროჲსად განტევებაჲ. ხოლო ვინაჲთგან ჰრცხუენა, ამისთჳს ჰრქუეს:
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ჩუენ შჯული გუაქუს, და შჯულისა ჩუენისაებრ თანააც სიკუდილი, რამეთუ თავი თჳსი ძედ ღმრთისა ყო“ (19,7).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ვითარ უკუე, თქუა რაჲ მსაჯულმან: „წარიყვანეთ ეგე და შჯულისა თქუენისაებრ საჯეთ“, იტყოდეთ, ვითარმედ: „არა ჯერ-არს ჩუენდა მოკლვაჲ ვისიმე“,3 და აწ შჯულისა მიმართ მიივლტით? და იხილე
1 შდრ. მათ. 27, 26-30; მარკ. 15,15-19; იოან. 19,1-5. 2 შდრ. იოან. 19,4,6. 3 იოან. 18,31.
შესმენაჲ იგი: „ძე ღმრთისა ყო თავი თჳსიო“. და ესე ბრალობაჲ არსა? რამეთუ ძჱ ღმრთისაჲ იყო და ძისა ღმრთისა საქმეთა იქმოდა და იტყოდა, ვითარმედ: „ძჱ ღმრთისაჲ ვარი“.1 ხოლო ამას ყოველსა რაჲ იტყოდეს, ქრისტე დუმნა აღსრულებად სიტყუასა მას წინაჲსწარმეტყუელისასა, ვი-თარმედ: „იგი არა აღაღებს პირსა. სიმდაბლითა თჳსითა საშჯელი მისი მიეღო“.2 ხოლო პილატე შეშინდა, ესმა რაჲ, ვითარმედ: „ძე ღმრთისა ჰყოფს თავსა თჳსსა“,3 ნუუკუე ჭეშმარიტად იყოსო და ქმნას მან უჯეროებაჲ. ხოლო რომელთა-იგი ცნეს საქმით და სიტყჳთ ჭეშმარიტებაჲ, ვითარმედ ეგრეთ არს, და არა ეშინის, არამედ შემოიღეს სიტყუაჲ, ვი-თარმედ: „რომელი მეფედ ჰყოფს თავსა თჳსსა, იგი სიტყუას-უგებს კეისარსა“ (19,12), ამისთჳს კუალად ჰკითხა პილატე, ხოლო იესუ არარაჲ მიუგო,4 რამეთუ რომელსა-იგი ჰრქუა, ვითარმედ: „მე ამისთჳს შობილ ვარ და მოსრულ ვარ, და მეუფებაჲ ჩემი არა ამის სოფლისაგან არს“, და ამას ყოველსა ზედა კუალად ჰურიათაჲ ჰრწმენა, რადღამცა მიუგო მას? და რამეთუ უჴმდა, რაჲთამცა კეთილად გამოიძია, თუ ოდეს გამოაჩინა მან მძლავრებაჲ კეისარსა ზედა, და არა გამოიძია ჭეშმარიტებით, ამისთჳს უფალმან არარაჲ მიუგო, რამეთუ იცოდა, ვითარმედ ამაოდ ჰკითხავს ყოველსა, და ამისთჳსცა, რამეთუ ვინაჲთგან საქმენი წამებდეს, არა ინება სიტყჳთა ძლევაჲ, და გამოაჩინებსცა, ვითარმედ ნებსით მივალს ვნებად. ხოლო რაჟამს დადუმნა და არღარას იტყოდა, ჰრქუა მას პილატე:
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მე არას მეტყჳა? არ იცია, რამეთუ ჴელმწიფებაჲ მაქუს ჯუარს-ცუმად შენდა და ჴელმწიფებაჲ მაქუს განტევებად შენდა?“ (19,10).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ჰხედავა, ვითარ თავი თჳსი დასაჯა თჳთვე? რამეთუ უკუეთუ შენ გაქუს ყოვლისავე ჴელმწიფებაჲ, უბადრუკო და ამაოო, რამეთუ მიზეზსა არცა ერთსა ჰპოებ, რად არა განუტეობ? ვინაჲთგან უკუე თჳთ დაჰსაჯე თავი შენი. ამისთჳს ჰრქუა მას იესუ, ვითარმედ: „მიმცემელსა ჩემსა შენდა უდიდჱსი ცოდვაჲ აქუს“ (19,11), რაჲთამცა უჩუენა, ვითარმედ მასცა ფრიადი ცოდვაჲ აქუს, დაღაცათუ მიმცემელთა უმეტესი აქუს. და მერმე დაამდაბლებდა მისსა გონებასა და ეტყოდა, ვი-თარმედ: „არა გაქუს ჴელმწიფებაჲ ჩემ ზედა არცა ერთი, უკუეთუმცა არა მოცემულ იყო შენდა ზეგარდამო“ (19,11), უჩუენებდა, ვითარმედ დიდი საიდუმლოჲ არს საქმჱ იგი და არა თუ ესრეთ ლიტონად ქმნილი. ხოლო რაჲთამცა ესმა რაჲ, თუ: „ზეგარდამო მოცემულ არს“, და ჰგონებდა, ვითარმედ გარეგან ბრალისა არს, ამისთჳს ჰრქუა, ვითარმედ: „უდიდჱსი ცოდვაჲ აქუს მათ“, რამეთუ აქა „მოცემასა“ არა თუ სხუასა რას იტყჳს, არამედ მიშუებასა, ესე იგი არს, ვითარმედ: შენდობილ არს ყოფად ამის საქმისა; არამედ არა თუ ამისთჳს გარეგან ბრალისა ხართ, - შეაშინა იგი
1 შდრ. მათ. 26,63-64; მარკ. 14,61-62. 2 ესაია 53,7-8; საქმე 8,32-33. 3 შდრ. იოან. 19,7-8. 4 შდრ. იოან. 19,9.
სიტყჳთა. ამისთჳსცა ენება განტევებაჲ მისი, არამედ იგინი ღაღადებდეს: „უკუეთუ ეგე განუტევო, არა ხარ მოყუარე კეისრისა, რამეთუ ყოველი, რომელი მეფე-ჰყოფს თავსა თჳსსა, სიტყუას-უგებს კეისარსა“ (19,12). და სადა გამოჩნდა მისი მძლავრებაჲ, ჵ ურწმუნონო? ანუ სადაჲთ ამხილებთ ამას: ძოწეულისაგან, ანუ გჳრგჳნისა, ანუ მჴედართაგან? არა მარადის ათორმეტთა თანა მოწაფეთა უდაბნოს იქცევინა? არამედ ჵ უგუნურებაჲ და ამაოჲ შიში! ამისთჳს შეშინდა პილატე და გამოვიდა და დაჯდა,1 რაჲ-თამცა საჯა, და არა საჯა, არამედ მისცა ჯუარს-ცუმად და ჰგონებდაცა, თუ ნუუკუე მოდრკენ. ამისთჳსცა ჰრქუა:
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „აჰა მეუფჱ თქუენი! ხოლო მათ ღაღად-ყვეს: აღიღე ეგე და ჯუარს-აცუ! ჰრქუა მათ პილატე: მეუფჱ თქუენი ჯუარს-ვაცუაა? მიუგეს მღდელთმოძღუართა მათ და ჰრქუეს: არა გჳვის ჩუენ მეუფჱ, გარნა კეისარი“ (19,14-15).
თ ა რ გ მ ა ნ ი: აჰა ესერა ნებსით თჳსით, თჳსითა პირითა განვარდეს ღმრთისა მეუფებისაგან და კეისარი აღირჩიეს მეუფედ. და ამისთჳს უფალმან მათისა სიტყჳსაებრ მისცნა კეისარსა, და ვინაჲთგან მისი მეუფებაჲ უარ-ყვეს, დაუტევნა იგინი, რომელნი ღაღადებდეს ჯუარსცუმად მისა. რამეთუ სიკუდილი იგი ჯუარს-ცუმისაჲ ბოროტ იყო და წყევასა ქუეშე, ამისთჳს ინებეს მით მოკლვაჲ, რაჲთამცა სრულიად აღჴოცეს მისი საჴსენებელი, და არა გულისხმა-ყვეს, თუ ვითარ გამოჩნდების ჭეშმარიტებაჲ და მისი იგი დიდებაჲ.
სწავლაჲ პდ სიყუარულისა და კეთილის-ყოფისათჳს მტერთაჲსა
ხოლო ჩუენ ნუმცა ოდენ ვიკითხავთ ამას ყოველსა, არამედ გონე- ბათაცა შინა ჩუენთა დავჰნერგოთ გჳრგჳნი ეკლისაჲ, სამოსელი იგი კიცხევისაჲ, ლერწამი იგი და ყურიმლის-ცემაჲ, ნერწყუვაჲ და კიცხევაჲ, რამეთუ უკუეთუ ამათ ვიგონებდეთ, ფრიადი სარგებელი გუეყოს და არა განვრისხნეთ, რაჲცა ვინ ბოროტი მოაწიოს ჩუენ ზედა, რამეთუ „არა არს მონაჲ უფროჲს უფლისა თჳსისა“.2 ვითარ ეტყოდეს მას ჰურიანი, ვითარმედ: „სამარიტელ ხარ, და ეშმაკი არს შენ თანა“,3 და სხუანი მრავალნი ესევითარნი? და ამისთჳს თავს-იდვა ესე ყოველი, რაჲთა ჩუენცა კუალსა მისსა შეუდგეთ, რამეთუ ესევე ასწავა მოციქულთა. და ჩუენ ყოველთა მოვიგოთ უკუე საქმჱ ესე, და არარაჲ ესრეთ ღმერთსა მოწყალე-ჰყოფს ჩუენ ზედა, ვითარ სიყუარული და მოთმინებაჲ და არა ბოროტის-ყოფაჲ მტერთაჲ.
1 შდრ. იოან. 19,13. 2 მათ. 10,24; იოან. 13,16; 15,20. 3 იოან. 8,48.
რაჟამს ვინმე გავნოს, ნუ მას აბრალებ, არამედ ეშმაკსა, რომელმან აცთუნა იგი, და მას უფროჲსად სწყალობდი, რამეთუ ქრისტეცა შე-შფოთნაო იუდაჲსთჳს. რაჲსათჳს შეშფოთნა? მისისა წარწყმედისათჳს მწუხარე იქმნა. ამას ყოველსა ჩუენცა ვჰბაძვიდეთ. ხოლო უკუეთუ მას არა ვჰბაძვიდეთ და მისთა მცნებათა არა ვიქმოდით, უმჯობეს იყო, არა თუმცა შობილ ვიყვენით, რამეთუ სარწმუნოებაჲ ოდენ თჳნიერ საქმეთასა არა კმა არს სასუფეველსა შეყვანებად,1 არამედ უფროჲსად დასაშჯელ ექმნების, „რამეთუ მონამან რომელმან იცოდის ნებაჲ უფლისა თჳსისაჲ და არა იქმოდის, იგუემოს ფრიად“.2 რაჲ უკუე სიტყუაჲ მიუგოთ, რომელნიესე შინაგან სასუფეველისა ქმნილ ვართ და უხილავნი გჳხილვან და ზიარ მაღალთა მათ საიდუმლოთა ქმნილ ვართ და უძჳრჱს წარმართთასა ვიყოფვით? რამეთუ უკუეთუ მათ დიდებისათჳს ამაოჲსა მოღუაწებაჲ აჩუენეს, ჩუენ სასუფეველისათჳს და ღმრთისათჳს არა ვაჩუენოთა? რამეთუ მათ მრავალგზის კაცთათჳს სულნიცა თჳსნი შეურაცხ-ყვნეს, ხოლო ჩუენ მცირედისა ოქროჲსათჳს წარვსწყმედთ სულსა და არა შეურაცხ-ვჰყოფთ მას ქრისტესთჳს, და მრისხანე ვართ და საქმენი საძაგელნი გჳყუარან.
ამისთჳს მრცხუენის და ვძრწი, რაჟამს წარმართთა ვხედვიდე მო-ღუაწებასა შინა და ჩუენთა - არა. ხოლო ესე ამისგან არს, რამეთუ მცნებათა ღმრთისათა არა ვისმენთ, არცა ვიქმთ, არამედ მცირედ ჟამ ვისმენთ სიტყუათა ღმრთისათა და მერმე ფრიად ჟამ შევექცევით ზრუნვა-თა სოფლისათა, და ესრეთ მოიშთვების თესლი იგი სიტყჳსაჲ.
არამედ აღვიხილნეთ ზეცად და შთავიხედნეთ საფლავებსა, რამეთუ ჩუენცა მასვე აღსასრულსა მივიწევით, და ნუუკუე თანამდები იგი უწინარესღა მისა მოვიდეს ჩუენ ზედა. განვემზადნეთ უკუე მის ჟამისათჳს, რამეთუ ფრიადი საგზალი გჳჴმს ჩუენ, რამეთუ ფრიადი გზაჲ არს ურწყული და ძნელი, და წარვვლოთ იგი ყოველი. და არა არს უცხოთა სადგური, არცა სავაჭროჲ გზასა ზედა, რაჲთამცა რაჲ ვიყიდეთ, უკუეთუ ყოველი ამიერ არა გუაქუნდეს.
ისმინე, რასა ეტყჳან ქალწულნი იგი ბრძენნი სულელთა მათ, ვი-თარმედ: „წარვედით და იყიდეთ“,3 არამედ ვერ პოვეს. ისმინე, რასა ეზეკიელ წინაჲსწარმეტყუელი იტყჳს მის დღისათჳს, ვითარმედ: „ნოე და იობ და დანიელ ძენი მათნი ვერ გამოიჴსნენ“.4 არამედ ჩუენ ნუმცა გუასმიან სიტყუანი ესე, აღვიღოთ საგზალი ამიერ, რომელი კმა იყოს საუკუნოდ ცხორებად, და კადნიერებით ვიხილოთ უფალი ჩუენი იესუ ქრისტე, რომლისა თანა მამასა ჰშუენის დიდებაჲ სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.
1 შდრ. იაკობ 2,20,26. 2 შდრ. ლუკ. 12,47. 3 მათ. 25,9. 4 შდრ. ეზეკ. 14,14-20.