თ ა რ გ მ ა ნ ი: იხილა, რამეთუ ყოველივე განგებულებაჲ მისი აღესრულა, რამეთუ მისსა ჴელმწიფებასა შინა იყო სიკუდილი და არასიკუდილი. და ამისთჳს, ვიდრემდის აღესრულა ჟამი, არა ინება სიკუდილისა გემოჲსხილვაჲ. ხოლო თქუა, ვითარმედ: „მწყურის“, რაჲთამცა იგიცა წინაჲსწარმეტყუელებაჲ აღასრულა. ხოლო შენ მათი ბილწებაჲ იხილე, რამეთუ დაღაცათუ ბევრეულნი მტერნი გუესხნენ და ვიხილნეთ იგინი სიკუდილსა შინა, მოვდრკებით, ხოლო იგინი არავე მოდრკეს ყოველსა მას ზედა, არამედ უფროჲსად განფიცხნებოდეს და კიცხევასა განადიდებდეს; და ძმარსა ღრუბლითა მიუპყრობდეს და უსუპი ლერწამსა ზედა დადვეს და ესრეთ მიუპყრეს, ; რამეთუ თჳთცა არა ენება შეხებაჲ მისი, ვითარცა ბოროტისა რაჲსამე, არამედ ლერწმითა და უსუპითა მიუპყრობდეს, ხოლო თავადმან მიიღო რაჲ ძმარი იგი, თქუა: „აღსრულებულ არს წერილი“ (19,30). ჰხედავა, ვითარ ყოველსავე ჴელმწიფებით იქმს? და შემდგომიცა ისმინე, ვითარ, იხილა რაჲ, რამეთუ ყოველი წერილი აღსრულებულ იყო, „მიიდრიკა...
John 19:28
27. Then saith he to the disciple, Behold thy mother! And from that hour that disciple took her unto his own home.28. After this, Jesus knowing that all things were now accomplished, that the scripture might be fulfilled, saith, I thirst.29. Now there was set a vessel full of vinegar: and they filled a spunge with vinegar, and put it upon hyssop, and put it to his mouth.
John თავი 19