📋 სარჩევი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „მაშინ მისცა იგი მათ პილატე, რაჲთა ჯუარს-აცუან, ხოლო მათ წარიყვანეს იგი. და ეკიდა მას ჯუარი თჳსი, და აღვიდოდა იგი ადგილსა მას თხემისასა“ (19,16-17).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ქველისმოქმედებანი უკეთურთა და უგუნურთა მავნებელ ექმნებიან, რამეთუ ჰურიათაცა პირველ აქუნდა მადლი ღმრთისაჲ და შეწევნაჲ, და მოიძიეს მონებაჲ წარმართთაჲ და უდაბნოს მანანაჲსა წილ ნიორისა გული უთქუმიდა,1 და აწ მეუფებაჲ ქრისტესი უარ-ყვეს და კეისრისაჲ დაიდვეს თავთა თჳსთა ზედა. ამისთჳსცა უფალმან მისცა მათ მეუფჱ მათისა სიტყჳსაებრ. ხოლო ესე ესმა რაჲ პილატეს, მისცა, რაჲთა ჯუარს-აცუან ფრიად უჯეროდ. რამეთუ ჯერ-იყო, რაჲთამცა ეკითხა, თუ ოდეს-ძი ინება მან მეფობისა მის, რამეთუ პირველვე ბრძანა ქრისტემან, ვითარმედ: „ჩემი მეუფებაჲ არა არს ამის სოფლისაგან“,2 არამედ მან უბადრუკმან არა ინება მცირედისაცა სიბრძნისა ჴმარებაჲ და ჩუენებასაცა ზედა ცოლისა თჳსისასა, რომელი კმა იყო შეშინებად,3 ამას ყოველსა ზედა არა შეიკდიმა, არცა აღიხილნა ზეცად, არამედ მისცა მათ იგი. ხოლო მათ აღჰკიდეს ჯუარი,4 და ვითარცა დაშჯილსა, რამეთუ ძელისა მისცა შეხებად იზმნიდეს, ამისთჳსცა თავადსა აღჰკიდეს, და ვი-თარცა წარვლესრე, პოვეს სჳმონ კჳრინელი, რომლისათჳს იტყჳან სხუანი მახარებელნი, და მერმე აღიღეს უფლისაგან და მას ზედა დადვეს იგი.5 არამედ აქა იოვანე უფლისათჳს იტყჳს, რომელსა ზედა დადვეს ჯუარი, გან-რაჲ-იყვანებდეს სამშჯავროჲთ. ეგრეთვე იყო სახესა მას ზედა, რამეთუ მაშინცა ისაკ აღიკიდა შეშაჲ,6 არამედ მუნ ნებისამებრ მამისა იქმნა საქმჱ იგი, რამეთუ სახჱ იყო, ხოლო აქა ჭეშმარიტებით აღესრულა, რამეთუ ჭეშმარიტებაჲ იყო და არა იგავი.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და მივიდეს თხემისა ადგილსა, სადა-იგი ჯუარსაცუეს“ (19,17-18).
თ ა რ გ მ ა ნ ი: რამეთუ იტყჳან ვიეთნიმე, ვითარმედ: ადამ მუნ დაეფლა, და უფალმან იესუ, სადა-იგი სიკუდილმან მიიღო დასაბამი თჳსისა მეუფებისაჲ, მუნ აღჰმართა თჳსი საძლეველი ქრისტემან, რამეთუ სა-ძლეველი ეკიდა ჯუარი ეშმაკისა მიმართ. ხოლო ჯუარს-აცუეს იგი შორის ავაზაკთა,7 რაჲთამცა უნებლიაჲთ აქაცა წინაჲსწარმეტყუელებაჲ აღასრულეს, რამეთუ ესე თქუა დასაბამითგან წინაჲსწარმეტყუელმან, ვითარმედ: „უშჯულოთა თანა შეირაცხა“.8 და ენება ეშმაკსა, რაჲთამცა
1 შდრ. რიცხ. 11,4-10. 2 იოან. 18,36. 3 შდრ. მათ. 27,19. 4 შდრ. იოან. 19,17. 5 შდრ. მათ. 27,32; მარკ. 15,21; ლუკ. 23,26. 6 შდრ. დაბ. 22,6. 7 შდრ. მათ. 27,38; მარკ. 15,27; ლუკ. 23,33; იოან. 19,18. 8 ესაია 53,12; მარკ. 15,28.
ამით საქმითა დაფარა საქმჱ იგი, არამედ ვერ ეძლო, რამეთუ ჯუარსეცუნეს სამნი, ხოლო გამობრწყინდა მხოლოჲ იესუ, რაჲთა სცნა, ვითარმედ მისმან ძალმან ქმნა ყოველივე; რამეთუ რაჟამს სამნივე ეკიდნეს ძელსა, მაშინ იქმნებოდეს სასწაულნი იგი, არამედ არავინ მიაჩემა სხუასა ვის ერთიცა საკჳრველი, გარნა უფალსა. ესრეთ ამაო იქმნა მძლავრებაჲ ეშმაკისაჲ, და ზრახვაჲ მისი ბოროტი თავსავე მისსა მიექცა, რამეთუ არა თუ ოდენ ვერ ავნო დიდებასა მას უფლისასა, არამედ უფროჲსად, რამეთუ მოიქცა ერთი იგი და ცხოვნდა,1 და ეშმაკი წარწყმდა, რამეთუ არა უდარჱს იყო კლდეთა განპებასა ავაზაკისა ჯუარსა ზედა მოქცევაჲ და სამოთხედ შეყვანებაჲ.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და დაწერა პილატე ფიცარი“ (19,19).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ერთად, რაჲთამცა ჰურიანი სირცხჳლეულ-ყვნა, და კუალად, თჳსსაცა თავსა განიმართლებდა, რამეთუ მათ ვინაჲთგან ვი-თარცა ძჳრისმოქმედი დასაჯეს და საქმისა ამის დამტკიცებაჲ ენება შეერთებითა მით ავაზაკთა თანა, ამისთჳს დაყოფად პირთა მათთა ქმნა ამან ესე, რაჲთა ყოველნი რომელნი იკითხვიდენ, ცნან, ვითარმედ თჳსსა ზედა მეუფესა აღდგეს. და ამისთჳს დააწესა წერილი იგი, რომელი ქადაგებდა მათსა უკეთურებასა და მისსა მეუფებასა, დაღაცათუ არა სრულიად და ვითარცა ჯერ-არს. და იყო წერილი იგი არა ებრაელებრ ოდენ, არამედ სამითა ენითა,2 რამეთუ ვინაჲთგან დღესასწაულისა მისთჳს სხუანიცა მრავალნი იყვნეს მუნ, ამისთჳს, რაჲთა ყოველთა ცნან საქმჱ იგი, ქმნა ესრეთ და განაქიქა უკეთურებაჲ ჰურიათაჲ. ხოლო იგინი განრისხნეს ამას ზედა, რამეთუ ჯუარსცუმულსაცა ეშურებოდეს. არამედ ჵ უშჯულონო, რასა გავნებდეს წერილნი იგი? რამეთუ უკუეთუ მოკუდავი არს და უძლური, ასონი იგი რასა გავნებენ? და რად გეშინის, რამეთუ იტყჳან, ვითარმედ: „მეუფჱ ჰურიათაჲ“?3 არამედ არა უჯერო იყო საქმჱ იგი, გარნა ვინაჲთგან დაიფლვოდეს ჯუარნი და ეგულებოდა შემდგომად ჟამთა მრავალთა ძიებაჲ მათი და პოვნაჲ, რამეთუ სამნივე ერთბამად ყოფად იყვნეს, რაჲთა არა უცნაურ იყოს ჯუარი იგი მეუფისაჲ, ამისთჳს განგებულებით დაადგრა ფიცარი იგი, რაჲთა მის მიერ იცნან იგი, რამეთუ ავაზაკთა თანა ფიცარნი არა იყვნეს. და ამისთჳს პილატეცა არა უსმინა მათ, რომელნი იტყოდეს, ვითარმედ: „ნუ დასწერ მეუფედ ჰურიათა, არამედ მან თქუაო, თუ: მეუფჱ ვარ ჰურიათაჲ“ (19,21). იხილეთ უკეთურებაჲ, რამეთუ ენება, რაჲთამცა უფროჲსად შესმენაჲ იყო მისი წერილი იგი, რამეთუ მან თქუა, თუ: „მეუფჱ ვარ“. ხოლო ერისაგანთა მათ განიყვეს სამოსელი მისი და კუართი არა განიყვეს.4 იხილე, ვითარ ყოვლით კერძო წინაჲსწარმეტყუელებანი აღესრულებოდეს, და ესე პირველითგან თქუმულ იყო. ხოლო შენ გიკჳრდინ წი-
1 შდრ. ლუკ. 23,40-43. 2 შდრ. ლუკ. 23,38; იოან. 19,20. 3 მათ. 27,37; მარკ. 15,26; ლუკ. 23,38; იოან. 19,19. 4 შდრ. მათ. 27,35; მარკ. 15,24; იოან. 19,23-24.
ნაჲსწარმეტყუელისა სიბრძნით თქუმაჲ ყოვლისაჲვე, არა თუ, ვითარმედ: „განიყვეს“ ოდენ, არამედ ვითარმედ: „წილი განიგდეს კუართსა ზედა“.1 ხოლო სიტყუაჲ იგი, თუ: „ზეით მოქსოვილ“,2 არა ცუდად არს, არამედ ვჰგონებ, თუ იგავი არს, რომელი მოასწავებს, ვითარმედ არა ლიტონი ოდენ კაცი იყო ჯუარს-ცუმით, არამედ ზეცითცა ღმრთეებაჲ აქუნდა, რომელ-იგი ბუნებაჲ ღმრთეებისაჲ უვნებელად ეგო და განუკუეთელად, ხოლო ჴორცთა ბუნებამან ივნო და მოიწყლა. და კუალად ვიეთნიმე იტყჳან, ვითარმედ სახესა მასცა სამოსლისასა მოასწავებს მახარებელი, რამეთუ პალესტინეს ორთა სამოსელთა შეაერთებენ და მოჰქსოვენ ერთად და შეიქმან მას კუართად და უწოდენ მას ზეით მოქსოილად. და თქუა იგი მახარებელმან, რაჲთამცა მოასწავა უნდოებაჲ იგი მისი, რამეთუ ეგევი-თარი იგი კუართი უნდოჲ არს, რომელი-იგი სახჱ იყო პირველთქუმულისა მის სიტყჳსაჲ, რომელი ვთქუთ ამისთჳს ზეით მოქსოვილისა.
და მჴედარნი ამას იქმოდეს, ხოლო თავადი ჯუარსაცა ზედა შეჰვედრებდა დედასა მოწაფესა მას საყუარელსა, რაჲთამცა ჩუენცა გუასწავა მსახურებაჲ მშობელთაჲ. ხოლო იოვანე კუალად ჰმალავს თავსა თჳსსა სიმდაბლით,3 რამეთუ უკუეთუმცა არა ფრიადისა მის სიმდაბლისაგან დუმნა, მიზეზიცამცა თქუა, რომლისათჳს უყუარდა იგი უფალსა, რამე-თუ დიდი იყო მიზეზი იგი და საკჳრველი, უკუეთუმცა ეთქუა. ხოლო რაჲსათჳს სხუასა სიტყუასა ნუგეშინის-ცემისასა არა ეტყჳს იოვანეს, მჭმუნვარედ მდგომარესა? ერთად, რამეთუ ჟამი არა იყო მრავალთა სიტყუათა თქუმად, და მეორედ, რამეთუ ესეცა არამცირედი პატივი იყო და ნუგეშინის-ცემაჲ, რომელ დედაჲ თჳსი შეჰვედრა მას. და იხილე, ვი-თარ ჯუარსცუმული ყოველსავე შეუშფოთებელად იქმოდა და იტყოდა: მოწაფესა ეტყოდა დედისათჳს, წინაჲსწარმეტყუელებათა აღასრულებდა, ავაზაკსა აცხოვნებდა, რომელი-იგი პირველ ჯუარს-ცუმისა შეურვებულ იყო და იშიშვოდა; არამედ მუნ იქმოდა, რაჲთამცა ბუნებაჲ კაცობრივი აჩუენა, ხოლო აქა ძალსა მას ღმრთეებისასა გამოაჩინებდა და რაჲთა ჩუენ გუასწაოს, რომელ დაღაცათუ გუეშინოდის ჭირთაგან, არავე ვევლტოდით მათ, რამეთუ შე-რაჲ-ვიდეთ მას შინა, ყოველივე ადვილ არს. ნუმცა უკუე ვძრწით სიკუდილისაგან, რაჟამს ჯერ-იყოს სიკუდილი ღმრთისათჳს, რამეთუ დაღაცათუ ბუნებასა ჩუენსა აქუს მისგან შიში, არამედ ჩუენ უკუეთუ გუენებოს, მოვაუძლურებთ შიშსა მას, და უკუეთუ გუენებოს, განვადიდებთ, გარნა რაჲთა არცა ნეფსით სიკუდიდ მივისწრაფდეთ, არცა, უკუეთუ მოიწიოს ჟამი, შევძრწუნდეთ და პატივ-ვსცეთ საწუთროსა უფროჲს საუკუნოჲსა ცხორებისა.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ხოლო დგეს ჯუარსა თანა დედაჲ მისი და დაჲ დედისა მისისაჲ, მარიამ კლეოპაჲსი, და მარიამ მაგდანელი“ (19,25).
1 ფსალმ. 21,19; მათ. 27,35; იოან. 19,24. 2 იოან. 19,23. 3 შდრ. იოან. 19,26-27.
თ ა რ გ მ ა ნ ი: რამეთუ მარიამ კლეოპაჲსი ძმისცოლი იყო იოსებისი, რომლისადა მითხოვილ იყო ღმრთისმშობელი, და მეგობარი იყო წმიდისა ღმრთისმშობელისაჲ, და ამისთჳს სახელ-სდვა მას დად მისა, რამე-თუ მეგობარი იყო მისი და ნათესავიცა. ხოლო იხილე, ვითარ უძლური იგი ბუნებაჲ დედათაჲ ესრეთ უშიშად დგა მუნ, და უახოვნეს მამა-თასა იყვნეს. ესრეთ ყოველივე შეიცვალებოდა. ხოლო უფალმან იესუ შეჰვედრა დედაჲ თჳსი საყუარელსა მას მოწაფესა და ჰრქუა:
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „დედაკაცო, აჰა ძჱ შენი! მერმე ჰრქუა მოწაფესა მას: აჰა დედაჲ შენი!“ (19,26-27).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ეჰა პატივი იგი! რაბამითა პატივითა პატივ-სცა მოწაფესა მას, რამეთუ ვინაჲთგან წარვიდოდა, ნაცვალად თჳსა მოწაფესა შეჰვედრა და ჰრქუა: „აჰა დედაჲ შენი!“ რომლისათჳსცა „წარიყვანა მან თჳსთა თანა“.1 ხოლო ესე ქმნა, რაჲთამცა გუასწავა უფროჲს ყოვლისა მშობელთათჳს ზრუნვაჲ. ხოლო უკუეთუ სულისა სარგებელსა დაგჳხრწევდენ, არა ჯერ-არს მათი შერაცხაჲ, და უკუეთუ არა გუავნებდენ სულსა, უფროჲს ყოვლისა მათი ჯერ-არს ზრუნვაჲ.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ამისა შემდგომად იხილა იესუ, რამეთუ ყოველივე აღესრულა, და რაჲთა აღესრულოს წერილი, თქუა: მწყურის“ (19,28).
თ ა რ გ მ ა ნ ი: იხილა, რამეთუ ყოველივე განგებულებაჲ მისი აღესრულა, რამეთუ მისსა ჴელმწიფებასა შინა იყო სიკუდილი და არასიკუდილი. და ამისთჳს, ვიდრემდის აღესრულა ჟამი, არა ინება სიკუდილისა გემოჲსხილვაჲ. ხოლო თქუა, ვითარმედ: „მწყურის“, რაჲთამცა იგიცა წინაჲსწარმეტყუელებაჲ აღასრულა. ხოლო შენ მათი ბილწებაჲ იხილე, რამეთუ დაღაცათუ ბევრეულნი მტერნი გუესხნენ და ვიხილნეთ იგინი სიკუდილსა შინა, მოვდრკებით, ხოლო იგინი არავე მოდრკეს ყოველსა მას ზედა, არამედ უფროჲსად განფიცხნებოდეს და კიცხევასა განადიდებდეს; და ძმარსა ღრუბლითა მიუპყრობდეს და უსუპი ლერწამსა ზედა დადვეს და ესრეთ მიუპყრეს,2 რამეთუ თჳთცა არა ენება შეხებაჲ მისი, ვითარცა ბოროტისა რაჲსამე, არამედ ლერწმითა და უსუპითა მიუპყრობდეს, ხოლო თავადმან მიიღო რაჲ ძმარი იგი, თქუა: „აღსრულებულ არს წერილი“3 (19,30). ჰხედავა, ვითარ ყოველსავე ჴელმწიფებით იქმს? და შემდგომიცა ისმინე, ვითარ, იხილა რაჲ, რამეთუ ყოველი წერილი აღსრულებულ იყო, „მიიდრიკა თავი და განუტევა სული“ (19,30). იხილე აქა ჴელმწიფებაჲ, რამეთუ ჩუენ ოდეს მივსცეთ სული, მაშინ მიდრკების თავი, ხოლო აქა თჳთ ოდეს ინება, მიიდრიკა თავი და განუტევა სული. და ამით ყოვლითა გამოაჩინებს მახარებელი, ვითარმედ უფალ ყოვლისა იყო. არამედ ჰურიანი კუალად რომელნი-იგი აქლემსა შთასთქმიდეს და ბურნაკსა წურვიდეს,4 ესევითარი საშინელი საქმჱ ექმნა, და დღისა მისთჳს გამოძიებასა იქმოდეს და ეკრძალებოდეს.
1 იოან. 19,27. 2 შდრ. მათ. 27,48; იოან. 19,29. 3 შდრ. ფსალმ. 68,22. 4 შდრ. მათ. 23,24.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ხოლო ჰურიათა, რაჲთა არა დაადგრენ გუამნი იგი შაბათადმდე ჯუარსა ზედა, რამეთუ იყო დიდ დღჱ იგი შაბათისაჲ მის, ჰკითხეს პილატეს, რაჲთა განუტეხნენ წჳვნი მათნი და აღიხუნენ“ (19,31).
თ ა რ გ მ ა ნ ი: იხილეთ, ვითარ ძლიერ არს ჭეშმარიტებაჲ, რამეთუ საქმეთა მათ მიერ, რომელთა იგინი მოსწრაფე იყვნეს, წინაჲსწარმეტყუელებაჲ აღესრულებოდა. რამეთუ მო-რაჲ-ვიდეს მჴედარნი, სხუათა მათ ორთა წჳვნი შემუსრნეს, ხოლო იესუჲსნი - არა, არამედ ჰურიათა მომადლებისათჳს ლახურითა უგუმირეს გუერდსა1 და მკუდარსა მას გუამსა ჰგუემდესვე. ჵ შეგინებული იგი და ბილწი გონებაჲ! არამედ ნუ შეჰშფოთნები, ნუცა მჭმუნვარე იქმნები, საყუარელო, რამეთუ რომელსა იგინი იქმოდეს გონებითა უკეთურითა, იგი ყოველი ჭეშმარიტებასა შეეწეოდა, რამეთუ ესეცა წინაჲსწარმეტყუელებაჲ იყო, რომელი იტყოდა: „იხილონ, რომელსაცა უგუმირეს“2 (19,37), და შემდგომად ამისა სარწმუნოებისა მიზეზ იქმნებოდა ურწმუნოთათჳს, ვითარ-იგი თომას, და კუალად საიდუმლოჲ საშინელი აღესრულებოდა, რამეთუ „გარდამოეცა სისხლი და წყალი“ (19,34). და არა ლიტონად და ცუდად გამოვიდეს ორნი ესე წყარონი, არამედ ვინაჲთგან ამათ ორთა მიერ არს საიდუმლოჲ ეკლესიისაჲ, და იციან მორწმუნეთა, რამეთუ წყლითა იშვებიან და სისხლითა და ჴორცითა უფლისაჲთა იზარდებიან; ამისთჳსცა წყალსა შევჰრევთ ღჳნოსა თანა და ესრეთ შევსწირავთ მას წმიდასა ჟამისწირვასა, რაჲთა ოდეს მოუჴდებოდით წმიდასა მას ბარძიმსა, ესრეთ შეგუერაცხოს, ვი-თარმცა გუერდსა მას მეუფისასა მივეახლებოდეთ და მისგან მოვიღებდით და ესევითარითა გულისსიტყჳთა მოუჴდებოდით.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და რომელმან იხილა, წამა, და ჭეშმარიტ არს წამებაჲ მისი“ (19,35).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ესე იგი არს, ვითარმედ: არა სხუათა მიერ მესმა, არამედ თჳთ მუნ ვიყავ და ვიხილე, და ჭეშმარიტ არს ესე. რამეთუ ენება მახარებელსა, რაჲთამცა მწვალებელთა პირი დაუყო, რომელნი-იგი შემდგომად მისა გამოჩინებად იყვნეს; ამისთჳს დაამტკიცებს სიტყუასა მას. და აღესრულა აქაცა წინაჲსწარმეტყუელებაჲ, ვითარმედ: „ძუალი მისი არა შეიმუსროს“3 (19,36). რამეთუ სიტყუაჲ ესე დაღაცათუ ტარიგისა მისთჳს, ჰურიათა მიერ დაკლულისა, თქუმულ არს, არამედ სახჱ იგი ამის ჭეშმარიტებისათჳს იყო. ჰხედავა, ვითარ ისწრაფის დამტკიცებად სიტყუათა ამათ და სარწმუნო-ყოფად შეურაცხისა მის საქმისა? რამე-თუ ჯუარ-ცუმისა უმეტესი შეურაცხებაჲ იყო გუამისა მის მომკუდრისა მოწყლვაჲ. არამედ იტყჳს მახარებელი, ვითარმედ: „ესე ყოველი ვთქუ მოსწრაფებით, რაჲთა გრწმენეს“.4 ნუმცა ვინ უკუე ურწმუნო არს, ნუცა ჰრცხუენის და დაჰფარავს ჩუენთა ამათ საქმეთა, რამეთუ უფროჲსად
1 შდრ. იოან. 19,32-34. 2 შდრ. ზაქ. 12,10. 3 შდრ. გამ. 12,10; რიცხ. 9,12. 4 შდრ. იოან. 19,35.
რომელნი ვითარცა შეურაცხებისა და ყუედრებისა მიზეზად ჩანან, იგინი არიან ჩუენნი კეთილნი და პატიოსნებანი.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ამისა შემდგომად ჰკითხა პილატეს იოსებ არიმა-თიელმან, რამეთუ იყო იგიცა მოწაფჱ იესუჲსი“ (19,38).
თ ა რ გ მ ა ნ ი: მოწაფჱ იყო იგი სამეოცდაათთაგანი, და სთხოვა პილატეს გუამი უფლისაჲ, ხოლო მან მისცა, რამეთუ რადმცა ჰშურდა, ვინაჲთგან მოეკლა? და შეეწია იოსებს ნიკოდემოსცა და პატივით დაჰმარხეს. რამეთუ ვითარცა ლიტონი კაცი შეერაცხა, ამისთჳს მიეხუნეს ესე სულნელებანი, რომელნი დასცვიდეს გუამსა მკუდრისასა განუხრწნელად მრავალ ჟამ.1 და ამის მიერ საცნაურ არს, ვითარმედ ვითარცა კაცსა ჰხედვიდეს და დიდი სიყუარული და პატივი აჩუენეს მათ, დაღაცათუ არა ვითარცა სრულსა ღმერთსა ჰხედვიდეს. იხილე, ვითარ არავინ ათორმეტთაგანი მივიდა: არცა პეტრე, არცა იოვანე, არცა ვინ სხუათა წარჩინებულთაგანი, და ამასცა არა დაჰფარავს მახარებელი. რამეთუ უკუეთუ შიშისათჳს ვინ თქუას ჰურიათაჲსა, მათცა ეშინოდა და მოვიდესვე. ხოლო იოვანე მუნ დგა, განუტევა რაჲ სული, და არარაჲ ქმნა ესევითარი. არამედ მე ვჰგონებ, ვითარმედ ამისთჳს იქმნა ესე, რამეთუ ესენი კაცნი იყვნეს ფრიად საჩინონი, და პილატჱსიცა მეცნიერი იყო იოსებ, და ითხოვა მისგან და აღიღო, და დაჰმარხეს არა ვითარცა დაშჯილი, არამედ ვითარცა წეს არს ჰურიათა, ვითარცა დიდი რაჲმე და საკჳრველი. და ვინაჲთგან მიმწუხრ იყო, დადვეს მახლობელსა მას საფლავსა. და ესეცა განგებულებით იქმნა, რომელ ახალსა საფლავსა დაიდვა,2 რაჲთა არავისი სხჳსაჲ საგონებელ იყოს აღდგომაჲ, არამედ მისი, და რაჲთა მოწაფენი ადვილად მივიდოდიან, რამეთუ ახლოს იყო ადგილი იგი,3 და დაფლვისაცა რაჲთა მოწამე იყვნენ არა იგინი ოდენ, არამედ თჳთ მტერნიცა, რაჲთა ვერვინ თქუას, თუ: არა დაეფლა.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ერთსა მას შაბათსა მარიამ მაგდანელი მოვიდა გან-თიად, ვიდრე ბნელღა იყო, საფლავსა მას და იხილა ლოდი იგი აღებული კარისა მისგან საფლავისა“ (20,1).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ერთსა მას შაბათსა, რომელ არს კჳრიაკჱ, მოვიდა იგი; ხოლო იესუ აღდგა, იდვა რაჲ ლოდი ზედა საფლავსა, და ბეჭედნი იყვნეს მას ზედა, და ვინაჲთგან ჯერ-იყო, რაჲთამცა სხუათაცა ყოველ-თა იხილეს იგი, შემდგომად აღდგომისა მისისა აღეღო ლოდი იგი, რომლისათჳს, გარდაჴდა რაჲ შაბათი, მოვიდა მუნ მარიამ, რამეთუ ფრიადი მოსწრაფებაჲ აქუნდა უფლისათჳს, და იხილა რაჲ აღებული ლოდი, მირბიოდა თხრობად მოწაფეთა, რაჲთამცა ცნა, თუ სადა არს გუამი მისი. რამეთუ ამისთჳს თქუა, ვითარმედ: „აღიღეს უფალი ჩემი საფლავისაგან, და არა უწყი, სადა დადვეს იგი“ (20,2). ჰხედავა, რამეთუ არარაჲ იცოდა
1 შდრ. იოან. 19,38-40. 2 შდრ. მათ. 27,60; ლუკ. 23,53; იოან. 19,41-42. 3 შდრ. იოან. 19,42.
მან ჯერეთ დამტკიცებულად აღდგომისათჳს? რამეთუ ჰგონებდა იგი ცვალებასა სხუად ადგილად, ამისთჳსცა წარვიდა და ჰრქუა მოწაფეთა. ხოლო იგინი მიიწინეს მუნ მოსწრაფებით და იხილნეს ტილონი იგი და სუდარი, რომელი-იგი იყო სასწაული აღდგომისაჲ.1 და უკუეთუმცა ვის სხუასა ადგილსა მიეცვალა, რადმცა განეშიშულა გუამი მისი? და უკუე-თუმცა ვის მოეპარა, რადმცა დაეტევა მუნ ესე ყოველი? ანუ რადმცა ზრუნვიდა შეკეცასა და თჳსაგან დადებასა სუდარისასა? არამედ ვითარცა პოვა, აღიღომცა. რამეთუ ამისთჳს პირველვე თქუა მახარებელმან, ვი-თარმედ: „მოიღეს აღრეული მურისა და ალოჲსა ასი ლიტრაჲ“,2 რომელიიგი უფროჲს ტყჳვისა შეჰკრავს ტილოსა და გუამსა; რაჲთა ოდეს გესმეს, ვითარმედ ტილონი ისხნეს თჳსაგან, არა ისმინო მათი, რომელნი იტყჳან, ვითარმედ: „წარიპარეს“.3 რამეთუ ვინმცა იყო უგუნური იგი მპარავი, რომელიმცა ესეოდენსა შრომასა შეიმთხუევდა, მურითა დაწებულისა მის აღჴდასა? ანუ ვითარმცა დაეფარა, ვიდრემცა მას ყოველსა იქმოდა? ხოლო რაჲსათჳს, რამეთუ ტილონი კიდე ისხნეს, და სუდარი იგი თჳსაგან შეკეცილი? რაჲთა სცნა, ვითარმედ არა მოსწრაფედ და შიშით ქმნილი რაჲმე იყო საქმჱ იგი, რამეთუ ესრეთ დაწყნარებულად იგი თჳსაგან და იგი თჳსაგან შეეკეცა და დაედვა დაწესებულად, რომლისათჳს მოწაფეთა იხილეს ესე ყოველი და ცნეს, ვითარმედ არცა წარპარულ არს და არცა სხუასა ადგილსა დადებულ არს, და ჰრწმენა აღდგომაჲ. ხოლო იხილე აქაცა მახარებელისა სიმდაბლჱ, ვითარ იტყჳს თავისა თჳსისათჳს, ვითარმედ პირველ მივიდა და არა გამოიძია, არცა შევიდა შინა.4 ხოლო პეტრე უმჴურვალესად შევიდა და ყოველი გამოიძია, და მერმეღა შევიდა იგიცა, და იხილნეს თჳსაგან განყოფილნი სახუეველნი იგი, რომლისაგან ცნეს, ვითარმედ არა სწრაფით, არცა შიშით ვის უქმნიეს, და ჰრწმენა.5
სწავლაჲ პე: ვითარმედ არა ჯერ-არს მრავალსასყიდლისა სახუეველითა დაფლვაჲ მკუდართაჲ, არამედ მოწყალებისა ქმნაჲ მათთჳს
ხოლო შენ რაჟამს გესმეს, ვითარმედ უფალი შიშუელი აღდგა, დასცხერ სახუეველთა მათგან მრავალსასყიდლისათა. რამეთუ რაჲ არს ფრიადი ეგე და ამაოჲ წარსაგებელი, რომელი არარას ერგების წარსრულსა მას? არამედ უკუეთუ ჯერ-გიჩნს, ვთქუა, ვითარმედ ავნებსცა, რამეთუ მრავალსასყიდლობაჲ სახუეველთაჲ მრავალგზის სამარისა დათხრისა მიზეზ ექმნა მპარავთა, რომელთა დააგდიან გუამი იგი შიშულად. არამედ ჵ ცუ-
1 შდრ. იოან. 20,3-7. 2 იოან. 19,39. 3 შდრ. მათ. 28,13. 4 შდრ. იოან. 20,4-5. 5 შდრ. იოან. 20,6-8.
დადმზუაობრობაჲ! რამეთუ გლოვისაცა ჟამსა თჳსსა მძლავრებასა გამოაჩინებს, რამეთუ მრავალნი ნელსაცხებელსაცა სულნელსა შთაასხმენ სახუეველთა შინა და ესრეთ დაჰმარხვენ. ესე უკუე საქმენი არა ცოფთანი არიანა? და უკუეთუ ვინ თქუას: და ქრისტე რად ესრეთ დაჰმარხესო? მე ვიტყჳ, ვითარმედ: მისთა საქმეთა ნუ შეასწორებ კაცთა თანა. რამეთუ ნელსაცხებელიცა დაასხა მეძავმან ფერჴთა მათ მისთა წმიდათა.1 და კუალად ესეცა ვთქუა, ვითარმედ: არა იცოდეს მათ მაშინ სიტყუაჲ იგი აღდგომისაჲ და ამისთჳს იქმოდეს ამას, ვითარცა იყო წესი ჰურიათაჲ. რაჲთა სცნა, ვი-თარმედ ქრისტეს ესე არად უჴმდა, ამისთჳს იტყჳს, ვითარმედ: „მიხილეთ მე მშიერი და გამომზარდეთ, და წყურიელი და მასუთ“,2 და არასადა იტყჳს, ვითარმედ: მკუდარი დამმარხეთ დიდფასისა სამოსლითა. რამეთუ არა თუ დაფლვასა და სახუეველთა გაყენებ, - ნუ იყოფინ! - არამედ ამაოსა მას უზომოებასა. და უკუეთუ იტყჳთ, ვითარმედ: სიყუარული წარსრულისაჲ მის გუარწმუნებს ამას, ესე არა სიყუარული არს. არამედ უკუეთუ გიყუარს წარსრული იგი, მე გიჩუენო საქმჱ სიყუარულისაჲ: შეჰმოსენ მას სამოსელნი, რომელნი არასადა განიხრწნენ, არცა ვინ წარიპარნეს იგინი, - ესე არს მოწყალებაჲ; იგი აღდგეს მის თანა და ადიდოს, რამეთუ მით სამოსლითა ბრწყინვიდენ, რომელთა ჰრქუას, ვითარმედ: „მშიერი ვიყავ, და გამომზარდეთ“. ხოლო აწინდელნი ესე სამკაულნი არარა არიან, გარნა ტაბლაჲ მატლთაჲ, რამეთუ ჯერ-არს შეხუევაჲ საზომისაებრ, ხოლო ამაოჲ იგი საქმჱ რად ჯერ-არს? რომელთადა ცხორებასა ამასცა ერთითა სამოსლითა ბრძანებულ არს ყოფაჲ, შემდგომად სიკუდილისა რად შეჰმოსთ სამოსელთა მრავალსასყიდლისათა და ოქროსა და ვეცხლსა?
დავსცხრეთ ამის ამაოებისაგან და შევხჳოთ ჯერისაებრ წარსრული და ვყოთ მათთჳს მოწყალებაჲ, წარვავლინოთ მათ თანა თანამავალი კეთილი, რამეთუ ესე არს, რომელი იჴსნის სულსა ტანჯვისაგან. ამან მკუდარნიცა აღადგინნა, ვითარცა-იგი ტაბითა,3 ესევითარნი სახუეველნი კეთილ არიან. უკუეთუ ესრეთ დავიმარხნეთ, კეთილად და ბრწყინვალედ ვიყვნეთ ჟამსა მას აღდგომისასა, ხოლო უკუეთუ ჴორცნი შევამკვნეთ და სული არა ვიღუაწოთ, მრავალი ბოროტი მაშინ მოიწიოს ჩუენ ზედა და ფრიადი უშუერებაჲ, რამეთუ არამცირედი ბოროტი არს, რაჟამს სული შიშუელ იყოს სათნოებათაგან. იგი შევამკოთ ყოველთა დღეთა ცხორებისა ჩუენისათა. და უკუეთუ აქა უდებ ვიქმნნეთ, ჟამსა აღსასრულისასა ვისწრაფოთ ქმნად მოწყალებისა, რაჲთა ესრეთ ვპოვოთ კადნიერებაჲ წინაშე უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტჱსა, რომლისაჲ არს დიდებაჲ თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.
1 შდრ. მათ. 26,7; მარკ. 14,3; ლუკ. 7,37-38. 2 შდრ. მათ. 25,35. 3 შდრ. საქმე 9,36-41.