მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

John 19:35

34. But one of the soldiers with a spear pierced his side, and forthwith came there out blood and water.35. And he that saw it bare record, and his record is true: and he knoweth that he saith true, that ye might believe.36. For these things were done, that the scripture should be fulfilled, A bone of him shall not be broken.
John თავი 19
35. And he that saw it bare record, and his record is true: and he knoweth that he saith true, that ye might believe.
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი პე
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და რომელმან იხილა, წამა, და ჭეშმარიტ არს წამებაჲ მისი“ (19,35).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: ესე იგი არს, ვითარმედ: არა სხუათა მიერ მესმა, არამედ თჳთ მუნ ვიყავ და ვიხილე, და ჭეშმარიტ არს ესე. რამეთუ ენება მახარებელსა, რაჲთამცა მწვალებელთა პირი დაუყო, რომელნი-იგი შემდგომად მისა გამოჩინებად იყვნეს; ამისთჳს დაამტკიცებს სიტყუასა მას. და აღესრულა აქაცა წინაჲსწარმეტყუელებაჲ, ვითარმედ: „ძუალი მისი არა შეიმუსროს“ ; (19,36). რამეთუ სიტყუაჲ ესე დაღაცათუ ტარიგისა მისთჳს, ჰურიათა მიერ დაკლულისა, თქუმულ არს, არამედ სახჱ იგი ამის ჭეშმარიტებისათჳს იყო. ჰხედავა, ვითარ ისწრაფის დამტკიცებად სიტყუათა ამათ და სარწმუნო-ყოფად შეურაცხისა მის საქმისა? რამე-თუ ჯუარ-ცუმისა უმეტესი შეურაცხებაჲ იყო გუამისა მის მომკუდრისა მოწყლვაჲ. არამედ იტყჳს მახარებელი, ვითარმედ: „ესე ყოველი ვთქუ მოსწრაფებით, რაჲთა გრწმენეს“. ნუმცა ვინ უკუე ურწმუნო არს, ნუცა ჰრცხუენის და დაჰფარავს ჩუენთა ამათ საქმეთა, რამეთუ უფროჲსად რომელნი ვითარცა შეურაცხებისა და ყუედრებისა მიზეზად ჩანან, იგინი არიან ჩუენნი...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის