მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

John 4:11

10. Jesus answered and said unto her, If thou knewest the gift of God, and who it is that saith to thee, Give me to drink; thou wouldest have asked of him, and he would have given thee living water.11. The woman saith unto him, Sir, thou hast nothing to draw with, and the well is deep: from whence then hast thou that living water?12. Art thou greater than our father Jacob, which gave us the well, and drank thereof himself, and his children, and his cattle?
John თავი 4
11. The woman saith unto him, Sir, thou hast nothing to draw with, and the well is deep: from whence then hast thou that living water?
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ლა
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „უფალო, არცა სავსებელი გაქუს, და ჯურღმული ესე ღრმა არს. ვინაჲ გაქუს წყალი ცხოველი?“ (4,11).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: გულისხმა-ყო მეყსეულად, ვითარმედ არა ვითარცა ერთი მრავალთაგანი არს, არამედ დიდებული ვინმე არს. ამისთჳსცა არა განკიცხა საკჳრველი იგი სიტყუაჲ, არამედ უფლით ჰხადის მას და უკჳრს სიტყუაჲ იგი. უკუეთუ კულა მეყსა შინა ყოველი ძალი სიტყჳსაჲ მის ვერ გულისხმა-ყო, ნუ გიკჳრს ესე, რამეთუ ნიკოდემოსცა მრავალთა მათ სიტყუათა შემდგომად ჯერეთ ვერ გულისხმა-ჰყოფდა სიტყუათა უფლისათა ძალსა. და ამანცა ჰრქუა პატივით: „უფალო, არცა სავსებელი გაქუს, და ჯურღმული ესე ღრმა არს. ვინაჲ გაქუს წყალი ცხოველი?“ რამეთუ სხუასა იტყოდა უფალი, და იგი სხუასა გულისხმა-ჰყოფდა. და უკუეთუმცა ჰურიათა მსგავსი გონებაჲ აქუნდა, ეთქუამცა ურცხჳნოდ, ვითარმედ: უკუეთუმცა გაქუნდა წყალი ცხოველი, რადმცა მთხოვდი მე წყალსა? არამედ სტყუვი. გარნა ყოველსავე კრძალულებით ეტყოდა აწცა და პირველ, რამეთუ მაშინ თქუა, ვითარმედ: „შენ ჰურიაჲ ხარ და ითხოვ ჩემგან წყალსა?“ და არა ჰრქუა რისხვით, თუ: ნუ იყოფინ ჩემდა, თუმცა მტერსა ჩემისა ნათესავისასა მივეც წყალი! და აწცა კუალად კრძალულებით მიუგო:

სიტყვა კვირიაკესა სამარიტელისასა
წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)

უფალი ჩვენი იესო ქრისტე, მიდიოდა რა ერთ-გზის იერუსალიმითგან გალილიას მოწაფეთა თანა მისთა, მიეახლა ქალაქსა სამარიტელთასა და დასჯდა მოსასვენებლად წყაროსა ზედა იაკობისსა. ამ ჟამად მივიდა იქ წყლის ამოსავსებელად ერთი სამარიტელი დედაკაცი. მაცხოვარმან ჩვეულებისამებრ მისისა იწყო სწავლა და დარიგება მისი და გამოუცხადა მას ყოველი ცოდვა, რაიცა მას ექმნა სიყრმითგან. დედა-კაცმან შეიტყო, რა მოძღვარი ასწავლის მას და სთხოვა, რათა აუხსნას ეჭვი, რომელი ჰქონდა მას სჯულსა ზედა. სამარიტელნი ფიქრობდენ და არწმუნებდენ, რომელ ჭეშმარიტი ლოცვა და თაყვანის-ცემა ღვთისა შესაძლო არს მხოლოდ იმ მთაზედ, სადაცა მათ ააშენეს ტაძარი, გარნა ურიანი ამტკიცებდენ, რომელ ღმერთი მხოლოდ იერუსალიმის ტაძრითგან მიიღებს ლოცვასა და შესაწირავსა. მამანი ჩვენნი, ჰკითხა დედაკაცმან, მთასა ამას თაყვანის-ცემდეს და თქვენ იტყვით, ვითარმედ იერუსალიმს არს ადგილი, სადა ჯერ-არს თაყვანის-ცემა. მაშინ მაცხოვარმან მიუგო: მოვალს ჟამი და აწვე არს, ოდეს არცა იერუსალიმს, არცა მთასა ამას ზედა თაყვანის-სცემდენ მამასა: არამედ ჭეშმარიტნი თაყვანის-მცემელნი თაყვანის-სცემენ მამასა სულითა და...

სრულად ნახვა
სიტყვა იე-სა კვირიაკესა ზედა
წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)

შეიყვარე უფალი შენი ყოვლითა გულითა შენითა და ყოვლითა გონებითა შენითა,... ესე არს დიდი და პირველი მცნება (მათ. კბ, ლზ)

სიყვარული ღვთისა არის დიდი და პირველი მცნება, ვითარცა უპასუხა მაცხოვარმან სჯულის მოძღვარსა რომელსამე, მაშასადამე, ხშირად უნდა ვფიქრობდეთ ჩვენ, ძმანო ქრისტიანენო, ამ მცნებაზედ. იგი არის საფუძველი ჩვენისა ქრისტიანულისა ცხოვრებისა. მაშასადამე, ყოველთვის უნდა ვზრუნავდეთ, რათა არ შეირყიოს იგი ჩვენს შორის და მასთანავე ყოველი ჩვენი სულიერი ცხოვრება.

რაი არს სიყვარული ღვთისა, ანუ რა სახით შეიძლება კაცმან ღმერთი შეიყვაროს? როდესაც შენ, ძმაო, გიყვარს ვინმე, ანუ რაიმე, მაშინ რას გრძნობ, ანუ რა სურვილი გაქვს გულში? მაშინ ცხადად წარმოიდგენ იმ ნივთს, ანუ იმ პირსა, რომელიც გიყვარს. შენი სიყვარულის საგანი ცხადად არის გამოხატული შენს გულში; შენ გსურს, რომ ყოველთვის შენთან იყოს იგი, რათა შეგეძლოს ყოველთვის მისი ხილვა და მისგან ნუგეშობა; გარნა ღმერთი არს უხილავი; შენ ვერ წარმოიდგენ მის სახეს და ვერც შეგიძლია ისურვო, რომ იგი იყოს შენს ხელში. მაშასადამე რაი არს სიყვარული ღვთისა, ან რა სახით შეგიძლია შეიყვარო შენ ღმერთი? სიყვარული...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის